Posts mit dem Label გამოცდა werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label გამოცდა werden angezeigt. Alle Posts anzeigen

28.01.12

სუუულ ბოლო გამოცდა.... ამ ეტაპზე

yeah, მოვიდა ის დღეც, როცა გამოცდებზე უნდა დავწერო. ქეითი თუ შემოვიდა, კივილს დაიწყებს, ოღონდ ეს თემა არაო, მაგრამ my blog, my rules! :D
ბოლო გამოცდა მქონდა სამშაბათს, თავისი 4 საგნით და პროფესორთან, რომელიც რატომღაც ყველამ ისე დამიხასიათა, ჩაფსმული შევედი :D
გამოვედი ძალიან გამართული ხუთიანით! ანუ, აქ უკუღმა იწერება ნიშნები და 1.0 მივიღე. სხვა დროსაც მიმიღია, მაგალითად 1.3, რომელიც ქართული მასშტაბით ასევე ხუთიანია, მაგრამ წმინდად 1.0 პირველი იყო და რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს-ბოლოც! :D

კიდევ 3 თვიანი პროექტი უნდა ვიპოვნო/მოვამზადო/ჩავაბარო და მერე 6 თვე სადიპლომო ვწერო, მაგრამ მანდ სულ სხვა რეჟიმი იქნება, ვიდრე თითო გამოცდისთვის 4-5 საგნის მომზადება.

და ნელ-ნელა გავდივარ ბოლოში. იმდენი ადამინი სწუხს ამ ამბის გამო, რომ ხანდახან გულწრფელად ვიბნევი, მათი დრო ხომ არ იხარჯება, ან მათი რესურსები-მეთქი. თბილისში ყოფნისას ერთმა ისიც გამომიცხადა: ამდენ ხანში ადამიანი 3 უნივერსიტეტს დაამთავრებდა, არაო?!
ალბათ, კი... დედიკო და მამიკო უნის ფულს თუ გიხდიან, საჭმლის ფულს გაძლევენ, თავისთან გაცხოვრებენ და "ტაკოსაც გიწმენდენ" ზოგ გადაჭარბებულ შემთხვევაში.... რიავიც.... ჯერ კიდევ უდიპლომოს იმაზე მეტი დღე მაქვს ნამუშევარი, ვიდრე ძალიან ბევრ "კედელზე გაკიდებულ დიპლომიანს" და ჰოი, საოცრებავ, როგორც გავიგე, საერთოდ უდიპლომოსაც. ვგიჟდები ასეთ დროს რომ სწორედ ისინი საუბრობენ ყველაზე მეტს, ვინც იმჰო, აზრზე არაა, სისტემა როგორაა აგებული ...


დავიღალე უკვე ამაზე წერით, მაგრამ რადგან თავში მიტრიალებს, ესე იგი მაწუხებს კიდეც და უნდა ვაღიარო, ნერვებსაც მიშლის ხანდახან. არ ვითხოვ, რომ ვიღაცამ უნდა მაღიაროს და დამიჩოქოს მაინცდამანც, მაგრამ ვთვლი, რომ არც იმის ღირსი ვარ, დედაჩემმა ტელეფონზე ვიღაცასთან საუბრისას თქვას, რომ "უკვე დავამთავრე", რამეთუ you see, თურმე ტეხავს, ამდენი ხანი რომ მჭირდება.... ჩემი გერმანელი ჯგუფელები, რომლებთანაც შეხება მაქვს, რომლებიც სესხს იღებენ, მშობლებთან ცხოვრობენ, მშობლებთან არიან დაზღვეულები, ზუსტად იმდენ ხანში დაამთავრებენ, რამდენშიც მე...

როგორ გინდა, ვინმეს აუხსნა ეს ქართულ პირობებში, სადაც 3 თვიანი კურსების გავლის შემდეგ ლოგოპედად შეგიძლია მუშაობის დაწყება. I mean, come on! :D

ჩვეულებრივ ჩემი სმაილით :) ვპასუხობ ხოლმე, გეცოდინებათ, რასაც ვგულისხმობ :D
იმიტომ, რომ უკვე 10000-ჯერ ერთსა და იმავეზე ყურადღების გამახვილება ყელში ამოვიდა.

ჰოდა, დავიკიდოთ ეგ ამბავი და ფრიად გახარებული ვარ, რომ ჩავაბარე და რომ კარგად ჩავაბარე და რომ ეს პოსტი, ალბათ, ბოლო იქნება გამოცდების თემაზე (სწავლის თემაზე ბოლოა-მეთქი, ვერ შეგპირდებით)...

Proud of myself!

პ.ს. ბოლოში მინდოდა დამეწერა, რომ მშობლებთან ცხოვრებას არანაირად ვაკრიტიკებ-მეთქი, მაგრამ fuck it! ვაკრიტიკებ და ვთვლი, რომ ხშირად "მშობელს მარტო ხომ არ დავტოვებს"-ს არიან ამოფარებულები ერთი შეხედვით მუტრუკი (ორივე სქესი გავატაროთ აქ), მაგრამ უტრაკო ადამიანები.... თუმცა, ამაზე ამ დღეებში სხვა პოსტში დავწერ...
tune in... თუ როგორც არის...

Love,
Chaotic

21.01.12

ჭეშმარიტად random პოსტი

fb-ზე გავქრი.
1700 იდეა მომდის ხოლმე და კომფორტულად ვწერ სტატუსად, როცა პოსტის მასალადაც გამოდგება ბევრი. (ჯერ კიდევ როდის იწინასწარმეტყველა ეს ლინგვისტუსმა და მახსოვს, დამცინავად გაგვეღიმა ყველას. who's laughing now, huh? :D)

***
მოემზადეთ ყველაზე უშინაარსო და ერთმანეთთან არანაირ კავშირში მყოფი აფდეითებისთვის

***
სამშაბათს ბოლო გამოცდა მაქვს და ამ ამბავს თუ უდიდესი პოსტი არ მივუძღვნა, მე ვიყო დაწყევლილი (გადათარგმნეთ, იცით ყველამ, რაც ვიგულისხმე). :D
ოღონდ მანამდე უპრიანი იქნებოდა WLAN Fingerprinting-თვის გადაგვეხედა კიდევ, თავო ჩემო, რას იტყვი?! ✔

***
ამ დღეებში თბილისში ჩატარებულ პერფორმანსს რამდენი გამკრიტიკებელი და რამდენიც დამცველი გამოუჩნდა, კი ეცოდინება ყველას. ვიღაცას ეწერა ბლოგზე, რძის გაყიდვასთან დაკავშირებით: "ქალი ყიდის ყველაზე ძვირფასს, რაც კი გააჩნია" და მერე დაბლა აბზაცში ეწერა წუწუნ-ქილიკი ქალის კულტის შესახებ: ARE YOU FUCKING KIDDING ME?

ქალი რომ ინკუბატორის მისიას გასცდება უმრავლესობის, გინდაც დამცველის და გინდაც გამკრიტიკებლის პოზიციაში და ქვეცნობიერში, მერე ვისაუბროთ პერფორმანსის აზრზე.
რძე ყველაზე ძვირფასია my ass!!
პ.ს. პოსტს დავლინკავდი, მაგრამ ვეღარ ვპოულობ.

***
- I am clever because I play stupid in order to maintain a relationship.
- mmm, no you're not clever. You actually are stupid.

***
R.I.P. Heath
you'll be always remembered.



24.08.11

10 day challenge - Day 4

Seven things that cross your mind a lot.

  1. Home, sweet home :)
  2. გამოცდები, პროექტები, კიდევ გამოცდები, ჩათვლები და მერე ისევ გამოცდები.... :|
  3. "გულით მინდა რამე ჩამოგიტანოთ, მაგრამ რამდენი ხართ, მლიაჰ"- სია :D
  4. "კარგი, ვთქვათ, დაამთავრე (მოვესწრები ამ ამბავს, იმედია), აიღე ეს დიპლომი და მერე?! რა უნდა ქნა?! სად უნდა იცხოვრო?! როგორ უნდა იშოვო სწრაფად სამსახური?!" ღმერთმა იცის, 1-2 თვეზე მეტს უმუშევრად ვერ გავქაჩავ, გავრეკავ უბრალოდ.
  5. აქ ცოტა წინსვლა მაქვს. აქამდე იყო - "ბანკები და კრედიტები", ახლა გახდა - "ბანკი და კრედიტი". ყველაზე უჟმური რამ, რაც ჩემს თავში ტრიალებს და როგორი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოსკენ აღარ მექნება ამ ყველაფერზე თავი სატეხი...
  6. ათასი პრო-ფემინისტური ამბავი, რომლის ჩამოწერაც ბლოგზე პოსტების უმეტესობის გადამღერების ტოლფასია. გადახედეთ ჩემს ძველ პოსტებს და შთაბეჭდილება შეგექმნებათ :)
  7. Last but not least: wa wa wee wa ♥ ♥ ♥



პირველი დღის პოსტი.
მეორე დღისპოსტი.
მესამე დღის პოსტი.

იხილეთ იდეა.

13.06.11

A busy week- News!

hey, პრინციპში, ვის ადარდებს, რა ვაკეთე კვირის განმავლობაში, მაგრამ ყველა პირადი ბლოგის ავტორი სადღაც გულის სიღრმეში მაინც არის დარწმუნებული იმაში, რომ მისი ნანახი, მის თავს გადამხდარი ამბები იმდენად მნიშვნელოვანია, არ უნდა დაიკარგოს და მათ შესახებ ხალხმა უნდა იცოდეს. სხვა შემთხვევაში ბლოგი არ გვექნებოდა :D

ან, როგორც მინიმუმი, მკითხველი შენი ახლობელი უნდა იყოს, ყველა პოსტზე :*- დაგიკომენტოს და დააყოლოს, რომ "აუ, რა მაგარი დრო ვატარეეეეთ"!!!


OK! მოვრჩი ღლაბუცს (მაგარი სიტყვაა, იმჰო). Just, მთელი დღე გახსნილი მქონდა ფანჯარა და ვერ ვხვდებოდი, რაზე დამეწერა. არადა, უნდა დამეწერა! ჰოდა, შესავალიც ამიტომ...


ჰო, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა და დიპლომის გამოცდების ეტაპამდე მივაღწიე!!! yeeeey!
ანუ, ერთი ჩავაბარე წინა ხუთშაბათს და ჩემდა გასაოცრად 1.3 მივიღე (ქართულად 5). მანამდე მთელი კვირა last-minute მეცადინეობაში გავატარე და კიდევ კარგი, 1 თვის წინ ნელ-ნელა დავიწყე მეცადინეობა, თორემ არ მექნებოდა ასეთი შედეგი.
ჩემთვის ნიშნებს, როგორც წესი, დიდი მნიშვნელობა არ აქვთ ხოლმე, მაგრამ ეს და კიდევ მომავალი 3 სადიპლომო გამოცდის ნიშანი შედის დიპლომში და თავს ძალა დავატანე.
მშვენიერი წინაპირობაა იმისთვის, რომ მომდევნო გამოცდა, რომელსაც ასე ივლისის დასაწყისისთვის დავანიშნინებ, ასევე კარგად ჩავაბარო.
ყელში გაჩხერილი მაქვს პროექტი, რომელიც, წესით, უნდა დავამთავრო ივლისის შუაში და რომლის დაპროგრამებაც ჯერ არც დამიწყია :| დღეს ამიტომაც ვპროკრასტინირებ და თავს ვუმტკიცებ, რომ ბლოგზე პოსტის დადება საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. :D
ამ ამბებს რმ მოვრჩები, 6 თვე სადიპლომო უნდა ვწერო და სულ ესაა! გავალ ბოლოში!
ამინ! ამინ!

შუალედებში რომ ხან საკუთარ დაბადების დღეს აღვნიშნავდი 2 დღე და ხან დაქალის ქმრისას გუშინ, რაღა თქმა უნდა ალკოჰოლის თანხლებით, არცაა მნიშვნელოვანი, არ დავკონკრეტდეთ :D

აი, ასეთი ამბავია ჩემს თავს და წარმატებები მე!

13.07.10

Zwischenstopp auf dem Weg nach Wahnsinn!

წესით, აბსოლუტურად გავიარე ემო პოსტების პერიოდი ბლოგზე.

მაგრამ ვერ ვხედავ პირადი ბლოგის დანიშნულებას, თუკი არ დავწერ იმაზე, რაც ამ წუთას მაწუხებს... (ბანალურობა გადაგვარჩენს :D)

ბევრი არაფერი... მანამ სანამ გამოცდებს მოვრჩები, ბლოგი ისედაც გადასულია თვეში 2-ჯერ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის რეჟიმში.

მერე, ალბათ, ერთიანად მეტაკება ბლოგიც და მუზაც, რომელიც კაცმა არ იცის, სად დარჩა, მაგრამ ფაქტია, რომ 1,5 წელია ნორმალური არაფერი დამიწერია...

ახლა, უბრალოდ, მინდოდა დამეწერა, რომ ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელიც ყველა ფილმზე და ყველას სევდიან ისტორიაზე ცრემლებს ღვრის, საკუთარ ცხოვრებაში მომხდარი ამბების გარდა, საშინლად დიდი განგაშის ასატეხი ფაქტია ის, რომ ჩემი თავი ისე შემეცოდა მთლიან მდგომარეობას თუ გადავხედავთ, რომ დილის 6 საათზე ვღნაოდი...
არ ვარ ეგეთი ტიპი, არადა.
ტირილს აქვს ჩემთვის დიდი რიტუალური დანიშნულება: ან სხვას დავტირი, ან თუ სუბიექტურად ჩემს ირგვლივ მომხდარი რამის გამო ვტირი, ესე იგი, ვიღაცამ უნდა დამაწყნაროს. :D
ჰოდა, როცა ვიცი, რომ დამმწყნარებელი არაა ირგვლივ, თავს ღნავილის უფლებას არ ვაძლევ. :D

მორალი ისტორიიდან: I serously need professional help and I need it now :D


სულ ეს იყო. წავალ ახლა, ვიმეცადინებ :D

10.01.10

ხვალიდან


  1. ვივლი დარჩენილი ლექციების 70-80%-ზე. როგორც წესი, მარტო პრაქტიკულებზე დავდივარ და თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ლექციების პოდკასტს მოვუსმენ სახლში მყუდროდ. რაღა თქმა უნდა, სულ ორჯერ მოვუსმინე. ასე რომ, ეს მეთოდი არ გამოდგება.

  2. ვიმეცადინებ 29-ის ორივე გამოცდისთვის დღეში 1,5 საათს. დანარჩენი გამოცდებისთვის თავს მოვამზადებ სულიერად.

  3. არ ვუყურებ გრეის ძველ სერიებს. ვუყურებ თითო ახალ სერიას, კვირაში ერთხელ.

  4. კვირაში მაქსიმუმ 4 ფილმს ვუყურებ და ისიც არა youtube-ზე. მანდ რომ ვიწყებ ერთი ფილმის ყურებას, 8 "შემომეყურება" ხოლმე.

  5. facebook-ზე ვიზიტების დროს შევამცირებ. ცოტა ხნით დავანებებ თავს ფერმას, ან დღეში მხოლოდ ერთხელ გავხსნი.

  6. მეორე ფერმას საერთოდ დავიკიდებ ცოტა ხანს.

  7. დავიწყებ ახალი დროებითი სამსახურის ძებნას, ფინანსური კრიზისის აღმოსაფხვრელად.

  8. ვეცდები, კვირაში ერთხელ მაინც გავიდე სადმე, "სულიერი საზრდოს მიღების მიზნით" :D

  9. გავარკვევ ჩემი თავისთვის შეპირებული apple-ის კომპ-ის ამბები წინ მიიწევს, თუ სხვა ფირმას უნდა მივმართო?

  10. ამსტერდამის ამბავიც არ დამვიწყნია. უბრალოდ, არ იყო ახალ წელს ადგილები.

  11. ხშირად არ დავპოსტავ-მეთქი, მინდოდა დამეწერა, მაგრამ ამას ისედაც ვასრულებ. ასე რომ...

  12. რიდერსაც დღეში ერთხელ გადავხედავ მხოლოდ.

  13. ვინაიდან ცეკვის გაკვეთილები გვიცდება, გავიგებ ფლამენკოზე ასე გვიან მისვლა თუ შეიძლება. თუ არა, კვირაში ერთხელ ვივლი ფიტნესზე, რომელიც პირველ სართულზეა და just, უნამუსობაა გაცდენა :D

  14. დღე-ღამის რიტმს დავარეგულირებ. წინა ზამთართან შედარებით უდიდესი წინსვლა მაქვს. ყველაზე გვიან 4-ზე ვიძინებ. წინა წელს დილის 9-ის ნახევრამდეც გამიქაჩავს. :D რა გაჭირვება მქონდა, ნეტა :D

  15. ზემო პუნქტის სისრულეში მოსაყვანად ჩემი დის მიერ გამოგზავნილი ვალერიანის ტაბლეტები და ნაყენი ახალი მოტივაციაა. ამ ბოლო დროს ცოტაზე მეტად აღელვებული ვარ და ღამე ვდგები იმისთვის, რომ გადავამოწმო, ღუმელი გამოვრთე თუ არა. ეს შიშები წინა თვეში გამიმძაფრდა, როდესაც ერთმა მაცხოვრებელმა სანთელი დატოვა ანთებული და ხანძარი გააჩინა სახლში. :ქალისჭკუა:

  16. ვეცდები, სახლში ყოფნისას მაქსიმუმ 2 ჭიქა ყავა დავლიო დღეში და ისიც საღამოს 6 საათამდე. სამსახურში მაქსიმუმ 3 და არავითარ შემთხვევაში ფილტრის ყავა.

  17. აუცილებლად შევიცვლი პირად ექიმს. იმჰო, ტორმუზია.

  18. თებერვალში გადავხედავ და დავწერ, დასახული მიზნების რამდენი პროცენტი შევასრულე

  19. პ.ს. ადამიანებზე და ურთიერთობებზე არაფერს ვწერ. ეს თვე რეალურად კარიერას, ფინანსებს და უნის ეძღვნება.

17.10.09

რა სარგებლობა მოაქვს ჩაბარებულ Vordiplom-ს

ეს იქნება ბოლო ან ბოლოსწინა პოსტი ამ კონკრეტულ გამოცდებზე. 3 თვეა თემა ლაიტმოტივად გასდევს ბლოგს. ბევრი მგულშემატკივრობდა ბლოგერულად, რისთვისაც ყველას დიდი მადლობა. თქვენ არ იცით, რა ჩაიდინეთ (პოზიტიური გაგებით :D) :*

ამ პოსტიდან 3 თვე გავიდა და მაშინ ყველაფერი ჯერ კიდევ როგორ მიუწვდომლად მეჩვენებოდა... ახლა კი, მეორადის ერთი გამოცდაღა დამრჩა და ოფიციალურად გადავდივარ ვიწრო პროფილის არჩევის რეჟიმში :)

აღარც მინდა წინა წლის ოქტომბრის გახსენება, როდესაც მეგონა, რომ ყველაფერი წყალში ჩამეყრებოდა. ამ წუთას სრულიად ძალაგამოცლილი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ღირდა... :)

ეს გამოცდები რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი?
სანამ LMU-ში თითქმის ყველა სპეციალობა გადავიდოდა Bachelor+ Master სისტემაზე, არსებობდა Diplom. სპეციალობას ეუფლებოდი 5 წლის განმავლობაში. ბაკალავრისგან განსხვავებით, არ გქონდა წნეხი, 1700 საგნის ერთად ჩაბარებისა და 3 წელში 5 წლის მასალის ჩატევის. გქონდა საშუალება, აგერჩია, რომელი საგნის ჩათვლას გააკეთებდი. სამაგიეროდ, ყველა გავლილ საგანში 5-6 სემესტრის შემდეგ გქონდა ზეპირი გამოცდა. თუ ამ გამოცდებს ჩააბარებდი, გქონდა უფლება ვიწრო პროფილი აგერჩია და დარჩენილი 2,5 წელი გესწავლა დიპლომის დაცვამდე და იგივე სახის ზეპირ გამოცდებამდე. ასეთი სახის გამოცდა არ აქვთ ბაკალავრებს. ისინი წარადგენენ ყველა ჩათვლას და თავისუფლდებიან შუალედური გამოცდებისგან. ბაკალვრი+ მასტერის შემოღება ცალსახად ფულის დაზოგვის დიადი მცდელობაა, რომელიც უშუალოდ გადადის სტუდენტების ნერვებზე. :D მე მქონდა ბედნიერება, მომესწრო და ჩამებარებინა Diplom Medieninformatik-ზე :P ბაკალავრებს რომ ვუყურებ, გული მისკდება :D რაღაც გადაფრენით აბარებენ საგნებს. თუმცა, შეუმცირეს პროგრამა და სემესტრის ბოლოს მხოლოდ დიპლომის სტუდენტები ვისმენთ ხოლმე დამატებით ლექციებს, რომლებიც გამოცდაზე ჩვენთვის მოვა.


ჰოდა, სწორედ ეს გამოცდები მქონდა. ჯერ რომ დავეშვი საერთოდ, უნდა მქონოდა მინ. 9 ჩათვლა სხვადასხვა საგანში, რომლებსაც წერითი გამოცდების ჩაბარებისას ვიღებდი მთელი ამ სემესტრების განმავლობაში. შემდეგ საგნები მოათავსეს 5 დიდ ბლოკში და თითო ზეპირი გამოცდისას მცდიდნენ 2-3 საგანში.

და მგონი, გავედი ბოლოში :D


ბოლო მონაცემებით ჭრილში მყავს 2,3... ეს ფრიად კარგი შედეგია.

პოსტის სათაურს რომ დავუბრუნდეთ, ამ ჩაბარებულ 4 გამოცდას და ჭრილში მიღებულ ნიშანს მოაქვს ის სარგებლობა, რომ 4,0-იც რომ მივიღო ბოლო გამოცდაში, საბოლოოდ მაინც კარგი ნიშანი მეყოლება მთლიან Vordiplom-ში. (აქაური სისტემა 1,0= ჩვენი ხუთიანი, 2,0=ჩვენი ოთხიანი და ა.შ. 4,0= ჩვენი სამიანი და 5,0= ჩაჭრა :D თითო ნიშანი იყოფა კიდევ სამ ნაწილად... ცოტა რთული სისტემაა)


მთლიანად ჩაბარებულ Vordiplom-ი მიხსნის ვიზის გაგრძელებისას ბიუროკრატების წუწუნისგან. ასევე მაძლევს საშუალებას, აუღელვებლად გადავიდე სწავლის შემდეგ და ბოლო ეტაპზე. ბევრი კარგი სამსახურის ძებნისას ჩაბარებული Vordiplom-ი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ყველაზე მთავარი, მაგრამ ჯერ გაურკვევლი პლიუსი კი მდგომარეობს იმაში, რომ შეიძლება... შეეეიძლება, თუ ძალიან გამიმართლებს უცხოელი სტუდენტებისთვის გამოყოფილი "მოსტიპენდიო" ფულადი დახმარება მივიღო. სტიპენდია სხვა სფეროა, პრინციპში. ამ შემთხვევაში თვიურად გერიცხება რაღაც თანხა ანგარიშზე, რომელიც სწავლის დასრულების და შენი პროფილით მონახული სამსახურის შოვნის შემდეგ უნდა დაუბრუნო სახელმწიფოს(თუ არ ვცდები სრულად არა... უნდა გავარკვიო). გუშინ გავიგე, რომ ეს ეტაპი გავლილი უნდა მქონდეს, განაცხადი რომ წარვადგინო... ჰოდა, ვცდი... ჩემი რა მიდის :D


ყველაზე დიდი სარგებლობა ამ გამოცდების ჩაბარებამ მოუტანა ჩემს თვითშეფასებას და სულიერ სიმშვიდეს. ახლა ერთით ნაკლები პრობლემა მაქვს, რაც თავისთავად ძალიან კარგია.


ჰოდა, ბოლო გამოცდაში რომ არ ჩავიჭრა მოულოდნელად, უნდა დავჯდე ახლა და 4 წიგნი + დაახლოებით 12 სტატია უნდა წავიკითხო და დავამუშავო... თქვენ კი, დიდი და დიდზე დიდი მადლობებეი და 2kiss-ები თანადგმოსთვის :*

22.09.09

The Moment of Truth II და სხვა Random ჭეშმარიტებები


  • ჩემო ლექტორო, რა მოხდება, რომ ხვალ მონიტორები, სემაფორები და flip-flop-ები არ გაგახსენდეს? ჯანდაბას, თეორიულად გაგახსენდეს, მაგრამ ჯავა პროგი არ მომთხოვო, რააა...
    :user:
    FUCK, იმხელა მასალაა, რომ სანამ ბოლოში გავდივარ, თავი მავიწყდება :D


  • YOUTUBE SUCKS! :mad: რამდენი ვიდეოც ჩავამატე ბლოგზე, იმდენზე საავტორო უფლებები გაახსენდათ 2 კვირაში. მოაშორონ საერთოდ ეს ჩამატების ფუნქცია მაშინ.


  • თავი უნდა დავანებო ადამიანებში იმის ძებნას, რაც მათში არ მოიპოვება :D რით ვერ დავრწმუნდი იმაში, რომ არაბუნებრივი სიტუაციები მკლავს?! :D


  • ზემო პუნქტი ჩემს საკუთარ თავთან მიმართებაში რომ შემოვატრიალო: სად წავიღე ის "მე", რომელიც Just, ისეთი იყო, როგორიც იყო, ფილოსოფიით: "არავის არ ვერგებით და არ ვცდილობთ არავის მორგებას... if (perfect match) then {super;} else {skip;} ?" ჰო, ფილოსოფია იყო პოლიმორფული :D ყველანაირ მოდელზე მიდიოდა, დაწყებული ნათესავებით, გაგრძელებული მეგობრებით და დამთავრებული ინტერესის სფეროში მოხვედრილი მამრებით. :D

  • მაგრამ მაინც კარგია, რომ რაციონალური ვარ, როცა მჭირდება და ისიც, რომ სიტუაციების კონტროლი ვისწავლე: იქ, სადაც რაიმე ზებუნებრივი ძალები, ტიპა ზევსი, ბუდა და Co. არ ერევიან, გადაწყვეტილებებს მე ვიღებ.


  • არ მგონია ასაკს მოჰქონდეს, მაგრამ ყველაზე დიდი პოზიტივი ამ წუთას ჩემთვის ისაა, რომ როგორც წესი, ძალიან ზუსტად ვიცი, რა მინდა და რა არა; რომელი სურვილია უტოპიური და რომლისთვის ღირს ბრძოლა. პრინციპში, საკმაოდ ადრე გამივითარდა ეს გრძნობა და სულ მიკვირს ადამიანების, რომლებმაც არ იციან, რა უნდათ და რატომ უნდათ...


  • კიდევ, სუფთა ქართული თვისება მაქვს: რამდენადაც ისტორიიდან მახსოვს, ჩვენ რაღაც დიადი დამპყრობლური მიზნები არასოდეს გვქონია. ფაქტიურად ყველა ომი თავდაცვის ან წართმეულის დაბრუნების მიზნით გადაგვხდა. შეიძლება იმიტომაც, რომ სხვა რამის ტრაკი არასდროს გვქონდა.. რიავიც... ჰოდა, გენებით გადმომეცა, ეტყობა: only fighting for what's mine... :D ცოოტათი ლუზერი ერი ვართ :D


  • და ხო, ისა, მაღიარეთ: ჩემში მდედრული სოლიდარობა ყვავის :bis: :bis:



:D

წავედი, გავაგრძელე მეცადინეობა, თუ რაც ჰქვია :D

14.09.09

The Moment of Truth I

ა.კ.ა. ფორუმ.გე-ს მშობელთა კლუბში რომ იხსნება თემები:"წ###ბს ვღვრი, წავედი სამშობიაროში", სადაც ის სამი სიმბოლო ცენზურდება, რანაირი კოდია :D

ჰო, წყლებს არ ვღვრი, კიდევ კარგი. ეგღა მაკლდა ახლა სრული ბედნიერებისთვის, როცა 2 საათში გამოცდის ჩასაბარებლად უნდა გავეშურო :D


დავა-update-ებ, თუ ჩავაბარე.

თუ ვერა- ამაზე ჯერ არ მიფიქრია...

ესე იგი, მთავარია:

1. ყველაფერი წავიღო, რაც მჭირდება

2. გერმანული არ დამავიწყდეს და ძალიან საგრძნობლად არ ვიკანკალო (ნერვიულობისას ისე ვკანკალებ, რომ კბილების ჭახა-ჭუხის ხმა ისმის ხოლმე) :D

3. გული არ ამერიოს... მას შემდეგ რაც ავდექი, სახლი გადავჭამე, მალე კედლებს მივადგები...

4. არ დამავიწყდეს აბსტრაქტული კლასების თავისებურებები :D

5. არც Interface-ების

6. არც AVL-ხეების...


ვაიმე, რა შარში მაქვს თავი გაყოფილი, იმჰო

;(




UPDATE:
კხმმმ... თქვენმა პოზიტივებმა, ჩემმა მეცადინეობამ და კიდევ ჰომეოპატიურმა წამალმა, რომელიც გამოცდამდე გადავყლაპე და რომელმაც, მგონი დამამშვიდა, გამოიწვია ნიშანი:

1,3.



:juhuuuuuu:


ქართული სისტემით, მივიღე 5- :D

ანუ, თითქმის 5 :D


ძალიან, ძალიან კარგი შედეგია.



მომავალ წუწუნამდე და გამოცდამდე :P

11.09.09

Das ist nicht gut

ganz und gaaar nicht

:(

კიარადა, ეს არის ჩემი ყველაზე ხშირად ხმარებადი წინადადება :D

ჰოდა, ვაიმე, ვაიმე....

პანიკა მაქვს... ორშაბათი მოდის და 15:30-ზე მაქვს პირველი გამოცდა და ფათაააახ....

აი, ისე მეშინია, ისე, რომ ვერც აღვწერ...


ორშაბათს მაგ დროისთვის ყველამ გამომიგზავნეთ თქვენი პოზიტივი :user: (საქართველოს დროით 17:30, რომ არ აგერიოთ :P)



ახლა არ ვიცი, კვირა საღამო განტვირთვაში გავატარო, თუ კიდევ ერთხელ გადავხედო ყველაფერს? ძალიან არ დავიძაბო-მეთქი, ვორჭოფობ...

ესე იგი, არსებობს სამი ადამიანი, რომელიც ასეთ დროს ყველანაირად მამშვიდებს:
1. მამაჩემი- ლოგიკით "არ ინერვიულო. ჩააბარებ და თუ ვერ ჩააბარე, მერე რა??? თუ ასე ინერვიულე და მოკვდი, რაღად გენდომება მერე დიპლომი?!" :Iadoremydad:

ერთხელ კოლოქვიუმისთვის ვსწავლობდი და ძააალიან ვნერვიულობდი. თან ვერ ვასწრებდი და დედაჩემმა თავი გაიგიჟა, გაათენე და იმეცადინეო. მამაჩემმა კიდევ, რომ ნახა, რომ გაჭედვის პირას ვიყავი: კოლოქვიუმის თავზეც გავიარეო, დაიძინე ახლა, ხვალ მიდი და თუ ისეთი ბილეთი შეგხვდა, რომელიც იცი, დაწერე, თუ არა და გადააბარებო. ნახა ამანაც პრობლემაო :D

ჰოდა, ეგრე მოხდა ზუსტად და მშვიდად გამოვედი აუდიტორიიდან, მამაჩემის დაბრო ხომ მქონდა, დაწერილი კოლოქვიუმი თუ არა? :D


2. დოლორესის ბიოლოგიური და ჩემი სულიერი დედა, ანუ ნინო. უუუმშვიდესი ქალი, რომელიც ყოველთვის ისე დაგმუხტავს, რომ შენს თავში აღმოაჩენ არარსებულ რესურსებს და გამოიყენებ ბოლომდე :D

3. ადამიანი, ყვეეელაზე მშვიდი ხმით მსოფლიოში (სანამ წყობიდან გამოვიყვან :D), გადამდები სიმშვიდით, რომელიც იიიისე სასტიკად მენატრება, რომ ნარკომანი ადამიანისთვის წამალზე უარის თქმა ჟურნალია ამასთან, იმჰო...


ამ შუაღამეს მამაჩემს ვერ გავაღვიძებ... ვერც ნინოს... მშვიდს ვერ/არ... ჰოდა, წავჩანჩალდი ასეთ აფორიაქებულ ნოტაზე საწოლისკენ მე...



პ.ს. შეგიმჩნევიათ, რომ ზოგადად, აფორიაქებული და მოძრავი და ნერვიული ადამიანები, მაგ. ისეთები, როგორიც მე ვარ, ჰაერივით საჭიროებენ მშვიდ ადამიანებს გვერდით?

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates