ეს ყველაფერი ჰო, მაგრამ ჩემს რიდერს გადავხედე ახლა და ძველი ბლოგების უმეტესობა, რომელთა პოსტებსაც სულმოუთქმელად ველოდი ხოლმე, აბსოლუტურად ჩამკვდარია. ნაწილი 6 თვეზე მეტია არ განახლებულა....
online community ძალიან მერყევი და სუსტი რამეა, თუკი ერთი და იგივე საზრუნავის გარშემო არაა მოკრებილი ხალხი, რომელსაც უშუალოდ ეხება იგი. პრინციპში, არც ასეთ შემთხვევებში ვართ დაზღვეულნი...
მითუმეტეს, თუკი საქმე პირად ბლოგებს ეხება. ინტერესს ვკარგავთ სხვის ცხოვრებაში ქექვით- დაახლოებით ვიცით, რაც მოხდება და იმიტომ, ალბათ. ჯერ ჩვენთვის უცნობ თარგს, ბლოგს, ახალ სისხლს ვეძებთ...
ლოიალურობა ძალიან იშვიათადაა აქაურობის საქმე.
20.06.12
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
same here
AntwortenLöschenრატომ კაცო, მე მოვკვდი??? :დდდდ
AntwortenLöschenარა, ქეთ, არც შენ "მომკვდარხარ", არც-ბაბისა, მაგრამ ადრე, გახსოვს, უფრო სხვანაირი community იყო.
Löschenახლა ბევრს აღარ ვკითხულობ, ან პირიქით, ბევრი არ მკითხულობს. ხშირ შემთხვევაში იმიტომ, რომ ინტერესები აცდა ერთმანეთს.
კი გეთანხმები. ადრე ბევრი საინტერესო ბლოგი იყო და ახლა როგორც შენ აღნიშნე ინტერესიც აცდა და პლუს, რა ვქნა ვერ ვკითხულობ ამ ბაჭაჭყანურ ბლოგებს.
Löschenშენი, დვორსკი, დედა ტერეზა - ეს ისინია, რომლებიც არასოდეს მბეზრდება.
AntwortenLöschenხო, მეც დავაფიქსირე ეგ კაი ხნის წინ რომ ის ბლოგერები, მე ვისაც სიამოვნებით ვკითხულობ, უფრო და უფრო იშვიათად წერენ :)
AntwortenLöschenდა მაგის ფონზე შენი აქტიურობა დიდად მომწონს <3
ამას შენ აქტიურობას არქმევ? :D
Löschenმიყვარს მე აქაურობა.
AntwortenLöschen