23.02.17

ერთკვირიანი დღიურის მესამე დღე

ქეთის ვიცნობ წლებია.
ბლოგიდან, facebook-იდან, ტვიტერიდან...
ერთხელ თითქმის შევხვდით, მაგრამ მე ვერ მოვახერხე.
... და აი, დღეს რომ ვილაპარაკეთ, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საუკუნეა ამ ადამიანს ვიცნობ.
რა საოცარია, არა?! ვირტუალურად ვიცით, ვინ სად მუშაობდა, ვის რა უჭირდა, ვის ვინ უყვარდა (დღემდე სიტყვებზე "ჩემი შეყვარებული" ქეთის პოსტების ეგ სერია მახსენდება და კიდევ, თუ არ ვცდები, კოშკას ლექსი, რომელიც უფრო მუქად გრძელდებოდა...), ვინ რამდენს მიაღწია და ამისთვის რამდენი იშრომა. გვიხარია ერთმანეთის წარმატება... არადა, ჩვეულებრივი ბლოგერები ვიყავით ყველანი. ოღონდ ისეთ დროს, როცა ბლოგერობა ახალი ხილი იყო... იმ ბლოგერებს დღემდე ვადევნებ თვალს სოციალურ ქსელებში, დღემდე მაინტერესებს მათი ყოველდღიურობა. თითქმის ისევე, როგორც ჩემი სხვა მეგობრების.

და ახლა, ამ ადამიანს საკუთარი ხმაც აქვს (მე ცოტა უფრო ბოხ ხმიანი წარმომედგინა :D) და საკუთარი მიმიკა, საკუთარი ხასიათის შტრიხები, რომლებსაც მხოლოდ საუბრისას ამჩნევ.

:)

საოცარი რამაა ინტერნეტი, ჭეშმარიტად.

3 Kommentare:

  1. ვაჰ, პირადად გაიცანით ერთმანეთი? ^_^

    ეგ ძველი დრო მენატრება ცოტა, პოსტებს რომ აქტიურად ვწერდით :))
    კომენტარებსაც :დ

    AntwortenLöschen
    Antworten
    1. არა, სკაიპით :D
      ნელი ტაატით მივიწევთ წინ და ოდესმე შევხვდებით :D
      ეჰ, მეც მენატრება ეგ დრო და ამიტომაც ავაგორე ჩელენჯი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ბლოგერობას დრო გაუვიდა :D

      Löschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates