1 იანვარს დავიწყე პროექტი "Each day... Every day". ანუ, ყოველდღე ვიღებდი ერთ ფოტოს და ვდებდი Facebook-ზე. ხანდახან ისეც ხდებოდა, რომ 2-3 ფოტოს ვდებდი ერთად.
ორი თანამშრომელიც ავიყოლიე. იმათ თქვეს, 1 თვე ვცდით და თუ არ გვიღალატებს ნებისყოფა, მაშინ გავაგრძელებთ წლის ბოლომდეო...
არ გვიღალატა ნებისყოფამ და სულ რაღაც 28 ფოტოღა გვაშორებს წლის ბოლოს.
რუტინული გახდა პროექტისთვის ფოტოს გადაღება და საკმაოდ საინტერესოც იქნება წლების მერე რომ გადახედავ და გაიხსენებ 2010 წლის თითოეული დღის პატარა დეტალს. ერთ თანამშრომელს წელს ქორწილი ჰქონდა და მთელი მოსამზადებელი პერიოდია ახლა მის გვერდზე აღბეჭდილი... :)
მაგრამ, მაინც ძალიან მიხარია, რომ მხოლოდ 28 ფოტოღა დამრჩა... რუტინული "პასუხისმგებლობა", თუნდაც დღეში 5 წუთი სჭირდებოდეს, საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობასთან ყოფილა დაკავშირებული და მე არ ვარ ამ მხრივ დიდად დაჯილდოვებული. :)
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
Bravo zalian magaria eg .
AntwortenLöschenvafshe aris saitic sadac online rejimshi yovel dge tu ar tvirtav fotos shens friendebs iq vinc dafollowerebulia misidit alarmi da mere giktineben rom ar gamazop dge : ))
zan magaria!!
რამდენი ხანია მაგისი გაკეთება მინდაა, ყოოჩაღ!! იმედია შევასრულებ ოდესმეე ;))
AntwortenLöschenმიყვარს ეგ ალბომი. ხშირად ვავალიერებ ხოლმე.
AntwortenLöschen2011-შიც აპირებ????
@ ჩორვენი,აუ, მე ეგ ძალიან დამძაბავდა. :D
AntwortenLöschenრამდენიმე დღე აქაც გავმაზე, სამწუხაროდ. ზოგიც სხვის მობილურში, ან აპარატშია და ვერა და ვერ მომაწოდეს.
@ Kate, არააა! :D იქით წელს აღარ ვაპირებ, მაგრამ დოლორესი აპირებს, მგონი. :D
შენ ალბათ ყელშჳ ამოგივიდა ხო უკვე??? :დდდ
AntwortenLöschen