Posts mit dem Label კონცერტი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label კონცერტი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

31.12.14

2014

მოვიდა დიდი პატაკების დრო ბლოგებზე.  მე იმდენად შემიყვარდა შემაჯამებელი პოსტები, სულ რომ გადავეჩვიო წერას, წელიწადში ერთხელ მაინც შემოვივლი და დავწერ, სად ვიყავი, რომ არ ვიყავი :D

წინა წლის შემაჯამებელ პოსტს გადავხედე და იმაზე მეტი გამიკეთებია, ვიდრე პოსტის დაწერისას მეგონა.
ტატუს გარდა ყველაფერს ასე თუ ისე შევავლე  ხელი. არადა, თითქმის ვიცი, ვისთანაც უნდა მივიდე :D მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ავტო-სკოლას 10 თვის განმავლობაში ვარჩევდი, ამ შემთხვევაშიც დიდხანს ვიფიქრებ, სანამ არ მომბეზრდება და იმპულსურად პირველ შემხვედრს არ დავაწერინებ ვინმე ტიპის სახელს მკლავზე :D :D

ჰოდა, მივყვეთ თანმიმდევრულად:
  • იანვარში დავიწყე მუშაობა პროფესიით, რამაც მოაგვარა პირველ რიგში ბევრი ფინანსური პრობლემა :D  ასევე შეიტანა წვლილი male dominated field-ში ქალთა ქვოტის ამაღლებაში. :D  წლის ბოლოს შემაჯამებელ საუბარში მქონდა კარგი შეფასება, რაც ძალიან კარგია, მაგრამ 2015-ის პირად მიზნად მაინც მაქვს არანორმალურად მეტის სწავლა დასახული.
  • სამსახურთან ერთად მოვიცალე სნოუბორდისთვის :yeah: . ვიყავი რამდენჯერმე და ბოლო ასვლისას წითელ ტრასაზეც გადავედი, რაც ჩემნაირი ფრთხილი ადამიანისთვის საოცარი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სახით დაცემაზე მეტად არცერთი ძვლის მოტეხვის არ მეშინია. ახლა რომ დაზამთრდა, მეგობარმა მაჩუქა ბორდი, მე ვიჩუქე ბორდის არანორმალურად ძვირი ჩექმა და bindings (ეს ქართულად როგორაა, ნეტავ) და გამომრჩა ის ფაქტი, რომ ცოტა ადრე უნდა დამეჯავშნა ბილეთები სასტუმროში, სადაც ახალ წელს ხვდებიან ადამიანები, ვისთან ერთადაც ვსრიალებ ხოლმე. :/
  • მარტიდან დავდივარ ფლამენკოზე. თუმცა, ჯერ თავადაც ვერ ვუყურებ საკუთარ თავს სარკეში, ასე რომ აქ დიდი მიღწევები არ მქონია. ცოტა ხანს კიდევ ვივლი და თუ ვნახე, რომ ჩემგან არაფერი გამოდის, დავყრი ფარ-ხმალს. (ან შემოვრჩები ისევე, როგორც ქართულ ცეკვას შემოვრჩი, სადაც ასევე არაფერი გამოდის ჩემგან :D)
  • მაისში ვიყავი წელს ჩემს მიერ ნანახი სამი კონცერტიდან ორზე. ეს ძალიან, ძალიან ცუდი მაჩვენებელია და იმედია, მომავალ წელს მეტს მოვახერხებ. ძალიან ცოტა რამე მირჩევნია კონცერტზე წასვლას. 
  • ივნისში  ჩემმა ბავშვობის მეგობარმა თავისი მივლინება+შვებულება ჩემს დაბადების დღეს დაამთხვია და იმ ერთ კვირაში ჩვენს მიერ ათვისებულმა ალკოჰოლმა ჯამში მთლიანი წლის კონსუმი ჯიბეში ჩაიდო :D
  • ივლისში გავიგე, რომ ვარ არატოლერანტული ადამიანი... ლაქტოზის მიმართ. სავარაუდოდ, მთელი ცხოვრება ვიყავი, მაგრამ ასაკი და უგუნურად მიღებული ანტიბიოტიკები მაინც თავისას შვრება. იმ დღესვე გავეშურე მარკეტებში და იმდენ ხანს ვიარე, სანამ ულაქტოზო ყველს და ულაქტოზო რძის პროდუქტების მთელ სერიას არ  მივაგენი. :D ფაქტიურად, ყველაფრის შემადგენლობის წაკითხვა მიწევს, რადგან ძეხვშიც კი შეიძლება იყოს ლაქტოზა (დამუშავებისას იყენებენ,  ხზ... რატომ). ეს იყო ძალიან ტრაგიკული ახალი ამბავი და მხოლოდ ტაბლეტებით გადავიტანე აგვისტოს ბოლოს ხაჭაპურები და შებოლილი სულგუნები და მისთანანი.
  • აგვისტოში ვიყავი საქართველოში, ფაქტიურად საქმიანი ვიზიტით. იქიდან დაბრუნებულს მომყავდა სტუმრად ჩემი დეიდაშვილი და ორივეს ერთად მთელი საქართველოს სურსათ-სანოვაგე :D 
  • მერე ვიარეთ აქეთ-იქით, რამაც ჩემს 11 წლიან გეგმას მხოლოდ ერთი ახალი ქალაქი შემატა, რადგან სხვა ქალაქებში უკვე არაერთხელ ვიყავი ნამყოფი. ჰოდა, მილანი... დიდად არ მომეწონა. თან სასწაული ნესტი იყო და მე, პირადად, ძალიან მძიმედ ვსუნთქავდი. ასე მეგონა, საკმარისი ჟანგბადი არ იყო ირგვლივ.
  • ოქტომბრის ბოლოს, ბრეკეტების გამო, ამეკრძალა ყველა მავნე ჩვევა ალკოჰოლით დაწყებული, ყავით დამთავრებული. შედეგად მივიღეთ ადამიანი, რომელიც  დღეში 2-3 ლიტრ წყალს სვამს, შესვენებაზე მიყვება თანამშრომლებს ლანჩზე, უყურებს მათ ყავის წრუპვას   და თვალზე მომდგარ ცრემლებს იწმენდს. :D
  • ნოემბრის ბოლოს ძლივს (!) ჩავეწერე ავტო-სკოლაში და დავიწყე თეორიის გავლა. წინა წლის პოსტში კი მეწერა, დაბადების დღემდე ავიღებ მართვის მოწმობას-მეთქი, მაგრამ 2015-შიც ხომ მექნება დაბადების დღე, არა?! :D ნუ, B კლასი ივნისამდე და A კლასის ჩაბარება  ჩემი სურვილისგან დამოუკიდებლად მალევე მომიწევს (თეორიის ჩაბარებიდან 1 წლის განმავლობაში უნდა ჩაბარდეს პრაქტიკა/ები).
  • დეკემბერში გავიგრძელე სამუშაო კონტრაქტი და ასევე ვიზა 1 წლით. ეს უკანასკნელი, იმედია,  ბოლოჯერ შეზღუდული ვადით. 2015-ის შემოდგომაზე უკვე შემეძლება სამუდამო ვიზაზე საბუთების შეტანა და წინასწარ მიხარია, რომ არ მომიწევს ყოველ წელს იმ ჯოჯოხეთურ შენობაში ფეხის შედგმა. :/

კიდევ იყო კარგი, ნაკლებად კარგი, ცუდი წვრილმანებიც. ასევე ამბები, რომლებსაც მხოლოდ ცალკე პოსტი თუ დაიტევს.  მთლიანობაში, ნორმალური წელი იყო. მაინც იმედია, 2015 უკეთესი იქნება. :D  ამას წინათ სამსახურში ვწუწუნებდი, მიზნად რა დავისახო, არ ვიცი-მეთქი.... თუმცა, რამდენიმე ფრიად მატერიალური და რამდენიმეც ongoing სურვილი უკვე მაქვს:
  • წელს აუცილებლად უნდა ვიმოგზაურო მეტი. სულ მარტომაც რომ ვიარო...
  • კიდევ მინდა ვიყიდო მანქანა და ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში ბაიკიც.
  • მინდა გადავიდე 1,5 ოთახიან ბინაში, რომელშიც იქნება აბაზანა (და არა  საშხაპე), რომელსაც ექნება აივანი და ფანჯრებიანი სამზარეულო.... და რომლის დაფინანსებაშიც გემრიელი თანხა გამძვრება ყოველთვიურად :D
  • წლის გამოწვევა:  ყოველდღე გამოვნახო 1 საათი საკითხად. არ იგულისხმება მეტროში სამსახურის გზაზე კითხვა, რაც ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თითქმის ერთადერთი ადგილია, სადაც ვკითხულობ. არამედ, სახლში, მშვიდ გარემოში, არა კომპიუტერზე და ქინდლებში და ამბებში (მაინც არ მაქვს ეგენი).
  • და ესპანური.... ესპანური  ცალკე შავი ხვრელია, რომელიც სამარცხვინოდ დარჩა ამოსავსები წინა წელს. თუ არ გავითვალისწინებთ იმ 2 თვეს, როცა Duolingo-თი ვსწავლობდი, თუ "ვსწავლობდი".
თქვენ საინტერესო წელს გისურვებთ. ბლოგერებს მეტ პოსტს და ყველა ბლოგზე პოსტების მაილზე გამოწერის საშუალებას :D

Love,
Chaotic

24.12.13

2013

ასეთი შერეული შეგრძნებები რომელიმე წელთან დაკავშირებით  არასოდეს მქონია. ვიყავი ისეთ სიტუაციებშიც, რომელთა გახსენებაც დღემდე მზაფრავს. ამიტომ, იმ ამბების მოყოლაზე არ შევჩერდები და გადავალ პირდაპირ ფაქტებზე/კარგ ამბებზე.

ამ წლის განმავლობაში:
  • მოვრჩი სწავლას.
  • 6 წლის შემდეგ შევიცვალე ბინა 3-ჯერ.
  •  შევიცვალე ვიზის სტატუსი.
  • დავიწყე მუშაობა გარდამავალ სამსახურში და ვიყიდე იმდენი ტანსაცმელი, რამდენიც არ მიყიდია არასოდეს. ანუ, სამსახურშივე ვტოვებდი ხელფასს :D
  • გავხდი უკონფესიო.
  • ვიყავი ესპანეთში. ჯერ-ჯერობით  მყოფნის იქაური სითბო და ზღვა და პოზიტივი.
  • ზემო პუნქტთან კავშირში, მერამდენედ დავრწმუნდი, რომ ჩემი ადგილი ზღვისპირა ქალაქშია.
  • საბოლოოდ გადავწყვიტე ავსტრალიაში გადაბარგება რამდენიმე წელიწადში.
  • დავიწყე ცურვის სწავლა საფუძვლიანად.
  • ვიყიდე სნოუბორდინგისთვის საჭირო რამეები და ვაპირებ ამ სეზონზე მაინც მოვაბა თავი ხშირად სიარულს.
  • მქონდა წითელი, შავი, მუქი წითელი და მოკლე თმა. ასევე მქონდა იდეა, ძალიან მოკლედ შეჭრის, მაგრამ ჯერ მთლიანად ვერ ვგრძნობ, რომ დრო მოვიდა.
  • 3-ჯერ დავიმუქრე მომავალი ხელფასის დაჯდომისთანავე ტატუს გაკეთება და ვერც ერთხელ მოვაბი თავი. 
  • დავწერე 14 პოსტი. ერთ-ერთი მათგანის მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრების განმავლობაში სახეში შემოლაწუნებისთვის. 
  • მივაგდე ბლოგი. უფრო სწორად, ვერ მოვუფიქრე ფორმატი, რომელიც მეტი ადამიანისთვის იქნება საინტერესო. 
  • ვიყავი შედარებით ცოტა კონცერტზე იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი საინტერესო ბენდი იყო ჩამოსული.
  • ვუყურე უსაშველოდ ბევრ ამერიკულ შოუს და ჩვეულებრივზე ცოტა ფილმს. 
  • განვაახლე ქართულ ცეკვაზე სიარული, მაგრამ ვერ მოვაბი თავი იოგას. არადა, ძალიან მშველოდა წინა წელს.
  • ასევე ერთი პატარა საიდუმლო და სასიამოვნო ამბავი, რომელიც ჯერ სრულად ლეგალიზებული არ არის და ამიტომ, არ დავკონკრეტდები. თუმცა, მალე დავწერ  :)

მთლიანობაში ვიცხოვრე ყველა თავისი სიკეთითა და ბოროტებით. და ყველაფერი ეს არ გამომივიდოდა, რომ არა:
  • ჩემი გადასარევად ჯანმრთელი ორგანიზმი (ოდნავი ჩავარდნები რა მოსატანია): გული, რომელმაც არ დაასტუკა (მადლობა ჩემს ექიმს); ნერვები, რომლებმაც ბევრს გაუძლო.
  • მეგობრები.
  • ოჯახის წევრები.
  • ბლოგები/წიგნები/მოვლენები/ინფორმაცია  გენდერზე და ფემინიზმდე და body image-ზე და საერთოდაც, ყველაზე დიდი მადლობა ფემინიზმს, იმისთვის, რომ ისე მიყვარს საკუთარი თავი, როგორც ახლა მიყვარს და ბევრი სხვა საკითხის გამო, რომელსაც ცალკე პოსტს მივუძღვნი ოდესმე. :)


რაც შეეხება მომავალ წელს, ვაპირებ:
  • ბოლოს და ბოლოს მოვაბა თავი ტატუს.
  • წავიდე რაც შეიძლება მეტ კონცერტზე. საუკეთესო შემთხვევაში Rock im Park/ Rock am Ring-ზე.
  • ვიმოგზაურო მეტი, რათა ჩემი "11 წლიანი გეგმა" ცოტა წინ დავძრა.
  • ავიღო მართვის მოწმობა დაბადების დღემდე.
  • გადავიხადო დიიიდი დაბადების დღე.
  • წავიკითხო იმაზე მეტი, ვიდრე წინა წელს.
  • დავიწყო Flamenco-ზე სიარული, თუნდაც იმიტომ, რომ გავიგო, საერთოდ გამოვა თუ არა ჩემგან რამე მაგ მხრივ. :D
  •  მოვახერხო რაც შეიძლება მეტი მატჩის ყურება მომავალი მსოფლი ჩემპიონატის დროს (ფეხბურთი, duh).
  • გავაგრძელო ესპანურის სწავლა, თუნდაც Online რეჟიმში.
  • მივხედო ბლოგს.
  • მოვაწყო დიდი რემონტი ოთახში და განვახორციელო ის დიზაინი, რაც თავში მიტრიალებს.
  • ჩავიდე თბილისში ცოტა ხნით და მივხედო საქმეებს, რომლებიც მესამე წელია გადადებულია.
  • ჩამოვიყვანო სტუმრად ოჯახის რამდენიმე წევრი.
  • და ასე შემდეგ და ასე შემდეგ

თქვენ, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობთ უკვე დიდი ხანია, განსაკუთრებული მადლობა და საერთოდ, ვინც ამ პოსტს წააწყდება და წაიკითხავს, ყველას გისურვებთ იმაზე გაცილებით უკეთეს წელს, ვიდრე 2013 იყო თქვენთვის!

Love,
Chaotic

24.11.13

ზოგჯერ უბრალოდ რომ მოინდომებ და ბოლოს რომ აგისრულდება და ეს კარგმოტყნული, კონცერტზე რომ მოდიხარ და მთელი დრო გამუდმებით ქაქანებ, რაღას მოდიხარ პოსტი

ჰოდა, იმას გეუბნებოდი, რომ... კიარადა, გუშინ ვიყავი ზუმბას კონცერტზე. ბოლოს ერთი 10-12 წლის წინ მყავს ეგენი ნანახი. wow! იმ დროინდელი ხარისხი გვერდზე რომ გადავდოთ, აქამდე საქართველოდან ჩამოსულ ყველა ჯგუფს სჯობდა ხარისხითაც, მომზადებით, პროფესიონალიზმით, დამოკიდებულებით პუბლიკის მიმართ (კაკ მინიმუმ ისეთი მთვრალი რომ არ უნდა გახვიდე სცენაზე, რომ შენი პარტიები გამოგრჩეს. ნუ, ამათზეც ვერ ვიტყვი, წვეთი არ ჰქონდათ დალეული-მეთქი, მაგრამ დიდად შესამჩნევი არ იყო).

ამ წლების განმავლობაში, შუალედში სადღაც შევეშვი ამათ მოსმენას და ძალიან პოზიტიურად გაკვირვებული დავრჩი.  მე ბევრი არ უნდა მენდოს მუსიკაში და კრიტიკაში და ამიტომ, შეიძლება ვინმე კიდეც შემედავოს, მაგრამ:  ბასი იყო გადასარევი, დრამმაც კარგი რამეები აკეთა. lead-გიტარის სოლოები იყო ძალიან გემრიელი. ბექ-ვოკალი ხანდახან საერთოდ არ მოდიოდა ხალხამდე, სამწუხაროდ და ბევრს ვერ ვიტყვი. არადა, ბევრი ადგილი იყო, სადაც ბექ-ვოკალი აუცილებლად უნდა გაგეგო.

ლირიკას რაც შეეხება, ვგონებ ერთადერთ სიმღერაში იყო საკუთარი ტექსტი, ან ისიც არ იყო, თავს ვერ დავდებ. ეს აბსოულუტურად ყველა ქართველი ჯგუფის რეპერტუარს გასდევს. კი, ბატონო, გასაგებია, რომ ვაჟას და შოთას მაგრად ჩასვამ რეპერტუარში. ხალხურსაც თავისთავად, მაგრამ ერთი-ორი საკუთარი აზრიც არ აწყენდა ამბავს.

ამ ორი პატარა ხარვეზის, თუ სუბიექტურად კრიტიკის გარდა, იყო მართლა ძალიან კარგი კონცერტი. აი, რომ არ ველოდი და ქართულად "რაღაცას ვიზამთ, რა. შენ პირველი თქვი, მე მეორეს ვიტყვი და გავალთ ბოლომდე" ამბისთვის ვიყავი მომზადებული და ძალიან მისაღები სტანდარტის კონცერტი რომ დაიდო, ისეთი.

ახლა გადავიდეთ ხალხზე. სერიოზულად პასივ-აგრესიულობა დამმართეს, იმჰო. ჩემს გვერდით გოგო იჯდა და თუ ვაჭარბებდე, რომ დაახლოებით 3 საათიანი კონცერტის განმავლობაში მაქსიმუმ 2-ჯერ გადადო მობილური გვერდით. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არ უნდოდა წამოსვლა და ვიღაცას ხათრი ვერ გაუტეხა. ან ძაან დასტოინი იყო და "უფ, ამათ კონცერტზე იმდენჯერ ვარ ნამყოფი, ზეპირად ვიცი უკვე ესენი"  attitude-ზე დგომას ლამობდა. :D same shit, მე მაინც ძალიან მომეშალა ნერვები.

ამას მოაყოლეთ ხალხი, რომელიც არ გაჩერებულა მთელი კონცერტი, იმენა! აი, სოფლის მოედნებზე ზეწარზე რომ უყურებდნენ ფილმებს და შიგადაშიგ ძროხა რომ გამოივლიდა პროექტორის წინ, აი, მანდ ეგონათ თავი. ასეთი მსმენელი არის  *** მსმენელი!!! ვერ ვიტან ასეთ მსმენელს. შარვალ-კოსტუმში/ საღამოს კაბაში რომ იჩითებიან, მარტო იმიტომ, რომ ვიღაცამ ამათი ზმანი ნახოს და წინ ვინ უკრავს, ან რას უკრავს, ფეხზე რომ ჰკიდიათ. ისიც რომ კიდიათ, თავიანთი ყაყანით იმ ხალხს რომ არ ასმენინებენ არაფერს, ვინც კონცერტზე იმისთვის მივიდა, რისთვისაც ხალხი კონცერტზე უნდა დადიოდეს. ეს კარგმოტყნული, დარჩი სახლში! ან წადი კლუბში და იქ გაერთე- აქ აშკარად არ ხარ სწორ ადგილას!

პოზიციები შევცვალოთ და იმედია, ჯგუფის წევრები კონცერტის დროს არ ფიქრობდნენ, ეს რა სასტავისთვის ვუკრავთო. არადა, თავისუფლად შეეძლოთ, იმენა. :|



 

24.11.12

გიგოჰოლიკის სევდა

დიდი მწუხარებით ვიუწყები, რომ წლევანდელი კონცერტების სეზონი დაიხურა....

მაგრამ, coming up:
  • Mumford & Sons
  • The Killers
  • Pink
  • Angus Stone
  • Ellie Goulding
  • 30 Seconds to Mars (თუ მოვახერხე ბერლინში ჩასვლა)
  • Kings of Leon (იგივე წინაპირობა)
♫ ♫ ♫ ♫

15.09.12

Just give me a reason to... party!

God bless me და ხანდახან რა საოცარ ამბებში აღმოვჩნდები ხოლმე.

შენნაირი ხალხით რომ აივსება სივრცე, სადაც არავინ ფიქრობს, რომ აპარსული თავი მხოლოდ კაცების პრეროგატივაა, სადაც კაცებს წინა ტურნეების მაისურები აცვიათ და არავინ ფიქრობს, რომ ეს არაკაცურია, სადაც უბრალოდ, "არ ვიცი, რამდენი" გიჟი ერთად იკრიბება და ერთ სრულიად გადარეულს უსმენს, ყველა სიმღერას მასთან ერთად მღერის (ნუ შეძლებისდაგვარად, დღეს გამოსული ახლების რა ნაწილიც იქნა ათვისებული), სადაც "family portrait" ზუსტად გახსენებს საკუთარ თავს და განახებს მთელ გზას, რომელიც "ერთად" გამოიარეთ, ერთად გაიზარდეთ....

მთელ გზას VMA-ს დაჯილდოვებაზე drunken speech-იდან (უფრო ადრე ჯერ კიდევ R&B-დან) - ბავშვის საწოვარამდე და მოქსოვილ ქუდებამდე, რომელიც სცენაზე გადაუგდეს.

როგორ გაიზარდა და მაინც როგორ "თავისი თავი"-ა...

არაფერი, არაფერი სჯობს Live-ს. <3

პ.ს. ხმას რას უშვრება, გადავირიე.
პ.პ.ს. ვიღაც სასტავმა ავტოგრაფებისთვის ფეხსაცმელები გადააწოდა :D




31.08.12

You don't like the way I live?

...Tell me about how yours is not boring at all :D


აუ, მოდი და ნუ დაიკიდებ ყველაფერს, როცა იცი, რომ აქ მიდიხარ....




პირველად რომ იქნება ლაივი... და ბილეთები რომ ალაგ-ალაგ იშოვება და გიჟივით რომ ავსებდი ბანკის რეკვიზიტებს და მერე ნახევარი საათი ოთახში ბოლთას სცემდი...

სულ არ მკიდია, ვინ თვლის, როგორი უაზრო ცხოვრება მაქვს? :D

'cause honestly, I think they're full of shit :D :D

(გასაშტერებელი ამბები გავიგე ამ ბოლო დღეებში. აი, რომ არ იცი, გაიცინო, თუ იტირო, იმხელა იმბეცილიზმია)


10.11.11

ჩეემი გოგო

როგორ მოენატრა სცენა.

Willow-ს გარდა კიდევ 2 პროექტი მოასწრო ( :D), მაგრამ თავისი საქმე ისე ენატრება, რომ სხვის კონცერტებზე სცენაზე იპარება.


(source)


ოფიციალურად მოუსმენთ Happy Feet 2-ში:




და უყურებთ Thanks for sharing-ში მომავალ წელს, ოღონდ ამ უკანასკნელზე ჯერ ბევრი არაფერი ვიცი, იმის გარდა, რომ Dede-ს როლს თამაშობს და sex addict-ია :D

ხოლო არაოფიციალურად, თუ რომელიმე კონცერტს დაესწრება, ყველგან იმღერებს. :D

ნიუ-იორკში გადაღებების დროს უკვე მოასწრო რამდენიმეგან:

Butch fuckin Walker ( :D) feat. Pink


ეს დუეტი ოფიციალურად არსებობს კარგა ხანია. Funhouse ტურნეზე მღეროდნენ ერთად.


Summertime ბევრჯერ შეუსრულებია, მაგრამ ეს ვერსია Karen Marie Richardson-თან იყო ძალიან სხვანაირი. როგორც ყოველთვის, სიტყვები დაავიწყდა :D






ჩემი პერსონალური ფავორიტი არის დუეტი Dallas Green-თან.




საერთოდაც, დუეტების ალბომად გამოცემას მივესალმები. ბევრი დაუგროვდა უკვე.
ქავერების ალბომად გამოსვლასაც მივესალმები :D

დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი ტურნეს დროს ჯერ კიდევ გერმანიაში ვიქნები.

Love me some P!nk!
<3

09.10.11

Cowriting song lyrics

Caleb-ს ისეთი უცნაური საუბრის/სიმღერის მანერა აქვს, საკუთარმა ძმებმაც არ იციან ხანდახან, რას ამბობს.
როგორც ჭეშმარიტად სნობ KOL-ის მსმენელს, Sex on Fire ნაკლებად მიყვარს. პირველად რომ მოვუსმინე, 100%-ით ვიყავი დარწმუნებული, რომ "your sex is on fire"-ს ნაცვლად "you're such a good lier"- ს ამბობდა. ჩემი ინტერპრეტაციაც საკმაოდ ლოგიკური იყო, თუ სათაურს გავითვალისწინებდით: She's sooo faking it! :D



დღემდე, კონცერტზეც კი, მაინც იმ სტროფს ვმღერი, რომელიც პირველად მომესმა და უცებ რომელიმე მათგანს რომ შემოეხედა და რა თქმა უნდა, მიხვდებოდნენ, რომ აშკარად რაღაცას ვურევ, ხომ იფიქრებდნენ, ეს შემთხვევით მოხვედრილია აქო... :D


Mando Diao-ს Mean Street-ის ნაცვლადაც ყოველთვის "მეინსტიმი" მესმის და ვერასოდეს გადავეჩვევი, ალბათ. კიდევ კარგი, კონცერტზე ცოტა მოშორებით ვიდექი :D



ზუსტად ვიცი, რომ ამ სიგიჟეში მარტო არ ვარ.

თქვენ რომელი სიმღერისას გემართებათ ასეთი fail-ები?

15.08.11

August... hate, love, Mona and new shoes

აგვისტო, ალბათ, ერთადერთი თვეა, რომელიც თან მიყვარს და თან არც.
მიყვარს იმიტომ, რომ:
  • დედაჩემის დაბადების თვეა.
  • მამაჩემის დაბადების თვეა.
  • რამდენიმე დაქალის და ახლო ნათესავის დაბადების თვეა.
  • როგორც წესი, ყველაზე ცხელი დროა მთელი წლის განმავლობაში, ბევრი მზით და გართობით. (გერმანიაში ცოტა მოვიკოჭლებთ, მაგრამ, ზოგადად.)
  • შვებულებების თვეა. სამსახურში სხვა თვეებთან შედარებით უფრო მდორედ მიედინება ყველაფერი. იმდენი საქმეც არაა. (ჩემს შემთხვევაში ცოტა სხვანაირად იყო, სხვისი საქმეს გადავიბარე, მაგრამ მაინც არ იყო დამღლელი)
  • ბევრი სისულელის გაკეთების დროა. სტატისტიკურად რომ მივუდგეთ, ყველაზე მეტ სისულელეს აგვისტოში ჩავდივარ, ალკოჰოლის დოზის გაზრდით დაწყებული, უფრო სერიოზული სისულელეებით დამთავრებული, როგორებიცაა, წინა წელს მობილურ კომპანიასთან შარში გახვევა. წელს, იმედია, პატარა სისულელეებით შემოვიფარგლები. :evil:
  • ფასდაკლებების თვეა.... <3 შემომეძინა ძალიან ლამაზი რაღაცეები. რამდენიმე ფეხსაცმელიც (დიახ, მე ვარ ადამიანი, რომელიც თვლის, რომ საკმარისად ბევრი ფეხსაცმლის რიცხვს ზედა ზღვარი არ უნდა გააჩნდეს.)
  • კონკრეტულად წელს, 23-ში Mona-ს კონცერტზე მივდივარ! <3





არ მიყვარს იმიტომ, რომ:
  • 14 აგვისტო მოხდა...
  • მერე წლების შემდეგ 8 აგვისტო მოხდა...
  • კიდევ რაღაც მოხდა, რაც რომ არ მომხდარიყო, სამყარო ძალიან, ბევრად უკეთესი ადგილი იქნებოდა! :D
  • აპრიორი ნაკლები შემოსავლის თვეა.
ჯერ-ჯერობით კარგი აგვისტო მაქვს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უკეთესი სექტემბერი მექნება... <3

p.s. წლის ყველაზე საყვარელი თვე, რა თქმა უნდა, ივნისია, duh!


09.08.11

10 day challenge - Day 3

Eight ways to win your heart.


რაც უცებ მომაფიქრდა, ჩამოვწერე.
ანუ, გულის მოგება კონკრეტულ შემთხვევებში სხვა მეთოდებითაც შეიძლება, მაგრამ ამ რვაზე შევჩერდი:
  1. ესე იგი, თუ გინდათ იყოთ ჩემი დღის გმირი, წამომყევით კონცერტზე. :D როგორც წესი, მარტო დავდივარ. მაინც ვიმხობ თავზე ყველაფერს, მაგრამ ვთვლი, რომ მინიმუმ ერთი ადამიანი არ მაწყენდა.
  2. ნაყინი: შედეგი გარანტირებულია- მუდმივად ჩემს გულში დარჩებით (სანამ ნაყინს ვჭამ, იასნა) :D
  3. შოკოლადი: შედეგი ძალიან გარანტირებულია. :D
  4. გამოიწერეთ/დაალაიქეთ ჩემი ბლოგი (ეს, ან სულაც ორივე :D). ჭეშმარიტად გველური მეთოდია ჩემი გულის მოსაგებად. ანუ, აუცილებლად მესიამოვნება. პოტენციური მზაკვრული განზრახვები შეუმჩნეველი მრჩება ცოტა ხნით მაინც :D
  5. თუ თქვენ გიყვართ "Fight Club", როგორც წიგნი, ასევე ფილმი- you are in my "Club of Awesomes"! შეიძლება მეტანიებს ჰქონდეს ჩემი მხრიდან ადგილი...
  6. იყავით ბუნებრივები და არ ისწერვოთ.
  7. თუ თქვენ გმირულად გაუძლებთ ჩემს წუწუნს და ჯერ კიდევ გექნებათ ჩემი გულის მოგების სურვილი (რაც ფრიად წარმოუდგენელია), თქვენ აბსოლუტურად, უპირობოდ და ხანგრძლივი დროით ხდებით მთელი ჩემი გულის მფლობელი :D (ეს ყველა განსაზღვრება ჩემს ლექსიკონში ფარდობითი ცნებებია. ანუ, მთლად ბევრს ნუ ელოდებით :D)
  8. ბოლო პუნქტი ყველაზე ვრცელდება, მგონი: თუ ადამიანს აქვს იუმორის გრძნობა და უნარი გამაცინოს (ცოტაც მყოფნის ჩაბჟირებამდე), ის აუცილებლად მესიმპატიურება და ასეთ შემთხვევაში გულის მოგებამდე 2 ნაბიჯია.
პ.ს. პუნქტები ზოგად ხასიათს ატარებს. ანუ, "how to get me to date you"-ტუტორიალი არაა.

პირველი დღის პოსტი.
მეორე დღისპოსტი.

იხილეთ იდეა.

03.08.11

10 day challenge - Day 2


Day Two: Nine things about yourself:


ჰმმმ... მართლა გამოწვევა გამოდგა. ბევრჯერ მაქვს მსგავსი რამე დაწერილი და აღარ მინდა გავმეორდე.
ამიტომ დავტოვებ ამ ფანჯარას ღიას და იდეები თუ მომივა, ჩამოვწერ...
ჰოდა:
  1. basic ამბები რომ მოვიშოროთ თავიდან: მიყვარს მწვანე ფერი და ყველანაირი საჭმელი თოხლო კვერცხის გარდა.
  2. როდესაც ვზივარ, ფეხის თითები სულ მოკეცილი მაქვს. აი, დაახლოებით ისე, ოსურის ცეკვაში რომ ცერებზე დგანან. ფეხსაცმელებში ადგილი თუ მაქვს, მაშინაც. :D
  3. ძალიან იოლად აღვფრთოვანდები რამით, მაგრამ ასევე ძალიან იოლად და მიზეზების გარეშე შეიძლება უცებ გადავწყვიტო, რომ მომბეზრდა (მათ შორის ადამიანებიც).
  4. როდესაც კომენტარზე :) სმაილს ვწერ, ძირითადად ვგულისხმობ: "Whatever... dumbass! You're stupid. Fuck you".
  5. ვაგროვებ კონცერტების, ფეხბურთის მატჩების ბილეთებს :D შეგიძლიათ იხილოთ პოსტი ჩემს Door of fame-ზე. თუმცა, მას შემდეგ ბევრი ბილეთი დაემატა. Update პოსტი არ გვაწყენდა...
  6. გონებაში პლიუსებს ვუწერ ადამიანებს, თუკი შემთხვევით საუბარში ახსენებენ, რომ უყვართ ჩემი ფავორიტი ფილმი/ავტორი/წიგნი/ჯგუფი.
  7. საერთოდ, საკმაოდ ემოციურად გამოვხატავ როცა რამე ახალს აღმოვაჩენ და თუკი ამ დროს "so what?" სახით შემომხედავს მოსაუბრე, ჩემს თვალში მოცემული სფეროს lame-ების სიაში ხვდება... მეორედ იგივე ადამიანთან მსგავს საკითხზე აღარ ვიწყებ ემოციების ხარჯვას, მაინც ვერ გაიგებს და :D
  8. "There are no 2nd chances. You fuck it up once, you've fucked it up forever!" - ჩემი მუდმივი სტატუსი ერთ-ერთ P2P-ზე. ძალიან ხშირად დამოწმებული საწინააღმდეგოს მტკიცებისას ცხვირში არტყმით :D ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, არ მწამს "ყველაფერი ძველებურადაა" Bullshit-ის და აღარ ვცდილობ patchwork რეჟიმში სოციალური წრეების შენარჩუნებას.
  9. თუ თქვენ აგვიანებთ, მე უკვე არ მევასებით. მაგრამ თუ თქვენ 20 წუთია უკვე აგვიანებთ და მირეკავთ კითხვით: "უკვე მანდ ხარ?" მაშინ მე თქვენ ძალიან არ მევასებით და შეგიძლიათ ხელის თითებზე გადაითვალოთ, კიდევ რამდენჯერ შეგხვდებით სადმე (ცალი ხელის მტევანიც ბევრი იქნება, მაგრამ მაინც). ანუ, ვერ ვიტან, როცა აგვიანებენ! :D
აქვე, ვისაც არ გინახავთ, 10 day challenge -ის პირველი დღის პოსტი.

იდეის ლინკი: 10 day challenge.

21.06.11

So ya thought ya might like to go to the show...




მე საბჭოთა კავშირში დავიბადე.
იქ, სადაც ყველა მხარეს კედელი იყო აღმართული.
სადაც ხალათი ქალის ყველაზე მისაღები სამოსი იყო.
სადაც სკოლაში წითელი ყელსახვევით უნდა გევლო...
სადაც ძალიან ცოტას და ძალიან შორიდან, შიშის ფასად ჰქონდა გაგებული დიდი ჯგუფების სახელები და უფრო დიდი რისკის ფასად, - მათი სიმღერები მოსმენილი.

მე აღარ მომიწია. მაგ დროისთვის დაიშალა კავშირი და გაირღვა კედელი და ნიაღვარივით დაგვეცა თავს ყველაფერი, რაც მსოფლიოს ათასჯერ, მილიონჯერ ჰქონდა უკვე ნანახი. ნაწილობრივ ახლაც იქ ვართ: ჩამორჩენილების პოზაში და ზაფხულის არდადეგებზე გვაქვს გადანაწილებული მასალა.

მე აფხაზეთში გავიზარდე. უფრო კორექტულად: არ მაცადეს... ახლაც დგას ეგ "კედელი".

ანუ, თბილისში გავიზარდე. საერთო საცხოვრებელში, რომლის 2 ოთახსაც 6 კაცზე, აგერ უკვე 19 წელია ცხვირში მადენენ აბორიგენები (ცუდ სიტყვას არ ნიშნავს. google that shit :D)




მე Pink Floyd-ს პირველად ვიღაცის მანქანაში მოვუსმინე. ჯერ კიდევ გამწყდარი კასეტების ლენტებს ფრჩხილების ლაქით რომ ვაწებებდით.

ცხოვრებაში ვერასოდეს წარმოვიდგენდი, არც დავუშვებდი, რომ ოდესმე ვიქნებოდი ერთსა და იმავე დარბაზში Roger Waters-თან ერთად. და ეს მაშინ, როცა უფფფ, რაღაზე არ მიოცნებია: ძალიან უტოპიურ რამეებზე, მაგრამ ამაზე ვერასდროს. ალბათ, ძალიან ხელშესახები იყო ლუზერობა, "საკუთარი სახლიდანაც კი გამოგაგდეს" და ძალიან შორს იყო "დიახ, შენ ყველაფერი შეგიძლია: Sky is the limit. Believe in it!"

და დღეს, შოუს დაწყებამდე, ერთ ადგილას მიყინული ვიჯექი და ალბათ, ძალიან გაფართოებული თვალებით ვუყურებდი რაღაცას, რაც დიდი კედლის ნაწილი იყო, რაც უფრო დიდი ჩანდა და ყველანაირი პათეტიკა გვერდზე რომ გადავდოთ და არცერთი სიტყვა შევალამაზოთ, არცერთი ემოცია გავაზვიადოთ, აბსოლუტურად დაბინდული თვალებით და ოდნავ აკანკალებული ნიკაპით ვიღაცას/რაღაცას შიგნიდან ვუხდიდი მადლობას, რომ იქ ვიყავი.

არასოდეს, არასოდეს გაუშვათ ხელიდან შანსი, აიხდინოთ ბავშვობის/თინეიჯერობის ოცნება (ან ის, რის ნატვრას ვერც ბედავდით)
:)


Sky is the limit...


p.s. თავად შოუზე ამ დღეებში. დღეს ვერა...

05.03.11

ჩემი სასწაულმოქმედი ბლოგი

მეტი რაღა ვთქვა?!

"ასე აგისრულდეს ყველაფერი, როგორც სექტემბრის პოსტში ჩამოწერილ სურვილთაგან ერთი უკვე აგიხდა და მეორის ასრულებამდე, მხოლოდ 3 თვეღა დარჩა"-ო, იტყოდა მავანი მოხუცი ბებო...
:)

p.s. თან სექტემბერში ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ვოთერსის შოუ მიუნხენშიც ჩატარდებოდა. მოგვიანებით დაამატეს...

05.01.11

ბლოგის დადებითი ენერგიის იმედზე ჩემი მტერი იყოს, მაგრამ მაინც...

ჰუჰ, სათაური პოსტზე გრძელი გამოვიდა.
რამდენჯერმე ბლოგზე ჩემი სურვილებისა და მოლოდინის შესახებ დავპოსტე. შეიძლება იმიტომაც, რომ რაღაც ფაქტივით შემომცქერიან მერე ჩემივე სიტყვები, ბევრი მათგანი სისრულეშიც მოვიყვანე.
ჰოდა, ახლაც დავპოსტავ ორ რამეზე. ერთის შემთხვევაში თებერვლის დასაწყისშივე გავიგებ, ახდა თუ არა. აი, მეორეს კი, აგვისტომდე უნდა ვუცადო:
  • 9 თებერვალს Citizen Cope-ის კონცერტია მიუნხენში და წასლა მინდა


  • სავარაუდოდ, ივლისში ან აგვისტოში საქართველოში წავალ 2-3 კვირით
    <3>
"კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა"-ო , ნათქვამია, მაგრამ let's be positive!

08.12.10

Someone like'em

ხანდახან ვუსრულებ საკუთარ თავს ჩანაფიქრებს.
რამდენიმე თვის წინ პოსტი დავწერე, Kings of Leon-ის კონცერტზე უნდა მოვხვდე-მეთქი.
ბილეთები საკმაოდ ძვირი ღირდა ინტერნეტში რომ დავძებნე და სიმართლე რომ ვთქვა, იმედი აღარც მქონდა, რომ წავიდოდი.

4 დღის წინ შემთხვევით ვნახე, რომ 30 ევროიანი ბილეთებიც ჰქონდათ. მერე რა, რომ სცენიდან საკმაოდ შორს. გადავწყვიტე, წავსულიყავი და მეცადა ბედი.

საზიზღარი ამინდი იყო გუშინ. წვიმაში ვიდექი და ველოდი, ვის აღმოაჩნდებოდა ზედმეტი ბილეთი, რომ მეყიდა. გამიმართლა, რომ მარტო ვიყავი, თორემ ყველა წყვილ-წყვილად ეძებდა. ჰოდა, ასე შემრჩა 50 ევროიანი ბილეთი 35 ევროდ, თან სცენის პირდაპირ.

რომ შევედი და პირველ რიგში აღმოვჩნი, აღარც გამკვირვებია. Mando Diao-ს კონცერტზეც ზუსტად ეგრე ვიყიდე ბოლო დღეს ბილეთი და მაშინაც პირველ რიგში მოვხვდი. :D

Special Guest-ებად The Whigs ჰყავდათ. დრამერმა იქ ისეთი ამბავი დაატრიალა, გაოგნებული ვიყავი. ასეთი დრამი მე პირადად არცერთ კონცერტზე არ მახსოვს.

მერე, KOL-ის დრო რომ მოვიდა და Caleb-ის ისედაც ხრინწიანი ხმა გრიპის გამო საერთოდ წასული იყო ხელიდან, ვიფიქრე, რომ დიახ, "აი, ამის გამო ვიდექი წვიმაში!!!" :D

19 სიმღერა იმღერეს. ბოლოსკენ Caleb-ს ყველა ნოტის აღებაზე ეტყობოდა, რომ ყელი საშინლად სტკიოდა. სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, შეგეცოდებოდა... 100-ჯერ მოიხადა ბოდიში.
მე რამდენიმე სიმღერას ავყევი და დღეს მთელი დღე მახველებს. ის საწყალი წარმომიდგენია, რა დღეში იქნებოდა.

თან, ხომ შეიძლება, როგორც მსმენელს შეგემჩნია, რომ ამ დროის გადაგორება უნდა... არა, აბსოლუტურად არ დაუზოგავს თავი და როგორც თვითონ თქვა, the best possible show ჩაატარა. მთელი თავისი ენერგია ჩადო იმ 2 საათში.

და აი, ამიტომ მიყვარს Live-ები, ხარვეზებით, მომღერლებით, რომლებსაც ტექსტი ავიწყდებათ, გაციებულები არიან, მაგრამ მთელი გულით იქ არიან, სადაც უნდა იყვნენ: სცენაზე!





26.09.10

დეკემბრის და შემდეგ ივნისის მოლოდინში...

last.fm ხშირად მიხსენებია. კარგა ხანია, Kings of Leon-Radio-ს ვატრიალებ.

ამას წინათ სამსახურში მივდიოდი და აფიშას მოვკარი თვალი:

6 დეკემბერს ჩამოდიან მიუნხენში. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ უტოპიას უტოლდება ამჟამად კონცერტზე ოცნებაც კი, მაინც წავალ!!!!

აი, ამათ ვგულისხმობ:



თუმცა, ეს არაფერია 2011 წლის ივნისთან შედარებით. ჯერ ერთი, იმიტომ რომ, 2 ივნისს მორიგი ქაოსური დაბადების დღე მექნება და მეორეც იმიტომ, რომ.....

ვაიმე, პოსტში ხსენებაზეც კი გული მიჩქარდება....


"The Wall" 30 წლის ხდება და მისი უდიდებულესობა როჯერი გერმანიაში მართავს 7 კონცერტს!!!!!!



03. Juni 2011, Mannheim, SAP Arena
04. Juni 2011, Mannheim, SAP Arena
10. Juni 2011, Hamburg, o2 World
11.Juni 2011, Hamburg, 02 World (Zusatzkonzert)
15. Juni 2011, Berlin, o2 World
16. Juni 2011, Berlin, o2 World
18. Juni 2011, Düsseldorf, ESPRIT Arena
(http://www.tour-konzert.de/roger-waters-the-wall-tour-konzerte-2011-deutschland/)


წყალი მომაწოდეთ ვინმემ!!!!

2006 წელს, როდესაც ცალკე უოთერსი და ცალკე გილმორი იყვნენ მიუნხენში, ვერცერთზე მოვხვდი და თავს ვერ ვპატიობდი.
ახლაც, ბილეთები როდემდე იქნება, არც ვიცი, მაგრამ ზოგ შოუზე რომ 180 ევროდან და ზემოთ ღირს, შოკის მომგვრელია....

მაგრამ, აი, მაინც წავალ!!!!

თან რა მაგრად დაემთხვეოდა... 2-ში დაბადების დღე და თუნდაც, 3-ში მანჰაიმი და ყველაზე... ყველაზე.... კონცერტი, რომელსაც ოდესმე დავესწრები!!!


პ.ს. ანგარიში უნდა გავხსნა და შემოწირულობა მივიღო :D



08.06.10

Post B-Day Post

მერე რა, რომ:
  • ჩემს დაბადების დღეზე საშინლად წვიმდა და ციოდა.
  • მეტროდან ბარამდე სანამ მივედი, ჩემი დიდის ამბით დასწორებული თმა დამისველდა და ფაქტიურად, ცუდად მქონდა ძალიან.
  • ჩემი ძმაკაცი მთელი დღე იყო სკაიპში და არც მომილოცა :D Come on, bro, სკაიპის რიმაინდერი მაინც არ ვიცოდე, რას ნიშნავს... ვის აბოლებთ, მლიაჰ?! :D
  • მეორე ძმაკაცმა facebook-ზე დაბ.დღის სურათების ალბომი დაალაიქა და ასე მოიხადა ვალი. :D მაგრამ ამ ოთხშაბათს აქვს დაბ.დღე და ის კი არ იცის, რომ იგივეს ვიზამ.
  • ერთმა სტუმარმა, რომელმაც 1 კვირით ადრე იცოდა, რომ დაბ.დღეზე უნდა მოსულიყო, თავის სტუმარს, რომელმაც 5 საათით დაიგვიანა, არც კი უხსენა, რომ მამენტ, მეგობრის დაბ.დღე იყო და ამბავი... well, setting the right priorities, u know ;) ...
  • მეორე სტუმარმა, საერთოდ, "ს კაკოვატა ხრენა" გადაწყვიტა, დაეგვიანებინა ბარემ 2 საათი :D
  • (აქვე დიდი კითხვა ბლოგერებს: როცა ადამიანებმა იციან, რომ ყველაზე მეტად დაგვიანებაზე ღიზიანდები და შენს საკუთარ დაბ.დღეზე 2 საათი აგვიანებენ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ " ვი იმ პოხუი?" :D ჩემი პასუხი ქვეტექსტში სჩანს).
  • საშინელი დამწვრობა მივიღე გუშინ, 4 საათის განმავლობაში თაკარა მზის ქვეშ ჯდომისას. ცოტნე დადიანის მესმოდა, იმჰო. :D განსხვავება იმაში იყო, რომ მე P!nk-ის special Guest-ებს ვუსმენდი.

მაინც:
  • ყველაზე მაგარი საჩუქარი მივიღე და P!nk-ის შოუზე ვიყავი და ეს სიტყვა გადაჭარბებული არაა: 1,5 საათის განმავლობაში, ხან საიდან გადმოხტა, ხან რომელ თოკზე ეკიდა თავდაყირა სიმღერისას... დაუვიწყარი იყო. ჰყავს უუუმაგრესი Crew, დაწყებული ჯასტინით და ევათი და დამთვარებული ბექვოქალებით. საერთოდ არაა ცხვირაწეული, ან აგრესიული. პატივისცემით და ხუმრობით და შიგადაშიგ ბავშვური "გაპრანჭვით" ელაპარაკება მსმენელს და მეორე წამს, როგორც კი სიმღერა დაიწყება, ისეთი Power-Woman ხდება.... მმმ... ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ. ამის გარდა ერთადერთი შოუ, რომელზე დასწრებაც, ალბათ, გონებას დამაკარგვინებს და სერიოზულად ცუდად გამხდის არის გილმორის, ან ვოთერსის, ან ორივესი ერთად. :D დანარჩენი ჩემი უსაყვარლესები ან აღარ არიან ცოცხლები და ან, შოუს ელემენტებზე ნაკლებად ხდება ზრუნვა მათი კონცერტებისას.
  • ჰოდა, ამ ყველაფრის ფონზე, ხომ ღირს, რომ დავიკიდო ზემოთხსენებული bad news?! კი, ღირს! p.s. მომავლ წელს, just, არ დავპატიჟებ არაპუნქტუალურებს დაბ.დღეზე. მნე ტოჟე პოხუი :D

ბონუსად, ფოტოები კონცერტიდან, რომლებიც ხარისხით ვერ დაიკვეხნიან:
ამ რაღაციდან გადოეშვა თოკით. :D


აქ Dear Mr. President-ს მღერის.

04.06.10

P!nk სტუდიაში!

აი, ამ ქალის კონცერტზე მივდივარ 6 ივნისს!

დაბ.დღის საჩუქარი იყო!!!




ვსe, აღარ დავწვრილმანდები. ვერ ვიტან "მერე მე ჩავიცვი, მერე წავედი, მერე მოვედი" პოსტების წერას....
დღის highlight იყო ეს ბილეთი და ის, რომ ჩემი დაბ.დღე იყო. :)

პ.ს. მადლობა ყველას მოლოცვებისთვის. :*

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates