21.11.10

Chaos is back in da house

როგორც ჭეშმარიტი ბლოგერი, ვამართლებ ჩემი ბლოგის სათაურს.
არა, უფრო სწორად, ყველა ბლოგერმა იცის, რომ საკუთარი ცხოვრების პატარა ასლს დებს ბლოგზე.
ის, რომ აღარ ვპოსტავ, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი პედანტურად ვითარდება და არ ხდება ჩემს თავს ამბები, როგორიცაა:
  • სოფის საჩუქარი, რომელიც უნდა ყოფილიყო ბერლინში უკვე კარგა ხნის წინ, ჯერ 2 კვირა იმ სახლში იდო, საიდანაც უნდა წაეღოთ ბერლინში და ახლა ჩემთან დევს... სოფი, მოვაბამ თავს ამ კვირის ბოლოს :user:
  • სამშაბათს მივდივარ ვიზის გასაგრძელებლად და ჩვეული გულისრევით ვარ განწყობილი იქ მომუშავე ადამიანების სახეების წარმოდგენისას. რომ მოგიგდებენ პასპორტს ვიზით, ან მის გარეშე... ესეც თქვენი ძალიან ლოიალურ გზაზე დამდგარი გერმანია :D არსად გაიშვას :D
  • გუშინ სახლიდან გასვლისას გასაღები დავტოვე ღრიჭოში და კარი მოვიხურე გარედან. მე ჩავიდინე ეს... ადამიანმა, რომელიც ამოწმებს ყველა ელექტრო-დანადგარს, თუნდაც 2 კვირის გამოუყენებელს, სანამ სახლიდან გადის. არ გავბრაზებულვარ, გამეცინა :D 20 ევროც გადავიხადე კარის გაღებაში და არც ამაზე გავბრაზებულვარ... სამაგიეროდ, ჩემი გასაღების დუპლიკატი დავტოვე მეგობართან, მომავალში 20 ევროს დაზოგვის მიზნით.
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...
ანუ, ქაოსი, მოგეხსენებათ, ჩემი ყველაზე ერთგული მკითხველი და თანამგზავრია.
მხოლოდ, ჯერ ვერ დავადგინე, ასეთი ინდიფერენტული განწყობა საზიანოა თუ სასიკეთო.
მაშინ, როცა რაღაც პრობლემებს რქებით მივაწექი და ნაწილობრივ მოვაგვარე, ისეთი დაზაფრული დავდიოდი, თავი მართლა მეგონა გერმანელი და მივხვდი, რატომ არ არიან ბედნიერები: იმიტომ რომ, ყველაფერს რქებით აწვებიან. ალბათ, თავს ვერ პატიობენ, რომ მუდმივად "მეორეები" არიან- ორივე მსოფლიო ომის წამომწყებები და დამარცხებულები .... მსოფლიო ჩემპიონატებზე ფინალში გასულები და დამარცხებულები. დამიჯერეთ, ფეხებზე ჰკიდიათ ჰოლოკასტი... :D
არ გამომივა მე ასე რქებით მიწოლა... არ გვაქვს მსგავსი გენი ქართველებს... არ შევაკლავთ თავს რაღაც მატერიალურს... ეს, ალბათ, ცუდიცაა, მაგრამ ამ გადასახედიდად, სიხალასეც სწორედ ამიტომ არის სახასიათო ჩვენთვის.

ზუსტად ამიტომ ვიცი, რომ ეს არაა ქვეყანა, სადაც მე ბედნიერი ვიქნები, რადგან ამ ქვეყანაში ყოველ წუთს და წამს რქებით უნდა აწვებოდე მორიგ უაზრო, ბიუროკრატიულ სიგიჟეს, გაქვავდე და დაიბოღმო, თუკი შენსას ვერ გაიტან...

პოსტები სერიიდან "სახლში მინდა"...

4 Kommentare:

  1. მანდ რქებით მისაწოლი მაინც გაქვს რამე და აქ რა უნდა აკეთო?

    საუკუნოობით უნდა ეძებო სამსახური? :უსერ:

    :შ

    პ.ს არც მე ვიცი სად მინდა და რა მინდა :|

    AntwortenLöschen
  2. ხო, კლოუნს ვეთანხმები.
    აქ იმდენად არაფერი ხდება, რომ არც კი ვიცი რა.
    პირადად მე ამდენი ხანია სამსახური ვერ მიპოვია. ლამისაა გადავირიო რა. დეპრესია მაქვს აკიდებული და ნუ მოკლედ რა.

    ბედნიერება არ არსებობს. არსებობს ესა თუ ის რაღაცეები, რასაც ჩვენ მივიჩნევთ ბედნიერებად.

    AntwortenLöschen
  3. "პოსტები სერიიდან "სახლში მინდა"... " - სახლში კი გინდა, მაგრამ შენც იცი იმ "სახლში" ბევრად ძნელია ცხოვრება :|
    მეც ხან ისე მინდა სახლში, ვგიჟდები და ყველაფერი, რაც დაწერე, სასწაულად სიმართლეა, მაგრამ ფაქტია: ბედნიერები არიან თუ არა ეს ხალხი, მსოფლიოში ერთერთი ყველაზე სასურველი ქვეყანა აქვთ, სადაც ცხოვრების არ გეშინია, თუ მოქალაქე ხარ, რა თქმა უნდა, ვიზიან ადამიანებზე არ ვამბობ. ჩვენს "სახლს" ვადარებ უბრალოდ, სადაც თავის ხალხს იმაზე უარესად ექცევიან, ვიდრე შენ გერმანიის ვიზის "სახლში"

    AntwortenLöschen
  4. @ Clown&Kate, სამსახურზე არ ვამბობ. საქართველოში თითქოს სამსახურია პრობლემა და აქ ყველაფერი მაშინ იწყება, როცა სამსახური გაქვს.

    @ Sophie, არაა ეგრე. ყველას ეშინია აქ. იმასაც,ვინც ჩამოსულია და იმასაც, ვინც აქაურია. შორიდან ჩანს, რომ აწყობილია ყველაფერი და მაგრამ თითოეულ ადამიანზე რომ გადაიტანო ყურადღება,ყველა შიშით ხსნის ფოსტას, იმიტომ რომ, არავინ იცის, რომელ სახელმწიფო დაწესებულებას რამ მოუარა თავში.

    "ილუზიაში" აცხოვრებენ ხალხს, რომ ყველაფერი მაგრადაა და დემოკრატია და ამბავი და ამ დროს, ეგ შენი "კანონი" კი იცი, სადაც უნდა გადაამისამართო.

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates