17.03.12

"და შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი,მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი",- მაგრამ ქალი ნაკლებ ხატად შექმნა

ჩვენ ყველანი ვმანიპულირებთ ყველა შესაძლო საშუალებით!
ჩვენ ყოველთვის მიგვიწევს გული მდგომარეობისკენ, რომ ვიღაცას მოვერგოთ, ჩვენი ინტერესების ნაცვლად სხვისი ინტერესები გადავიბაროთ, მხოლოდ იმიტომ, რომ მისაღები პიროვნებები ვიყოთ სხვებისთვის, მოვაწონოთ მათ თავი ისეთი ვიღაცით, ვინც სინამდვილეში ჩვენ საერთოდ არ ვართ. ესეც მანიპულირებაა.

ჩვენ ყველანი რაღაც დოზით ვკარგავთ საკუთარ თავებს ურთიერთობის დასაწყისში და მერე, ზოგისთვის 2 თვეში, ზოგისთვისაც 20 წელიწადში უცაბედად ხდება ცხადი, რომ საკუთარი თავი დაგვრჩა სადღაც უკან და ყველაზე დიდი ღალატი, საკუთარი თავის ღალატია.

მერე ვსხედვართ და აბსურდულად ვამართლებთ ამ ყველაფერს, "მსხვერპლად შეწირვის" საცოდავი არგუმენტით.... "მიყვარს და რა ვქნა" არგუმენტით... "არაფერს ვნანობ" არგუმენტით... "თურმე არ ვიცოდი, რა მინდოდა და მხოლოდ მისგან გავიგე" არგუმენტით...

და ეს არის ყველაზე დიდი შიში, პანიკა, თუ რაც გენებოთ, ის დავარქვათ, რაც მე მაიძულებს, ყველაფერი "ჩემი"კბილებით დავიცვა.
არ მინდა ფრაზა "ეს ხომ ცუდი არაა, ცხოვრება კომპრომისებს მოითხოვს" ბლა ბლა ბლა.... რატომ მოითხოვს ყოველთვის ეს scumbag ცხოვრება კომპრომისს ქალისგან?

კერუაკს ვკითხულობდი რამდენიმე წლის წინ და ერთი წინადადება დღემდე მახსოვს: "კაცი ყოველთვის შესძლებს პატარა ქალი დათმობაზე წაიყვანოს. პატარა ქალი იმისთვისაა გაჩენილი, რომ დათმოს"... ერთი შეხედვით რა, ორი პაწუა წინადადება, მაგრამ თავს იმდენად შეურაცხყოფილად ვგრძნობ, რომ სულ მინდება საიქიოში გავძახო: "ვინ არის შენი პატარა ქალი?"
რატომ არის კაცი ნებისმიერ ქალზე "დიდი", მხოლოდ XY-ის გამო?

ნებისმიერი რელიგია, რომელიც ამას გვეუბნება, არ მოდის ფუნდამენტურად წინააღმდეგობაში საკუთარ თავთან? ავიღოთ ქრისტიანობა, რომელსაც ძალიან ბევრი მიმდევარი ქალი ჰყავს და ჩვენ ყოველთვის გვეუბნებიან, რომ რაღაცით ნაკლები ვართ კაცებზე.
ქრისტიანობა არის VIP კლუბი? იესომ თქვა, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისიო, მაგრამ ქალი ნაკლებად გიყვარდეს, ვიდრე კაციო? (სიყვარული ჩემთვის ბევრ სხვა რამესთან ერთად პატივისცემის+ აღიარების+ შენივე თავის სრულფასოვნად და პიროვნებად აღიარების კოქტეილია).
და რატომ მაინცდამაინც ვითარცა თავი თვისიო? მე ყოველთვის მჯეროდა, რომ საკუთარ თავზე მეტად ვერასოდეს ვერავინ შეგიყვარდება. მაშინაც კი, როცა ვიღაცას სწირავ საკუთარ ცხოვრებას, თავს, ა.შ. ნარცისულად აკეთებ ამას და ქრისტეს რომ ეთქვა, ყველა ადამიანი შენს საკუთარ თავზე მეტად გიყვარდესო, გამოიცანით, რამდენი მიმდევარი ეყოლებოდა დღეს.

ამოვიდა ყელში ეს მოთხოვნა(!) მსხვერპლად შევეწირო ვიღაცას, ჩემი წარმატება და რეალიზაცია გვერდზე გადავდო და სხვისი წარმატების კატალიზატორი თუ ხზ, რასაც არქმევენ, ვიყო და ამით ვიამაყო.

რატომ გვირჩევნია მარტო ყოფნას ყველაფერი, საკუთარი თავის დაკარგვაც კი?
რატომ ვჯერდებით საშუალო ხარისხს?!
რატომ არ ვამბობთ, რომ ზუსტად ისევე გვინდა ყველაფერი ხარისხიანი, როგორც კაცს და hell yeah, ამის უფლებაც გვაქვს და საშუალებაც?

რატომ არის ბავშვობიდანვე ისეთ მულტფილმში, როგორიც სიმბაა, ნოლა, მისი მოკავშირე და partner in crime, მეორე სერიაში, მხოლოდ ერთადერთხელ წინადადების თქმის ღირსი და ისე, სხვა დროს, ნაზად გადაწოლილი "დედა"? ამისთვის იომა?

არ ფიქრობთ ხოლმე ამაზე?

დღეს დედაჩემს დავურეკე და დაკავებული ვარ, საღამოს გადმორეკეო. და მე wow, ძალიან, ძალიან ამაყი ვიყავი, რომ დედაჩემს აქვს თავისი ცხოვრება, აქვს საქმე, რომელსაც აკეთებს, გარდა იმისა, რომ დედაა და ამაზე კარგს დედაჩემი ვერასდროს მასწავლიდა (მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მასწავლა). დედაჩემი არ არის მარტო ვიღაც 4 ადამიანის დედა, დედაჩემი არის ქალი, პიროვნება, ინდივიდი, საკუთარი თავის პატრონი და მე არასოდეს, არასოდეს გადავწყვეტ გავხდე დედა, თუკი ამაზე ნაკლებს შევთავაზებ ჩემს შვილებს მაგალითის სახით.

და ჩვენ ჯერ კიდევ იმ საფეხურზე ვართ, საკუთარი თავის ცოტათი მეტად სიყვარულიც რომ გვრცხვენია....

დავასრულოთ პათეტიკურად და კიტჩით და be the change, be THE change!

4 Kommentare:

  1. კარგი გოგო :*

    ის ხომ იცი... "და შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად.. და გამოვიდა ის საშინელი.." )))

    AntwortenLöschen
  2. ზურ, სექსიზმს ავრცელებ? :D

    AntwortenLöschen
  3. სასაცილო ისაა რომ კაცები როცა როგორ უნდა ისე ატრიალებენ ხოლმე :) ხან მათი თანასწორნი ვართ ხან ბიბლია მოყავთ მაგალითად რომ ,,დავემონოთ,,

    AntwortenLöschen
  4. @vivien, კი, არის მოცუქულთა წერილებში რთული წინადადებები, რომლებიც მძიმემდე ითვლება და ყველას პირზე აკერია და მძიმის მერე გაგრძელება მოტეხეს, რამეთუ არაწყობთ :D

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates