პრე სკრიპტუმი: როგორ მეტყობა, რომ 4 დღეა სახლში ვარ და გავუსაქმურდი :D
"შიში შეიქმს სიყვარულსა"-ო, კი გვაზეპირებინეს სკოლაში, მაგრამ მე ცოტა პესიმისტური მიდგომა მაქვს ამ მოსაზრების მიმართ.
ბევრი რაღაცის მეშინია. ხშირად მისაუბრია პოსტებში ფობიებზე (ცოცხალი თავით ვერ დავიწყებ ახლა ლინკების ძებნას, სულ რომ ამაზე იყოს დამოკიდებული ჩემი მომავალი რეიტინგები :D).
კარცინოფობი რომ ვარ, ყველამ იცის. კიდევ ძაღლების რომ მეშინია. გველების ისე რომ მეშინია, რომ ფოტოზეც მაჟრიალებს და აბობოქრებული ზღვის შიში რომ სულ "პალიასტომის ტბის" ბრალია, კი ვიცოდი და ამ ახალი ფობიის სახელი თუ იცის ვინმემ, გამანათლოთ ეგება :D
მოკლედ, აქ ხშირად ნახავთ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ თავებს ესაუბრებიან . ჩემი ძმაკაცის ტერმინი იყო ადრე: "გიჟია და მარტოა"-ო, მაგრამ ესენი სრულიად ჯანმრთელი ადამიანები არიან, ალბათ, კონტაქტების დეფიციტით.
სამსახურში უკვე 3 შევამჩნიე ასეთი და ახლა გამიჩნდა შიში, რომ იქნებ, მეც ასე დავდივარ და საკუთარ თავს რაღაცეებს ვუტრაკებ/ვუხსნი და ვერ ვხვდები?
აი, ხომ არ შეიძლება, რომ არ იფიქრო და ჩვენც გამუდმებით ვფიქრობთ და იქნებ, მე შეუმჩნევლად "ხმამაღლა ვფიქრობ"?!
ახლა უმეტესობა, LOL-ო, მომწერს, მაგრამ მე სერიოზულად ვარ დასტრესილი. :D
ექიმებო და ფსიქოლოგებო, მოიწერეთ თქვენი იდეები, გთხოვთ.
დანარჩენებო, თქვენც გიფიქრიათ ამაზე?
ან სხვა უცნაური შიშები თუ გაქვთ, დატოვეთ კომენტარი. ვიღაც აუცილებლად აღმოჩნდება თქვენსავე სიტუაციაში, we are more alike than different.
Love,
Chaotic
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
ისაა... :D
AntwortenLöschenაბა, აბა, რისი თქმა გინდა? :D
AntwortenLöschenDieser Kommentar wurde vom Autor entfernt.
AntwortenLöschenეს ისეთი თემაა ძნელია არ გამოეხმაურო.:) ძაღლების მეც მეშინია (მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დავუკბენივარ), მეშინია პუბლიკის წინაშე გამოსვლის, ოღონდ იმ შემთხვევაში როცა მონოლოგი უნდა წავიკითხო, ანუ როცა მთელი ყურადღება ჩემსკენაა მომართული. (იმედია გადალახვადია), მეშინია გზაზე გადასვლის (დრომოფობია), ობობების (არახნოფობია), მეშინია განსაკუთრებით ღამით, რომ რაღაც მომეჩვენება, მეშინია გაგიჟების (მანიაფობია), ეს აკვიატება გამიმძაფრდა მას შემდეგ როცა აღმოვაჩინე, რომ თურმე საკმაოდ ლაბილური ნერვული სისტემა მქონია და იქიდან გამომდინარე , რომ ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს ადვილი შესაძლებელია ერთხელაც გავრეკო.:) მეშინია ტკივილის (კნიდოფობია), ეს დასკვნა გამოვიტანე მაშინ როცა არაფერი მტკიოდა და კითხვაზე როდის ხარ ბედნიერი შემეძლო დაუფიქრებლად მეპასუხა - როცა არაფერი მტკივა. თუმცა ვიცი რომ ეს ასე არ არის...საკუთარ თავთან საუბარს რაც შეეხება უფრო გულში, ალბათ იმიტომ რომ ჩემთან ემოციური ომი უფრო შიგნით მიმდინარეობს, ანუ არ გამომაქ გარეთ... რაც ცუდია, იმიტომ რომ როცა გაბრაზებული ხარ და ყვირი, ან თუნდაც ამტვრევ რამეს ამით თავისუფლდები.
AntwortenLöschenზუსტად ეგრეა ჩემთანაც: არც მე დავუკბენივარ არასდროს ძაღლს და ვერ ვხვდები, რატომ ვვარდები პანიკაში. :D
Löschenპუბლიკის წინაშე გამოსვლის ვარიანტია ჩემთვის რეფერატის ჩაბარება. ბრრრ... ვერ ვიტან და ვერ შევეჩვიე.
ტკივილის ასე მძაფრად არ მეშინია, მაგრამ არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს. ანუ, მაზოხისტის არაფერი მცხია. :D
რაც შეეხება შენს პასუხს ბედნიერების შესახებ დასმულ კითხვაზე: ბავშვობიდან მაწუხებს კუჭი და სულ ყრუდ მტკიოდა. ექიმები იძახდნენ,რომ არაფერი გაქვსო.
ერთხელაც გადავწყვიტე, მეჭამა ყველაფერი ცალ-ცალკე და დავკვირვებოდი, რა მატკენდა კუჭს და ასე, გამორიცხვის მეთოდით შევიდგინე დიეტა.
ვერ წარმოიდგენ, რა ძალიან, ძალიან ბედნიერი შეგრძნებაა, როდესაც არაფერი გტკივა. ტკივილისგან რომ ვერ იმართები, ისე კი არა- აი, ყრუდაც რომ არაფერი გტკივა.
ხო აი მეც ზუსტად იგივეს ვგრძნობ. ადრე არც მიმიქცევია ამისთვის ყურადღება და როდესაც ამბობდნენ მთავარი ჯანმრთელობააო ბოლომდე ვერ ვიაზრებდი რატომ... მას შემდეგ რაც თავის ტკივილები დამეწყო, ძლიერი შეტევების შემდეგ როცა სპაზმი მომეხსნება ხოლმე თავს მართლა ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ყრუ ტკივილზეც გეთანხმები, ეგ მგონი უარესიც არის ზოგ შემთხვევაში, იმიტომ რომ ასეთ დროს საერთოდ არაფრის გაკეთება არ მინდა და ისიც არ ვიცი როგორ უნდა გამოვიდე ამ მდომარეობიდან.
AntwortenLöschenგამოსავლის ძიების შენეული ვერსია მომეწონა და ისიც რომ დადებითი შედეგი გამოიღო.:)
საკუთარ თავს რომ ელაპარაკებოდე, აუცილებლად შეამჩნევდი,Trust me ასე, რომ ნუ გეშინია! ისე, ამაზე გამახსენდა, ადრე წავიკიტხე, რომელიღაც მწერალს კითხეს, შენს თავს რატომ ელაპარაკებიო და მიყვარს ჭკვიან ადამიანთან საუბარიო! ჰოდა ...
AntwortenLöschenანუ, ისინი ხვდებიან, რომ საკუთარ თავს ელაპარაკებიან შუა ქუჩაში, მაგრამ ჰკიდიათ?
Löschenაი, მასეთი დონის პოხუიზმი მინდა სტუდიაში :D