"არ თხოვდები?"-ს შემდეგ ყველაზე ხშირად დასმული კითხვა.
იმჰო, ყელში კი ამოვიდა, მაგრამ ბარემ აქ საჯაროდ გავცემ პასუხს და შემდეგში ამ პოსტს დავლინკავ ხოლმე.
არ ვიცი, როდის ვამთავრებ!
შეიძლება, საერთოდაც ვერ დავამთავრო...
შეიძლება, კიდევ 2 წელი დამჭირდეს...
შეიძლება, მხოლოდ 1...
შეიძლება, საერთოდ ამაზე ნაკლებიც (რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი)...
არ ვიცი...
და არ ვთვლი, რომ ვინმეს ბოდიში უნდა ვუხადო იმის გამო, რომ ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ. რა საოცარიც არ უნდა იყოს, ჩემთვის ვსწავლობ და არა დიპლომის კედელზე გამოსაფენად მეზობლების დასანახად, ან რაიმე დროის რეკორდის მოსახსნელად .
რა გამაოგნებელიც არ უნდა იყოს, რთულია საზღვარგარეთ იყო, თავი ირჩინო, იმუშავო და ისწავლო. ჩემთვის რთულია, ყოველ შემთხვევაში.
არ ვნანობ და არც არავის დაუძალებია, მაგრამ არც არავის საქმეა, როდის გავალ ბოლოში.
რამდენი ხანიც დამჭირდება- დამჭირდება.
ღმერთმა შეარგოს ყველას 4 წლიანი სტუდენტობა და მე შემარგეთ ჩემი "ჯერ არ ვიცი, ჯამში რამდენი გამოვა"- წლიანი...
არსებობს ასეთი ცნება: სხვისი არჩევანის პატივისცემა. კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით ამაზე ხანდახან, მითუმეტეს, თუ ეს არჩევანი იმ კონკრეტული ადამიანის ცხოვრების გარდა არავის ეხება.
ყველაზე მაგარი ვარიანტია, თუ ჩვენი ცხოვრებით დავკავდებით, თან დარწმუნებული ვარ, აშკარად ბევრი საქმე გვაქვს, რომ სხვისი დიპლომისთვის გვეცალოს.
:)
Let's go, get lives, shell we?
:)
პ.ს. აქ რა შუაშია, მაგრამ საიდბარში პოლი დავამატე და თუ არ გეზარებათ, უპასუხეთ :)
10.03.11
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
არავისი საქმე არაა. მართალი ხარ
AntwortenLöschenდა რაც შეეხება კონცერტზე წასვლას - გილოცავ :)
ლოლ
AntwortenLöschenეგ ჩემთვის დასმული კითხვების ტოპ ათეულშიც შედის :)))
ვინც ასეთ კითხვებს სვამს, ის მაინც ვერასოდეს will get a life, მგონი და მე უკვე აღარ განვიცდი. პრინციპში, შენც საკაიფოდ გიწერია და იცი კიდეც.
radgan swavlis erti etapi davamtavre yvelas veubnebi rom ukve movrchi swavlas da tavi qudshi maqvs :)) magram gatxovebis temas yvela axlobeli tu araaxlobeli exeba. chemi sardzlos mamamac ki 1 shexvedraze mkitxa daberdi da rodis txovdebio. cota xanshi cremlsadeni gazit vivli da yvela uxerxuli kitxvis damsmelis sawinaagmdegod gamoviyeneb. XALXNO yvelaferi mondomebazea damokidebuli da chven eseigi jer ar gvinda cxovrebis erti etapidan meoteze gadasvla, torem namdvilad vici chemze maxinjebic gatxovilan da chemze gaunatleblebic eg arafer shuashia :)) uhh ramdeni sisulele vwere, magram mgoni yvelaferi vtqvi.
AntwortenLöschen@ Kiwi, მადლობა
AntwortenLöschen@ Sophie, ვეცადე, ჩემი მიდგომა და აზრი მათთვის გასაგები გამეხადა... :D არც ეგ გამოვა, მაგრამ ცდად ღირდა :D
@kusa, haha.... დავბერდით, საწყლები, რა გვეშველება :D
მემგონი არაფერი ამაში გამაღიზიანებელი არ არის და ტყუილად ღელავ.:) ნორმალურია რომ შენს მეგობრებს/გარშემომყოფებს/ნათესავებს/ყველას აინტერესებს როდის ამთავრებ. მეთვითონაც უცხოეთში, უფრო კონკრეტულად ასევე გერმანიაში დავამთავრე და პირველი ყველას რაც აინტერესებდა მთელი პერიოდი იყო როდის ვამთავრებდი:) ყველა დაბრუნებას უკავშირებდა ჩემს სწავლის დამთავრებას და ალბათ მაგიტომაც მეკითხებოდნენ. თორე საბოდიშო სწავლა-მუშაობა-გადარბენაზე საზღვარგარეთ მყოფ სტუდენტებს რა გვაქვს:)))))
AntwortenLöschenწარმატებები!!!