ამ წლის განმავლობაში:
- მოვრჩი სწავლას.
- 6 წლის შემდეგ შევიცვალე ბინა 3-ჯერ.
- შევიცვალე ვიზის სტატუსი.
- დავიწყე მუშაობა გარდამავალ სამსახურში და ვიყიდე იმდენი ტანსაცმელი, რამდენიც არ მიყიდია არასოდეს. ანუ, სამსახურშივე ვტოვებდი ხელფასს :D
- გავხდი უკონფესიო.
- ვიყავი ესპანეთში. ჯერ-ჯერობით მყოფნის იქაური სითბო და ზღვა და პოზიტივი.
- ზემო პუნქტთან კავშირში, მერამდენედ დავრწმუნდი, რომ ჩემი ადგილი ზღვისპირა ქალაქშია.
- საბოლოოდ გადავწყვიტე ავსტრალიაში გადაბარგება რამდენიმე წელიწადში.
- დავიწყე ცურვის სწავლა საფუძვლიანად.
- ვიყიდე სნოუბორდინგისთვის საჭირო რამეები და ვაპირებ ამ სეზონზე მაინც მოვაბა თავი ხშირად სიარულს.
- მქონდა წითელი, შავი, მუქი წითელი და მოკლე თმა. ასევე მქონდა იდეა, ძალიან მოკლედ შეჭრის, მაგრამ ჯერ მთლიანად ვერ ვგრძნობ, რომ დრო მოვიდა.
- 3-ჯერ დავიმუქრე მომავალი ხელფასის დაჯდომისთანავე ტატუს გაკეთება და ვერც ერთხელ მოვაბი თავი.
- დავწერე 14 პოსტი. ერთ-ერთი მათგანის მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრების განმავლობაში სახეში შემოლაწუნებისთვის.
- მივაგდე ბლოგი. უფრო სწორად, ვერ მოვუფიქრე ფორმატი, რომელიც მეტი ადამიანისთვის იქნება საინტერესო.
- ვიყავი შედარებით ცოტა კონცერტზე იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი საინტერესო ბენდი იყო ჩამოსული.
- ვუყურე უსაშველოდ ბევრ ამერიკულ შოუს და ჩვეულებრივზე ცოტა ფილმს.
- განვაახლე ქართულ ცეკვაზე სიარული, მაგრამ ვერ მოვაბი თავი იოგას. არადა, ძალიან მშველოდა წინა წელს.
- ასევე ერთი პატარა საიდუმლო და სასიამოვნო ამბავი, რომელიც ჯერ სრულად ლეგალიზებული არ არის და ამიტომ, არ დავკონკრეტდები. თუმცა, მალე დავწერ :)
მთლიანობაში ვიცხოვრე ყველა თავისი სიკეთითა და ბოროტებით. და ყველაფერი ეს არ გამომივიდოდა, რომ არა:
- ჩემი გადასარევად ჯანმრთელი ორგანიზმი (ოდნავი ჩავარდნები რა მოსატანია): გული, რომელმაც არ დაასტუკა (მადლობა ჩემს ექიმს); ნერვები, რომლებმაც ბევრს გაუძლო.
- მეგობრები.
- ოჯახის წევრები.
- ბლოგები/წიგნები/მოვლენები/ინფორმაცია გენდერზე და ფემინიზმდე და body image-ზე და საერთოდაც, ყველაზე დიდი მადლობა ფემინიზმს, იმისთვის, რომ ისე მიყვარს საკუთარი თავი, როგორც ახლა მიყვარს და ბევრი სხვა საკითხის გამო, რომელსაც ცალკე პოსტს მივუძღვნი ოდესმე. :)
რაც შეეხება მომავალ წელს, ვაპირებ:
- ბოლოს და ბოლოს მოვაბა თავი ტატუს.
- წავიდე რაც შეიძლება მეტ კონცერტზე. საუკეთესო შემთხვევაში Rock im Park/ Rock am Ring-ზე.
- ვიმოგზაურო მეტი, რათა ჩემი "11 წლიანი გეგმა" ცოტა წინ დავძრა.
- ავიღო მართვის მოწმობა დაბადების დღემდე.
- გადავიხადო დიიიდი დაბადების დღე.
- წავიკითხო იმაზე მეტი, ვიდრე წინა წელს.
- დავიწყო Flamenco-ზე სიარული, თუნდაც იმიტომ, რომ გავიგო, საერთოდ გამოვა თუ არა ჩემგან რამე მაგ მხრივ. :D
- მოვახერხო რაც შეიძლება მეტი მატჩის ყურება მომავალი მსოფლი ჩემპიონატის დროს (ფეხბურთი, duh).
- გავაგრძელო ესპანურის სწავლა, თუნდაც Online რეჟიმში.
- მივხედო ბლოგს.
- მოვაწყო დიდი რემონტი ოთახში და განვახორციელო ის დიზაინი, რაც თავში მიტრიალებს.
- ჩავიდე თბილისში ცოტა ხნით და მივხედო საქმეებს, რომლებიც მესამე წელია გადადებულია.
- ჩამოვიყვანო სტუმრად ოჯახის რამდენიმე წევრი.
- და ასე შემდეგ და ასე შემდეგ
თქვენ, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობთ უკვე დიდი ხანია, განსაკუთრებული მადლობა და საერთოდ, ვინც ამ პოსტს წააწყდება და წაიკითხავს, ყველას გისურვებთ იმაზე გაცილებით უკეთეს წელს, ვიდრე 2013 იყო თქვენთვის!
Love,
Chaotic
ოჰ, როგორ მიყვარს ეს შემაჯამებელი პოსტები! :)
AntwortenLöschenკიდევ უფრო საინტერესო 2014-ს გისურვებ! :)
აუ, მეც. ველოდები დიდის ამბით სხვების პოსტებს.
Löschenმადლობა, შენც საინტერესო წელს გისურვებ!
"ვერ მოვუფიქრე ფორმატი, რომელიც მეტი ადამიანისთვის იქნება საინტერესო" - რა საჭიროა მეტი? :)
AntwortenLöschenრავი, არ ვთვლი, რომ ბევრი მკითხველი მყავს და თან, ამ ბოლო დროს შევამჩნე ხალხის ბიო-ში creator of "ბლოგის სახელი" წერია ხოლმე ხშირად და ეს სად მივაწერო, 20 მკითხველიანი ბლოგის შემქმნელობა :D
Löschenგისურვებ უფრო წარმატებულ და ბედნიერ მომავალ წელს:)
AntwortenLöschenპ.ს. გერმანულად აგდებს ბლოგის "ღილაკებს", ინგლისურად ვერ გადავაკეთებ საიდანმე?)
ჰმმ,
Löschenეგ მე უნდა შევცვალო, მგონი. მივაქცევ ყურადღებას ამ დღეებში :)