08.12.10

Someone like'em

ხანდახან ვუსრულებ საკუთარ თავს ჩანაფიქრებს.
რამდენიმე თვის წინ პოსტი დავწერე, Kings of Leon-ის კონცერტზე უნდა მოვხვდე-მეთქი.
ბილეთები საკმაოდ ძვირი ღირდა ინტერნეტში რომ დავძებნე და სიმართლე რომ ვთქვა, იმედი აღარც მქონდა, რომ წავიდოდი.

4 დღის წინ შემთხვევით ვნახე, რომ 30 ევროიანი ბილეთებიც ჰქონდათ. მერე რა, რომ სცენიდან საკმაოდ შორს. გადავწყვიტე, წავსულიყავი და მეცადა ბედი.

საზიზღარი ამინდი იყო გუშინ. წვიმაში ვიდექი და ველოდი, ვის აღმოაჩნდებოდა ზედმეტი ბილეთი, რომ მეყიდა. გამიმართლა, რომ მარტო ვიყავი, თორემ ყველა წყვილ-წყვილად ეძებდა. ჰოდა, ასე შემრჩა 50 ევროიანი ბილეთი 35 ევროდ, თან სცენის პირდაპირ.

რომ შევედი და პირველ რიგში აღმოვჩნი, აღარც გამკვირვებია. Mando Diao-ს კონცერტზეც ზუსტად ეგრე ვიყიდე ბოლო დღეს ბილეთი და მაშინაც პირველ რიგში მოვხვდი. :D

Special Guest-ებად The Whigs ჰყავდათ. დრამერმა იქ ისეთი ამბავი დაატრიალა, გაოგნებული ვიყავი. ასეთი დრამი მე პირადად არცერთ კონცერტზე არ მახსოვს.

მერე, KOL-ის დრო რომ მოვიდა და Caleb-ის ისედაც ხრინწიანი ხმა გრიპის გამო საერთოდ წასული იყო ხელიდან, ვიფიქრე, რომ დიახ, "აი, ამის გამო ვიდექი წვიმაში!!!" :D

19 სიმღერა იმღერეს. ბოლოსკენ Caleb-ს ყველა ნოტის აღებაზე ეტყობოდა, რომ ყელი საშინლად სტკიოდა. სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, შეგეცოდებოდა... 100-ჯერ მოიხადა ბოდიში.
მე რამდენიმე სიმღერას ავყევი და დღეს მთელი დღე მახველებს. ის საწყალი წარმომიდგენია, რა დღეში იქნებოდა.

თან, ხომ შეიძლება, როგორც მსმენელს შეგემჩნია, რომ ამ დროის გადაგორება უნდა... არა, აბსოლუტურად არ დაუზოგავს თავი და როგორც თვითონ თქვა, the best possible show ჩაატარა. მთელი თავისი ენერგია ჩადო იმ 2 საათში.

და აი, ამიტომ მიყვარს Live-ები, ხარვეზებით, მომღერლებით, რომლებსაც ტექსტი ავიწყდებათ, გაციებულები არიან, მაგრამ მთელი გულით იქ არიან, სადაც უნდა იყვნენ: სცენაზე!





Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates