დოკუმენტური ფილმების მოყვარულებისთვის დღეს ავარჩიე Sini Anderson-ის ფილმი Kathleen Hanna-ზე: პანკ-როკ ჯგუფ Bikini Kill-ის სოლისტზე, რომელიც იყო riot grrrl მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი. თუმცა, 2005 წელს ის სცენიდან გაქრა. ფილმი ყურადღებას ამახვილებს მის განვლილ კარიერაზე (ჯგუფები + სოლო) და სცენის დატოვების მიზეზებსაც ეხება.
შეიძლება საერთოდ არ იცნობდეთ მის მუსიკას, არც პანკს უსმენდით და ა.შ. მაგრამ ძალიან საინტერესოდ არის შეჯამებული როგორც მისი პირადი კარიერა, ასევე მთელი მოძრაობა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მხოლოდ კაცებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებზე არ ხდება ფოკუსირება და ქალების გადასახედიდან დანახულ სცენას აქცევს ყურადღების ქვეშ.
Abonnieren
Kommentare zum Post (Atom)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen