01.04.12

Meanwhile in my life: სამსახურს ვეძებ

ახალ სამსახურს ვეძებ.
კარგა ხანია უკვე მინდა შეცვლა, მაგრამ ძალიან ბევრი პლიუსი აქვს უნივერსიტეტში მუშაობას გამოცდების პერიოდში.
შეცვლა იმიტომ მინდა, რომ ახლა სტატისტიკასთან მაქვს საქმე (რაღა ახლა, 5 წელი ხდება უკვე, რაც მანდ ვარ) და ეს სფერო არ მესახება ჩემთვის პერსპექტიულად, მითუმეტეს, როცა შესაბამისი განათლება არ მაქვს და რადგანაც მე საერთოდ, "ჟურნალისტიკა დავამთავრე და ჟურნალისტის დამლაგებლად დავიწყებ, მერე ნელ-ნელა დამაწინაურებენ" იდეოლოგიას არ ვემხრობი, მინდა ისეთი სამსახური მქონდეს, სადაც სადიპლომოს დაწერის საშუალება და დამთავრების შემდეგ იქვე დარჩენის შანსი მექნება.

ეს მხოლოდ ცოტა ხნით, ფინანსურად რომ მოვმძლავრდე და მერე ავსტრალია/ამერიკა უნდა ამოვიღო მიზანში. აქ ძალიან უცნაური ამბავი ხდება: დამატებით მასტერის გაკეთება მინდა Gender/Women's studies-ში, თუკი შანსი მომეცემა. ერთადერთი ვარიანტი სტიპენდიაა, რომელიც საკმაოდ რთულად მეჩვენება, მითუმეტეს, რომ სულ ტექნიკურ საგნებთან მაქვს შეხება და სხვა სფეროდან გადმომხტარს რამდენად მისცემენ სტიპენდიას, საკითხავია.

ჰოდა, როგორ ვეძებ სამსახურს (გერმანიაში):
  • ვარ დარეგისტრირებული რამდენიმე job-პორტალზე, სადაც ატვირთული მაქვს ჩემი მონაცემები. თუკი რომელიმე ფირმის მოთხოვნებს დააკმაყოფილებ, თავად დაგიკავშირდებიან (ან დაინტერესებულ პირსაც შეუძლია მისწეროს, რაღა თქმა უნდა).
  • ამას გარდა, ყველა (!) საშუალო ან დიდ დაწესებულებას და პატარა ფირმების უმეტესობას აქვს საკუთარ საიტზე გამოქვეყნებული ვაკანსიები. ანუ, მხოლოდ იმ პორტალებით არ შემოიფარგლებიან. გულახდილად რომ ვთქვა, თუ მსგავსი განცხადება არ დევს ფირმის ვებ-გვერდზე, ეგრევე ვიკიდებ. მეც ისევე მაქვს მოთხოვნები, როგორც დამსაქმებელს. არასერიოზულობა გერმანელების საქმე არაა და ასეთ დროს, უფრო მათი HR-ის არაკომპეტენტურობა მხვდება თვალში.
  • რეალურად ონლაინ რეჟიმში გამოქვეყნებული ვაკანსიის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მას შემდეგ, რაც მისწერ მაილს, აუცილებლად (!) უნდა გიპასუხონ: ან უარი მოგწერონ, ან პირადად დაგიბარონ გასაუბრებაზე, რომლის დროსაც აუცილებლად სვამ კითხვას ანაზღაურების შესახებ, თუკი ეს თავად ვაკანსიაში არ იყო მითითებული და სხვა დანარჩენ საორგანიზაციო საკითხებსაც არკვევ. ეს ყველაფერი მერე ფურცელზე ამობეჭდილი გადმოგეცემა, კონტრაქტის სახით, რომელსაც გაეცნობი ყურადღებით და თუკი თანახმა ხარ, ხელს აწერ ხელშეკრულებას.
  • ხშირ შემთხვევაში გირეკავენ პირდაპირ. ანუ, "სამსახურს თუ ეძებ, ძაღლივით უნდა იარო კარდაკარ", მუჰამედი და მთა და ესეთი მიდგომა აქ არაა.


