Posts mit dem Label ოცნება werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label ოცნება werden angezeigt. Alle Posts anzeigen

21.06.11

So ya thought ya might like to go to the show...




მე საბჭოთა კავშირში დავიბადე.
იქ, სადაც ყველა მხარეს კედელი იყო აღმართული.
სადაც ხალათი ქალის ყველაზე მისაღები სამოსი იყო.
სადაც სკოლაში წითელი ყელსახვევით უნდა გევლო...
სადაც ძალიან ცოტას და ძალიან შორიდან, შიშის ფასად ჰქონდა გაგებული დიდი ჯგუფების სახელები და უფრო დიდი რისკის ფასად, - მათი სიმღერები მოსმენილი.

მე აღარ მომიწია. მაგ დროისთვის დაიშალა კავშირი და გაირღვა კედელი და ნიაღვარივით დაგვეცა თავს ყველაფერი, რაც მსოფლიოს ათასჯერ, მილიონჯერ ჰქონდა უკვე ნანახი. ნაწილობრივ ახლაც იქ ვართ: ჩამორჩენილების პოზაში და ზაფხულის არდადეგებზე გვაქვს გადანაწილებული მასალა.

მე აფხაზეთში გავიზარდე. უფრო კორექტულად: არ მაცადეს... ახლაც დგას ეგ "კედელი".

ანუ, თბილისში გავიზარდე. საერთო საცხოვრებელში, რომლის 2 ოთახსაც 6 კაცზე, აგერ უკვე 19 წელია ცხვირში მადენენ აბორიგენები (ცუდ სიტყვას არ ნიშნავს. google that shit :D)




მე Pink Floyd-ს პირველად ვიღაცის მანქანაში მოვუსმინე. ჯერ კიდევ გამწყდარი კასეტების ლენტებს ფრჩხილების ლაქით რომ ვაწებებდით.

ცხოვრებაში ვერასოდეს წარმოვიდგენდი, არც დავუშვებდი, რომ ოდესმე ვიქნებოდი ერთსა და იმავე დარბაზში Roger Waters-თან ერთად. და ეს მაშინ, როცა უფფფ, რაღაზე არ მიოცნებია: ძალიან უტოპიურ რამეებზე, მაგრამ ამაზე ვერასდროს. ალბათ, ძალიან ხელშესახები იყო ლუზერობა, "საკუთარი სახლიდანაც კი გამოგაგდეს" და ძალიან შორს იყო "დიახ, შენ ყველაფერი შეგიძლია: Sky is the limit. Believe in it!"

და დღეს, შოუს დაწყებამდე, ერთ ადგილას მიყინული ვიჯექი და ალბათ, ძალიან გაფართოებული თვალებით ვუყურებდი რაღაცას, რაც დიდი კედლის ნაწილი იყო, რაც უფრო დიდი ჩანდა და ყველანაირი პათეტიკა გვერდზე რომ გადავდოთ და არცერთი სიტყვა შევალამაზოთ, არცერთი ემოცია გავაზვიადოთ, აბსოლუტურად დაბინდული თვალებით და ოდნავ აკანკალებული ნიკაპით ვიღაცას/რაღაცას შიგნიდან ვუხდიდი მადლობას, რომ იქ ვიყავი.

არასოდეს, არასოდეს გაუშვათ ხელიდან შანსი, აიხდინოთ ბავშვობის/თინეიჯერობის ოცნება (ან ის, რის ნატვრას ვერც ბედავდით)
:)


Sky is the limit...


p.s. თავად შოუზე ამ დღეებში. დღეს ვერა...

20.02.11

another Saturday .... ( the day of the week following Friday and preceding Sunday (c) Wiki)

ბავშვობაში იურისტობა მინდოდა...
მერე თარჯიმნობა....
მერე ჟურნალისტობა...
ახლა, კაცმა არ იცის, რა მინდა, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილებიდან უცხო ენების სპეციალისტი თუ შეიძლებოდა გამოსულიყო ჩემგან, თორემ ამ ბლოგსაც რომ გადავხედოთ, რომელ ჟურნალისტიკაზეა საუბარი?!

რატომ მგონია, რომ ამ ყველაფერზე უკვე დავპოსტე ერთხელ, ან ასჯერ?!
მაგრამ ბლოგი, რომელიც პირადი ბლოგების კატეგორიაში გადის, ალბათ ყოველთვის სავსეა ტავტალოგიებით (ჰაჰ, ამ წინადადებაშიც კი).

ამ წუთას, ვოდკა-ბულის შემდეგ, არც უნდა მადარდებდეს, რა მინდოდა ბავშვობაში...
არც ის უნდა მახსენდებოდეს, რომ Anne Sexston-ი, თავის ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ ლექსს 4 თვის განმავლობაში წერდა. არც ეს ციტატა უნდა მახსენდებოდეს მისი წერილიდან, რომელიც Carolin Kizer-ს მისწერა :
He probably won't like my work. And there we'll be (you and me) with our Cal and our Ted, not liking our work enough (sobbing in our own private caves of womanhood and kicking at the door of fame that men run and own and won't give us the password for)...

არც ის უნდა მახსენდებოდეს, მითუმეტეს სექსტონის ფონზე, რომ საუკუნეზე მეტია არაფერი დამიწერია... ის კი არა, საერთოდ, ყველა ჩემს დაწერილ სტრიქონს უნდა ვივიწყებდე სამუდამოდ.

Björk-საც არ უნდა ვუსმენდე წერისას youtube-ზე... არ მიყვარს და იმიტომ.

ან პირიქით, ვოდკა-ბულის შემდეგ არ უნდა მიკვირდეს, თუკი ეს ყველაფერი მახსენდება, ან მადარდებს...



პ.ს. ენ სექსტონის მეათასედი, ან მეათიათასედი ვიქნებოდი...

31.08.09

ცუდად არჩეული

ცუდად ასრულებულ სურვილს ჰგავს.
აი, ისეთს: ჩაფიქრებისას შემთხვევით სხვა სიტყვა რომ წამოგცდება
და მერე თან გიხარია და თან არც...

ცუდად დაწერილ ლექსს ჰგავს.
აი, ისეთს, შუალედში რომ ადგები და
საჭმელს გაიკეთებ...

ცუდად მოყოლილ მოთხრობას ჰგავს,
ქრონოლოგია-არეულ თხრობას,
რომელიც პირვანდელ აზრს ჰკარგავს...

ცუდად არჩეულ გზას ჰგავს.
აი, ისეთს, ყოველი მორიგი ნაბიჯის გადადგმისას
უკან მობრუნება რომ გინდა...


ცუდად ახდენილ ოცნებას ჰგავს...
ისევ რომ შეფუთავ და უკან აგზავნი წარწერით:
"თუ შეიძლება შემიცვალეთ. მე სხვანაირი ოცნება მქონდა...
ეს ჩემსას არ ჰგავს..."


:)

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates