ბლოგის ირგვლივ:
- გავაკეთე ბლოგის fan-page facebook-ზე. ჯერ სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე, მაგრამ მოვიცლი ამ დღეებში, იმედია.
- რამდენიმე პროექტის გონებრივად დამუშავების პროცესში ვარ. თუმცა, სამსახურიდან სახლში რომ მოვდივარ, სულაც აღარ მცხელა პროექტებისთვის და ბლოგისთვის. აბსოლუტურად ამოწურული მაქვს ყველანაირი რესურსი საღამოობით. დაეტყო ბლოგს მთელი წინა სემესტრი და დაძაბულობა. ზამთრის პოსტებს რომ გადავხედავ ხოლმე, ყველას ერთიანად წაშლა მინდება. :D
- ამ წუთას საიდბარში განთავსებული მაქვს გამოკითხვა, რომელსაც მიზეზთა და მიზეზთა გამო დიდი მნიშვნელობა აქვს, ასე რომ, არ დაიზაროთ და დააკლიკეთ ზედ. :*
- ვარჩევ ახალ დიზაინს და სავარაუდოდ მომდევნო შაბათ-კვირას დიდი "პერესტროიკა" გვექნება.
- მიხარია, რომ მყავს 108 გამომწერი NetworkedBlogs-ზე და 39 გამომწერი ბლოგსპოტიდან. დიდი მადლობა დროისთვის. :*
სიახლეები პირადი ცხოვრებიდან:
- საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ პედანტობა რიგით მეოთხეა მამაკაცის თვისებებში, რომლებსაც არ ავიტან, ნარკომანიის, ოჯახური ძალადობის და ღალატის შემდეგ.
- ზემო პუნქტიდან თავისთავად გამომდინარეობს, რომ ამ ქვეყნის მამრობითი სქესის წარმომადგენლები აღარ მოიაზრებიან სავარაუდო პარტნიორებად (არსებობს ერთადერთი გამონაკლისი, რომლის შემთხვევაშიც ჯერ არ ვიცი, ხასიათის რამდენ პროცენტს შეადგენს პედანტობა :D).
- ვმუშაობ ვირივით :D
- საბოლოოდ გადაწყდა, რომ აგვისტოში საქართველოში ვარ. ასევე საბოლოოდ გადაწყდა, რომ ძალიან, ძალიან სხვანაირად დავგეგმავ დროს, ბოლო ორ ჩამოსვლასთან შედარებით. უნდა დავისვენო...
- თმის შეჭრას ჯერ კიდევ ვერ მოვაბი თავი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ახლო მომავალში ეშველება ამ საკითხს.
- უნდა აღვკვეთო საკუთარი ცხოვრებიდან ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ურახუნებენ ჩემს თვითშეფასებას. მერამდენედ, ღმერთმანი :D
- ამ უკანასკნელ მოვლენაზე პოსტის დაწერას ვაპირებ საუკუნეა და ამასაც ვერ მოვაბი თავი.
სულ ეს იყო...
ჩემს გარშემოც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ურახუნებენ ჩემს თვითშეფასებას.
AntwortenLöschenხოდა, გისურვებ წარმატებებს პირად ცხოვრებაშიც და აფსოლიტურად ყველგან :*
@Clown, რა მძიმე ბავშვობა/მოზარდობა გაქვს.
AntwortenLöschen:|
ფბ–ზე network–blog–სა და fan page-ებს საერთოდ არ ვცნობ. შესაბამისად არავის ფანი არ ვარ. ბლოგები გამოწერილი მაქვს. ისედაც ბლოგერებითაა მთელი ინტერნეტი გაძეძგილი. :დდდ
AntwortenLöschenრომ ჩმოხვალ საქართველოში, მართლა დაისვენე. ზოგჯერ საჭიროა უსაქმურობა.
"უნდა აღვკვეთო საკუთარი ცხოვრებიდან ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ურახუნებენ ჩემს თვითშეფასებას."
AntwortenLöschenამითი უნდა დაიწყო!!!! ასევე ყველა მოწუწუნე, ენერგოვამპირი და ნეგატიურიც ზედ უნდა მიაყოლო:) ჩემი გეგმა 2011 წლისთვის ზუსტად ეს არის! მეტ ნაკლებად გამომდის. სამწუხაროდ ეგრე აღკვეთა ვერ ხერხდება:((((