რაღაცას რომ ელოდები გულით და უცებ რომ გაიგებ, რომ ის რაღაცა შესაძლებელი ხდება:
ამჟამად ჩემს ცხოვრებაში მსგავსი არაფერია, მაგრამ Edens Edge-ის ამ სიმღერას რომ ვუსმენ, ჩემნაირი "ვერა და ვერ დავადგინე პესიმისტი ვარ, თუ რეალისტი, თუ რომელ-ისტი "-ის განწყობაც კი საგრძნობლად კეთდება.
ჰოდა, Can I get a Thank God Hallelujah, მორიგი სოპლებიანი პოსტის ხასიათზე რომ არ ვარ! :D
გემრიელ მომავალ კვირას გისურვებთ!
Posts mit dem Label პოზიტივი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

30.10.11
15.08.11
August... hate, love, Mona and new shoes
აგვისტო, ალბათ, ერთადერთი თვეა, რომელიც თან მიყვარს და თან არც.
მიყვარს იმიტომ, რომ:
არ მიყვარს იმიტომ, რომ:
p.s. წლის ყველაზე საყვარელი თვე, რა თქმა უნდა, ივნისია, duh!
მიყვარს იმიტომ, რომ:
- დედაჩემის დაბადების თვეა.
- მამაჩემის დაბადების თვეა.
- რამდენიმე დაქალის და ახლო ნათესავის დაბადების თვეა.
- როგორც წესი, ყველაზე ცხელი დროა მთელი წლის განმავლობაში, ბევრი მზით და გართობით. (გერმანიაში ცოტა მოვიკოჭლებთ, მაგრამ, ზოგადად.)
- შვებულებების თვეა. სამსახურში სხვა თვეებთან შედარებით უფრო მდორედ მიედინება ყველაფერი. იმდენი საქმეც არაა. (ჩემს შემთხვევაში ცოტა სხვანაირად იყო, სხვისი საქმეს გადავიბარე, მაგრამ მაინც არ იყო დამღლელი)
- ბევრი სისულელის გაკეთების დროა. სტატისტიკურად რომ მივუდგეთ, ყველაზე მეტ სისულელეს აგვისტოში ჩავდივარ, ალკოჰოლის დოზის გაზრდით დაწყებული, უფრო სერიოზული სისულელეებით დამთავრებული, როგორებიცაა, წინა წელს მობილურ კომპანიასთან შარში გახვევა. წელს, იმედია, პატარა სისულელეებით შემოვიფარგლები. :evil:
- ფასდაკლებების თვეა.... <3 შემომეძინა ძალიან ლამაზი რაღაცეები. რამდენიმე ფეხსაცმელიც (დიახ, მე ვარ ადამიანი, რომელიც თვლის, რომ საკმარისად ბევრი ფეხსაცმლის რიცხვს ზედა ზღვარი არ უნდა გააჩნდეს.)
- კონკრეტულად წელს, 23-ში Mona-ს კონცერტზე მივდივარ! <3
არ მიყვარს იმიტომ, რომ:
- 14 აგვისტო მოხდა...
- მერე წლების შემდეგ 8 აგვისტო მოხდა...
- კიდევ რაღაც მოხდა, რაც რომ არ მომხდარიყო, სამყარო ძალიან, ბევრად უკეთესი ადგილი იქნებოდა! :D
- აპრიორი ნაკლები შემოსავლის თვეა.
p.s. წლის ყველაზე საყვარელი თვე, რა თქმა უნდა, ივნისია, duh!
16.10.10
შაბათის პოსტი
პოსტების სათაურებში მიჭირს, ამდენი ხნის მერეც კი.
დაფეთებული SMS მომივიდა დღეს დილით და როგორ არ მიყვარს დილა რომ ფორიაქით იწყება.
მერე რომ ავდექი და ფანჯრიდან გადავიხედე, ისეთი "სახლში უნდა იჯდე და წიგნს კითხულობდე, ან ფილმს უყურებდე" ამინდი დამხვდა, რომ სხვა რამეზე ზრუნვა მართლა დაგსტრესავს :D
ზეგ უნი მეწყება და კაცმა არ იცის, კიდევ როდის დავპოსტავ რამეს. გემრიელი პოსტები უნდა მოვიფიქრო, მაგრამ მანამდე, უბრალოდ, ფორმაში მოსვლის მიზნით სულ კივილ-წივილით მივიყვანე საკუთარი თავი დეშბორდამდე :D
იუმორისტული გადახვევა:
ეჰ, რა დრო იყო :D
გადავწყვიტე,დღეს ყურით მოვათრიო პოზიტივი და გამოდის ჯერ-ჯერობით. :D
ქავთარაძე არის ძალიან მაგარი ტიპი :D
წავედი, ყავა ავიდუღო და თქვენ ეს პოსტი არ შეიმჩნიოთ :D

02.03.10
Finding peace
გერმანელებს აქვთ ერთი ასეთი გამოთქმა:
Frieden mit sich selbst schließen, რაც დაახლოებით იგივეა, საკუთარ თავთან ზავი რომ დასდო. (ამ ss-ისა და ß-ის ხმარების წესები დამღუპავს მე :D)
გუშინ მქონდა ასეთი დღე: ურთიერთობა, რომლის არარსებობაც და რამდენიმე წლის წინანდელი სახით არსებობაც სერიოზული დაძაბულობის წყარო იყო, ნაწილობრივ გაირკვა.
აი, საკუთარი თავიდან გასვლის მომენტივით იყო: ძალიან მშვიდად და გაწონასწორებულად ვამბობდი იმას, რაც სწორად მიმაჩნდა, რისი თქმაც აუცილებლად მინდოდა და თან ვეკითხებოდი თავს: ქრისტ, ეს შენ ხარ?!
იმჰო, ფემინისტური მოძრაობა ჩემით იამაყებდა. :D
და ყველაზე დამამშვიდებელი ის იყო, რომ რაღაც ყრუ კედელს არ ვურახუნებდი სიტყვებს.
მოვრჩით საუბარს და სერიოზულად ავმსუბუქდი. მთელი ის ნერვების წყვეტა და გაბრაზება და სინანული, რომ ძალიან დიდი ხნის ნალოლიავები რაღაცისგან წავედი წარსულში, ორ წამში გაქრა.
იდეაში ახლაც 100%-ით დარწმუნებული ვარ მაშინ ჩემი წასვლის სისწორეში.
იმაშიც 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ არასოდეს არაფერი ისე არ იქნება, როგორც იყო, მაგრამ გაურკვეველ სიტუაციებს და ცუდად დამთავრებულ კარგ ამბებს სერიოზულად გამოვყავარ წყობიდან, თან დიდი ხნით და თავისი გვერდითი მოვლენებით, როგორიცაა: დეპრესია, უძილობა, ნერვული აშლილობა, გაასოციალურება...
ჰოდა, ასე მშვიდად 2 წელია არ ვყოფილვარ. ამოვისუნთქე რა ...
არსებული თვითგვემები მოვიშორე და იმჰო, შევურიგდი საკუთარ თავს. :D
მორალი ისტორიიდან: გიყვარდეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორსაც თქვენ თავად ქმნით მას და არასოდეს არავის მისცეთ საშუალება, სხვანაირი "თქვენ" უყვარდეთ... იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ადამიანები ზუსტად "თქვენს" გამო შეგიყვარებენ, ან პირიქით, ზუსტად "თქვენს" გამო შეგიძულებენ...
პ.ს. ასეთი მშვიდი პოსტი არ ახსოვს ამ ბლოგს :D

Labels:
მშვიდობა,
პოზიტივი,
სიმშვიდე,
ურთიერთობა
04.11.09
yuhuuuuu... ka-ching..
ჰაჰ, ხანდახან მეც მიმართლებს. :D
უფრო სწორად, ბევრს გაუმართლა და მათ შორის მეც.
ახალი კანონის მიხედვით იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებიდან არ არიან და წარადგენენ განცხადებას, რომ სემესტრული გადასახადი ფრიად დიდ ფინანსურ სირთულეს წარმოადგენს მათთვის, გადასახადი იხსნება. (აღსანიშნავია, რომ კანონის მიხედვით ყველა უნივერსიტეტს აქვს უფლება, თავად განსაზღვროს, რა სახის შეღავათს შემოიღებს სტუდენტებისთვის, ან საერთოდ შემოიღებს თუ არა.)
ხუთშაბათს შევიტანე განცხადება და დღეს წერილი მივიღე, ამ დღეებში ფული დაგერიცხებათო... ეს თანხა წინასწარ გადახდილი მქონდა და ამიერიდან გადახდამდე შემეძლება განაცხადის შეტანა და თუ შემდეგ სემესტრშიც დადებითი პასუხი იქნა, აღარ მომიწევს გადარიცხვა და მერე ლოდინი, როდის დამიბრუნებენ.
yuhuuuuuuuuuuuuuu :D
მთელი დღეა გიჟურ რეჟიმში ვამოწმებ ანგარიშს. ჯერ არ დევს ფული. მე თან რის პანიკიორშა ვარ, რომ არ ვიფიქრო, ანგარიშის ნომერი ხომ სწორად მივუთითე-მეთქი?! :spy:
:D
დაჯდება, სად წავა.
:happy: :happy:

LMU,
გადასახადი,
პოზიტივი,
უნივერსიტეტი
28.09.09
პატარა ბედნიერებები
რომელი ჯობს: ერთხელ თავს დატეხილი დიდი ბედნიერება, რომელიც
ან გაგყვება ბოლომდე და ან არა და მერე მაგ ტკბილი მოგონებით ცხოვრება, თუ პატარ-პატარა ბედნიერებები, დღეს რომ გილამაზებენ?
ჩემთვის მეორე, ოდნოზნაჩნო :)
დღეს ერთბაშად სამი დამატყდა თავს, ამათგან 2 სმს-ის სახით და ერთიც მაილით. ანუ, ნურავინ იტყვის ნეტი და თანამედროვე ტექნოლოგიები რა საჭიროაო. :D
დილით სმს-ის ზარმა გამაღვიძა. დოლორესი მწერდა, ნათლია ხდები და ხომ არ გადაიფიქრეო? :D
გაღიმებულს ჩამეძინა ისევ, რადგან მთელი ღამე რაღაც საშინელებებს ვმეცადინეობდი და დილის 6ზე დავწექი. მმმ... უგემრიელესი ნათლული მყავს. პრინციპში, საქართველოს ინტერნეტ-სივრცე კარგად იცნობს დუდუს, არ დამჭირდება დაკონკრეტება. ფაქტიურად online-გაჩნდა :D

ვგიჟდები ამ ფოტოზე. გემრიელი ეგა. :*
მერე ნუ მეცადინეობის და პარალელურად ფილმების ყურების რეჟიმში ვიყავი. დავაფიქსირე, რომ გამოცდის წინა დღეებში სასტიკად უუნარო ვხდები. :S სულ ვიღაცა უნდა მედგას თავთან და მამხნევებდეს. ვერ ვკონცენტრირდები და მეტ დროს ნერვიულობას ვუთმობ.
საღამომდე მივჩანჩალდი, როგორც იქნა და სრულიად უიმედობის ჟამს მესმის ისევ სმს-ის ზარის ხმა. ჩემი ერთი მეგობრის სპონტანური, სიყვარულით და მონატრებით სავსე სმს იყო თბილისიდან. რაღაცნაირად გავთბი ეგრევე და ისე საშინლად მომინდა იქ ვყოფილიყავი და მაააგრად, მაააგრად ჩავხუტებოდი (ჩახუტებების და უწი-პუწების ფანი ვარ :D)
ომახიანად დავჯექი და გავაგრძელე რაღაც თემების გარჩევა. თუმცა ეს შენი ომახი განმიქარწყლდა სულ მალე და პანიკამ ამიტაცა :D ნეტში ამ დროს სულ 2 ადამინი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვისაც მივწერდი. ნანიკოს უკვე ეძინებოდა და არ დავურეკე. შესაბამისად, Sb რჩებოდა მხოლოდ, მაგრამ ვინაიდან, მაინც ძალიან გვიანია ახლა საქართველოში, აღარ შევედი მესინჯერში და სადღაც ხუთ წუთში მომდის მისი მაილი :D აი, რომ ვამბობ, რაღაც არსებობსთქო, არ გჯერათ და ჰა... ჩემი გაგზავნილი ენერგიები კოსმოსში, თუ რაც გინდათ, ის დაარქვით. :D
ვიღაცისთვის შეიძლება ეს ამბები საერთოდ არ შედის ბედნიერებების ცხრილში, მაგრამ ყველაზე მეტი, რაც შეიძლება მოსთხოვო ადამიანს, ამ შემთხვევაში მეგობარს, არის ყურადღება და შენს გვერდით ყოფნა და თუკი ასეთები არსებობენ, იმჰო, ბედნიერი უნდა იყო :)
სამივე იმ მომენტში, როცა მათგან სმს/მაილი მივიღე საააშინლად მიყვარდა :D აი, ისეც მიყვარს, რა თქმა უნდა, მაგრამ მაგ დროს კონცენტრირებულად მიყვარდა :D
Thank you, guys :*
გამამხნევებელთა სიაში მეხუთე: ირაკლი ჩარკვიანი. მეოთხე ნინო ქათამაძე იყო, მაგრამ ის სიმღერა(თოლიები) ვერ ვიპოვნე ნეტში :)
წავედი ახლა, გავაგრძელე... :S

19.09.09
My Baby's Birthday
სანამ ჩემები მეყოლება, ჩემთვის დედამიწის ზურგზე ყველაზე საყვარელი მამრის დაბ.დღე დადგა და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 6 წლის წინ ვიყავი მის დაბ.დღეზე და ისიც სამშობიაროს ეზოში გავათენე ღამე, ყოველ 19 სექტემბერს მთელი ჩემი არსებით თბილისში ვარ.
Happy Birthday, baby boy :* :*
love u soooo much
Happy Birthday, baby boy :* :*
love u soooo much
Labels:
დაბ.დღე,
პოზიტივი,
წავიდა პოზიტივში
01.09.09
ყურით მოთრეული პოზიტივი
პირველ გამოცდამდე დარჩა 13 დღე.
ლოგიკურად დამეწყო პანიკური შემოტევები. ძააალიან მეშინია, აი ისე, რომ ადამიანები რომ მელაპარაკებიან, ვერ ვუსმენ... სულ იმაზე მეფიქრება, რამე რომ დამავიწყდეს, გერმანული სიტყვა რომ დამავიწყდეს, ვაიმე, რომ დავიბნე და ეგეთები...
ჰოდა, აუცილებლად მჭირდება პოზიტივი ასეთ დროს. ვინაიდან და რადგანაც სულიერი არსებები არ მიქმნიან განწყობას, მოვიფიქრე ახალი მეთოდი: მე შევუქმნი ჩემს თავს განწყობას! ვოტ! :D
ჰოდა, დილით (ყველაზე ადრე 12 საათზე) რომ ვდგები,იმის ნაცვლად, რომ მთელი დღე ისევ ჩემი პიჟამით ვიარო და წინ აღმართულ ხარაჩოებზე მოარულ მუშებს მივცე საბაბი, მოიფიქრონ 100 პატარა დეტალი, რომელიც მაინცდამაინც ჩემი ფანჯრის წინ უნდა გააკეთონ, საიდანაც ჩანს, როგორ დავმოძრაობ მოკლე შორტებით და გამჭვირვალე მაისურით, ვიცვამ და ვიკეთებ მსუბუქ მაკიაჟს. იმჰო, მაკიაჟს ვიკეთებ მხოლოდ მაშინ, როდესაც გავდივარ სადმე. სახლში რომ ვარ, თმასაც უბრალოდ ისე ვიწევ ხოლმე... გამართლების პონტში მქონდა, მაინც მარტო ვარ სახლში, ვინ უნდა დამადგესთქო :D
ჰოდა, ეს ბოლო 3 დღე ვამჩნევ აშკარად, რომ დიახაც მოქმედებს პოზიტიურად. მერე რა, რომ მარტო ვარ სახლში... ნახ. თუ ვინმე არ მნახავს წარბებაპრეხილს, ჩემს თავს ხომ მოვწონვარ? :ნარცისი:
ჰოდა, ამ ყველაფერს აგვირგვინებს ყავა... მმმმ.... პლიუს კარგი მუსიკა, ოღონდ შედარებით ხმადაბლა და ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ დავჯდე და მთელი ამ ქალური პოზიტივის დახმარებით გავარჩიო ალგორითმების თავისებურებები ლექციიდან, რომელიც არის სასტიკად რთულად დაწერილი, რომელსაც ვარჩევდი გუშინ მთელი დღე, მაგრამ რომელსაც დღეს მაინც გავარჩევ, no matter what...
ვოტ!

Abonnieren
Posts (Atom)