თუ თქვენ გაქვთ ამ კითხვაზე პასუხი და ცხოვრობთ საქართველოში, განაგრძეთ კითხვა.
თუ არ იცით, დაგუგლეთ "How I met your mother" და დაიწყეთ ყურება!
It's gonna be legen... wait for it...

dary!
იმიტომ, რომ ამ ორი წიგნის მოგების შანსი გაქვთ!
ამისთვის ბევრი არც არაფერი უნდა გააკეთოთ.
(ნუ, რა თქმა უნდა, Giveaway-ს თავისი ჰინტები აქვს გამთამაშებლის სასარგებლოდ ;))
ესე იგი, არსებობს ორი გზა, ერთი ფრიად მოკლე, იოლი და უმტკივნეულოა, მეორე- ოდნავ მეტს მოითხოვს.
- შედით ჩემი ბლოგის facebook fanpage-ზე და დაალაიქეთ იგი. შემდეგ დატოვეთ კედელზე მოკლე კომენტარი, რომ გინდათ Giveaway-ში მონაწილეობის მიღება. კომენტარი არ უნდა იყოს ხელოვნების ნიმუში, მაგრამ კრეატიულობას მივესალმებით. :)
- თუ გაქვთ ბლოგი, ახსენეთ ეს პოსტი (ნუ, მგონი, ზედმეტია დავწერო, გალინკეთ-მეთქი), შემდეგ დაბრუნდით და კომენტარში დამიტოვეთ თქვენი პოსტის ლინკი.
თავად წიგნებს გადმოგცემთ პირადად მე, სექტემბერში (თარიღი ზუსტად არ ვიცი, რამეთუ ბილეთი არ მიყიდია :D ), თუ ბათუმსა ან თბილისში იქნებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს სხვა რომელი ქალაქის /რაიონის/სოფლის მაცხოვრებელი ხართ, აუცილებლად გამოვნახავ გზას, მოგაწვდინოთ წიგნები. უბრალოდ, პირადად ვერ გნახავთ :)
გამარჯვებულის გამოვლენა:
- თქვენი კომენტარების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, სიაში მოხვდებით ერთხელ.
- ყველა მონაწილე ბლოგის ავტორსა და fb-ს გვერდის დამლაიქებელს აქვს გამარჯვების ერთნაირი შანსი.
- გამარჯვებული გამოვლინდება random მეთოდის საშუალებით. მთელი პროცესი გაივლის ჩემს ხელში და მიკერძოებას ადგილი არ ექნება. ფაქტები, ვიდეო მასალა და ეგეთები არ დაიდება, ვისაც სჯერა, ისინი გაატარეთ :D
- ზემო პუნქტში ნახსენები მიკერძოებები რომ გამოვრიცხოთ, ჩემი პირადი ნაცნობები (მეგობრები, ნათესავები) ვერ მიიღებენ მონაწილეობას. (ონლაინ ნაცნობებეზე, ა.კ.ა. ბლოგერებზე არ ვრცელდება, რა თქმა უნდა).
- გამარჯვებული გამოვლინდება 10 აგვისტოს, ბლოგზე.
გაავრცელეთ პოსტი, მიიღეთ მონაწილეობა და:
Whenever you're sad, just stop being sad and be awesome instead!
;)
(პოსტის დასაწყისში დასმული კითხვის პასუხი მათთვის, ვინც არ იცოდა).
love,
Chaotic.
"How I met your mother"-ს არ ვუყურებ და შესაბამისად მე პასს :)
AntwortenLöschenქეთ, სასწრაფოდ დაიწყე :D
AntwortenLöschenქრის ესე იგი მიხიც ვერ მონაწილეობს! ნუ რა წესია, ანონიმურად რომ მივიღოთ მონაწილეობა არ მოსულა?
AntwortenLöschenქრისტი რახდება ? ვინ მოიგო? ^^
AntwortenLöschen@ Sal, 10 აგვისტოს გამოცხადდება გამარჯვებული. აქაც დავდებ პოსტს და FB-page-ზეც.
AntwortenLöschen