აუ, სამის ნაცვლად სამასს ჩამოვწერდი, ჩემი ნება რომ იყოს (პრინციპში, ჩემი ნებაა, მაგრამ არ გადავუხვიოთ წესებს), რამეთუ საშინლად, საშინლად პრეტენზიული ვარ და ყველაფერს ვაქცევ ყურადღებას... OK, ფეხსაცმლის გარდა :D
ზუსტად სამის ამორჩევაც ძალიან ძნელია, რომ დავალაგებ სიას, მერე რაღაც მახსენდება და ყველაფერი თავიდან იწყება. ინტელექტი, იუმორის გრძნობა, კეთილი გული და ამბები გვერდზე გადავდოთ და მხოლოდ გარეგნული მახასიათებლებით შემოვიფარგლოთ:
- გახვრეტილი ყური/წარბი/ტუჩი. ოღონდ, აი, ყურის ბიბილოების ადგილას რომ დიდი ხვრელია, ეგეთი არა :D
- ლამაზი სახე. არანაირი "სიმპატიური, კაცის კვალობაზე ლამაზი", იმენა, ლამაზი სახე, თავისი პატარა ცხვირით, დიდი შუბლით, გაპარსულობით, გადაუბმელი წარბებით და მისთანებით! ზოგადად, baby face.
- გრძელი თმა. უკეთესი იქნება მხრებამდე, თუკი სწორია (მმმმ... ამ დროს შეკრულზე არ დავკონკრეტდები :D) და წარბებამდე, თუკი ხუჭუჭაა. :D
მეორე პუნქტს რაც შეეხება, I know you see what I did there and I am sorry :D
პირველი დღის პოსტი.
მეორე დღისპოსტი.
მესამე დღის პოსტი.
მეოთხე დღის პოსტი.
მეხუთე დღის პოსტი
მეექვსე დღის პოსტი
მეშვიდე დღის პოსტი
იხილეთ იდეა.
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen