Posts mit dem Label twitter werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label twitter werden angezeigt. Alle Posts anzeigen

11.03.12

როგორ გამოვიწეროთ ბლოგი

მიყვარს სტატისტიკები. გავხსნი ხოლმე ყველას, რომელიც ჩემს ბლოგს უკავშირება და ვადევნებ თვალს, ვინ რა წაიკითხა, რას ეძებდა, რა იპოვნა, რამდენ წუთში დატოვა ბლოგი, სავარაუდოდ "I don't need this shit"-ის ჩაბუზღუნებით. :D

ორი ტენდენცია შევამჩნიე, რომელიც ძალიან გამიხარდა: ადამიანები მოხვდნენ ჩემს ბლოგზე ჩემივე ლექსის სტროფების ძებნისას. wow, ძალიან გემრიელი შეგრძნებაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ლექსები ხალხში ნაკლებად გამოსაჩენია, მაინც მსიამოვნებს. აქვე მოკრძალებული თხოვნა: თუ სადმე გადაგაქვთ მერე ის ლექსი, მიაწერეთ ავტორიც a.k.a. Chaotic :) (გვერდზე სულ დაბლა რომ ჩასკროლავთ, ნახავთ, რომ მთელი შიგთავსის საავტორო უფლებები მხოლოდ მე მეკუთვნის. )

მეორე , უკეთესი ტენდენცია კი იმაში მდგომარეობს, რომ ხალხი მიზანმიმართულად ეძებს ჩემს ბლოგს, ანუ მთლიან URL-ს კრეფს, რაც დამეთანხმებით და საკმაოდ მომაბეზრებელია, ალბათ. ჰოდა, გადავწყვიტე, ძალიან მოკლედ აღვწერო რამდენიმე საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ ბლოგს თვალი ადევნოთ და მოსაბეზრებელი URL არ აკრიფოთ ყოველ ჯერზე.
  1. ერთ-ერთი უმარტივესი ვარიანტია, თუკი ბლოგს თქვენს ფავორიტი საიტების სიაში დაამატებთ. ბრაუზერის მიხედვით, ან URL-გრაფის გასწვრივ ვარსკვლავზე დააწკაპუნეთ, ან მენიუდან აირჩიეთ "favorite"- პუნქტი, ან გამოიყენეთ კლავიშების კომბინაცია ctrl+D. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ ხერხით თქვენ უბრალოდ ინახავთ ბლოგის მისამართს, ანუ, თუკი ახალი პოსტების ნახვა გინდათ, თავად უნდა გახსნათ გვერდი.

  2. ჩემი ბლოგის მარჯვენა საიდბარში შეამჩნევდით ღილაკებს, პირველი მათგანი გაძლევთ საშუალებას გამოიწეროთ ბლოგი და იკითხოთ თქვენთვის სასურველი რიდერიდან, ან მაილში. ტვიტერის და facebook-ის ღილაკებზე დაწკაპუნებით გადახვალთ ბლოგის /ჩემს პროფილებზე, სადაც სისტემატიურად ქვეყნდება ინფორმაცია ახალი პოსტების შესახებ. თუკი იყენებთ ამ ორს, შეგიძლიათ ამედევნოთ ტვიტერზე და დაალაიქოთ გვერდი facebook-ზე.




  3. დღეისთვის ბოლო ვარიანტი მდგომარეობს შემდეგში: თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ბლოგი მაილზე (იხ. ზემო სურათი- follow by eMail გრაფა). ამისთვის ჩაწერეთ თქვენი მაილი მარჯვენა საიდბარზე მოცემულ გრაფაში და ყველა ახალი პოსტი ავტომატურად გადმოგეგზავნებათ.

ეს სამი ვარიანტი ვრცელდება ყველა ბლოგზე, რაღა თქმა უნდა. პირველი თავისთავად და მომდევნო ორიც თითქმის ყველას აქვს დიზაინში ინტეგრირებული.

იმედია, გამოგადგებათ პოსტი. აქვე დიდი მადლობა, რომ ინტერესდებით ბლოგით.

თუ კითხვები გაგიჩნდათ, დატოვეთ კომენტარი და აუცილებლად გიპასუხებთ.


Love,

Chaotic

21.01.12

ჭეშმარიტად random პოსტი

fb-ზე გავქრი.
1700 იდეა მომდის ხოლმე და კომფორტულად ვწერ სტატუსად, როცა პოსტის მასალადაც გამოდგება ბევრი. (ჯერ კიდევ როდის იწინასწარმეტყველა ეს ლინგვისტუსმა და მახსოვს, დამცინავად გაგვეღიმა ყველას. who's laughing now, huh? :D)

***
მოემზადეთ ყველაზე უშინაარსო და ერთმანეთთან არანაირ კავშირში მყოფი აფდეითებისთვის

***
სამშაბათს ბოლო გამოცდა მაქვს და ამ ამბავს თუ უდიდესი პოსტი არ მივუძღვნა, მე ვიყო დაწყევლილი (გადათარგმნეთ, იცით ყველამ, რაც ვიგულისხმე). :D
ოღონდ მანამდე უპრიანი იქნებოდა WLAN Fingerprinting-თვის გადაგვეხედა კიდევ, თავო ჩემო, რას იტყვი?!

***
ამ დღეებში თბილისში ჩატარებულ პერფორმანსს რამდენი გამკრიტიკებელი და რამდენიც დამცველი გამოუჩნდა, კი ეცოდინება ყველას. ვიღაცას ეწერა ბლოგზე, რძის გაყიდვასთან დაკავშირებით: "ქალი ყიდის ყველაზე ძვირფასს, რაც კი გააჩნია" და მერე დაბლა აბზაცში ეწერა წუწუნ-ქილიკი ქალის კულტის შესახებ: ARE YOU FUCKING KIDDING ME?

ქალი რომ ინკუბატორის მისიას გასცდება უმრავლესობის, გინდაც დამცველის და გინდაც გამკრიტიკებლის პოზიციაში და ქვეცნობიერში, მერე ვისაუბროთ პერფორმანსის აზრზე.
რძე ყველაზე ძვირფასია my ass!!
პ.ს. პოსტს დავლინკავდი, მაგრამ ვეღარ ვპოულობ.

***
- I am clever because I play stupid in order to maintain a relationship.
- mmm, no you're not clever. You actually are stupid.

***
R.I.P. Heath
you'll be always remembered.



29.06.11

wake up, gorgeous!

14 საათი მეძინა.
კი, მართალია, 5-ზე ავდექი და ჩავრთე კომპიუტერი, რაც ბევრს მისცემს იმის უფლებას, იფიქრონ, რომ შეიძლება ზოგადსაკაცობრიო თემებით დამბომბონ, მაგრამ ასეთ დროს ყოველთვის ვხვდები, რომ ცუდი მეგობარი ვარ. :D

ჩემმა მეგობარმა მომწერა, რომ რაღაც სირთულეები აქვს ურთიერთობაში. მე კიდევ, ყავის ჭიქით ხელში და ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე, ვკითხულობდი ნაწერს და Twitter-ზე ჩემი ამჟამინდელი celebrity crush-ის პროფილს ვღეჭავდი :D

იმიტომ, რომ დღის ჩემებურად დაწყება მინდა. არ მინდა, უფრო სწორად, არ შემიძლია პრობლემებზე ნერვიულობა, როცა 2 წუთის წინ გავახილე თვალები. ფეხებზე მკიდია world peace და შიმშილი აფრიკაში. მე მაპატიეთ :D

იმედია, ჩემი მეგობარი არასოდეს წაიკითხავს ამას. :D ზურგში ხანჯალივით იქნება ჩემი ასეთი საქციელი, ესოდენ გულგატეხილი ადამიანის მიმართ. :D

აი, ცოტა რომ დამაცადოთ, ყავას რომ გამოვცლი და პირველ სტატუსს დავდებ facebook-ზე, უფრო მეტად მივიტან გულთან ახლოს თქვენს პრობლემას, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ადამიანი ვარ, ვისაც რჩევის გამო უნდა მიმართოთ, როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება.

p.s. wa wa wee wa-ს ლექსიკონი ავითვისე! :D

10.05.11

Number of supportive friends: 3

არ ვიცი, გრძლად დავწერო, თუ მხოლოდ ორი წინადადებით შემოვიფარგლო.
ან იქნებ, ყველაფერს სჯობდეს, რომ ბლოგზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები დავდო მხოლოდ?!კარგი, დავიკიდოთ...
ზოგადად, სტატისტიკას რაც შეეხება, ტვიტერი ყველაზე არაპროდუქტიული პლატფორმა აღმოჩნდა. არცაა გასაკვირი, უფრო იმიტომ, რომ follower-ებს ბლოგი სხვა პლატფორმებზეც აქვთ გადმოწერილი.

Facebook-მა ყველაზე მეტი ხმა შემოიტანა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პოსტის ავტომატური გამოქვეყნება ბლოგის fan page-ზე გადავიტანე, ტრეფიკმა აქაც იკლო... მარკეტინგული თვალსაზრისით შეცდომა კია, მაგრამ სუბიექტური მიზეზების გამო ასე სჯობდა.

მადლობა 45-ვე ადამიანს დროისთვის :)

06.03.10

Celebs I follow on twitter

  • Demi+ Ushton. ამ წყვილს ყველა აედევნა, მგონი. ჩემი უსაყვარლესი წყვილია ტვიტერზე. დემის ტვიტებს ისევე არ ეტყობათ ასაკი, როგორც თავად მას ფოტოებზე :D ფაქტიურად გამოდის, რომ ახალგაზრდობას უნარჩუნებს ეშტონი :D



  • P!nk მიყვარს, მიყვარს. ტვიტებიც ძალიან თბილი აქვს ხოლმე, როგორც წესი. სულაც არასკანდალური :D ტურნეების დროს ტვიტავდა წუწუნებს და სახალისო საკითხავი იყო. pink, ისევე როგორც, ზემოთხსენებული წყვილი აქტიურად დებს საკუთარ ფოტოებს twitpic-ზე.



  • The Ellen Show- თავად ელენის ტვიტერი საეჭვოდ დიდი ხნის წინ განახლდა, რაც მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ რომელიმე ფანის გახსნილია. ტვიტები, ძირითადად, შოუს ვიდეოების ლინკებს მოიცავს. სახალისო მასალაა.



  • Kevin Spacey- გამიხარდა თავიდან რომ ვიპოვნე, მაგრამ ძირითადად იმის შესახებ ტვიტავს, რომელ თეატრში აქვს სპექტაკლები, რაც ჩემთვის ნაკლებად არის რამის მომცემი. ველოდებით სკანდალებს :D



  • Söhne Mannheims- ჩემი უსაყვარლესი გერმანული ჯგუფი. სამწუხაროდ, იშვიათად "ჭიკჭიკებენ".




  • Queen Rania- ნუ, სამეფო კარს სელებრითებში თუ მოვიაზრებთ, ამ ქალის მიმართ სიმპატიით ვარ განწყობილი რატომღაც. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ბევრ ინფორმაციას მისი საქმიანობის შესახებ არ ვფლობ. ფემინისტური თვალსაზრისით საინტერესო იქნებოდა ისე... :D როგორც წესი, უფრო პოლიტიკური ხასიათის ტვიტები აქვს: "მისი აღმატებულება ქმარი"-ც ხშირად ჰყავს ნახსენები, მაგრამ ყოველთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის, ან ინტერვიუების შესახებ ინფორმაციით.



  • Bill Gates- ბატონი მაიკროსოfტი :D ახლახანს დარეგისტრირდა ტვიტერზე. თავიდან ენთუზიაზმით კი დაიწყო, მაგრამ მობეზრდა, ეტყობა. კარგა ხანია, არ ჩანს. ძირითადად, თავის სოციალურ პროექტებზე ტვიტავს.



  • Postsecret- ეს პროექტი საკმაოდ ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად ცნობილი ადამიანების საიდუმლოებები ქვეყნდება, მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემი ტვიტერის სიაში.



  • და ბოლოს: თავად ქვეყნის "პირველი სახლი" - The white house. ხანდახან საინტერესო ლინკებს ვაწყდები ხოლმე. ასე თუ ისე, ღირს ადევნებად.



ამ ეტაპზე სულ ეს იყო. თუ თქვენ იცით სხვა საინტერესო ადამიანების ტვიტერობის შესახებ, დამიკომენტეთ. ბევრი თავადაც დავძებნე, მაგრამ საკმაოდ რთულია ფანის გაკეთებული გვერდის და ორიგინალის ერთმანეთისგან გარჩევა.

14.12.09

ჩვენ, სოციოფობები საქართველოსი

გრძელი პოსტია და მორალურად მოემზადეთ. :D

გუშინწინ სტუმრები მყავდა. საუბარი ჩამოვარდა Facebook-ზე და სხვა სოციალურ ქსელებზე. ჩემთვის ფაქტიურად წარმოუდგენელია ადამიანმა არ იცოდეს ბლოგის, ტვიტერის და ფორუმების არსებობის შესახებ. მესმის, როდესაც არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ პირადი ცხოვრების აფიშირება არ უნდათ. თუმცა, დოზას ყველა თავად წყვეტს ამ შემთხვევაში და ეს არ მგონია პრობლემა იყოს. თუკი რომელიმე ორგანიზაცია არ ეკიდება სერიზოულად ინტერნეტ-აქტივობას, მე უბრალოდ ვურჩევდი, სასწრაფოდ შეცვალოს PR-მენეჯერი და გადახედოს მარკეტინგის განყოფილებას. დღეს ინტერნეტზე უარის თქმა არის ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება ამა თუ იმ ორგანიზაციას მოუვიდეს თავში.

თუმცა, როცა საქმე ჩვეულებრივ ადამიანებზე მიდის, ეს ცნება ალბათ არ უნდა განვაზოგადოთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დიდი სისულელეა, WWW-ს თითქმის უსაზღვრო შესაძლებლობები მხოლოდ მაილით შემოფარგლო.

აი, ამ თემებზე ვსაუბრობდით და ერთ-ერთმა ასეთი რამე თქვა:"სოციალური ქსელებით იმდენ რამეს ეკარგება მნიშვნელობა და ფასი ცხოვრებაში, რომ მე მირჩევნია ის ფასეულობები შევინარჩუნო და მქონდეს. მირჩევნია, პირადად შევხვდე რომელიმე მეგობარს და სულაც რაიმე სისულელეზე ვიჭორავო, ვიდრე online-მქონდეს ვინმესთან კონტაქტიო."

ჰმმ... სიმართლე რომ ვთქვა, ვერ გავიგე, რატომ უნდა შემილახოს რაიმე ფასეულობა ნეტმა. რატომ სჯობს სადღაც უნივერსიტეტში გაცნობილი მეგობარი ნეტში გაცნობილს. რატომ სჯობს, საშუალო სტატისტიკურ ადამიანთან საშუალო სტატისტიკურად გავატარო დრო აუცილებლად რეალში, როცა ამ დროს ნეტში შეიძლება ბევრად უკეთესი საქმე ვაკეთო, ან ბევრად უფრო გავერთო ვინმესთან კონტაქტით და თუნდაც, სისულელეებზე ჭორაობით.

როგორ შევიძინე მეგობრები?
ბავშვობის მეგობრები გავიცანი უბანში, სადაც მომიწია აფხაზეთის ომის შემდეგ გადასახლება. მათ გარდა ირგვლივ არავინ იყო, ერთად ვთამაშობდით, ერთმანეთს შევეჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბევრი არაფერი გვაქვს საერთო, ისევე მიყვარს, როგორც შეიძლება ბიძაშვილი ან მამიდაშვილი გიყვარდეს, რომელსაც მთელი ცხოვრებაა იცნობ.

სკოლის მეგობრებიც ასე გავიცანი. გადავედი კომაროვში და იქ დამხვდნენ სხვა ბავშვებიც, რომელთანაც შეიძლება ბევრი საერთო არაფერი მქონდა, მათემატიკის ცოდნის გარდა(ესეც სადავოა), მაგრამ მივეჩვიეთ ერთმანეთს. მერე ერთად ჩავაბარეთ. უნივერსიტეტშიც დაგვემატა რამდენიმე ჯგუფელი.

წამოვედი გერმანიაში და აქ დამეგობრება ხდებოდა ძირითადად იმ სქემის მიხედვით, რომ ქართველები ვიყავით, ერთნაირად გვენატრებოდა სახლი, ერთნაირი პრობლემები გვქონდა უცხოეთში. მაშინ მეგონა, რომ ბევრი საერთოც გვქონდა. წესით ისევე უნდა შევჩვეოდი მათ, როგორც ბავშვობის და სკოლის მეგობრებს, მაგრამ არა.

ამ ასაკში უკვე მინდა, თავად ვირჩევდე პირობებს, მყავდეს ისეთი მეგობრები, რომლებთანაც მართლა მაქვს საერთო, არ მიწევდეს მოვერგო სიტუაციებს და სხვის შეხედულებებს, არ მიწევდეს ახსნა, რატომ მიყვარს Mando Diao, Pink Floyd და 30 Seconds to Mars და არა მერაბ სეფაშვილი, რატომ ვკითხულობ კერუაკს, ბეგბედერს და პალანიკს და არა გოეთეს, მხოლოდ იმიტომ რომ ეს კლასიკაა, რატომ ვპოსტავ ფორუმზე, რატომ მაცვია V-გულიანი მაისურები (OMG), რატომ მიყვარს მატრიცა, რატომ ვატარებ ბევრ დროს ნეტში, რატომ მაქვს ბლოგი და ტვიტერი. რეალურად, ასეთ Conditional მეგობრობას მისი არარსებობა სჯობს, იმჰო. რაც ფაქტიურად გავატარე პრაქტიკაში.
მეორეს მხრივ, გავიცანი რამდენიმე ადამიანი ნეტით, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა და ბევრი საერთო მაქვს. გავიგე უამრავი საინტერესო პროექტის შესახებ. რამდენიმეში მონაწილეობაც მივიღე. ბოლოს და ბოლოს, განვიტვირთე დღის ბოლოს, ნეტში რამდენიმე საათით. მე ასე ვისვენებ, ვინმეს პრეტენზია აქვს?!
ჩემი ძლიერი წერტილი არასოდეს ყოფილა თვალთმაქცობა და არ მინდა... არ მინდა, ვიჯდე და სერიოზული სახით ვუსმინო რაიმე დემაგოგიას, მხოლოდ იმიტომ, რომ ამით ვიღაც ისეთის თვალში დავიმსახურებ პატივისცემას, რომლის აზრიც მეასეხარისხოვანია ჩემთვის. არ მინდა ვიყო იმ მორალის მსხვერპლი, რომელიც მხოლოდ "სხვებზე" ვრცელდება და არასოდეს მის ჩამომყალიბებელზე. არ მინდა სხვამ აარჩიოს, როგორი ვიყო.
მე ზუსტად ასეთი ვარ: ქაოსური, არეულ-დარეული, საშინლად ცნობისმოყვარე და სიახლეებისთვის ყოველთვის მზადმყოფნაში, ბლოგის, Twitter-ისა და facebook-ზე უაზრო სტატუსების, ფეთების და ფერმების პატრონი, online-მეგობრებით... AND I FUCKIN' LOVE IT!

ჰოდა, ვარ სოციოფობი?! so, what?! I fuckin' love it too!

სულ ეს იყო.
:)

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates