28.07.12

როცა გოგონები თავს იპარსავენ

ის როგორ არის, დღეს გასაკეთებელ საქმეს ხვალისთვის ნუ გადადებო?!




როდესაც პირველად დაიდო ეს სიმღერა ოფიციალურ channel-ზე, უფრო ინტერესით დავაკლიკე, ვილ სმიტის ამბავში. :D
მერე ყურებისას ბევრ ადგილას გავიღიმე, ჩემი თავი გამახსენდა დაახლოებით იმ ასაკში: არაფერი გვერმართება ისეთი, რაც ჩვენამდე ყველას(!) არ გადაუტანია.

მერე კომენტარებს გადავხედე და აი, ზუსტად, არ უნდა გადამედო დაპოსტვა, იმიტომ, რომ ის ვიდეო წაიშალა, თავისი კომენტარებიანად.
რაც დამამახსოვრდა, დაახლოებით გადმოვცემ:
  • "რა dyke-ის ვიდზეა, რას ჰგავს" (თან სიმღერის ტექსტს რომ დაუკვირდე, გადასარევ სინქრონში მოდის ერთმანეთთან).
  • "ეეჰ, გექნია თმები აქეთ-იქით, ისე უფრო საყვარელი იყავი".... (whip My hair- ჰქვია ერთ მის სიმღერას).

აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია ის ამბავი, ვისი შვილია და ა.შ.
ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ჩემთვის, იცით?!- რა როლს მიაწერენ და რას აჯერებენ პატარა გოგოებს. როგორ აბსოლუტურად მიუღებელია მთლიანად საზოგადოებისთვის, რომ გავრცელებული სტანდარტების გარდა რამე სხვა გინდა იყო, ან სხვანაირად გამოიყურებოდე და ა.შ. დაუკვირდით, პატარა ბიჭს რომ დაახლოებით მსგავსი მესიჯი ჰქონოდა სიმღერაში (რაც, თავისთავად, წასახალისებელია), რეაქცია აუცილებლად იქნებოდა: "ეს ბიჭი გვინდა პრეზიდენტად" და მსგავსნი.

და ძალიან, ძალიან მიკვირს იმ ხალხის, რომელსაც ჰგონია, რომ ეს ყველაფერი თამაშია. განსაკუთრებით უკვე მშობლების მიკვირს ძალიან- ყველა შვილის ბედნიერება ერთნაირად არ უნდა იყოს მათი საზრუნავი?!

5 Kommentare:

  1. თავის დროზე ეს ვიდეო რომ ვნახე, არ წამიკითხავს შემსრულებელი. ხოდა ნუ ერთი ის მივხვდი, რომ ვილის შვილია და დიდხანს ვაკვირდებოდი რომელი შვილი იყო ქალიშვილი თუ ქალიშვილი. ხოდა არ მომწონს. ბიჭს ჰგავს და არც იქითაა და არც იქით.


    მიუხედავად იმისა, მეც მქონდა თმა ბიჭურად სულ რაღაც 2010 წლის ნოემბრიდან მოყოლებული სანამ გამეზრდებოდა - მაინც დაუშვებლად კი არადა მარაზმად მიმაჩნია, როდესაც ამას კომპლექსების დასამალად და საკუთარი თავის წარმოსაჩენად აკეთებენ. ან თუნდაც სვირინგის გაკეთებაზეც იგივეს ვიტყვი. ჩემი მხრიდან არც სვირინგის გაკეთება და არც თმის ბიჭურად შეჭრა არ განხორციელებულა საკუთარი თავის დამკვიდრების გამო. უბრალოდ მინდოდა და გავიკეთე. აი ახლაც, უბრალოდ წყალი მინდა ამ სიცხეში და დავლევ. სპეციალურად მთელი დღე მაცივარში მიდევს უზარმაზარი ბოთლი :D

    AntwortenLöschen
    Antworten
    1. და რატომ გგონია, რომ შენ just "გინდოდა და გაიკეთე" და ის "კომპლექსებს მალავს"? :)
      ნუ კონკრეტულად ვილოუს არ ვგულისხმობ, რომ განვაზოგადოთ.

      ბავშვი გარდატეხის ასაკშია, ჯერ კარგა ხანს არ ეცოდინება კიდევ, ვინაა და რა უნდა და იქნებ, ზუსტად, ისაა უკეთესი, რომ ექსპერიმენტები ატაროს?


      და ბიჭს რომ ჰგავს, მერე რა მაგით? (მამენტ, ანდროგენს უფრო დავარქმევდი ამ ამბავს). ანუ, შენი აზრით, აბსოლუტურად უნდა იჯდე ყოველთვის საზოგადოების მიერ მოწოდებულ გენდერულ ჩარჩოში?


      პ.ს. აბსოლუტურად, აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ თავის დამკვიდრების გამო, ზოგჯერ ვიღაცის წინაშე და ზოგ

      Löschen
    2. გაწყდა კომენტი :D

      ჰოდა, რას ვამბობდი: ზოგჯერ კიდევ საკუთარი თავის წინაშე.

      Löschen
    3. იმიტომ მგონია, რომ "I am me" და ასე შემდეგებს მაგის სურნელი სდის. ყველა ადამიანი საკუთარ თავს წარმოადგენს და მათ შორის ვილოუც.

      ყველანი ვყოფილვართ გარდატეხის ასაკში.

      ჩარჩოში იყოს-მეთქი მაგას კი არ ვამბობ. ანუ გადაიპარსოს თავიც და ყირაზე დადგეს თუ უნდა. არაა პრობლემა. უბრალოდ ამას ნუ აკეთებს კომპლექსების დასამალად და საკუთარი თავის წარმოსაჩენად, არამედ გააკეთოს ეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სურვილის გამო.

      მგონი ვერც მე გამოვხატე სათქმელი.

      Löschen
  2. "ქალიშვილი თუ ვაჟიშვილი" უნდა იყოს იქ.

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates