ტრადიციულად, წლის ბოლოს, როცა სხვები გასულ წელს აჯამებენ, მე იმ წიგნებზე ვწერ, რომლებიც წავიკითხე. არ ვიცი, ამ სიის შედგენა როდიდან დავიწყე, მაგრამ ბავშვობიდან რომ იღებს ეს ჩვეულება სათავეს, ნამდვილად მახსოვს. წელს ბევრ მათგანზე ცალკე პოსტის დაწერა მინდოდა და ყოველთვის იქამდე გადავდე, სანამ უკვე ენთუზიაზმი ჩაიფერფლა.
იანვრის ამინდს და Jane Austen-ის რომანებს სულ ერთმანეთთან ვაკავშირებ. "Mansfield Park" და "Northanger Abbey"-ც რადიატორთან მოკალათებულმა წავიკითხე. ახლაც სინდისი არ მიშვებს, რომ ისევ გადავიკითხო საახალწლოდ მისი რომელიმე რომანი.... ისევ გამოცდა... მხოლოდ ამჯერად და ამ ეტაპზე, იმედია, ბოლო!
ჯეინიდან უფრო ახლო წარსულში გადავინაცვლე და Anne Sexton- ის "A Self-Portrait In Letters" წავიკითხე. გენიალურად ექსცენტრიული ქალი იყო, მე თუ მკითხავთ. წერილებში უფრო ჩანს, ვიდრე 100 ბიოგრაფიაში. იმდენად ზუსტად გადმოსცემს, როგორ სტკივა, ან უყვარს, რომ თავი შიგადაშიგ ემოციურად მუნჯი მეგონა, თუკი ასეთი გამოთქმა არსებობს ქართულში. მაგრამ ეს ინტენსიურობა ხშირად მის გარშემო მყოფებს საკმაოდ ღლიდა, რადგან მათგან აბსოლუტურ ყურადღებას, სითბოს და სიყვარულს ითხოვდა. ქრონოლოგიურად დალაგებულ წერილებში ჩანს, როგორ ებღაუჭება ადამიანებს და ხანდახან ატერორებს კიდეც და მერე, იმედგაცრუებულს როგორ გადააქვს მთელი თავისი ყურადღება ახალ "მსხვერპლზე".... ახლა ვხვდები, თავის დროზე რომ უნდა დამეწერა მთელი პოსტი, იმიტომ რომ ანაზე ერთ აბზაცში ვერ მორჩები საუბარს. ერთ-ერთი იმ წიგნთაგანია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თავს მახსენებდა.
დავრჩეთ ამ გენიალურ ნოტაზე და მარტში Doris Lessing-ის "The Grass Is Singing" აღმოვაჩინე ჩამოფასებულ წიგნებში. დორისის პირველი რომანი, სულ რაღაც 3 ევროდ :) რომანი სამხრეთ აფრიკაზე, რასისტულ შეხედულებებზე, ქალის როლსა და "ადგილზე" ოჯახში, ზოგადად, ოჯახის ნგრევაზე. თუ გიყვართ "შიშველი სიმართლის" სახეში შემოლაწუნების ხმა, წაიკითხეთ :D
სამხრეთ აფრიკიდან მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკაში გადავინაცვლე, Kurt Vonnegut-ის "Mother Night"-თან. საინტერესო ფაქტია, რომ წიგნის უკანა ყდაზე ერთ-ერთი რეცენზიის ნაწყვეტი იყო დაბეჭდილი. რეცენზია ლესინგს ეკუთვნოდა. :)
მომეწონა Vonnegut. ვაპირებდი სხვა წიგნების გამოტანას, მაგრამ ჩემმა ერთ-ერთმა სიყვარულმა შემახსენა თავი და უარს როგორ ვეტყოდი?! :D
აქამდე თუ არ იცოდით, ახლა გეტყვით, რომ ბატონ Chuck Palahniuk-ს აქვს ჩემს გულში პატარა ადგილი მითვისებული და ცოცხალი თავით არ თმობს. წლის განმავლობაში რამდენჯერმე დგება მისი წაკითხვის/გადაკითხვის დრო და ნებისმიერი წიგნის ცოტა ხნით გვერდზე გადადება მიწევს. წელს მისი ადრეული ნამუშევრები "Survivor "და " Invisible Monsters " მოხვდნენ სიაში და ახლახანს გამოსული "Damned", რომელიც ufff... გენიალურად დაიწყო, მაგრამ სუსტად დამთავრდა. :(
ხანდახან მგონია, რომ "Fight Club"-ისგან გათამამებული სხვა ყველა მის რომანს პირველის ჩრდილქვეშ ვაქცევ, მაგრამ რა ვქნა, ის საერთოდ სხვა განზომილებაა ჩემთვის, სხვა სკანდალზე აგებული, სხვა ემოციებზე გათვლილი. "Fight Club" ჩემთვის არის არა მარტო ჩაკის შემოქმედებაში ყველაზე გამორჩეული, არამედ ერთ-ერთი ფავორიტი მთელ აქამდე წაკითხულ წიგნებში.
მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ერთ დღესაც ისევ დამცემს თავზარს მისი ახალი რომანი და გამიტანს და სადმე მიმამარხავს, ტიციანს რომ დავესესხოთ. :D
სიას რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ შიგადაშიგ ეტყობა იმდენად ვიღლებოდი, რომ "მზესუმზირის" ფუნქციის შემსრულებელ წიგნებსაც გადავხედე. Helen Fielding-ის Bridget Jones: The Edge of Reason-მა მშვენივრად შეასრულა ეს ფუნქცია. ბრიტანული იუმორი, მსუბუქი სიუჟეტი (damn, ამ სიტყვას ვიხსენებ 20 წუთია უკვე :D) და შოკოლადის ფილა... მეტროშიც გადასარევად იკითხება :D
გაგრძელება იქნება, ოღონდ ხვალ! "ახლა წავიდეთ, ვჭამოთ საჭმელი!" :D
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
აუ რა კარგია, ახლა ამ ყველას მოვქექავ და მეთვითონ ჩავუჯდები :დ
AntwortenLöschenპ.ს. ჯეინ ოსტინს ვერ დავუმუღამე ძალიან ფოეფოე ინგლისურითაა დაწერილი :შ კიდევ უნდა ვცადო :დ
ჰეჰე, მეც საკმაოდ პრეტენზიული ვარ ფოეფოე ამბების მიმართ, მაგრამ ჯეინი მაინც საუკუნეების წინ იყო, ბოლო-ბოლო და ვპატიობ :D
AntwortenLöschenინგლისურ წიგნებს სად ყიდულობ? ბერლინში კიდევ ვნახულობდი რაღაცებს და აქ საერთოდ, ვერაფერი ნორმალური ვერ ვიპოვე :/ ნახმარ წიგნებს მიაქვს ყველაფერი, მაგრამ მხოლოდ გერმანულ ენაზე :(
AntwortenLöschenოსტინის ის ორი წიგნი არ მაქვს ზუსტად წაკითხული, რომლებიც შენ გაქვს ნახსენები. მგონი, ფილმი უნდა მქონდეს ნანახი ისე "მანსფილდ პარკის", მაგრამ არც ის მახსოვს კარგად. დანარჩენების სტილისაა? ერთი ჭკვიანი და გონებამახვილი გოგო და დანარჩენები ყველანი შტერები? :)
ძირითადად ბიბლიოთეკიდან გამომაქვს წიგნები, ან ამაზონით ვუკვეთავ. უნის წინ (სადაც უცხო ენების ფაკულტეტია) არის კიდევ მაღაზია. შეიძლება მანდაც იყოს.
AntwortenLöschen"მანსფილდ პარკის" ეკრანიზაცია საკმაოდ სუსტი იყო.
"northanger abbey" ბოლოსწინა რომანია და უფრო დახვეწილი, თუმცა, ისიც ერთი გმირის ირგვლივ ტრიალებს.
რაც შეეხება სტილს, არ ვიტყოდი, რომ ეგეთი დისბალანსია პერსონაჟებში, მითუმეტეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომელ წრეზეც წერდა. მინ. კასანდრას პროტოტიპი ("მთავარი გმირის იდეების გამზიარებლის, როგორც ცხოვრებაში კასანდრა ჰყავდა") ყოველთვის არის, მეტი რომ არ ჩამოვთვალოთ. ნუ, იასნა, მთავარი გმირის "უფრო პოზიტიურად" გამოჩენა ეხერხება, მაგრამ მწერლების დიდი ნაწილი მიმართავს ამ ხერხს (ძველ ეპოქაში მაინც).
+ საზოგადოება, სადაც ჯეინის პირველი რომანი ფსევდონიმით გამოიცა, რადგან ქალის მწერლობა ტეხავდა, საკმაოდ ზუსტად არის ასახული, თუკი მხატვრული ლიტერატურის მიხედვით ეპოქების განსჯა გამართლებულია. არ მგონია ბევრს ჰქონოდა საშუალება (და თვითონ ჯეინსაც, ალბათ)ისეთი ყოფილიყო, როგორებიც მისი გმირები არიან და თავისთავად მეტს აბედინებს. :)
პ.ს. ხომ ვამბობდი, ზოგიერთზე ცალკე პოსტი უნდა დამედო-მეთქი. პოსტზე გრძელი კომენტარი გამოვიდა. დ