04.12.11

3 დღე National Novel Writing Month-დან

დიდი ენთუზიაზმით დავიწყე. ვაპირებდი, მთელი თვე მეწერა. საქმეს ისიც აიოლებდა, რომ არაფერი უნდა შეასწორო, არაფერი გაალამაზო, სიუჟეტი წინასწარ არ დაგეგმო. ანუ, რომანის დრაფტს ამზადებ, ფაქტიურად. მერე, თუკი გადაწყვეტ, რომ ამ ყველაფრისგან რამე გამოვა, შეგიძლია დახვეწო. დაწვრილებით არ ავხსნი, დაინტერესებულებმა დაგუგლეთ. :)

ჰოდა, იმას ვამბობდი, დიდის ენთუზიაზმით დავიწყე-მეთქი, მაგრამ სადიპლომო გამოცდების თვე მქონდა და 3 დღეში მივხვდი, რომ დროის მენეჯმენტი არასწორი გზით წავიდოდა, თუკი პროკრასტინაციის მიზნით რომანის წერას დავიწყებდი.
პლიუს, აღმოვაჩინე, რომ I suck at writing. :D

ჰოდა, შევეშვი. ახლა შემთხვევით გადავხედე და ერთი პოსტის მასალად გამოდგება. ეტყობა, ბლოგზე წერამ სტილიც შემიცვალა, ყველაფერს მსგავს ფორმატს ვაძლევ. მაგრამ შეიძლება ზუსტად ეს არის ის ყბადაღებული "საკუთარი ხელწერა", რომელსაც ეძებს ყველა... არ ვიცი...

ვდებ პირველი დღის შედეგს, ყველანაირი ჩასწორების გარეშე. მხოლოდ ერთი აბზაცი ამოაკლდა, რადგან ფაქტიურად წინა აბზაცის ტავტალოგიას წარმოადგენდა. (დანარჩენი ორი დღე ცოტა სხვა ფორმატითაა და არ ვიცი, დავდებ, თუ არა. თუკი ვინმეს დააინტერესებს, შეიძლება ბლოგის Mailing-list-ს გავუგზავნო).

Enjoy....
ობიექტურ, სუბიექტურ, კონსტრუქციულ, ან არეულ feedback-ს მივიღებ დიდი სიამოვნებით. :)


დღე 1:

აბსოლუტურად სრულყოფილ დღედ როგორი დღე ითვლება? ბედნიერი რომ ხარ, სამსახურში რომ დაგაწინაურებენ, საყვარელი ადამიანი (როგორ უგერგილოდ ვხმარობ ამ გამოთქმას და სინონიმებიც რა ერთი მეორეზე უარესია: შეყვარებული, „ჩემი კაცი“, „პაკლო“-ლოლ... ) რომ ჩამოვა დაპირებულზე 3 დღით ადრე, თუ როცა შენი შვილი პირველ ნაბიჯს დგამს? ანუ, რაღაც სასიამოვნო როცა ხდება შენს ცხოვრებაში, ოღონდ გრანდიოზული მასშტაბით.

ჩემი აბსოლუტურად სრულყოფილი დღე, ოღონდ უარყოფითი გაგებით, გასიებული თავით დაიწყო და მოსწავლით, რომელსაც „since“- სამ აბზაციან წინადადებაში ოცჯერ შეხვდა და ოცჯერვე შეცდომით გამოთქვა.... არა, კი არ ვწუწუნებ, ან დავცინი. უბრალოდ, ჩემი მთელი ენთუზიაზმით ვცდილობ, დავამახსოვრო და როცა არ გამოდის, თავი მასზე ლუზერი მგონია. ბოლო გაკვეთილი ჩავუტარე დღეს და სხვა მასწავლებელს გადავულოცე.

დედამისმა დისკოტეკაზე დამპატიჟა, სადაც „ფოქსტროტ“-ს და დისკოს ცეკვავენ. ზემოხსენებულთაგან ერთ-ერთის მართლწერას შეგნებულად არ დავგუგლავ, რომ მიხვდეთ, დაახლოებით რამდენად მაქვს წარმოდგენა, რაზე იყო საუბარი. უფრო ადრე, დამშვიდობებისას, ახალ ბინაში გადასვლაზე საუბრისას ჩემს ბიჭთან (არც ეს მიყვარს, მაგრამ bf-ს სანამ გავუთამამდები წერისას, არა უშავს) გადასვლა მირჩია.

- რომელ ბიჭთან? არ მყავს ბიჭი.

- ჰმმ, ადრე ხომ ახსენე ვიღაც?

- ჰმმ, მე ვახსენე ვიღაც?- და არ ვიცი, რამ მაიძულა მეთქვა - ჰო, იყო რაღაც და არ დასრულდა სასიკეთოდ ბოლოს.

- აი, ზუსტად. მეც ეგრე მახსოვდა. ცუდია, რომ არაფერი გამოვიდა. აი, მეც მარტო ვარ, ორი თინეიჯერი შვილით და ქვრივის სტატუსით. მაგრამ მე შენზე გაცილებით უფროსი ვარ, შენთვის უფრო იოლი უნდა იყოს ყველაფერი. ჯერ 20-ს ახლახანს გადააბიჯე.

- Damn (ნაკლებ ფილმს უნდა ვუყურო ინგლისურად, მოკლე ფრაზებს ვიჭერ),- ვფიქრობ მე. – „ამანაც უიმედოებს მიმათვალა.... მაგრამ ვაპატიოთ, 27-ის ვარ და ასაკთან დაკავშირებით უნებლიედ კომპლიმენტიც მივიღე. დღის ყველაზე სასიამოვნო მოვლენა აქამდე.... damn again, my life sucks.

დისკოტეკაზეც იმიტომ ხომ არ დამპატიჟა, რომ დახმარების ხელი უნდა გამომიწოდოს?

მერე, სახლში მოსული, საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ბოლო ღერია ეს.... გული მიგრძნობს, ეს ერთი და სხვა მრავალი მსგავსი დიალოგი გვექნება მე და სინდისს, თუ ჯანმრთელობას, თუ საფულეს, რომელიც უკვე დედას იგინება ...

დღის გვირგვინი მაინც 2 დაფარულ ზარს და სმს-ს ერგოთ. ჩემი სტოლკერი მართლა სტოლკერი აღმოჩნდა. რამდენიმე თვეში ერთხელ თავს მახსენებს დაფარული ზარით, რომელსაც არ ვპასუხობ და მერე სმს-ით, რომელსაც ბოლოს მსუბუქი მუქარით ამთავრებს ხოლმე. დღეს მაგალითად ეს :“სირცხვილი შენ. იმედია, ოდესმე შევხვდებით“....

სმს-ს ვკითხულობ, ტელეფონს ხმამაღლა ვეუბნები fuck off-მეთქი და ფილმის ყურებას ვაგრძელებ. მერე სმს-ს ვშლი და გულწრფელად ვამბობ, რომ ტყუილად დამპატიჟა მოსწავლის დედამ დისკოტეკაზე, თუკი ფიქრობს, რომ იქ ვინმეს გაცნობაში ხელს მომიმართავს და მეც მთელი ცხოვრების მანძილზე მისი მადლიერი ვიქნები.

ჩემი აბსოლუტურად სრულყოფილი დღე მარტო მე მიტევს ამ ეტაპზე.

...ზრდილობის გულისთვის წავალ და ვიცეკვებ დისკოს, თუ დამირეკა...



4 Kommentare:

  1. როდის არის ნაწერი საინტერესო? აი ახლა დამებადა ეს კითხვა, როცა ბევრი ზედსართავი სახელია გამოყენებული მზის ამოსვლის აღწერაში, თუ როცა რეალური ადამიანი, რეალურ ემოციას გადმოსცემს შეულამაზებლად თითქოს თავისთავს ელაპარაკება? ალბათ მეორე, იმიტომ, რომ მომბეზრდა ამდენი ზედსართავიანი აისი :)))))))
    ხოოოდა წავალ ახლა და ვიფიქრებ როგორია ჩემი სრულყოფილი დღე...

    AntwortenLöschen
  2. @Lalena,
    "მომბეზრდა ამდენი ზედსართავიანი აისი"- ამაზე მაქვს პოსტი დაწერილი ადრე, ყელში რომ ამომივიდა ოდესღაც :D

    AntwortenLöschen
  3. მერე რა, რომ მიყოლებით მთელი თვე ვერ წერე? გააგრძელე, როცა შეძლებ, კარგად იკითხება :)

    AntwortenLöschen
  4. ქეთი, დანარჩენი 2 თავი საკმაოდ პაპსა სტილისკენ წავიდა და სხვადასხვა პერსონაჟებზე, ამიტომ, რავი...

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates