24.06.12

ყველა(ფერი) ბრუნდება იქ, საიდანაც დაიწყო

დილით ჩურჩულმა გამაღვიძა. ჩემთვის საკმაოდ ადრე იყო, ცხრის ნახევარი, თუ არ ვცდები. სულ ასე მაღვიძებს. თავიდან საკმაოდ რომანტიულად მეჩვენებოდა, ახლა ვფიქრობ, რომ ეგოისტია. საერთოდ, ბევრი რამე მიშლის ნერვებს: როგორ მადებს ფეხს ძილში,-რომანტიულია, არა?!- ოდესმე გიცდიათ ეგ თითქოს 400 კგ. წონის ფეხი მოგეშორებინათ? მძინარე ადამიანი უფრო მეტს იწონის ჩემს წარმოსახვაში.... როგორ იცინის, როცა უნდა მისთვის არც თუ ისე სასიამოვნო თემა შეცვალოს. როგორ იტყუება, რომ 4 კომპანიაში გადააგზავნა CV.
ყველაფერი ერთად მახსენდება და ჩურჩულითვე ვპასუხობ:
- ჩაიცვი და წადი.
- რა?!
- ჩაიცვი და წადი.
ოდნავ გაოცებული მიყურებს, მაგრამ თავზარდაცემული არაა. უფრო გაკვირვებული, რომ ასე პირდაპირ მივახალე სათქმელი.
იღიმის და ველოდები, რაზე გადაიტანს საუბრის თემას, მაგრამ დგება, იცვამს და კარისკენ მიდის.
- გასაღები დატოვე.
გასაღებების ასხმის ჩხრიალი მესმის. მერე კარის ხმა. ვბრუნდები და ძილს ვაგრძელებ. მმმმ.... რა ბედნიერებაა, რომ გაღვიძება არ მიწევს.
2 საათზე ჩემს მეგობარს უნდა შევხვდე, რომელიც ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ აუცილებლად მეტყვის, რომ უკვე პატარა გოგო არ ვარ და ასე უმიზეზოდ ადამიანების კარს გარეთ გასმა აღარ არის ჩემი ასაკის ხალხის პრეროგატივა. მე გავუღიმებ და ვეტყვი, რომ ყველაფერი წვრილმანებით იწყება და არასოდეს უნდა დახუჭო თვალი მათზე, ან მიაფუჩეჩო. მერე უადგილოდ გავიღიმებთ, რადგან ზუსტად ვიცით, რომ ბევრ წვრილმანზე ხუჭავს თავად თავს, მაგრამ გამართლება აქვს: „სიყვარულით აკეთებს ამას.“ მე ჯერ მაგ ლეველამდე ვერ ავედი ურთოერთობებში. აღარ ვკამათობთ ამაზე.
- რაო, ქმარი როდის ჩამოდის?
- ხვალ. უნდა მოვიფიქრო, რა მოვამზადო.
- პიცა შეუკვეთე.
თავს წევს და მიყურებს ოდნავ გაკვირვებული.
- პიცას უკვეთავ, როცა ვიღაცას ისე ხვდები და მერე ის ვიღაც სახლში მიდის. როცა თხოვდები, საჭმელს აკეთებ.
- და თუ არ გააკეთე?
- „თუ“ და ეგეთები არ არსებობს. გიყვარს და აკეთებ, იმიტომ რომ გაახარო.
აჰ, ისევ ეს „სიყვარულით აკეთებ“. აღარ ვეკითხები, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც შეყვარებულები იყვნენ მხოლოდ და პიცას უკვეთავდნენ საღამოობით. ალბათ, ბეჭედი არათითზე.
- ახლა რა უნდა ქნა?
- რას გულისხმობ?
- ჰო, აი, ერთ სართულზე ცხოვრობთ და ხომ შეეჩეხები ხანდახან.
- რა უნდა ვქნა, ყოველ გავლა-გამოვლაზე არ გავეტირებით ერთმანეთს. არ იყო ყველაფერი მასე სერიოზულად.
- ხო, მაგრამ ცოტა უხერხული სიტუაცია იქნება მაინც.
- მოგვარდება დროთა განმავლობაში. მაგაზე არ ვფიქრობ ახლა.
საღამოს სახლში დაბრუნებისას ლიფტისკენ გავრბივარ. რა თქმა უნდა, ლიფტში დგას. ეტყობა გადახარშა, რაც მოხდა და დაახლოებით „მინდა განახო, რომ კარგად ვარ და რომ ოდნავაც არ ვნერვიულობ, მაგრამ იმდენად ვცდილობ, რომ ეს განახო, რომ ...“ სახით მიყურებს. არადა, ძალიან დაღლილი ვარ იმისთვის, რომ რეაქცია მქონდეს.
- ჩემი ნივთებია შენთან და წავიღებ.
ნივთებს ალაგებს, მე ნუტელას ვჭამ პირდაპირ ქილიდან, კოვზით და თან ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი ნივთი დაგროვებია ჩემთან, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემს გასწვრივ ბინაში ცხოვრობს.
ჩანთას იღებს და ჩემს გვერდით დგება. ფანჯრიდან მოპირდაპირე სახლის ფანჯრები ჩანს. ვიღაც ქალი და კაცი პატარა ბავშვს საბანს აფარებენ და ოთახიდან გადიან.
- რატომღაც მჯეროდა, რომ შეიძლებოდა ოდესმე ჩვენ ვყოფილიყავით მათ ადგილას.
ვიღიმი და მხარს ვკრავ.
- სულ რაღაც 1 თვის განმავლობაში ასე სერიოზულად?
ლოყაზე მკოცნის და ოთახიდან გადის.
მოპირდაპირე სახლის სხვა ფანჯარაში ის ქალი და კაცი ტელევიზორს რთავენ.
მე გასაღებს ვიღებ და სახლიდან გავდივარ.

8 Kommentare:

  1. აუ ერთი შენი თავი მანახა ( ნუ ანუ ეს ბლოგი წამაკითხა) შენი გათხოვების შემდეგ. ნუ 10 წლის შემდეგ. რაებს დაწერ მაინტერესებს. ა ხო, და პირობა დადე, რომ 10 წლის შემდეგ ისევ ბლოგერი იქნები. :დ

    AntwortenLöschen
    Antworten
    1. როგორ გითხრა, ოჯახის შექმნის მიმართ როგორ ვარ განწყობილი, ზუსტად არ ვიცი ამ ეტაპზე :D

      Löschen
  2. ნუ ის ხომ მაინც იცი, რომ კომპრომისებზე წასვლა მოგიწევს. :დდ

    AntwortenLöschen
    Antworten
    1. კომპრომისი ლათინური სიტყვაა და ქართულად "აუცილებლად ორმხრივს, მხოლოდ პატარა ამბებზე და არავითარ შემთხვევაში ones's believes-ზე გავრცელებულს" ნიშნავს :D

      ოჯახი ამ წამს არ მესახება ინსტიტუციად, რომელშიც მე გავძლებ. სხვა პასუხისმგებლობა უნდა და მე არ მაქვს მსგავსი რამ/ჯერ არ მინდა მქონდეს/ჯერ არ მიპოვნია ადამიანი, ვისთანაც ამ პასუხისმგებლობის გაყოფა მომდომებია... (+ არსებობს მთელი რიგი კრიტერიუმებისა, რომელთა არ შესრულების შემთხვევაშიც ოჯახი აბსოლუტურად გამორიცხული იქნება)

      მაგრამ, კაცმა არ იცის, შეიძლება იქით წელს გათხოვილი გავიჩითო :D

      Löschen
  3. აუჰ :დდდდდ

    ყველაფერი ეგრე მარტივად არ არის :დდდ

    AntwortenLöschen
    Antworten
    1. ზუსტად, ზუსტად რომ არ არის. მაგაშია საქმე :D

      Löschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates