უშუალოდ დედ-მამა და და-ძმა რომ არ ჩავთვალოთ:
- ჩემი, ალბათ, ყველაზე სტაბილურად უცნაური მეგობრობის მეორე ნახევარი. ბევრს რომ არ ესმოდა, რატომ და რა გვინდოდა საერთოდ, მაგრამ ამ გადასახედიდან რომ ძალიან ნათელია, რატომ შეიძლება ჩვენ ორნი მეგობრები ვიყოთ.
აქ ბევრჯერ დამიწერია, როგორ პანიკაში მაგდებს გარეშე პირების მცდელობა გადამაკეთონ, შემცვალონ, ჭკუა მასწავლონ და როგორ უკან მოუხედავად ვქრები ასეთ დროს. ამ ძააალიან იშვიათ შემთხვევაში მაქვს კომფორტი, ჩემს ირგვლივ არაფერი გავალამაზო, მიუხედავად იმისა, რომ ახლაც ზუსტად ვიცი, 1000 რაღაცაზე გვაქვს სხვანაირი შეხედულება და ერთმანეთის ადგილას რომ ვიყოთ, ბევრ სიტუაციაში საერთოდ განსხვავებულ არჩევანს გავაკეთებდით. დაახლოებით იმ ფოტოსავითაა, ქალს საკუთარი თავი მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე როგორი ჰგონიაო, რომ აღწერენ... "ყველა ლორეალის და ვიშის და შანელის Make-up-ის თავზეც გავიარე" სახის თავდაჯერებულობა მაქვს ამ ურთიერთობაში და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. (God, I hate being cheesy :D) - ჩემი მეგობრის ბიოლოგიური და ჩემი არა ბიოლოგიური დედა, რომელმაც ერთი სიმშვიდე და გაწონასწორებულობა ვერ მასწავლა, თორემ სხვა ყველაფრის ინტენსიური კურსი ჩამიტარა აქეთ წამოსვლამდე, გერმანულით დაწყებული, ბულგარულის "ტოლმის" მომზადებით დამთავრებული. :D
- ჩემი ორი დიშვილი. სანამ თავად არ გეყოლება, ვერ ახსნი, რას ნიშნავს, ამიტომ არ ვეცდები აქ. :)
- ჩემი ორი ნათლული. ასეთი რა დავანათლე, რომ ორივე უგენიალურესია, ჯერ ვერ დავადგინე, მაგრამ მარტო მშობლების ამბავი რომ არაა, იასნია :D I mean, come on! I'm a pure blessing! :D
ufff, იმაზე გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ცოტა გადატანითი მნიშვნელობით ვიცი მსგავსი გრძნობების გამოხატვა, რაც საკუთარ ნაკლად მიმაჩნია, მაგრამ ძალიან არაკომფორტულ სიტუაციაში ვვარდები ასეთ დროს და ამით ვერავინ მოიგებს. ამიტომაც გამიჭიანურდა ამ პოსტის გამოქვეყნება, მაგრამ now it's out!
Love,
Chaotic
პირველი დღის პოსტი.
მეორე დღისპოსტი.
მესამე დღის პოსტი.
მეოთხე დღის პოსტი.
მეხუთე დღის პოსტი
იხილეთ იდეა.
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen