23.12.10

წელს წავიკითხე (პირველი ნაწილი )

წინა წლის პოსტის შემდეგ, ტრადიციას არ დავარღვევ და წელსაც დავპოსტავ წიგნებზე, რომელთა წაკითხვაც მოვასწარი. ზოგი მათგანი, წესით, ბოლო ფურცლამდე არ უნდა მყოლოდა პატივში, მაგრამ წიკებს რა ვუთხარი მე და არ შემიძლია დაწყებული წიგნის გვერდზე გადადება.

დავიწყეთ:

  • Karen Joy Fowler- Der Jane Austin Club.
    რატომღაც ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა. ეკრანიზება უფრო საინტერესო იყო. მე კიდევ მეგონა, ფილმში რასაც ვერ ასახავდნენ, წიგნში დამხვდებოდა. არც არაფერი...

    კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მოთხრობების მოყვარული არ ვარ. აი, ახლა ვფიქრობდი და ვერაფრით გავიხსენე, რომელი მოთხრობები იყო ამ წიგნში. შეგრძნება მახსოვს მხოლოდ, რომ შიგადაშიგ გულიანად მეღიმებოდა. ალბათ იმიტომ არ მიყვარს, რომ ზუსტად მაშინ მთავრდება, როდესაც გმირებს, პეიზაჟს, სცენარს გავუშინაურდები ხოლმე.

  • Eric- Emmanuel-Schmitt - Monsieur Ibrahim und die Blumen des Koran (Mr. Ibrahim and the Flowers of the Koran) და Das Kind von Noah(Noah's Child)
    ნოველები სერიიდან "The Cycle of the Invisible". პირველ მათგანში ისლამზეა ყურადღება გამახვილებული. ძალიან ლამაზი, შეიძლება ვინმესთვის ოდნავ ბანალური ისტორია ებრაელი ბიჭისა და მუსულმანი ბაბუს მეგობრობაზე. მეორე კი, კუდამ აირჩია ბლოგერების წიგნის კლუბისთვის. დავაკოპირებ ჩემს კომენტარს კუდას ბლოგიდან:
    "მმმ, გემრიელი კომენატრის გაკეთება მინდოდა და სულ სადღაც გავრბოდი ეს დღეები.
    არ ვიცი, რამდენად გემრიელი გამოვა, მაგრამ ვეცდები:

    წინა წელს წავიკითხე პირველად. ისევე, როგორც კუდამ, ხელიდან ვერ გავაგდე.
    წინა თვეში მეორედ რომ გადავიკითხე, ზუსტად იგივე შეგრძნება მქონდა. თან ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ზუსტად ისევე სულმოუთქმელად ველოდი მოვლენების განვითარებას, როგორც პირველი წაკითხვისას. თითქოს,არ მცოდნოდა, რა მოხდებოდა ბოლოში.
    საერთოდ, ჰოლოკასტზე და მეორე მსოფლიო ომზე ბევრი იწერება. უფრო ხშირად, რა თქმა უნდა ნეგატიურად. ანა ფრანკის დღიურიც რომ ავიღოთ, საკმაოდ დიდი იყო უკვე იმისთვის, რომ გაეგო, რა ხდებოდა და რეალური ფაქტები უფრო მოქმედებს ადამიანზე.

    მაგრამ მე ვთვლი, რომ ასეთი გადაწყვეტა იყო ყველაზე მომგებიანი ამ წიგნისთვის. თან ჩემთვის სუბიექტურად: როცა ომია და შენ 8 წლის ხარ და ფიქრობ და ვერ ხვდები, რატომ უნდა წახვიდე სადღაც შორს და უნდა დატოვო შენი სათამაშოები და ა.შ. და რა შუაშია ეს ყველაფერი იმასთან,რომ ქართველი ხარ... და რა დააშავე ეგეთი კიდევ, რომ მაინცდამაინც ქართველი ხარ და ახლა ამდენი სათამაშოს დატოვება გიწევს... :D
    ანუ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მიუხედავად გალამაზებული სიუჟეტისა, მჯეროდა იმ ყველაფრის, რაც იქ ეწერა.

    ყველაზე მეტად დასასრული მომეწონა. შეიძლება ეგეთი პაციფიზმი თითიდან გამოწოვილი და არარსებულია, მაგრამ მე აბსოლუტურად ნეგატიურად ვარ განწყობილი პალესტინელების ჟლეტის მიმართ და ის ბოლო მესიჯი:"ახალ კოლექციას ვიწყებ" საკმაოდ ძლიერი იყო ჩემის აზრით.

    რაც შეეხება იუმორს, ძალიან დახვეწილი და უმაგრესი იუმორი აქვს შმიტს. ასეთ თემატიკაზე რომ წერ, ძალიან ფრთხილად უნდა იყო იუმორთან, მაგრამ უმაგრესად გამოსდის."


  • J.M. Le Clézio- Die Wüste (Desert)
    ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც "ბლოგრების წიგნის კლუბის" წევრებმა წავიკითხეთ. ფრთხილად უნდა შევაფასო: რაღაც მომეწონა, რაღაც-არა. საერთო ჯამში, თუკი თქვენ ვერ უძლებთ 50-60 გვერდზე გაწელილი სიუჟეტებისგან შემდგარ წიგნებს, ნუ წაიკითხავთ. :D
  • Jane Austen- Vernunft und Gefühl (Sense and Sensibility).
    მიყვარს ეს თავისი დროისთვის გაბედული და პროგრესულად მოაზროვნე ქალი, საკმაოდ სევდიანი ბიოგრაფიით და გემრიელი რომანებით, რომლებიც ყოველთვის happy-end-ით მთავრდება, რაც მას და მის დას, კასანდრას, ცოხვრებაში ვერ გამოუვიდათ.

