Books... Books (2009)
- John Green- Eine wie Alaska (Looking for Alaska) და Die erste Liebe (An Abundance of Katherines)
გემრიელი, ოპტიმისტური წიგნები. თუ არ ვცდები, fb-ზე ჰქონდა ვიღაცას ციტატა დადებული და ასე დავინტერესდი. პოზიტიური ემოციები თუ მოგენატრათ, გადაიკითხეთ. - Doris Lessing- Die Kluft (The Cleft)
ამ წიგნზე აღარ შევჩერდები, რადგან მასზე მთელი პოსტი დავწერე ივლისში. - Ingmar Bergman- Einzelgespräche (Private Confessions).
არ მომეწონა. :| - Huston Smith- Die sieben gr0ßen Religionen der Welt (The World's religions).
ძალიან საინტერესო წიგნი 7 დიდი რელიგიური მიმდინარეობის, მათი მსგავსებების, განსხვავებების და ურთიერთზეგავლენის შესახებ. - დათო ტურაშვილი- ტიბეტი არ არის შორს და ჯინსების თაობა.
უნდა ვაღიარო, გაცილებით საინტერესო მოსაუბრეა. :) პირველი გადავიკითხე. მზესუმზირასავით იყო... რაც შეეხება "ჯინსების თაობა"-ს, უფრო იმ ისტორიის ზეგავლენის ქვეშ ვიყავი, რაც დოკუმენტური ფილმებიდან ვიცოდი. სენტიმენტალურად იკითხება, ხანდახან ცოტა ხელოვნურადაც. - Michel Houellebecq- Elementarteilchen (Atomised)
ჰმმმ.... ან მე ვარ წლის ამ დროს ისე, რომ აღარაფერი მაკვირვებს, ან ბეგბედერის შემდეგ არ მოუხდენია შოკური რეაქცია წიგნს. თუმცა, მგონი, პირიქითაა: სინამდვილეში ბეგბედერი მოექცა უელბეკის გავლენის ქვეშ... ან არა... არ ვიცი. ერთი სიტყვით, მეგონა, რომ უკვე მქონდა სადღაც წაკითხული ეს წიგნი... - Ray Bradbury- Fahrenheit 451
ჩემნაირმა პარანოიდმა არ უნდა წაიკითხოს წიგნები, როგორებიცაა: ზემოთხსენებული, 1984, Brave new World და მისთანანი. დეპრესიაში მაგდებს ეგრევე. თუმცა, აქვე დავწერ ბარემ, რომ არ წაკითხვა უფრო დიდი ცოდვა იქნებოდა. Totally recommended! - Michael Cunningham- Die Studnen (The Hours)
გემრიელი წიგნი იყო, მაგრამ წინაპირობა აქვს: აუცილებლად უნდა იცოდე, ვინ არის ვირჯინია ვულფი და გქონდეს წაკითხული Mrs. Dalloway. - Ralph Ellison- Flying Home
მოთხრობები რასიზმზე, უუფლებობაზე, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარზე, ამერიკაში მცხოვრებ ფერადკანიანებზე. მოთხრობები..... როგორც უკვე აღვნიშნე სადღაც წინა პოსტში, not really into them ...
სულ ეს იყო... :)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen