- Demi+ Ushton. ამ წყვილს ყველა აედევნა, მგონი. ჩემი უსაყვარლესი წყვილია ტვიტერზე. დემის ტვიტებს ისევე არ ეტყობათ ასაკი, როგორც თავად მას ფოტოებზე :D ფაქტიურად გამოდის, რომ ახალგაზრდობას უნარჩუნებს ეშტონი :D
- P!nk მიყვარს, მიყვარს. ტვიტებიც ძალიან თბილი აქვს ხოლმე, როგორც წესი. სულაც არასკანდალური :D ტურნეების დროს ტვიტავდა წუწუნებს და სახალისო საკითხავი იყო. pink, ისევე როგორც, ზემოთხსენებული წყვილი აქტიურად დებს საკუთარ ფოტოებს twitpic-ზე.
- The Ellen Show- თავად ელენის ტვიტერი საეჭვოდ დიდი ხნის წინ განახლდა, რაც მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ რომელიმე ფანის გახსნილია. ტვიტები, ძირითადად, შოუს ვიდეოების ლინკებს მოიცავს. სახალისო მასალაა.
- Kevin Spacey- გამიხარდა თავიდან რომ ვიპოვნე, მაგრამ ძირითადად იმის შესახებ ტვიტავს, რომელ თეატრში აქვს სპექტაკლები, რაც ჩემთვის ნაკლებად არის რამის მომცემი. ველოდებით სკანდალებს :D
- Söhne Mannheims- ჩემი უსაყვარლესი გერმანული ჯგუფი. სამწუხაროდ, იშვიათად "ჭიკჭიკებენ".
- Queen Rania- ნუ, სამეფო კარს სელებრითებში თუ მოვიაზრებთ, ამ ქალის მიმართ სიმპატიით ვარ განწყობილი რატომღაც. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ბევრ ინფორმაციას მისი საქმიანობის შესახებ არ ვფლობ. ფემინისტური თვალსაზრისით საინტერესო იქნებოდა ისე... :D როგორც წესი, უფრო პოლიტიკური ხასიათის ტვიტები აქვს: "მისი აღმატებულება ქმარი"-ც ხშირად ჰყავს ნახსენები, მაგრამ ყოველთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის, ან ინტერვიუების შესახებ ინფორმაციით.
- Bill Gates- ბატონი მაიკროსოfტი :D ახლახანს დარეგისტრირდა ტვიტერზე. თავიდან ენთუზიაზმით კი დაიწყო, მაგრამ მობეზრდა, ეტყობა. კარგა ხანია, არ ჩანს. ძირითადად, თავის სოციალურ პროექტებზე ტვიტავს.
- Postsecret- ეს პროექტი საკმაოდ ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად ცნობილი ადამიანების საიდუმლოებები ქვეყნდება, მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემი ტვიტერის სიაში.
- და ბოლოს: თავად ქვეყნის "პირველი სახლი" - The white house. ხანდახან საინტერესო ლინკებს ვაწყდები ხოლმე. ასე თუ ისე, ღირს ადევნებად.
ამ ეტაპზე სულ ეს იყო. თუ თქვენ იცით სხვა საინტერესო ადამიანების ტვიტერობის შესახებ, დამიკომენტეთ. ბევრი თავადაც დავძებნე, მაგრამ საკმაოდ რთულია ფანის გაკეთებული გვერდის და ორიგინალის ერთმანეთისგან გარჩევა.
