29.11.10

კვირის რეზოლუცია

გადავწყვიტე, ყოველდღე თუნდაც 2 წინადადებიანი პოსტი დავდო. ვნახოთ, რამდენად გამომივა. იმ თემების გარდა, რომლებზეც ვრცლად მომინდება დაწერა, ძირითადად პატარა ფაქტებზე დავპოსტავ.

ახალი პროექტივითაა. ბევრმა ბლოგერმა სცადა ამ გზით ბლოგის გამოცოცხლება. ცოტა ყურით მოთრეული კი მეჩვენება მსგავსი განწყობა, მაგრამ, hey, რატომაც არა... ყოველ შემთხვევაში, სხვისი აზრების, ვიდეოების და ფოტოების დაშეარება არ იქნება.

დღეს არჩევნებში მივიღე მონაწილეობა. ადამიანურად და მოკლედ რომ ავხსნა, მიუხენში მცხოვრები უცხოელებისთვის მათი ინტერესების დამცველი ხალხის არჩევნები იყო. მერე, წესით, მთელი დღე თუ არა, ცოტა მაინც უნდა მეფიქრა იმაზე, რამდენად დიდი ბლეფია ეს ყველაფერი და რამდენად გვიქმნიან ილუზიას, რომ რაღაც გვეთქმის ამ ქვეყანაში. ან რამდენად არის ეს ყველაფერი ერთი დიდი PR-სპექტაკლი და ა.შ.

ამ ყველაფერზე ფიქრის ნაცვლად სახლში მოვედი და მეძინა... არ ვიცი, გამართლებული ინდიფერენტულობაა თუ არა, მაგრამ არც ის მგონია, ამ ეტაპზე მსგავს საკითხებზე ფიქრი რამეს წყვეტდეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მე გამოვიყენე ჩემი ხმა და ანუ, ამით მივეცი საკუთარ თავს საშუალება, ვიდავო, ან გავაპროტესტო შემდეგში მათი ქმედება თუ უმოქმედობა, იმიტომ რომ, მივედი და ავირჩიე და შესაბამისად, მივეცი საშუალება, აკეთონ ის საქმე, რასაც შეგვპირდნენ.

შეიძლება იმ ჯგუფმა სულაც ვერ გადალახოს საჭირო ბარიერი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ უტოპიურია თუ არა, მაინც შენი ხმაა, რომელიც შეგიძლია, სადღაც ზემოთ მყოფებს მიაწვდინო...

პ.ს. ჩემგან არასოდეს გამოვიდოდა ჟურნალისტი და კიდევ კარგი, სკოლის დამთავრებისას გადავიფიქრე მაგ გზით სვლა. :D

5 Kommentare:

  1. მე რატომღაც ძალიან მიყვარს ხოლმე ხმის მიცემა.

    AntwortenLöschen
  2. სულ ერთხელ მივიღე ქართულ არჩევნებში მონაწილეობა, ისიც ვენაში ვიყავით, საქართველოს საეჩოში. :)

    ასე რომ, მეორე არჩევნები იყო ჩემთვის :D

    AntwortenLöschen
  3. მე მაშინაც კი მივიღე, როდესაც მთლა 17-ის არ ვიყავი.

    თავი მნიშვნელოვანი ფიგურა მგონია ხოლმე. რომ აი ხმის მისაცემად მეძახიან :დდდ

    AntwortenLöschen
  4. gamixarda shemosuls erti postis nacvlad 3 axali rom damxvda :)))))
    keep posting...

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates