ნასტასიას კითხვებს რაც შეეხება, აქვე ვუპასუხებ მოკლედ:
- წიგნის ბაზრობაზე ვერ წავედი, სამწუხაროდ. ძალიან ცუდ დროს არის ხოლმე. უნიში მნიშვნელოვან საკითხებს ემთხვევა და ჯერ ვერცერთხელ მოვახერხე წასვლა.
- კლასიკური კითხვა ამინდის შესახებ: გერმანიისთვის დამახასიათებლად ცივი, უჟმური და "უკვე ზამთრის" ამინდებია. ამაზე მთელი 6 თვე ვიწუწუნებ და ახლა დაგინდოთ, სჯობს :D
- ჩემი და ჩემი ბანკების ურთიერთობა ძველმა მკითხველმა კარგად იცის. :D
მაგრამ ახლა ჩემს სასარგებლოდ მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ ერთი ბანკიდანღა მირეკავენ. უფრო სწორად, ისინიც აღარ მირეკავენ, რამეთუ ხელფასი მანდ ჯდება და ამიტომ უფრო მშვიდად მახევენ პროცენტებს. სხვათაშორის, ეს სწორედ ის ბანკია (ახლა სახელი გადაარქვეს, მაგრამ იგივე ჯგუფია, ალბათ), რომლის ანგარიშის დახურვის მცდელობისთვისაც დღეს ამერიკაში 24 ადამიანი დააპატიმრეს, რამაც საშინლად გამაღიზიანა. ნუ, მე რომც გავაპროტესტო, ვინ დამახურინებს, მაგრამ მაინც გამოვთქვი აღშფოთება :D - გაი/რიჩიზე საკმაოდ დიდი ხანია, არაფერი დამიწერია. ახლო მომავალში, როდესაც ჩემი ფოტოაპარატის ვსპიშკას (ქართულად რა ჰქვია ამ ამბავს?) შევაკეთებინებ, სურათებს დავყრი. პატარა ამბავი ხომ არაა, 1 თვეში 3 წლის ვაჟკაცები ხდებიან. :D
ჰეე, როგორ გიპასუხია საყვარელს :)
AntwortenLöschenklaro :D
AntwortenLöschen