  • Truman Capote - Frühstück bei Tiffany (Breakfast at Tiffany's)
    რა დავწერო, არც ვიცი. ან მე ვერ დავაფასე სათანადოდ, ან სხვები იყვნენ ფილმის შთაბეჭდილების ქვეშ. გადავიკითხე, რა... მეტი არაფერი

  • F. Beigbeder- Letzte inventur vor dem Ausverkauf (Dernier inventaire avant liquidation)
    ბეგბედერისეული განხილვა მეოცე საუკუნის 50 საუკეთესო ლიტერატურული ნამუშევრის შესახებ. საინტერესო იყო, თუმცა არც თუ ისე ჩვეულ სტილში დაწერილი.

  • Haruki Murakami- Kafka am Strand (Kafka on the Shore) და Wilde Schafsjagd (A Wild Sheep Chase).
    ჩემს კომენტარს გადმოვაკოპირებ "ხისსუნიანისახლი"-დან:
    "ჰმმმ...
    დავიწყოთ კონსტრუქციულად:
    წინა წელს წავიკითხე მურაკამის 2 მოკლე რომანი. იმდენად არ მომეწონა, რომ ბლოგზეც დავწერე ამის შესახებ.
    სანამ აპრილის წიგნი დაანონსდებოდა, "კაფკა სანაპიროზე" (იმედია, ასე ითარგმნება) წავიკითხე.
    და ვთვლი, რომ საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ, სხვა თვალით შევხედე მერე ამ წიგნსაც.
    მურაკამის მისტიური ლიტერატურა ვერაა მთლად ჩემი საქმე, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ჩამთრევია... მაგრამ მხოლოდ რაღაც ეტაპზე, ბოლოსკენ ისე ხლართავს, ან წელავს სათქმელს ან ღიად ტოვებს მოტივებს, რომ ენთუზიაზმი მეკარგება ხოლმე.
    ისევე როგორც ამ წიგნში, წინაშიც და მგონი, მურაკამი არის თავად "საძიებლად წასვლა"... :)
    ასევე მეორე ასპექტი: ყველა მის წიგნში რომელიმე გმირს რაღაც/ვიღაც ეუფლება და ამ რაღაცისგან განთავისუფლების გზების ძებნა არის მთავარი მოტივი. იმ უფრომო რაღაცეებში იმდენი რამის დანახვა შეიძლება: გნებავთ სტერეოტიპების, გნებავთ ყველა რელიგიის ღმერთის, გნებავთ "უცხოსი", რომელიც ძააალიან ძველი ფენომენია, არ შევჩერდეთ აქ.... რაც გნებავთ, წარმოიდგინეთ. მგონი, ამიტომ გახდა ბესტსელერი ავტორი, ვიწრო ნიშაში რომ არ მოაქცია ის "რაღაც".
    რაც შეეხება ამ წიგნს: ბოლოში ცხვრის და მეგობრის დაკავშირება საკმაოდ ცუდად გამოვიდა, ან მე ვერ გავიგე: მთელი მარილი დაუკარგა ისტორიას. რაღაც დიდ კვანძის გახსნას ველოდი და დავრჩი ხახამშრალი :D
    საერთოდ, ბევრგან ვერ შეკრა კვანძი. შეიძლება, მიზანმიმართულადაც...

    საბოლოო ჯამში, შეიძლება dance, dance, dance წავიკითხო, თუ ძალიან არ დამეზარა და ჩავთვლი, რომ ამოვწურე მურაკამი, ან მან ამოწურა ჩემი გონებრივი შესაძლებლობები :D"
  • Allice Walker- Die Farbe Lila (The Color Purple)
    აფრო-ამერიკული ლიტერატურის წარმომადგენლისა და ასევე ფემინისტის რომანი, რომელიც მე, გასაგები მიზეზების გამო, ძალიან მომეწონა. თხრობის ენაც ძალიან ზუსტად ჰქონდა შერჩეული, სლენგებით და "ძალით დაშვებული" გრამატიკული შეცდომებით.
გაგრძელება იქნება....

5 Kommentare:

  1. "საწყალი" პალესტინელები, როგორ ვჟლეტთ :/

    ამის მერე პოსტის წაკითხვის სურვილი დამეკარგა. Sorry.

    AntwortenLöschen
  2. "ამის მერე პოსტის წაკითხვის სურვილი დამეკარგა. Sorry."

    Your choice :)

    AntwortenLöschen
  3. ისე, მიკვირს. რატომ იწყებენ ვირთხის ტრილოგიის კითხვას, ყოველთვის "ცხვარზე ნადირობით". მეც ასე დავიწყე. და ვისაც ვიცნობ, ყველამ. არადა, მესამე წიგნია )

    მე მიყვარს მურაკამი.
    მისი ყველაზე კარგი ნაწარმოები, რაც წამიკითხავს, არის ეს:
    http://en.wikipedia.org/wiki/Hard-Boiled_Wonderland_and_the_End_of_the_World

    თუმცა, დენსიც მიყვარს :)

    AntwortenLöschen
  4. @ Natosha, ვინც აირჩია "ცვხარზე ნადირობა", ალბათ, უკვე წაკითხული ჰქონდა დანარჩენი ორი.

    დენსის გამოტანას ვაპირებდი ბიბლიოთეკიდან და არ ჰქონდათ. რაც შეეხება მეორეს, ვიკის აღწერის მიხედვით, საინტერესო ჩანს. :)

    AntwortenLöschen
  5. აუ რამდენი წაგიკითხავს. ყოჩაღ შენ. მაგარი ხარ.

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates