04.12.10

244 წაუკითხავი პოსტი Google Reader-ში

საერთოდ არ მაქვს სურვილი, პოსტები ვიკითხო. ფოტო-ბლოგებს გადავურბენ ხოლმე და ეგაა.
და ამ დროს, რა თავხედობაა, როცა საკუთარი ბლოგის დღის ტრეფიკს ვაქცევ ყურადღებას. :D

პ.ს. საყვარელი ბლოგების პოსტები არ მინდა გადაფრენით წავიკითხო და ამიტომ ვინახავ... ასე რომ, თქვენამდეც მოვალ !!!
:D

ნეტავ, მხოლოდ ჩემი სიზარმაცის ბრალია, თუ ზოგადად, ქართული ბლოგოსფერო მოკვდა?!

4 Kommentare:

  1. ხანდახან მეც ვარ ასე - მინდა წავიკითხო, მაგრამ არ შემიძლია და მეჩვენება რომ არავინ აღარ წერს საინტერესოდ :D ამ დროს უბრალოდ ვანებებ თავს და მერე ერთ მშვენიერ დღეს გულიანად ჩავუჯდები ხოლმე. ასეთ დროს ისეთი სიამოვნებაა პოსტების კითხვა :) სულ აღარ მახსენდება, რომ ერთ დროს მეგონა, არავინ საინტერესოდ აღარ წერდა :D

    AntwortenLöschen
  2. chemtanac masea. zogjer chamovurben da ise vasuftaveb, zogjer mivacher MARK ALL AS READ da sindisic ar mawuxebs xolme :D

    AntwortenLöschen
  3. კი თავხედობაა და თან მაგარი. :D :D :D

    მე ამ კონკრეტულ მომენტში 24 წაუკითხავი პოსტი მაქვს და 25-ეს აგერ ვაკომენტებ. ხოდა ზოგჯერ მეც ეგრე ვამწნილებ, ზოგჯერ - ეგრე ვაგროვებ. მაგრამ მერე ნებისმიერ შემთხვევაში ვკითხულობ ხოლმე.
    აბა რა ჯანდაბად გამოვიწერე??? :DDD

    და სადაც კომენტარს ვტოვებ, მომდევნო კომენტარების გამოწერასაც ვრთავ ხოლმე.

    AntwortenLöschen
  4. მეც მასე ვაკეთებ. ამიტომ არ მინდა,Mark all as read-ს დავაკლიკო. სულ მგონია, რომ მაგარ პოსტს გავმაზავ :D

    @ Kate, ძალიან ბევრი ბლოგი მაქვს გამოწერილი და ხანდახან არ ვარ ზოგიერთის ხასიათზე. კონტენტების მიხედვით მაქვს დალაგებული და ყველაზე ხშირად მაინც "პირადი ბლოგები"-ს კატეგორიას ვკითხულობ. "თემატური ბლოგები" იცდიან ხოლმე :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates