რაც უცებ მომაფიქრდა, ჩამოვწერე.
ანუ, გულის მოგება კონკრეტულ შემთხვევებში სხვა მეთოდებითაც შეიძლება, მაგრამ ამ რვაზე შევჩერდი:
- ესე იგი, თუ გინდათ იყოთ ჩემი დღის გმირი, წამომყევით კონცერტზე. :D როგორც წესი, მარტო დავდივარ. მაინც ვიმხობ თავზე ყველაფერს, მაგრამ ვთვლი, რომ მინიმუმ ერთი ადამიანი არ მაწყენდა.
- ნაყინი: შედეგი გარანტირებულია- მუდმივად ჩემს გულში დარჩებით (სანამ ნაყინს ვჭამ, იასნა) :D
- შოკოლადი: შედეგი ძალიან გარანტირებულია. :D
- გამოიწერეთ/დაალაიქეთ ჩემი ბლოგი (ეს, ან სულაც ორივე :D). ჭეშმარიტად გველური მეთოდია ჩემი გულის მოსაგებად. ანუ, აუცილებლად მესიამოვნება. პოტენციური მზაკვრული განზრახვები შეუმჩნეველი მრჩება ცოტა ხნით მაინც :D
- თუ თქვენ გიყვართ "Fight Club", როგორც წიგნი, ასევე ფილმი- you are in my "Club of Awesomes"! შეიძლება მეტანიებს ჰქონდეს ჩემი მხრიდან ადგილი...
- იყავით ბუნებრივები და არ ისწერვოთ.
- თუ თქვენ გმირულად გაუძლებთ ჩემს წუწუნს და ჯერ კიდევ გექნებათ ჩემი გულის მოგების სურვილი (რაც ფრიად წარმოუდგენელია), თქვენ აბსოლუტურად, უპირობოდ და ხანგრძლივი დროით ხდებით მთელი ჩემი გულის მფლობელი :D (ეს ყველა განსაზღვრება ჩემს ლექსიკონში ფარდობითი ცნებებია. ანუ, მთლად ბევრს ნუ ელოდებით :D)
- ბოლო პუნქტი ყველაზე ვრცელდება, მგონი: თუ ადამიანს აქვს იუმორის გრძნობა და უნარი გამაცინოს (ცოტაც მყოფნის ჩაბჟირებამდე), ის აუცილებლად მესიმპატიურება და ასეთ შემთხვევაში გულის მოგებამდე 2 ნაბიჯია.
პირველი დღის პოსტი.
მეორე დღისპოსტი.
იხილეთ იდეა.
მე-4 პუნქტს არ ვაკმაყოფილებ. სამაგიეროდ სულ ვკითხულობ და ვტოვებ კომენტარებს. ვა! :D
AntwortenLöschenნაყინი... now i know :)
AntwortenLöschen@ Kate, შენ დამსახურებული მიმდევარი ხარ, რას ამბობ.
AntwortenLöschenბევრს ეზარება ხოლმე კომენტარის დატოვება.
@ Sophie, ;)
:D :D :D :D :D :D
AntwortenLöschenარა მხოლოდ მიმდევარი და არა მხოლოდ კომენტარები, კომენტარებზე კომენტარებიც :DDD