ასე იყო ეს ამბავი:
ტობაგოში მივდიოდით სამნი. მე ვიზა მჭირდებოდა, იმათ- არა.
საელჩოში მეუბნებოდნენ, ბილეთები წინასწარ რომ აიღო, ვიზას უფრო იოლად მოგცემენო. ბილეთი მაშინ 850 ევრო ღირდა.
დაზღვევა მეუბნებოდა, ისეთი პროდუქტი არ გვაქვს, რომელიც ვიზის არ გაცემის შემთხვევაში ბილეთის ფასს დაგიბრუნებსო. მარტო ისეთ ფაქტებს ვფარავთ, როდესაც გამგზავრება ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდებაო.... ბიჭო, აბა, სუბიექტურად საკუთარ თავს ყველა ქვეყანაში მივცემდი ვიზას, რა პრობლემაა?! :D
გავაგზავნე აპლიკაცია უბილეთოდ და წამოვედი საქართველოში. ვიზის პასუხი იგვიანებდა. ამასობაში ბილეთის ფასი გახდა 1000 ევრო, ისიც ფრანკფურტიდან.
დავბრუნდი საქართველოდან და იმ დღეს მოვიდა ვიზაც... ოღონდ ძველ მისამართზე.... კიდევ კარგი, მანდ ისევ ქართველები ცხოვრობენ. :D
ამასობაში ბილეთის ფასმა აიწია 1100 ევრომდე. სამიდან ერთმა ვეღარ მოახერხა ბილეთის ყიდვა და გავემართეთ ჩვენ ორნი ბილეთების საყიდლად.
ტიპი იყო, აი, ძალიან დიდ ეჭვს რომ შეიტან მის პროფესიონალიზმში.
გამოითვალა და ფრანკფურტამდე მატარებლით მგზავრობა + ფრენა 1093 ევრო...
სხვა რა გზა გვაქვს, ვთანხმდებით.
შეჰყავს მონაცემები. მე მასტერკარდით მინდა გადახდა. 1,5% გეხევა სრული თანხისო....
ვახ, რა ვქნათ?!
მეორემ, მე გადავიხდიო....
გააგრძელა ამ ტიპმა საბუთების შევსება.
ამობეჭდა.
ჩემი ბილეთი კი არის ჩემს სახელსა და გვარზე, მაგრამ სადღაც შეშლია და დამარქვა ახალი სახელი: Georgia :D
ვეუბნები, ვერაა ეს კარგი ამბავი-მეთქი. ისაო, ახლა ვერ შევცვლიო, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობაო. ეს მარტო შიდა ჯავშანიაო... (იმედია).
მივედით გადახდამდე. ის ონლაინ ფორმა, რომელიც აქვს ამ ბიუროს, არ აღმოაჩნდა ბანკს....
გადახდის ფორმის შეცვლა არ შეუძლია პროგრამას (დეველოპერს თავს ლაფი!).
გადარეკა ამ ადამიანმა და მოაგვარა როგორღაც, რომ პირდაპირ გადაიხადოს ბარათით ჩემმა მეგობარმა ორივეს თანხა.
ოკ.... დაეკიდა სისტემა.... უკვე გვკიდია :D გადაჯდა ის ტიპი სხვა კომპზე და იქ წაიღო სისტემამ ცვლილებები.
აღმოჩნდა, რომ ბარათზე ლიმიტია და ამხელა თანხას ვერ გადავიხდით.
გავვარდით მოპირდაპირედ მდებარე ბანკში. თითოეულს აღმოგვაჩნდა 1000 ევროიანი ლიმიტი.
გვაკლდება 200 ევრო. გავვარდით ჩემს ბანკში. მეორე ბარათით ვიღებ 200 ევროს და იმედი მაქვს, რომ მაქვს მაგდენი იმ ანგარიშზე :D
მქონია.
გამოვვარდით ისევ უკან. ამასობაში მე თავი ამტკივდა, წვიმა წამოვიდა.
მოვედით. ჩავუთვალეთ ამხელა ფული. :D
ბოლოს მეკითხება: თქვენს პასპორტს ვადა უნდა ჰქონდეს კიდევ 6 თვეო. მე ვიცი, რომ აქვს.
ჩემი გერმანელი მეგობარი დაფიქრდა. აზრზე არა ვარ, სადამდე აქვს ჩემს პასპორტს ვადაო. ვიზა მაგას არ სჭირდება და არც ჩაუხედავს.
დავიშალეთ, მოვედით სახლში. მეგობარი მწერს: დაგვერხაო. პასპორტს ვადა აქვს გასულიო. 7 დღეში 70 ევროდ გაუკეთებენ სწრაფად.
იმედია, მოესწრება.
იმედია, მეც გამიშვებენ და იქაც შემიშვებენ ჩემი A4 ფორმატის ფურცელზე ამობეჭდილი ელექტრონული ვიზით და ბილეთზე სწორი სახელით.
თუ გადავრჩით, დავპოსტავ :D
Posts mit dem Label ბილეთი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label ბილეთი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
19.07.15
13.10.11
My Door of Fame (2011 update)
პატარა update, სანამ წერის ბლოკადიდან თავის დაღწევას თქვენი კითხვების შეგროვებით და მერე მათზე პასუხის გაცემით ვაპირებ,

პ.ს. კითხვებს აქაც მივიღებ :D
პ.პ.ს. თავდაპირველი პოსტი ჩემი ბილეთების შესახებ. :D
პ.ს. კითხვებს აქაც მივიღებ :D
პ.პ.ს. თავდაპირველი პოსტი ჩემი ბილეთების შესახებ. :D
03.08.11
10 day challenge - Day 2
Day Two: Nine things about yourself:
ჰმმმ... მართლა გამოწვევა გამოდგა. ბევრჯერ მაქვს მსგავსი რამე დაწერილი და აღარ მინდა გავმეორდე.
ამიტომ დავტოვებ ამ ფანჯარას ღიას და იდეები თუ მომივა, ჩამოვწერ...
ჰოდა:
- basic ამბები რომ მოვიშოროთ თავიდან: მიყვარს მწვანე ფერი და ყველანაირი საჭმელი თოხლო კვერცხის გარდა.
- როდესაც ვზივარ, ფეხის თითები სულ მოკეცილი მაქვს. აი, დაახლოებით ისე, ოსურის ცეკვაში რომ ცერებზე დგანან. ფეხსაცმელებში ადგილი თუ მაქვს, მაშინაც. :D
- ძალიან იოლად აღვფრთოვანდები რამით, მაგრამ ასევე ძალიან იოლად და მიზეზების გარეშე შეიძლება უცებ გადავწყვიტო, რომ მომბეზრდა (მათ შორის ადამიანებიც).
- როდესაც კომენტარზე :) სმაილს ვწერ, ძირითადად ვგულისხმობ: "Whatever... dumbass! You're stupid. Fuck you".
- ვაგროვებ კონცერტების, ფეხბურთის მატჩების ბილეთებს :D შეგიძლიათ იხილოთ პოსტი ჩემს Door of fame-ზე. თუმცა, მას შემდეგ ბევრი ბილეთი დაემატა. Update პოსტი არ გვაწყენდა...
- გონებაში პლიუსებს ვუწერ ადამიანებს, თუკი შემთხვევით საუბარში ახსენებენ, რომ უყვართ ჩემი ფავორიტი ფილმი/ავტორი/წიგნი/ჯგუფი.
- საერთოდ, საკმაოდ ემოციურად გამოვხატავ როცა რამე ახალს აღმოვაჩენ და თუკი ამ დროს "so what?" სახით შემომხედავს მოსაუბრე, ჩემს თვალში მოცემული სფეროს lame-ების სიაში ხვდება... მეორედ იგივე ადამიანთან მსგავს საკითხზე აღარ ვიწყებ ემოციების ხარჯვას, მაინც ვერ გაიგებს და :D
- "There are no 2nd chances. You fuck it up once, you've fucked it up forever!" - ჩემი მუდმივი სტატუსი ერთ-ერთ P2P-ზე. ძალიან ხშირად დამოწმებული საწინააღმდეგოს მტკიცებისას ცხვირში არტყმით :D ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, არ მწამს "ყველაფერი ძველებურადაა" Bullshit-ის და აღარ ვცდილობ patchwork რეჟიმში სოციალური წრეების შენარჩუნებას.
- თუ თქვენ აგვიანებთ, მე უკვე არ მევასებით. მაგრამ თუ თქვენ 20 წუთია უკვე აგვიანებთ და მირეკავთ კითხვით: "უკვე მანდ ხარ?" მაშინ მე თქვენ ძალიან არ მევასებით და შეგიძლიათ ხელის თითებზე გადაითვალოთ, კიდევ რამდენჯერ შეგხვდებით სადმე (ცალი ხელის მტევანიც ბევრი იქნება, მაგრამ მაინც). ანუ, ვერ ვიტან, როცა აგვიანებენ! :D
იდეის ლინკი: 10 day challenge.
Labels:
10 day challenge,
bullshit,
challenge,
chaotic,
ბილეთი,
კონცერტი,
ურთიერთობა
05.03.11
ჩემი სასწაულმოქმედი ბლოგი
მეტი რაღა ვთქვა?!
"ასე აგისრულდეს ყველაფერი, როგორც სექტემბრის პოსტში ჩამოწერილ სურვილთაგან ერთი უკვე აგიხდა და მეორის ასრულებამდე, მხოლოდ 3 თვეღა დარჩა"-ო, იტყოდა მავანი მოხუცი ბებო...
:)
p.s. თან სექტემბერში ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ვოთერსის შოუ მიუნხენშიც ჩატარდებოდა. მოგვიანებით დაამატეს...
"ასე აგისრულდეს ყველაფერი, როგორც სექტემბრის პოსტში ჩამოწერილ სურვილთაგან ერთი უკვე აგიხდა და მეორის ასრულებამდე, მხოლოდ 3 თვეღა დარჩა"-ო, იტყოდა მავანი მოხუცი ბებო...
:)
p.s. თან სექტემბერში ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ვოთერსის შოუ მიუნხენშიც ჩატარდებოდა. მოგვიანებით დაამატეს...
Labels:
Roger Waters,
The Wall,
ბილეთი,
კონცერტი,
სურვილი
Abonnieren
Posts (Atom)