ვის უყვარს, როცა პატივს არ სცემენ?
ხელი აწიეთ!
აი, მე, მაგალითად, ვთვლი, რომ ადამიანები, რომლებიც გამუდმებით იგვიანებენ არიან ნარცისები და არ სცემენ სხვებს პატივს. ვიღაც შემეწინააღმდეგება, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
ქართველები ძალიან ამაყად ვამბობთ, რომ ნუ, რა ვქნათ, ერის სენია.... წინადადებას, რომელსაც ამ დროს დაურთავენ ხოლმე, საერთოდ წყობიდან გამოვყავარ: "ნუ, ქართველია და არა უშავს, იცის, რომ დავაგვიანებთ"!
ჰა?! ჩემი ინსტიქტური რეაქცია იქნებოდა პირდაპირ კბილებში გარტყმული მუშტი, ფიზიკური ძალადობით რამის გადაწყვეტის რომ მწამდეს.
ქართულ ცეკვაზე დავდივარ და ადრე, სანამ ბევრი ხალხი მოდიოდა, მათ შორის, ბევრიც უსაქმური, რომელსაც იდეაში ეკიდა, სად მიდიოდა, რეპეტიცია იშვიათად იწყებოდა დათქმულ დროზე ერთი საათით ადრე. იმიტომ, რომ მასწავლებელი, ნუ... ქართველი იყო და გაიგებდა.
იგივე მასწავლებელი და სხვა დანარჩენებიც რომ როგორღაც, ქართველობის მიუხედავად, დროზე მისვლას ახერხებდნენ და ვიღაცის უპასუხისმგებლო ass-ს ჩუქნიდნენ საკუთარ დროს, რა თქმა უნდა, არ ითვლება და თუ გაატრაკებ, "რა ისტერიული ხარ, რა მოხდა მერე"....
საინტერესო დამთხვევაა, რომ იგივე ხალხი გერმანელის მიერ ჩატარებულ ცეკვის გაკვეთილზე არ დაიგვიანებდა, ან თუ დაიგვიანებდა, დიდი ბოდიშის მოხდით შეიძურწებოდა.... ძალიან საინტერესო პატრიოტიზმი ვიცით ხანდახან.
ისევ ცეკვის ირგვლივ რომ ვიტრიალოთ: ერთი გოგო მოდიოდა ხოლმე, 2 თვეში ერთხელ და ჰქონდა უდიდესი პრეტენზია, რომ ყველა ის ილეთი, რომელიც ჩვენ მისი არყოფნის დროს ვისწავლეთ, პირადი გაკვეთილის დონემდე დაყვანილი კაპრიზული წუწუნით ესწავლა.
გულისამრევი იყო მისი ქედმაღლური და აგრესიული დამოკიდებულება. იგივე ადამიანი გერმანელის წინ იმჰო, არასდროს, არასდროს გაატრაკებდა ამაზე. მე ჯერ არ ვყოფილვარ არცერთ გაკვეთილზე (და დამიჯერეთ, ბევრ რამეზე მივლია აქ), სადაც ვინმე, მხოლოდ იმის გამო, რომ შენ გააცდინე, იგივეს გაიმეორებს მთელი გაკვეთილის მანძილზე, რაც სხვებმა უკვე გაიარეს.
მე არ ვიცი, რამდენად გამართლებულია, შენის ფეხქვეშ გათელვა, იმიტომ, რომ ის შენი ყოველთვის აგიტანს ყველა შენი გამოხტომით, მაგრამ სხვის წინაშე, ამავე დროს, ყველაზე საუკეთესო მხარის გამოჩენა.... არ არის ეს ძალიან ფარისევლური მიდგომა?
ვერ ვიტან ფრაზას, "ეს მარტო საქართველოში ხდება"- ხშირად იმიტომ, რომ სტერეოტიპები, რომლებზეც საუბარია, წმინდად ადამიანურია და გეოგრაფიულ საზღვრებს არ ემორჩილება.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიტყვი, ეს ყველაფერი მარტო საქართველოში არ ხდება, ჩვენ წარმატებით მოგვაქვს "მე უფრო მაგარი ვარ, მიგაჩმორებ, მამენტ, არაფრის ტრაკი არ მაქვს, მაგრამ მაინც აგრესიული ფეხების ბაკუნით მოვითხოვ, ვატრაკებ, სანამ გამივა" მენტალიტეტი საზღვარგარეთ და არ გვიტყდება, რომ ვავრცელებთ, ოღონდ მხოლოდ ქართველებზე, იმიტომ, რომ სხვა will shove your badass attitude right up your ass and you know, it hurts, so....
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
არასდროს არ ვიგვიანებ არსად, არც არავის ველოდები თუნდაც 10 წუთი იყოს.სამსახურში თუ ვინმე შეხვედრაზე მითანხმდებოდა და მერე აგვიანებდა აღარ ვიღებდი, აღშფოთებულ ზარზე ვპასუხობდი: "ვიფიქრე რომ არ მოხვიდოდით, რადგან დააგვიანეთ და სხვა შეხვედრა დავგეგმე". მეგობრებზე და ახლობლებზე ლაპარაკიც არ არის, ერთადერთი ვარიანტი როცა ვინმეს ველოდები არის ის თუ შეხვედრა კაფეში უნდა შედგეს და მე რამეს ვუკვეთავ და პრინციპში "არ ველოდები".
AntwortenLöschen@tamta, ხო,თან ნუ, შეიძლება რაღაცა მოხდეს, ობიექტურად შენი ბრალი არ იყოს და ასე შემდეგ და ერთხელ - OK, ორჯერ -OK, მაგრამ 20-ჯერ? :D
AntwortenLöschen