დიალოგი სამარშრუტო ტაქსში:
ბიჭი: მე შენი აზრი მაინტერესებს, რას ფიქრობ ამ საკითხზე.
გოგო: მე არ მაქვს ჩემი აზრი და შენ რას ფიქრობ?
და მე ვზივარ და საკუთარ თავზე ვბრაზდები, რომ 3,5 წლის შემდეგ სახლში ჩასულს ყველანაირი მოგონება უკან მრჩება და პირველი ეს დიალოგი მომდის თავში აზრად.
ვბრაზდები იმაზე, რომ უკლებლივ (!) ყველა დედა უმუშევრობას შვილებს აბრალებს და ამ დროს არცერთი მათგანი არაა კლასიკური გაგებით full time mom.
იმაზეც ვბრაზდები, რომ ქალების ძალიან დიდი ნაწილი აბსოლუტურად ცხვრის რეფლექსით აძლევს ქმარს/მამას/სტაიანშიკს, მაგრამ კაცს უფლებას, მეორე ხარისხოვანი ადამიანის რანგში ჰყავდეს. არაფერს ვამბობ, საწინააღმდეგო სქესის გულისამრევ შეხედულებებზე.
და აი, რატომ არ გკიდიაო, ვინმემ რომ მკითხოს, ყელში ვწვდები, ალბათ.
არადა, რა გემრიელად დავისვენე.
განახლებული ბათუმიც ვნახე...
ფეხებიც დამატყდა პლიაჟზე და ძალიან მეპარება ეჭვი იმაში, რომ სხვა ნებისმიერ სანაპიროზე ნამყოფი უცხოელი მეორედ ჩავიდეს მანდ... მე მაპატიეთ :D
ბათუმში გადაცხოვრებაც გადავიფიქრე, რადგან საერთოდ არაფერი ხდება საჩემო.
ჩემი დიშვილის დაბადების დღეზე ვიყავი პირველად (თავად დაბადებას თუ არ ჩავთვლით).
ბევრი კარგ და ახლო ადამიანს შევხვდი.
ბევრმა შეიცხადა, რომ ჯერ კიდევ ვერ გავთხოვდი :D
ყველაზე ხშირად ამ ფრაზას ამბობდნენ: "მე გვერდით არავინ მიდგას, მე არავინ მეხმარება"- WTF? რატომ არის ვინმე ვალდებული, დაგეხმაროს?! თან იმენა ვალდებული... ამაზე ცალკე პოსტს დავდებ, ალბათ.
რაც მთავარია, დავისვენე...
ჩამოვალ ერთ 2-3-4-5 წელში-მეთქი, დავიბარე :D
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
რა ზუსტი აქცენტებია! მომწონს, რომ ქალებს აკრიტიკებ მათი ცხვრის პოზიციის გამო და არა კაცებს (აქ ხშირად ასე სვამენ ხოლმე საკითხს). ყველაფერში გეთანხმები.
AntwortenLöschenროცა წარმატებისთვის ბრძოლის სურვილი და უნარი არ აქვთ, მაშინ დაჩაგრულის პოზა ყველაზე მომხიბვლელია.
ჰაჰაჰ 2-3-4-5 წელიწადში :დ მანამდე არცაა საჭირო ^_^ სანამ ძალიან არ მოგენატრება ხალხი, იყავი და იყავი
AntwortenLöschenDieser Kommentar wurde vom Autor entfernt.
AntwortenLöschen@Keti, ისეთ საზოგადოებაშიც არ ვცხოვრობთ, რომ მხოლოდ კაცებს გადავაბრალოთ ყველაფერი. გასდით და რატომაც არა.
AntwortenLöschenთუმცა,ორმხრივია ყველა ურთიერთობა, საზოგადოებაშიც კი და ასე რომ, ცალსახად ერთი მხარე არაა პასუხისმგებელი სიტუაციაზე.
@babisa, იმდენად ამერია გეგმები, არც კი ვიცი, სად, როგორ, როდის და რატომ ვიქნები :D
ქალების ცხვრობაზე გეთანხმები. კარგი პოსტი იყო.
AntwortenLöschenდამპალო, ერთი არ მნახე :(((
აუ არადა, ვინმე რომ ზრუნავს შენზე, რა მაგარია. მე მინდა ახლა ეგ. (პ.ს. მგონი პმს მაქვს და არ ვიცი).