ტექნიკური საგნების კორიანტელში ხშირად განტვირთვის მიზნით, 5-10 წუთით გადავიკითხავ ხოლმე რომელიმე ჩემს საყვარელ ლექსს.
თქვენი არ ვიცი, მაგრამ ძალიან მიყვარს პოეტი ქალების ლექსების კითხვა. ალბათ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ზუსტად აღვიქვამ შეგრძნებებს. :yesIamawomantoo: :D
დღეს ქეთი ხოსიტაშვილს ვკითხულობდი. ძალიან "ჩემი" პოეზიაა. უფრო მსუბუქი. უფრო თემებზე, რომლებსაც უკვე ძალიან ბევრი შეეხო და შეგრძნებებზე, რომლებიც უამრავ ქალში ყოფნის შედეგადაც არ ხუნდება...
ჰოდა, დავდებ აქ რამდენიმეს...
ადრე ვადევნებდი თვალს ფორუმზე მის თემას. მას შემდეგ რაც გათხოვდა, ნაკლები აქტივობა იგრძნობა :არარანამიოკიუფფ: :D
არადა, საწყენია...
***
სიმშვიდე, როგორც მეგობარი
თვალში ვედრება...
გვერდზე ოთახის
ღია კარი
ბინდში დედდება.
მთვარეს აკლია
ცოტა შაქარი _
ძველდება...
და მე ვუყურებ
დედაჩემი როგორ ბერდება.
ეს ლექსი სულ მასევდიანებს... მე ვერ ვუყურებ და მაგიტომ, ალბათ...
***
როცა შენიდან
ჩემი ტანი გამოვიტანე
ისე შემცივდა...
დედამიწა ვერ ავიტანე!
***
ღმერთო, რა მარტო ვარ!
ჰაერმაც დამტოვა...
***
ყველაფერი შეიცვლება
კარგად მერე,-
მხოლოდ თვალი დახუჭე და
დაიჯერე.
***
ცხვირსახოცი,
ნატვრის ხე -
შემეხე...
mmm... გემრიელი. არცერთი სიტყვა რომ არ აკლია და 100%-ით ამბობს 4 სიტყვაში ყველაფერს.
:love:
***
მთვარემ შემოყო
ფანჯრიდან თვალი
ფრთხილი და ბაცი _
ისე მიყურებს
როგორც ქალებს
უყურებს კაცი...
***
დრო ვერ მეხება,
შენ რომ მეხები...
ხელშესახები
ხდება სიჩუმეც...
შეგვიფარავენ
მთათა კეხები
და შენს მკლავებზე
მზის სხივს ვიწუნებ...
***
სიზმრის ნარევი
მოხვედი ჩემთან
და გამოქცევა
ჰგავდა სიყვარულს...
წუხელ ვიყავით
უსაზღვროდ ერთად
და დედამიწა
ჰგავდა მოპარულს...
***
გამოკვებილი ჩემი სხეული
შენი სიტყვებით,
შენი შეხებით...
ოთახში ვზივარ თვალახვეული
და გავსებული
სიცოცხლით ვტკბები.
***
მატკბობ შაქრიანი
მარწყვის მურაბებით,
ერთი ამოსუნთქვით
მინდა შეგერიო...
შენი ორი თვალის
სავსე ყულაბები
როგორ ამოგივსო,
როგორ შეგელიო...
აჰ, მიყვარს ასეთი თბილი და ტკბილი და სევდიანი შეგრძნებები...
:user:
26.08.09
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
mec miyvars qetis leqsebi, tavidan mec forumidan wavikitxe pirvelad :))) da guli mwydeba rom agar aqtiurobs, mgoni shemoqmedi mashin qmnis qmnilebebs, roca ganicdis, umzims, tavisufali droc aqvs safiqralad, mere....mere sustdeba albat, ojaxs tavis dro miaqvs da ase...... :D
AntwortenLöschenმაგარი ლექსებია ^^
AntwortenLöschen[quote]ყველაფერი შეიცვლება
კარგად მერე,-
მხოლოდ თვალი დახუჭე და
დაიჯერე.[/quote]
სერიოზულად შეიგრძნო გულმა ეს ლექსი :S რატომღაც მომეწონა
es leqsebisastikad adre radio ,,evrikashi'' movismine da pirveli chamijda tavshi...
AntwortenLöschenarada,rogroc cesi,mosmenili leqsebi egre ar mamasovrdeba...
anu,kargia :))))))
კარგი ლექსებია.
AntwortenLöschenმეც ქალი პოეტები ძალიან მიყვარს, ოღონდ სანამ შენ არ დაწერე, მე აზრადაც არ მომსვლია, რატომ - მეც ქალი ვარ და იმიტომ, ხელოუ! :)