ჰოდა, ამ ყველაფერს მიჩვეული რომ გადავწყვეტ საქართველოში ჩამოსვლას და იქ

  • ყველაფერი სხვანაირად და ხშირ შემთხვევაში ძალიან არაპროფესიონალურადა მოწყობილი,
  • ერთადერთი პორტალით, რომელსაც აქედან რომ ვადევნებ თვალს, მონოპოლია აქვს,
  • HR-ების უმეტესობას ძალიან ბუნდოვანი შეხედულება და მოლოდინი აქვს იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს, მაგალითად, ოფისის მენეჯერმა (როგორც უბრალოდ ბლოგერმა დადო fb-ზე ამას წინათ ამონარიდი ერთ-ერთი კურიზოული ვაკანსიიდან),
  • ხდება ადამიანების დისკრიმინირება ასაკის/სქესის/საუბრის მანერის/საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ყოფნის საფუძველზე (მამენტ, ჩვენივე კონსტიტუციის + საერთაშორისო კონვენციების სერიოზული დარღვევაა და მე მაინტერესებს, როგორ უნდა მოიპოვო მსგავსი ფაქტის დამადასტურებელი მასალა, რომ მერე იჩივლო. სერიოზულად ვამბობ, არ ვკაიფობ).



და მე გატრაკებას რომ დავიწყებ, იასნა იტყვიან, რომ "თავში მაქვს ავარდნილი, რადგან გერმანიაში ვცხოვრობდი, რა მგონია, რომ ფეხქვეშ წითელ ხალიჩას დამიგებენ?"


well, you know what, fuck you!

იმ ფაქტით მანიპულირება, რომ ხალხი ისეთი მშიერია, ყველაფერზე დათანხმდება, არის ***-ობა და როცა პრეტენზია გვაქვს "პრადვინუტობაზე", მარტო დასაქმებულთა "დონე" არ უნდა ვზომოთ ცალმხრივად!



4 Kommentare:

  1. საუბრის მანერას რაც შეეხება.... მე დისკრიმინაციად არ ვთვლი, როცა საქმე მაგალითად ქოლ ცენტრის ოპერატორს ან თუნდაც ბანკის ოპერატორს ეხება. არ არის სწორი კილოთი საუბრობდეს. სხვა პრინციპში ყველაფერში გეთანხმები, ცხადია გამონაკლისები აქაც არის (ნამდვილად არის კარგი კომპანიები სადაც კარგად იციან თანამშრომელმა რა უნდა აკეთოს) და გემანიაშიც, ნუ ამერიკაში ხომ არის და არის (მიდის პახავი) :)

    AntwortenLöschen
  2. @tamta, ადამიანისთვის იგივე საშუალების/უფლების/კარიერისკენ გზის გადაღობვა რაღაც თვისების/გარეგანი ნიშნის გამო არის დისკრიმინაცია ყოველთვის. ისევე როგორც "სხვა ფერის" კანი არაა მოცემული ადამიანის "ბრალი", არც კილო მიმაჩნია დაბრკოლების საბაბად. კონკრეტული მაგალითი რომ ავიღოთ, ყველა თბილისში ვერ დაიბადებოდა.
    ადამიანის, რომელიც ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, გვერდზე გადადება და ნაკლებად კვალიფიცირებულის აყვანა, იმიტომ რომ ის ტამ "ვაიმე"-ს ნაცვლად "უაიმე"-ს ამბობს, არის ბევრ შემთხვევაში "გემრიელი" შედეგი აბსოლუტურად აზრზე არ მყოფი სტაფისა.
    მე მირჩევნია ვიღაცამ კილოთი მომმართოს და თავაზიანი იყოს, ვიდრე ძალიან დასტოინი სახით იდგეს და ცხვირს იბზუებდეს, რაც თბილისში იშვიათი სანახაობა არაა.

    ეს დაახლოებით იგივეა, ამერიკაში ადამიანი სამსახურში რომ არ მიიღონ southern აქცენტის გამო (თავს ვერ დავდებ, რომ ვიცი მანდ ზუსტად რა ხდება), ან გერმანიაში, ბაიერნში/ბერლინში ადამიანი სამსახურში არ მიიღონ ბავარიული ან შვაბური აქცენტის გამო (აქ ზუსტად ვიცი, რომ ასე არ ხდება).

    რა თქმა უნდა, აქაც და ყველგან არის დისკრიმინაციის ფაქტები, მაგრამ გამონაკლისი წესი არ უნდა გახდეს.

    პ.ს. აბსოლუტურად სუბიექტური ვარ, რაღა თქმა უნდა, საკუთარი საუბრის მანერიდან გამომდინარეც და იმიტომაც, რომ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც თავიანთ საქმეში საკმაოზე მეტად გარკვეულები არიან და მარტო იმიტომ, რომ რაიონებიდან არიან, მათი ცოდნა და შრომა წყალში არ უნდა ჩაიყაროს.

    AntwortenLöschen
  3. საქმე იცი რაშია, მე მყავდა ჯგუფელები რომლებიც რაიონიდან იყვნენ და არცერთს არ ჰქონდა კილო, ასევე თანამშრომლები. კუთხური საუბრის მანერა არის გამოსწორებადი. ცხადია ადამიანი სამსახურში არ უნდა აიყვანო მხოლოდ იმიტომ, რომ გამართულად საუბრობს, მაგრამ თუ არჩევანი გაქვს ორ თითქმის ერთი დონის კანდიდატს შორის და აქედან ერთს აქვს კილო, არ არის გასაკვირი იმ კანდიდატის არჩევა, რომელიც სწორად საუბრობს ქართულად :) გერმანიაში იმ ოჯახებში სადაც მე ვიყავი (კი იცი რამდენი გამოვიცვალე ^_^) ბაირიშულად ლაპარაკი ითვლებოდა საკმაოდ ცუდ ტონად, ბავშვებს აიძულებდნენ სწორად (ჰოხ დოიჩით) ელაპარაკათ. დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით არ აქვს გამართლება, მაგრამ არის რაღაცეები რისი გამოსწორებაც შეიძლება და ადამიანი თუ ცოტა თავს ძალას დაატანს ეს პრობლემა არ ექნება.

    AntwortenLöschen
  4. @tamta,
    (ჯერ უნდა ვთქვა, რომ ამ ბლოგზე დისკუსიის გამართვის საშუალება თუ არის კომენტარებში, ხელიდან როგორ გავუშვებ შანსს?! მხოლოდ ერთხელ მოხდა მსგავსი რამ და ისიც ძუძუები რომ არ მეხსენებინა თემაში, კაციშვილი არ შეიწუხებდა თავს :D)
    ჰოდა, ახლა გადავიდეთ იმაზე, რომ ვერ დაგეთანხმები. რაღა თქმა უნდა, გამართული ქართულით საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის არის განსხვავება იმაში, ადამიანი რამდენად იოლად გაარჩევს i mog di= ich mag dich-ს და ყვავილი/ ყვავილ'-ს (როგორც ინტერნეტში წერენ ხოლმე რბილი "ლ"-ს აღსანიშნავად).

    რეალურად აქცენტი იმაზე უფრო უნდა კეთდებოდეს, "ბევრი ადამიანები მოვიდნენ"-ო, ვინმემ თუ დაწერა/თქვა.

    ბავარიული კილო კი, რაც შენ იგულისხმე, რაღაც დონეზე შეგვიძლია მეგრულს/სვანურსაც შევადაროთ (თუ გადავაჭარბებთ, რაღა თქმა უნდა), მაგრამ ჰოხდოიჩზე მოსაუბრე ყველა ბავარიელს/შვაბს/ბერლინელს მაინც ეტყობა აქცენტზე, რომ ბავარიელია/შვაბია/ბერლინელია და ეგ იქნებოდა ზუსტად, ვთქვათ, რბილი "ლ" ქართველების შემთხვევაში, რის გამოც აქ კარიერაში პრობლემები ფაქტიურად გამორიცხულია.

    თან საკმაოდ სახასიათოა ისიც, რომ პირადად მე, 2 პროფესორი მყავდა ავსტირული/ბავარიული აქცენტით და ის, რომ ბავარიაში სკოლაში ბავშვებს ახალისებენ, ისაუბრონ ბავარიულად, რადგან არ დაიკარგოს მრავალფეროვანი კილო, სხვა საკითხია.

    ყველაზე არასასიამოვნოდ კი მაინც ის მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი ადამიანების "დაშტამპვასა" და კუთხურ სეპარატიზმამდე შეგვიძლია დავიყვანოთ და ამ იარლიყის აკერება არცერთი დაწესებულების ინტერესში არ უნდა შედიოდეს, ჩემი აზრით.

    პ.ს. საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც სხვა ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან ნუღარ გადავალთ, თორემ, ამ ლოგიკით, they are fucked.

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates