21.06.11

So ya thought ya might like to go to the show...




მე საბჭოთა კავშირში დავიბადე.
იქ, სადაც ყველა მხარეს კედელი იყო აღმართული.
სადაც ხალათი ქალის ყველაზე მისაღები სამოსი იყო.
სადაც სკოლაში წითელი ყელსახვევით უნდა გევლო...
სადაც ძალიან ცოტას და ძალიან შორიდან, შიშის ფასად ჰქონდა გაგებული დიდი ჯგუფების სახელები და უფრო დიდი რისკის ფასად, - მათი სიმღერები მოსმენილი.

მე აღარ მომიწია. მაგ დროისთვის დაიშალა კავშირი და გაირღვა კედელი და ნიაღვარივით დაგვეცა თავს ყველაფერი, რაც მსოფლიოს ათასჯერ, მილიონჯერ ჰქონდა უკვე ნანახი. ნაწილობრივ ახლაც იქ ვართ: ჩამორჩენილების პოზაში და ზაფხულის არდადეგებზე გვაქვს გადანაწილებული მასალა.

მე აფხაზეთში გავიზარდე. უფრო კორექტულად: არ მაცადეს... ახლაც დგას ეგ "კედელი".

ანუ, თბილისში გავიზარდე. საერთო საცხოვრებელში, რომლის 2 ოთახსაც 6 კაცზე, აგერ უკვე 19 წელია ცხვირში მადენენ აბორიგენები (ცუდ სიტყვას არ ნიშნავს. google that shit :D)




მე Pink Floyd-ს პირველად ვიღაცის მანქანაში მოვუსმინე. ჯერ კიდევ გამწყდარი კასეტების ლენტებს ფრჩხილების ლაქით რომ ვაწებებდით.

ცხოვრებაში ვერასოდეს წარმოვიდგენდი, არც დავუშვებდი, რომ ოდესმე ვიქნებოდი ერთსა და იმავე დარბაზში Roger Waters-თან ერთად. და ეს მაშინ, როცა უფფფ, რაღაზე არ მიოცნებია: ძალიან უტოპიურ რამეებზე, მაგრამ ამაზე ვერასდროს. ალბათ, ძალიან ხელშესახები იყო ლუზერობა, "საკუთარი სახლიდანაც კი გამოგაგდეს" და ძალიან შორს იყო "დიახ, შენ ყველაფერი შეგიძლია: Sky is the limit. Believe in it!"

და დღეს, შოუს დაწყებამდე, ერთ ადგილას მიყინული ვიჯექი და ალბათ, ძალიან გაფართოებული თვალებით ვუყურებდი რაღაცას, რაც დიდი კედლის ნაწილი იყო, რაც უფრო დიდი ჩანდა და ყველანაირი პათეტიკა გვერდზე რომ გადავდოთ და არცერთი სიტყვა შევალამაზოთ, არცერთი ემოცია გავაზვიადოთ, აბსოლუტურად დაბინდული თვალებით და ოდნავ აკანკალებული ნიკაპით ვიღაცას/რაღაცას შიგნიდან ვუხდიდი მადლობას, რომ იქ ვიყავი.

არასოდეს, არასოდეს გაუშვათ ხელიდან შანსი, აიხდინოთ ბავშვობის/თინეიჯერობის ოცნება (ან ის, რის ნატვრას ვერც ბედავდით)
:)


Sky is the limit...


p.s. თავად შოუზე ამ დღეებში. დღეს ვერა...

7 Kommentare:

  1. ძალიან მიხარია, რომ ოცნება აგისრულდა.


    მე ეგრე მაშინ გავიხარებ, როდესავ პოლ მაკატრნის ვიხილავ.

    AntwortenLöschen
  2. ხოდა კიდევ ის რომ sky is the limit კარგი ფრაზაა, მიყვარს.

    AntwortenLöschen
  3. ეე, ჩემი ავატარი და Kate სადაა???

    AntwortenLöschen
  4. @Kate, აზრზე არ ვარ.

    AntwortenLöschen
  5. ქრისტი, კიდევ ერთხელ დიიიდი მოლოცვა <3

    ხოდა როგორ გამიხარდა, რომ მომიხსენიე :დ <3

    AntwortenLöschen
  6. გი, მადლობა და არაფრის :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates