ასე იყო ეს ამბავი:
ტობაგოში მივდიოდით სამნი. მე ვიზა მჭირდებოდა, იმათ- არა.
საელჩოში მეუბნებოდნენ, ბილეთები წინასწარ რომ აიღო, ვიზას უფრო იოლად მოგცემენო. ბილეთი მაშინ 850 ევრო ღირდა.
დაზღვევა მეუბნებოდა, ისეთი პროდუქტი არ გვაქვს, რომელიც ვიზის არ გაცემის შემთხვევაში ბილეთის ფასს დაგიბრუნებსო. მარტო ისეთ ფაქტებს ვფარავთ, როდესაც გამგზავრება ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდებაო.... ბიჭო, აბა, სუბიექტურად საკუთარ თავს ყველა ქვეყანაში მივცემდი ვიზას, რა პრობლემაა?! :D
გავაგზავნე აპლიკაცია უბილეთოდ და წამოვედი საქართველოში. ვიზის პასუხი იგვიანებდა. ამასობაში ბილეთის ფასი გახდა 1000 ევრო, ისიც ფრანკფურტიდან.
დავბრუნდი საქართველოდან და იმ დღეს მოვიდა ვიზაც... ოღონდ ძველ მისამართზე.... კიდევ კარგი, მანდ ისევ ქართველები ცხოვრობენ. :D
ამასობაში ბილეთის ფასმა აიწია 1100 ევრომდე. სამიდან ერთმა ვეღარ მოახერხა ბილეთის ყიდვა და გავემართეთ ჩვენ ორნი ბილეთების საყიდლად.
ტიპი იყო, აი, ძალიან დიდ ეჭვს რომ შეიტან მის პროფესიონალიზმში.
გამოითვალა და ფრანკფურტამდე მატარებლით მგზავრობა + ფრენა 1093 ევრო...
სხვა რა გზა გვაქვს, ვთანხმდებით.
შეჰყავს მონაცემები. მე მასტერკარდით მინდა გადახდა. 1,5% გეხევა სრული თანხისო....
ვახ, რა ვქნათ?!
მეორემ, მე გადავიხდიო....
გააგრძელა ამ ტიპმა საბუთების შევსება.
ამობეჭდა.
ჩემი ბილეთი კი არის ჩემს სახელსა და გვარზე, მაგრამ სადღაც შეშლია და დამარქვა ახალი სახელი: Georgia :D
ვეუბნები, ვერაა ეს კარგი ამბავი-მეთქი. ისაო, ახლა ვერ შევცვლიო, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობაო. ეს მარტო შიდა ჯავშანიაო... (იმედია).
მივედით გადახდამდე. ის ონლაინ ფორმა, რომელიც აქვს ამ ბიუროს, არ აღმოაჩნდა ბანკს....
გადახდის ფორმის შეცვლა არ შეუძლია პროგრამას (დეველოპერს თავს ლაფი!).
გადარეკა ამ ადამიანმა და მოაგვარა როგორღაც, რომ პირდაპირ გადაიხადოს ბარათით ჩემმა მეგობარმა ორივეს თანხა.
ოკ.... დაეკიდა სისტემა.... უკვე გვკიდია :D გადაჯდა ის ტიპი სხვა კომპზე და იქ წაიღო სისტემამ ცვლილებები.
აღმოჩნდა, რომ ბარათზე ლიმიტია და ამხელა თანხას ვერ გადავიხდით.
გავვარდით მოპირდაპირედ მდებარე ბანკში. თითოეულს აღმოგვაჩნდა 1000 ევროიანი ლიმიტი.
გვაკლდება 200 ევრო. გავვარდით ჩემს ბანკში. მეორე ბარათით ვიღებ 200 ევროს და იმედი მაქვს, რომ მაქვს მაგდენი იმ ანგარიშზე :D
მქონია.
გამოვვარდით ისევ უკან. ამასობაში მე თავი ამტკივდა, წვიმა წამოვიდა.
მოვედით. ჩავუთვალეთ ამხელა ფული. :D
ბოლოს მეკითხება: თქვენს პასპორტს ვადა უნდა ჰქონდეს კიდევ 6 თვეო. მე ვიცი, რომ აქვს.
ჩემი გერმანელი მეგობარი დაფიქრდა. აზრზე არა ვარ, სადამდე აქვს ჩემს პასპორტს ვადაო. ვიზა მაგას არ სჭირდება და არც ჩაუხედავს.
დავიშალეთ, მოვედით სახლში. მეგობარი მწერს: დაგვერხაო. პასპორტს ვადა აქვს გასულიო. 7 დღეში 70 ევროდ გაუკეთებენ სწრაფად.
იმედია, მოესწრება.
იმედია, მეც გამიშვებენ და იქაც შემიშვებენ ჩემი A4 ფორმატის ფურცელზე ამობეჭდილი ელექტრონული ვიზით და ბილეთზე სწორი სახელით.
თუ გადავრჩით, დავპოსტავ :D
Posts mit dem Label მოგზაურობა werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label მოგზაურობა werden angezeigt. Alle Posts anzeigen
19.07.15
31.12.14
2014
მოვიდა დიდი პატაკების დრო ბლოგებზე. მე იმდენად შემიყვარდა შემაჯამებელი პოსტები, სულ რომ გადავეჩვიო წერას, წელიწადში ერთხელ მაინც შემოვივლი და დავწერ, სად ვიყავი, რომ არ ვიყავი :D
წინა წლის შემაჯამებელ პოსტს გადავხედე და იმაზე მეტი გამიკეთებია, ვიდრე პოსტის დაწერისას მეგონა.
ტატუს გარდა ყველაფერს ასე თუ ისე შევავლე ხელი. არადა, თითქმის ვიცი, ვისთანაც უნდა მივიდე :D მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ავტო-სკოლას 10 თვის განმავლობაში ვარჩევდი, ამ შემთხვევაშიც დიდხანს ვიფიქრებ, სანამ არ მომბეზრდება და იმპულსურად პირველ შემხვედრს არ დავაწერინებ ვინმე ტიპის სახელს მკლავზე :D :D
ჰოდა, მივყვეთ თანმიმდევრულად:
კიდევ იყო კარგი, ნაკლებად კარგი, ცუდი წვრილმანებიც. ასევე ამბები, რომლებსაც მხოლოდ ცალკე პოსტი თუ დაიტევს. მთლიანობაში, ნორმალური წელი იყო. მაინც იმედია, 2015 უკეთესი იქნება. :D ამას წინათ სამსახურში ვწუწუნებდი, მიზნად რა დავისახო, არ ვიცი-მეთქი.... თუმცა, რამდენიმე ფრიად მატერიალური და რამდენიმეც ongoing სურვილი უკვე მაქვს:
Love,
Chaotic
წინა წლის შემაჯამებელ პოსტს გადავხედე და იმაზე მეტი გამიკეთებია, ვიდრე პოსტის დაწერისას მეგონა.
ტატუს გარდა ყველაფერს ასე თუ ისე შევავლე ხელი. არადა, თითქმის ვიცი, ვისთანაც უნდა მივიდე :D მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ავტო-სკოლას 10 თვის განმავლობაში ვარჩევდი, ამ შემთხვევაშიც დიდხანს ვიფიქრებ, სანამ არ მომბეზრდება და იმპულსურად პირველ შემხვედრს არ დავაწერინებ ვინმე ტიპის სახელს მკლავზე :D :D
ჰოდა, მივყვეთ თანმიმდევრულად:
- იანვარში დავიწყე მუშაობა პროფესიით, რამაც მოაგვარა პირველ რიგში ბევრი ფინანსური პრობლემა :D ასევე შეიტანა წვლილი male dominated field-ში ქალთა ქვოტის ამაღლებაში. :D წლის ბოლოს შემაჯამებელ საუბარში მქონდა კარგი შეფასება, რაც ძალიან კარგია, მაგრამ 2015-ის პირად მიზნად მაინც მაქვს არანორმალურად მეტის სწავლა დასახული.
- სამსახურთან ერთად მოვიცალე სნოუბორდისთვის :yeah: . ვიყავი რამდენჯერმე და ბოლო ასვლისას წითელ ტრასაზეც გადავედი, რაც ჩემნაირი ფრთხილი ადამიანისთვის საოცარი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სახით დაცემაზე მეტად არცერთი ძვლის მოტეხვის არ მეშინია. ახლა რომ დაზამთრდა, მეგობარმა მაჩუქა ბორდი, მე ვიჩუქე ბორდის არანორმალურად ძვირი ჩექმა და bindings (ეს ქართულად როგორაა, ნეტავ) და გამომრჩა ის ფაქტი, რომ ცოტა ადრე უნდა დამეჯავშნა ბილეთები სასტუმროში, სადაც ახალ წელს ხვდებიან ადამიანები, ვისთან ერთადაც ვსრიალებ ხოლმე. :/
Have to wait till next year now :( . I've moved to red slope after this particular session, which is cool :) pic.twitter.com/yAwNJgdmpR
— Chaotic (@chaoticca) April 20, 2014
- მარტიდან დავდივარ ფლამენკოზე. თუმცა, ჯერ თავადაც ვერ ვუყურებ საკუთარ თავს სარკეში, ასე რომ აქ დიდი მიღწევები არ მქონია. ცოტა ხანს კიდევ ვივლი და თუ ვნახე, რომ ჩემგან არაფერი გამოდის, დავყრი ფარ-ხმალს. (ან შემოვრჩები ისევე, როგორც ქართულ ცეკვას შემოვრჩი, სადაც ასევე არაფერი გამოდის ჩემგან :D)
- მაისში ვიყავი წელს ჩემს მიერ ნანახი სამი კონცერტიდან ორზე. ეს ძალიან, ძალიან ცუდი მაჩვენებელია და იმედია, მომავალ წელს მეტს მოვახერხებ. ძალიან ცოტა რამე მირჩევნია კონცერტზე წასვლას.
- ივნისში ჩემმა ბავშვობის მეგობარმა თავისი მივლინება+შვებულება ჩემს დაბადების დღეს დაამთხვია და იმ ერთ კვირაში ჩვენს მიერ ათვისებულმა ალკოჰოლმა ჯამში მთლიანი წლის კონსუმი ჯიბეში ჩაიდო :D
- ივლისში გავიგე, რომ ვარ არატოლერანტული ადამიანი... ლაქტოზის მიმართ. სავარაუდოდ, მთელი ცხოვრება ვიყავი, მაგრამ ასაკი და უგუნურად მიღებული ანტიბიოტიკები მაინც თავისას შვრება. იმ დღესვე გავეშურე მარკეტებში და იმდენ ხანს ვიარე, სანამ ულაქტოზო ყველს და ულაქტოზო რძის პროდუქტების მთელ სერიას არ მივაგენი. :D ფაქტიურად, ყველაფრის შემადგენლობის წაკითხვა მიწევს, რადგან ძეხვშიც კი შეიძლება იყოს ლაქტოზა (დამუშავებისას იყენებენ, ხზ... რატომ). ეს იყო ძალიან ტრაგიკული ახალი ამბავი და მხოლოდ ტაბლეტებით გადავიტანე აგვისტოს ბოლოს ხაჭაპურები და შებოლილი სულგუნები და მისთანანი.
- აგვისტოში ვიყავი საქართველოში, ფაქტიურად საქმიანი ვიზიტით. იქიდან დაბრუნებულს მომყავდა სტუმრად ჩემი დეიდაშვილი და ორივეს ერთად მთელი საქართველოს სურსათ-სანოვაგე :D
- მერე ვიარეთ აქეთ-იქით, რამაც ჩემს 11 წლიან გეგმას მხოლოდ ერთი ახალი ქალაქი შემატა, რადგან სხვა ქალაქებში უკვე არაერთხელ ვიყავი ნამყოფი. ჰოდა, მილანი... დიდად არ მომეწონა. თან სასწაული ნესტი იყო და მე, პირადად, ძალიან მძიმედ ვსუნთქავდი. ასე მეგონა, საკმარისი ჟანგბადი არ იყო ირგვლივ.
- ოქტომბრის ბოლოს, ბრეკეტების გამო, ამეკრძალა ყველა მავნე ჩვევა ალკოჰოლით დაწყებული, ყავით დამთავრებული. შედეგად მივიღეთ ადამიანი, რომელიც დღეში 2-3 ლიტრ წყალს სვამს, შესვენებაზე მიყვება თანამშრომლებს ლანჩზე, უყურებს მათ ყავის წრუპვას და თვალზე მომდგარ ცრემლებს იწმენდს. :D
- ნოემბრის ბოლოს ძლივს (!) ჩავეწერე ავტო-სკოლაში და დავიწყე თეორიის გავლა. წინა წლის პოსტში კი მეწერა, დაბადების დღემდე ავიღებ მართვის მოწმობას-მეთქი, მაგრამ 2015-შიც ხომ მექნება დაბადების დღე, არა?! :D ნუ, B კლასი ივნისამდე და A კლასის ჩაბარება ჩემი სურვილისგან დამოუკიდებლად მალევე მომიწევს (თეორიის ჩაბარებიდან 1 წლის განმავლობაში უნდა ჩაბარდეს პრაქტიკა/ები).
- დეკემბერში გავიგრძელე სამუშაო კონტრაქტი და ასევე ვიზა 1 წლით. ეს უკანასკნელი, იმედია, ბოლოჯერ შეზღუდული ვადით. 2015-ის შემოდგომაზე უკვე შემეძლება სამუდამო ვიზაზე საბუთების შეტანა და წინასწარ მიხარია, რომ არ მომიწევს ყოველ წელს იმ ჯოჯოხეთურ შენობაში ფეხის შედგმა. :/
კიდევ იყო კარგი, ნაკლებად კარგი, ცუდი წვრილმანებიც. ასევე ამბები, რომლებსაც მხოლოდ ცალკე პოსტი თუ დაიტევს. მთლიანობაში, ნორმალური წელი იყო. მაინც იმედია, 2015 უკეთესი იქნება. :D ამას წინათ სამსახურში ვწუწუნებდი, მიზნად რა დავისახო, არ ვიცი-მეთქი.... თუმცა, რამდენიმე ფრიად მატერიალური და რამდენიმეც ongoing სურვილი უკვე მაქვს:
- წელს აუცილებლად უნდა ვიმოგზაურო მეტი. სულ მარტომაც რომ ვიარო...
- კიდევ მინდა ვიყიდო მანქანა და ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში ბაიკიც.
- მინდა გადავიდე 1,5 ოთახიან ბინაში, რომელშიც იქნება აბაზანა (და არა საშხაპე), რომელსაც ექნება აივანი და ფანჯრებიანი სამზარეულო.... და რომლის დაფინანსებაშიც გემრიელი თანხა გამძვრება ყოველთვიურად :D
- წლის გამოწვევა: ყოველდღე გამოვნახო 1 საათი საკითხად. არ იგულისხმება მეტროში სამსახურის გზაზე კითხვა, რაც ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თითქმის ერთადერთი ადგილია, სადაც ვკითხულობ. არამედ, სახლში, მშვიდ გარემოში, არა კომპიუტერზე და ქინდლებში და ამბებში (მაინც არ მაქვს ეგენი).
- და ესპანური.... ესპანური ცალკე შავი ხვრელია, რომელიც სამარცხვინოდ დარჩა ამოსავსები წინა წელს. თუ არ გავითვალისწინებთ იმ 2 თვეს, როცა Duolingo-თი ვსწავლობდი, თუ "ვსწავლობდი".
Love,
Chaotic
Labels:
tattoo,
ვიზა,
კონცერტი,
მართვის მოწმობა,
მოგზაურობა,
სამსახური,
სნოუბორდინგი
06.09.14
24.12.13
2013
ასეთი შერეული შეგრძნებები რომელიმე წელთან დაკავშირებით არასოდეს მქონია. ვიყავი ისეთ სიტუაციებშიც, რომელთა გახსენებაც დღემდე მზაფრავს. ამიტომ, იმ ამბების მოყოლაზე არ შევჩერდები და გადავალ პირდაპირ ფაქტებზე/კარგ ამბებზე.
ამ წლის განმავლობაში:
მთლიანობაში ვიცხოვრე ყველა თავისი სიკეთითა და ბოროტებით. და ყველაფერი ეს არ გამომივიდოდა, რომ არა:
რაც შეეხება მომავალ წელს, ვაპირებ:
თქვენ, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობთ უკვე დიდი ხანია, განსაკუთრებული მადლობა და საერთოდ, ვინც ამ პოსტს წააწყდება და წაიკითხავს, ყველას გისურვებთ იმაზე გაცილებით უკეთეს წელს, ვიდრე 2013 იყო თქვენთვის!
Love,
Chaotic
ამ წლის განმავლობაში:
- მოვრჩი სწავლას.
- 6 წლის შემდეგ შევიცვალე ბინა 3-ჯერ.
- შევიცვალე ვიზის სტატუსი.
- დავიწყე მუშაობა გარდამავალ სამსახურში და ვიყიდე იმდენი ტანსაცმელი, რამდენიც არ მიყიდია არასოდეს. ანუ, სამსახურშივე ვტოვებდი ხელფასს :D
- გავხდი უკონფესიო.
- ვიყავი ესპანეთში. ჯერ-ჯერობით მყოფნის იქაური სითბო და ზღვა და პოზიტივი.
- ზემო პუნქტთან კავშირში, მერამდენედ დავრწმუნდი, რომ ჩემი ადგილი ზღვისპირა ქალაქშია.
- საბოლოოდ გადავწყვიტე ავსტრალიაში გადაბარგება რამდენიმე წელიწადში.
- დავიწყე ცურვის სწავლა საფუძვლიანად.
- ვიყიდე სნოუბორდინგისთვის საჭირო რამეები და ვაპირებ ამ სეზონზე მაინც მოვაბა თავი ხშირად სიარულს.
- მქონდა წითელი, შავი, მუქი წითელი და მოკლე თმა. ასევე მქონდა იდეა, ძალიან მოკლედ შეჭრის, მაგრამ ჯერ მთლიანად ვერ ვგრძნობ, რომ დრო მოვიდა.
- 3-ჯერ დავიმუქრე მომავალი ხელფასის დაჯდომისთანავე ტატუს გაკეთება და ვერც ერთხელ მოვაბი თავი.
- დავწერე 14 პოსტი. ერთ-ერთი მათგანის მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრების განმავლობაში სახეში შემოლაწუნებისთვის.
- მივაგდე ბლოგი. უფრო სწორად, ვერ მოვუფიქრე ფორმატი, რომელიც მეტი ადამიანისთვის იქნება საინტერესო.
- ვიყავი შედარებით ცოტა კონცერტზე იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი საინტერესო ბენდი იყო ჩამოსული.
- ვუყურე უსაშველოდ ბევრ ამერიკულ შოუს და ჩვეულებრივზე ცოტა ფილმს.
- განვაახლე ქართულ ცეკვაზე სიარული, მაგრამ ვერ მოვაბი თავი იოგას. არადა, ძალიან მშველოდა წინა წელს.
- ასევე ერთი პატარა საიდუმლო და სასიამოვნო ამბავი, რომელიც ჯერ სრულად ლეგალიზებული არ არის და ამიტომ, არ დავკონკრეტდები. თუმცა, მალე დავწერ :)
მთლიანობაში ვიცხოვრე ყველა თავისი სიკეთითა და ბოროტებით. და ყველაფერი ეს არ გამომივიდოდა, რომ არა:
- ჩემი გადასარევად ჯანმრთელი ორგანიზმი (ოდნავი ჩავარდნები რა მოსატანია): გული, რომელმაც არ დაასტუკა (მადლობა ჩემს ექიმს); ნერვები, რომლებმაც ბევრს გაუძლო.
- მეგობრები.
- ოჯახის წევრები.
- ბლოგები/წიგნები/მოვლენები/ინფორმაცია გენდერზე და ფემინიზმდე და body image-ზე და საერთოდაც, ყველაზე დიდი მადლობა ფემინიზმს, იმისთვის, რომ ისე მიყვარს საკუთარი თავი, როგორც ახლა მიყვარს და ბევრი სხვა საკითხის გამო, რომელსაც ცალკე პოსტს მივუძღვნი ოდესმე. :)
რაც შეეხება მომავალ წელს, ვაპირებ:
- ბოლოს და ბოლოს მოვაბა თავი ტატუს.
- წავიდე რაც შეიძლება მეტ კონცერტზე. საუკეთესო შემთხვევაში Rock im Park/ Rock am Ring-ზე.
- ვიმოგზაურო მეტი, რათა ჩემი "11 წლიანი გეგმა" ცოტა წინ დავძრა.
- ავიღო მართვის მოწმობა დაბადების დღემდე.
- გადავიხადო დიიიდი დაბადების დღე.
- წავიკითხო იმაზე მეტი, ვიდრე წინა წელს.
- დავიწყო Flamenco-ზე სიარული, თუნდაც იმიტომ, რომ გავიგო, საერთოდ გამოვა თუ არა ჩემგან რამე მაგ მხრივ. :D
- მოვახერხო რაც შეიძლება მეტი მატჩის ყურება მომავალი მსოფლი ჩემპიონატის დროს (ფეხბურთი, duh).
- გავაგრძელო ესპანურის სწავლა, თუნდაც Online რეჟიმში.
- მივხედო ბლოგს.
- მოვაწყო დიდი რემონტი ოთახში და განვახორციელო ის დიზაინი, რაც თავში მიტრიალებს.
- ჩავიდე თბილისში ცოტა ხნით და მივხედო საქმეებს, რომლებიც მესამე წელია გადადებულია.
- ჩამოვიყვანო სტუმრად ოჯახის რამდენიმე წევრი.
- და ასე შემდეგ და ასე შემდეგ
თქვენ, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობთ უკვე დიდი ხანია, განსაკუთრებული მადლობა და საერთოდ, ვინც ამ პოსტს წააწყდება და წაიკითხავს, ყველას გისურვებთ იმაზე გაცილებით უკეთეს წელს, ვიდრე 2013 იყო თქვენთვის!
Love,
Chaotic
Labels:
ავსტრალია,
ბლოგი,
კონცერტი,
მოგზაურობა,
სნოუბორდინგი,
უკონფესიო,
ფემინიზმი
Abonnieren
Posts (Atom)
