03.08.11

10 day challenge - Day 2


Day Two: Nine things about yourself:


ჰმმმ... მართლა გამოწვევა გამოდგა. ბევრჯერ მაქვს მსგავსი რამე დაწერილი და აღარ მინდა გავმეორდე.
ამიტომ დავტოვებ ამ ფანჯარას ღიას და იდეები თუ მომივა, ჩამოვწერ...
ჰოდა:
  1. basic ამბები რომ მოვიშოროთ თავიდან: მიყვარს მწვანე ფერი და ყველანაირი საჭმელი თოხლო კვერცხის გარდა.
  2. როდესაც ვზივარ, ფეხის თითები სულ მოკეცილი მაქვს. აი, დაახლოებით ისე, ოსურის ცეკვაში რომ ცერებზე დგანან. ფეხსაცმელებში ადგილი თუ მაქვს, მაშინაც. :D
  3. ძალიან იოლად აღვფრთოვანდები რამით, მაგრამ ასევე ძალიან იოლად და მიზეზების გარეშე შეიძლება უცებ გადავწყვიტო, რომ მომბეზრდა (მათ შორის ადამიანებიც).
  4. როდესაც კომენტარზე :) სმაილს ვწერ, ძირითადად ვგულისხმობ: "Whatever... dumbass! You're stupid. Fuck you".
  5. ვაგროვებ კონცერტების, ფეხბურთის მატჩების ბილეთებს :D შეგიძლიათ იხილოთ პოსტი ჩემს Door of fame-ზე. თუმცა, მას შემდეგ ბევრი ბილეთი დაემატა. Update პოსტი არ გვაწყენდა...
  6. გონებაში პლიუსებს ვუწერ ადამიანებს, თუკი შემთხვევით საუბარში ახსენებენ, რომ უყვართ ჩემი ფავორიტი ფილმი/ავტორი/წიგნი/ჯგუფი.
  7. საერთოდ, საკმაოდ ემოციურად გამოვხატავ როცა რამე ახალს აღმოვაჩენ და თუკი ამ დროს "so what?" სახით შემომხედავს მოსაუბრე, ჩემს თვალში მოცემული სფეროს lame-ების სიაში ხვდება... მეორედ იგივე ადამიანთან მსგავს საკითხზე აღარ ვიწყებ ემოციების ხარჯვას, მაინც ვერ გაიგებს და :D
  8. "There are no 2nd chances. You fuck it up once, you've fucked it up forever!" - ჩემი მუდმივი სტატუსი ერთ-ერთ P2P-ზე. ძალიან ხშირად დამოწმებული საწინააღმდეგოს მტკიცებისას ცხვირში არტყმით :D ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, არ მწამს "ყველაფერი ძველებურადაა" Bullshit-ის და აღარ ვცდილობ patchwork რეჟიმში სოციალური წრეების შენარჩუნებას.
  9. თუ თქვენ აგვიანებთ, მე უკვე არ მევასებით. მაგრამ თუ თქვენ 20 წუთია უკვე აგვიანებთ და მირეკავთ კითხვით: "უკვე მანდ ხარ?" მაშინ მე თქვენ ძალიან არ მევასებით და შეგიძლიათ ხელის თითებზე გადაითვალოთ, კიდევ რამდენჯერ შეგხვდებით სადმე (ცალი ხელის მტევანიც ბევრი იქნება, მაგრამ მაინც). ანუ, ვერ ვიტან, როცა აგვიანებენ! :D
აქვე, ვისაც არ გინახავთ, 10 day challenge -ის პირველი დღის პოსტი.

იდეის ლინკი: 10 day challenge.

7 Kommentare:

  1. ეჰ მერვე პუნქტზე გული მეტკინა კიარადა ცოტახნის წინ სულ ცხვირში ვირტყი :D

    ხოდა +1 ჩემგან ამ ფრაზას:"There are no 2nd chances. You fuck it up once, you've fucked it up forever!"

    AntwortenLöschen
  2. :D
    life's a bitch! So I'm bitching back!
    :D

    AntwortenLöschen
  3. ტაკს...

    მე-3, მე-5, მე-6, მე-7 ზუსტად ჩემზეცაა.


    ოხ. :))

    AntwortenLöschen
  4. ქეთ, სულ ვამბობ, რომ ასეთი უნიკალურიც არ ვარ-მეთქი და არ მიჯერებენ :D

    AntwortenLöschen
  5. Gosh, you're genius. მერვე პუნქტში ისეთ სიბრძნეს ღაღადებ, can't agree more.
    მეოთხე პუნქტმა მომანდომა მთელი ჩვენი 'ფეისბუქ რილეიშნშიპ'–ისთვის გადახედვა :პ

    AntwortenLöschen
  6. @ Sophie,
    ლოოოლ. ანუ, თუ კონტექსტში ღიმილი ჯდება, მაგალითად, დაბადების დღის მილოცვა და ეგეთები, მაშინ თავის პირვანდელ მნიშვნელობას გულისხმობს ეგ სმაილი. :D
    არ უნდა აგერიოს :D

    მერვე პუნქტი ინვერსიულადაც მოქმედებს. ანუ, თუ სხვა ადამიანი მეორე შანსს არ გთავაზობს, არ უნდა გაატრაკო :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates