13.06.11

A busy week- News!

hey, პრინციპში, ვის ადარდებს, რა ვაკეთე კვირის განმავლობაში, მაგრამ ყველა პირადი ბლოგის ავტორი სადღაც გულის სიღრმეში მაინც არის დარწმუნებული იმაში, რომ მისი ნანახი, მის თავს გადამხდარი ამბები იმდენად მნიშვნელოვანია, არ უნდა დაიკარგოს და მათ შესახებ ხალხმა უნდა იცოდეს. სხვა შემთხვევაში ბლოგი არ გვექნებოდა :D

ან, როგორც მინიმუმი, მკითხველი შენი ახლობელი უნდა იყოს, ყველა პოსტზე :*- დაგიკომენტოს და დააყოლოს, რომ "აუ, რა მაგარი დრო ვატარეეეეთ"!!!


OK! მოვრჩი ღლაბუცს (მაგარი სიტყვაა, იმჰო). Just, მთელი დღე გახსნილი მქონდა ფანჯარა და ვერ ვხვდებოდი, რაზე დამეწერა. არადა, უნდა დამეწერა! ჰოდა, შესავალიც ამიტომ...


ჰო, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა და დიპლომის გამოცდების ეტაპამდე მივაღწიე!!! yeeeey!
ანუ, ერთი ჩავაბარე წინა ხუთშაბათს და ჩემდა გასაოცრად 1.3 მივიღე (ქართულად 5). მანამდე მთელი კვირა last-minute მეცადინეობაში გავატარე და კიდევ კარგი, 1 თვის წინ ნელ-ნელა დავიწყე მეცადინეობა, თორემ არ მექნებოდა ასეთი შედეგი.
ჩემთვის ნიშნებს, როგორც წესი, დიდი მნიშვნელობა არ აქვთ ხოლმე, მაგრამ ეს და კიდევ მომავალი 3 სადიპლომო გამოცდის ნიშანი შედის დიპლომში და თავს ძალა დავატანე.
მშვენიერი წინაპირობაა იმისთვის, რომ მომდევნო გამოცდა, რომელსაც ასე ივლისის დასაწყისისთვის დავანიშნინებ, ასევე კარგად ჩავაბარო.
ყელში გაჩხერილი მაქვს პროექტი, რომელიც, წესით, უნდა დავამთავრო ივლისის შუაში და რომლის დაპროგრამებაც ჯერ არც დამიწყია :| დღეს ამიტომაც ვპროკრასტინირებ და თავს ვუმტკიცებ, რომ ბლოგზე პოსტის დადება საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. :D
ამ ამბებს რმ მოვრჩები, 6 თვე სადიპლომო უნდა ვწერო და სულ ესაა! გავალ ბოლოში!
ამინ! ამინ!

შუალედებში რომ ხან საკუთარ დაბადების დღეს აღვნიშნავდი 2 დღე და ხან დაქალის ქმრისას გუშინ, რაღა თქმა უნდა ალკოჰოლის თანხლებით, არცაა მნიშვნელოვანი, არ დავკონკრეტდეთ :D

აი, ასეთი ამბავია ჩემს თავს და წარმატებები მე!

8 Kommentare:

  1. kargi ambebi yofila shens tav sda warmatebebi shen da rakargia, rom diplomisken midixar,ura vasha, rom morchebi ai mere ki udna agnishno gemrielad ^__^

    AntwortenLöschen
  2. ჰო, მერესთვის ახალი გეგმები იქმნება და ვნახოთ, ვნახოთ :)

    AntwortenLöschen
  3. ვაიმე, მაგისტრატურის დიპლომი მაქვს დასაწერი და სასწავლი.
    მეზარება :(((((((

    AntwortenLöschen
  4. გილოცავ!!! და იმეცადინე კარგად. გერმანიაში ხარ ბოლო–ბოლო.

    AntwortenLöschen
  5. @Kate, danke :*
    "და იმეცადინე კარგად. გერმანიაში ხარ ბოლო–ბოლო." ჰა? :D

    AntwortenLöschen
  6. ხო ანუ გერმანიაში სწავლობ და უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდომეთქი.

    AntwortenLöschen
  7. Mommy talk :D
    Grow out of it ASAP... :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates