მაშინ, როცა ყველა ევროვიზიის საყურებლად არის გახვეტილი, მე პირველად ვითამაშე ლოტო და ვერცერთი ციფრი ვერ გავარტყი, ამინდი არეულია და გულისტკივილით ვამჩნევ, რომ დღეს ნაყიდ ბალერინებს ჩემი მაისურები არ უხდება, დაქალი მირეკავს და მთხოვს, ვუყურო შვედეთის კანდიდატს ზემორე შოუში, რამეთუ გულისმომკვლელად სიმპატიური ყოფილა, როგორც ყველა შვედი, ერთადერთი ადგილი, რომელიც შეიძლება გამახსენდეს, ბლოგია. :D
მოგესალმებით ყველანაირი commited relationship-ისგან დაშინებული ქეოტიკი :D
no kidding.
ჩემი მეგობარი მეუბნებოდა ამას წინათ, დეპრესიაში მაგდებო, შენ მყავდი მეგობრებში ერთადერთი, ვისაც შვილების ყოლა და ოჯახი უნდოდა და ასე რადიკალურად რომ შეიცვალე აზრი, ესე იგი, რაღაც არაა მთლად კარგადო.
მე კი ვამბობ, რომ ყველაფერი ძალიანაც კარგადაა, მხოლოდ სხვებისთვის.
მე, უბრალოდ, არ ვარ მზად იოტისოდენა რამეც კი დავთმო, ვინმესთან გავიყო აბაზანა, კარადები და ზოგადად, საცხოვრებელი სივრცე, ვუყურო/ვუსმინო "არა ჩემს", მხოლოდ ხათრით და სიყვარულით... ღამეში 4-ჯერ გავიღვიძო და ბავშვს ვაჭამო და აბსოლუტურად ფეხებზე მეკიდოს ყველაფერი, როცა გვერდით ოთახში ბავშვი დაიწყებს ტირილს.
ყველას აქვს თავისი დრო და მიხარია, თუკი ჩემი მეგობრების უმეტესობას დაუდგათ დრო, როცა "საკუთარი ოჯახი" უნდათ და წარმატებით ჰყავთ კიდევაც.
მე კიდევ ახლა უფრო ნათლად ვხედავ, რამდენი რამე მაქვს კიდევ სასწავლი, სანახავი, შესაგრძნობი, რასაც საერთოდ სხვანაირად აღიქვამ, როდესაც ხარ single და დამოუკიდებელი...
time will come for me too (or maybe not :D).
ბრიდჯეტ ჯონსის დღიურს ვკითხულობდი და იქ შემხვდა ერთი ძალიან გონებამახვილური რამ: ბრიდჯეტი არის გაბრაზებული ჟურნალისტ ქალზე, რომელმაც დაწერა სტატია წარმატებულ, დამოუკიდებელ, 30-ს გადაცილებულ, საცოდავ single-ებზე და მათ საშინელ მარტოსულ ცხოვრებაზე. ჯონსის 3-ვე მეგობარი მასავით single-ია და კონტრ-არგუმენტებს აფრქვევენ დიასახლისებზე, მაგრამ ყველაზე გემრიელი მაინც ჯონსის ეს აზრი იყო:
"-საიდან იცის ეს ამ თვითდაჯერებულმა ძროხამ, რომელსაც თავი რაღაც ჰგონია, რადგან 22 წლისა უკვე გათხოვილი იყო, დიდი მადლობა?"
გემრიელად ვიცინე და მართალია, ჯერ 30-ს არ გადავცილებულვარ, მაინც მივცემ თავს უფლებას და ვიტყვი, რომ იმჰო, არ იციან :D
14.05.11
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
მეც რატომღაც ვფიქრობ რომ გათხოვების შემდეგ ქალები განვითარებას წყვეტენ და იმ დონეზე რჩებიან რასაც გათხოვებამდე მიაღწიეს, ან შორდებიან და აგრძელებენ განვითარებას. საქართველოში 30 წელს გადაცილებულს კი არა და 20 წელ გადაცილებულებს ერჩიან უკვე.
AntwortenLöschenჩემი თანამშრომელი ერთ-ერთი რაიონიდანაა და ამბობს სახლში რომ ჩავდივარ გარეთ გამოსვლა მცხვენია ყველა მეკითხება რატომ არ თხოვდებიო და თავს დამნაშავედ ვგრძნობო :D
BTW გუშინ მთელი დღე ლილი ალენის "22" ვუსმენდი და დღეს შენი პოსტი, აქ რაღაც კავშირია :d
@kusa,არ მგონია, მთლად მასე უიმედოდ იყოს საქმე. ბევრ "ქორწინების შემდეგაც განვითარებად ქალს ვიცნობ" :D
AntwortenLöschenრაც შეეხება საქართველოს, მართალი ხარ. მამაჩემი უკვე გლოვობს ჩემს ეგრე დარჩენას :D
ვაიმე! ამ თემაზე უნდა დავპოსტო.
AntwortenLöschenკიარადა ვაპირებდი და ახლა მითუმეტეს.
ქეთ, დააბექლინკე რომ დაწერ. :)
AntwortenLöschenეს დაბექლინკება როგორ კეთდება, არ ვიცი.
AntwortenLöschenნუ შენი პოსტი ბევრად მაგარია, მაგრამ მაინც http://www.k84u.com/2011/06/dudeless.html
უბრალოდ შენი ტექსტის კოპირება არ მინდოდა, თორემ ისე ზუსტად გეთანხმები. აი ზუსტად.
AntwortenLöschen@Kate, come on, ჩემი პოსტის თავს და ბოლოს მე ვერ ვპოულობ ხანდახან. :D
AntwortenLöschenდავლაშქრავ მერე შენს ბლოგს :D