25.07.11

სტომატოლოგიური ნეკროლოგი და პოსტ-ოპერაციული ბოდვები

პირდაპირ გადასარევ მდგომარეობაში ვარ, ვერაფერს ვიტყვი... სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ოღონდ.
კბილებს კბილებზე ვერ ვაბჯენ, რადგან ჩემმა სიბრძნის კბილებმა (RIP) თავის დროზე რატომღაც გადაწყვიტეს აბსოლუტურად ცერი მიმართულებით ამოსვლა და თან სხვა კბილების შევწიროვებაც, რამაც მე მიმიყვანა უგენიალურეს იდეამდე, ოთხივე ერთ დღეს ამომეღო.
ასევე ვერ ვაღებ პირს და საუბრისას, თუკი შემოსული ზარის პასუხის თავი მაქვს, სასტიკად ვჩლიფინებ. :D

მაქვს საშუალო დონეზე განვითარებული პანიკა, რომ "ეგრე დავრჩები", რადგან ექიმმა მითხრა, უნდა ამოძრავო ყბებიო, რაც პრაქრიკულად შეუძლებელია.
პანიკის დონემ დღეს ოდნავ დაიწია მას შემდეგ, რაც დილის 4 საათზე დავძებნე ტელეფონის ნომერი სასწრაფო შემთხვევებისას კვირასაც მომუშავე კბილის ექიმისა და ველოდი გათენებას, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ სისხლი მეწამლებოდა ამასობაში. იმიტომ, რომ ჩემს ექიმს არ გაახსენდა, ანტიბიოტიკი გამოეწერა.... ხვალ უკეთესობისკენ თუ არ წავიდა საქმე, მივადგები და ჩლიფინით გინება ხომ მაინც გინებაა, რამ გაყო... :D

ანუ, როგორც უკვე აღვნიშნე ჩემს ტვიტერზე , ვერ ვლაპარაკობ, ვერ ვჭამ და ვერ ვიცინი... what the fuck is left? :S

ა, ჰო, გამახსენდა: სამსახურში ვერ მივდივარ. ფულის დეფიციტი გვერდით რომ გადავდოთ, ისიც სახლში წასვლამდე 1 თვით ადრე (ნათესავების ნახევრის ამოშლის სმაილი საჩუქრების სიიდან), აბსოლუტურად ხმელეთზე გამორიყული თევზივით ვგრძნობ თავს.

პ.ს. რომელი როკ-ვარსკვლავი მე ვარ, მაგრამ ეს "club 27" განსაკუთრებით ცუდად მოქმედებდა გუშინ საღამოს ჩემს ქვეცნობიერსა და გასიებულ ყბაზე... ის დროა, 10 თვეც გადავაგორო და ენ სექსტონის "year 1"-ს დავუთმო ყურადღება, მეც ეგრე მიწევს ფაქტიურად, 29 წლისას რამის კეთების დაწყება...

3 Kommentare:

  1. აუჰ რა დღეში ყოფილხარ :ს
    მარა ეგრე ვერ დარჩები, არ იდარდო, ნელა ნელა ამოძრავე, თქვი ხმოვნები მიყოლებით და ავარჯიშე
    ანტიბიოტიკი კიდე როგორ დაავიწყდა! აუცილებელია

    AntwortenLöschen
  2. აუ, ხო, გაცილებით ურპობლემოდ ჩაივლიდა ყველაფერი თავიდანვე რომ დამეწყო ანტიბიოტიკით.
    ახლა უკეთ ვარ, მაგრამ ეს რეები გადავიტანე :D

    AntwortenLöschen
  3. Hope you're feeling better now. სიბრძნის კბილებზე მეტად არაფერი მაშინებს ამქვეყნად, ანუ მათ ამოღებაზე.
    "ეგრე დავრჩები" ყველაზე საყვარელი პანიკაა :ლოლ: არადა, შენც იცი, რომ არ დარჩები. პრინციპში, იმ მომენტში არ იცი ადამიანმა...

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates