Posts mit dem Label გურჯისტან werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label გურჯისტან werden angezeigt. Alle Posts anzeigen

15.04.12

ე.ი. რომ მჯერა და რომ გავივლი ჩემითაც

მაგრამ მამენტ, თუ გინდათ, მიიჩოჩეთ და გამატარეთ :D

spoiler alert: ეხება აღდგომას და მსგავს თემებს. ვისაც არ აინტერესებს, დროს ნუ დაკარგავთ :)

წინა კვირას, როცა ჩვენთან ბზობა იყო, აქ აღდგომას აღნიშნავდნენ.
იმ დღეს მოთოვა და მე დილით თავი რომ წამოვყავი, კინაღამ გული გამისკდა.
ჯვარი აქაურობას (როგორც ჩემმა ერთმა მეგობარმა იმეორა დღეს), ნორმალური ზამთარი გვქონდა და ბევრს არ ვიწუწუნებ.
ჰოდა, ისინი, ვისაც აღდგომის აღნიშვნა უნდოდა, იყვნენ ეკლესიებში და მერე ბაღებში ეძებეს კურდღლის მიერ დამალული კვერცხები (ძალიან საინტერესო ტრადიციაა, საიდან მოდის, არ ვიცი და მგონი, აღარც გერმანელებმა იციან), მერე გემრიელად ისადილეს და მერე დაიშალნენ.

ვისთვისაც აღდგომა ერთი ჩვეულებრივი დღეა კალენდარში, წითელი პარასკევიდან მოყოლებული დისკოთეკებზე იყო (მახსოვს ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, დიდი წივილ-კივილი იყო უფრო კათოლიკურ ბაიერნში, აღდგომის დღეებში დისკოები აეკრძალათ, თუ არა. რაციონალურად იმსჯელეს მერე და დატოვეს ღია :D).

ჰოდა, ყველამ თავის პონტში გააჯაზა და დაიშალნენ. არავის არ დაუწყია საქმის გარჩევა, ვიღაც გრეტამ რატომ გადაიტყავა მუხლები და რატომ ჭამა მერე მწვადი და ვიღაც ჰანსმა რატომ დაიმხო თავზე Party-Banane (ცენტრალური უბნის 3-4 ქუჩაზე განთავსებული ბარები, ქუჩები რუკაზე ბანანის ფორმას ქმნიან).

დღეს მართლმადიდებლური აღდგომა იყო. ბერძნები სანთლებით ხელში დადიოდნენ მეტროში. ტაძარში ანთებული სანთლები მიაქვთ სახლში, მგონი. მსვლელობა ჰქონდათ მთავარ მოედნამდე თავიანთი ეკლესიიდან. ქართულ ეკლესიაში ტრადიცული ლიტანიობა და წირვა იყო ღამით.
დღეს მან, ვინც მარხვას იცავდა, გაიხსნილა და ჭამა ხორცი.... უიმე, დედა, ეს როგორ ვთქვი?! როგორ გაბედეს და ჭამეს ხორცი!!!! თავხედები ეგენი :D როგორ არ შეუთანხმეს მთელ facebook-ს რა უნდა ექნათ, თან ისე, რომ facebook-ი იასნა, ისე აკეთებს ყველაფერს, როგორც თვითონ უნდა და რა პონტში უნდა უთხრას ვინმემ რამე, მაგრამ თვითონ რა პონტში არ უნდა ასწავლონ ყველას, რა უნდა ქნან....
აღმაშფოთებელია პირდაპირ, რა... დიდი მიტევების დღე უნდა მოაწყოს მართლმადიდებლურმა სამყარომ და ბოდიში მოიხადოს, რომ ხალხმა ჭამა მწვადი :D

და მერე გამახსენდა ჩემი პალესტინელი დაქალის მამა და მივხვდი, რატომ დაიწყო მხოლოდ გერმანიაში 5-ჯერ ლოცვა და მარხვის შენახვა.
და საქართველოში რატომ არ არის შუალედური არაფერი: ან ფანატიკურად რომ სწამთ და ან რადიკალურად აგინებენ და ახლა ახალი მოდა შემოვიდა, ცინიზმის შარავანდენი ადგას ხალხს. სერიოზული პატივისცემაა სხვისი ფუნდამენტური უფლების მიმართ...
(აქ აბსოლუტურად არ ვეწინააღმდეგები იმ აზრს, რომ ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი ერშიც და ბერშიც, რელიგიური განათლებით დაწყებული, ფინანსური საკითხებით გაგრძელებული და ბიუჯეტიდან თუ ფული გადის, რაც ვერ გავარკვიე წესიერად, სხვა კონფესიის მქონეთა გადასახადებიდან რომ არ უნდა გადიოდეს და საჭირო ადგილას ამონაწერი მიდიოდეს, სად, რა და როგორ დაიხარჯა, კიდევ გაგრძელებული ქალის მეორეხარისხოვანი ადგილის აბსურდულობით და დამთავრებული ყველა ქუჩაზე სამი ეკლესიის და 20 საეკლისიო მაღაზიის უბრალოდ საჭიროების არქონით და სხვა. )

ანუ, ბევრ საკითხში, რომელიც კორექტულად იქნება დასმული ორივე მხრიდან, ვხედავ საკამათო მასალას, მაგრამ არასდროს დავუჯდები ვიღაცას და მოვუსმენ, როგორ დასცინის სხვას მისი რელიგიური მრწამსის გამო.

და მერე მე დავფიქრდი და მივხვდი, რომ მომცლია, ერთი. მე რატომ უნდა ვიშალო ნერვები, თუკი ვიღაც აღშფოთდება, რომ მე დღეს აღდგომა აღვნიშნე, ეს არანაირად არ არის ჩემი პრობლემა :D მე ჩემთვის ვიჯექი ბულკივით და ვუსმენდი სვანურ "ქრისტე აღსდგა"-ს.

რაღაცის გარკვევის ბევრნაირი გზაა. ერთი მათგანი არის, ადამიანს აუხსნა, რომ არ მოგწონს ტონი, რომლითაც ის შენთვის მნიშვნელოვან რაღაცას ცინიკურად უდგება, ან ჩაება პოლემიკაში, რაც ქართულ რეალობაში ისედაც გვერდზე გადავდოთ და ან, მესამე და სამართალი და შეწყვიტო ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა (ბოლო-ბოლო ყველას შტრასბურგში ხომ არ უჩივლებ :D).
ჰოდა, პირველი და მეორე არ გაჭრის ჩემს პონტში, caps lock-ის ჩართვას არ დავიწყებ მე ახლა და ავდგები და წავშლი ამ ხალხს, ჩემი რა მიდის. :D

ბოდიში იმ უფლების ჩემთვის დატოვებისთვის, რა, როგორ, რატომ უნდა აღვნიშნო. მე მაპატიეთ... კიარადა ისა :D

ჰოდა, ამ ნოტაზე ერთი ანეკდოტიც და დავიშალეთ: ბიძაჩემი იყო ჩამოსული თბილისში სააღდგომოდ და დილით ჩემს მეზობელს შეხვდა კორიდორში. ბიძაჩემმა "ქრისტე აღსდგა"-ო და მეზობელმა "თქვენიანად"-ო :D

ქრისტე აღსდგა!

27.12.09

Ach so...

ბეჭედს ისე ვიტრიალებ, რომ მისგან ამოცვენილი პატარა თვლებისგან შექმნილი ღრმულები არ გამოჩნდეს. არადა ვერცხლის ბეჭედია. საერთოდ მიყვარს ვერცხლი. შევეჩვიე ