17.10.12

ლიზეტი

ჩემი მეგობრის მეგობარი ყოფილმა ქმარმა მოკლა. 8 თვის ბავშვი იქვე ოთახში დატოვა და წავიდა თავის მოსაკლავად... გადარჩა...

31 წლის ბოლივიელი ლიზეტი, წინა წელს ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე ვნახე, გაბერილი მუცლით. 2 წუთით გავიცანი  და შეხება აღარ მქონია მერე.

იქამდე მქონდა მოსმენილი, როგორ ჩხუბობდნენ და როგორ სცემდა ხანდახან ის ტიპი და როგორ დაშორდა ბოლო-ბოლო.

მახსოვს, ადრე რაღაც ქართულ ჯგუფში ვიღაც გოგო  (მგონი, ბლოგერი იყო, არ მახსოვს) თავის ყოფილზე სწერდა, სტოლკერობსო. მე კომენტარი დავტოვე, პოლიციაში დარეკე-მეთქი და მისი პასუხი იყო დაახლოებით "ტეხავს დარეკვა, იმიტომ რომ იმ ადამიანს უყვარხარ და შენც ოდესღაც გიყვარდა".... :|

ამ ტიპსაც უყვარდა ლიზეტი... ძალიანაც თან...

ვიცი, რომ რთულია. ღრმა ბავშვობიდან იმ შთაგონებით როცა გზრდიან, რომ "თუ გცემს, ესე იგი, იმსახურებ", ან "მასე მოკლე კაბით რომ გახვალ ქუჩაში, გაგაუპატიურებენ, აბა, რა მოხდება-ფაქტიურად ითხოვ"... ანუ, "პრობლემა" ისევ ჩვენ ვართ. კიდევ ერთხელ... კიდევ ძალიან ბევრჯერ ვიქნებით, სანამ არ ვისწავლით, რომ პოლიციაში დარეკვა არ ტეხავს.
უფლების გამოყენება, იყო დაცული, არ ტეხავს.


რომელი იღვიძებთ იმ ფიქრით, რომ აი, დღეს ვიღაც, პოტენციურად შენი სიყვარულით სავსე, მოვა და დანის 15-ჯერ დარტყმით მოგკლავთ?

ხვალ შეიძლება ან მე აღარ ვიყო, ან შენ, ან სულაც ჩვენ რამდენიმე ერთად. შეიძლება დაგვრჩეს 8 თვის ბავშვი, რომელსაც (ამ შემთხვევაში) გერმანული კანონების მიხედვით შენი უმუშევარი და ვერ წაიყვანს სახლში- მომვლელი ოჯახი წაიყვანს... შენი დაქალი და შენი გეი მეგობარი ვერ "აიყვანენ" ბავშვს, როგორც არ უნდა უნდოდეთ...
მამენტ, შენ ამ ყველაფრის აზრზე არ იქნები....


პ.ს. იქნებ ჩვენ უნდა დაგვერეკა?






1 Kommentar:

  1. კი, უნდა დაგვერეკა და უნდა დავრეკოთ, როცა საჭიროა.
    რა საშინელი ამბავია და კანონები კიდევ, რომ ახლობლებს არ ატანენ ბავშვს :/

    AntwortenLöschen

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates