17.12.10

დუმბაძის ფოსტალიონი

"მე ვხედავ მზეს"-ში რომ ფოსტალიონია, გახსოვთ?
კრებაზე რომ მივა და იკითხავს: "ვინ დაიწყო ომი?"-ო და თავადვე გასცემს კითხვას პასუხს: "მე დავიწყე ომი!"

ყოველთვის პირველად ეს ადგილი მახსენდება.
არ მინდა მაღალფარდოვანი ფრაზები ვარახუნო ახლა მსოფლიო ლიტერატურის დიდებული მონაპოვრების შესახებ.
ჩემს პატარა "წიგნების სამყაროში" ის ფოსტალიონი ერთ-ერთი ყველაზე უბედური ადამიანია. ეს ნაწყვეტი- ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, ყოველ გახსენებაზე რომ შეგაძრწუნებს... ზუსტად ისე, როგორც მაშინ, 12-13 წლისამ რომ წაიკითხე პირველად...

გადაიკითხავდა კაცი დუმბაძეს...

2 Kommentare:

  1. დუმბაძის ნაწარმოებებში ეგ მომწონს, რომ ძალიან უბრალოდ, მარტივად გადმოსცემს ადამიანის განცდებს. და ასე მარტივად აგატირებს კაცს [ყოველ შემთხვევაში, ჩემნაირ გულჩვილს :D]

    AntwortenLöschen
  2. ჩემი დუმბაძე ♥♥♥♥♥♥♥♥♥

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates