მეცხრე ზამთარს ვატარებ უკვე აქ და ეს პირველი შემთხვევაა, როცა თოვლი სულ ერთხელ მოვიდა და 2 დღე იდო. თავი თბილისში მგონია. ზუსტად ასეთი ზამთარი გვაქვს მანდ.
ვიცი, რომ მალე დადებს და აპრილამდე არ დადნება, როგორც წინა 8 შემთხვევაში, მაგრამ ნოემბერი და დეკემბერი ხომ მაინც გვქონდა შედარებით თბილი?
გუშინწინ მეტროში ჩავედი და შორიდანვე ვიცანი ქერა, მოკლე ბობიანი ქალი: უსახლკაროა და მეტროს მატარებლებში ატარებს დღეებს ზამთარში. ზაფხულობით ქალაქის მთავარ მოედანზე მხვდება ხოლმე. მერე დავფიქრდი და ძალიან უცნაური გრძნობა იყო, იმდენი ხანი რომ ხარ ერთ ადგილას, რომ ქერა, ბობიან თავს შორიდანვე ცნობ...
ირმა გახსოვთ 90-იანი წლების თბილისის მეტროში, რუსთაველის მეტროსთან, ან ვაგზლის მოედნის გადასასვლელზე? ბიჭები სიგარეტს რომ აძლევდნენ, სხვა გოგოებისთვის კაბა რომ აეწია? :(
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen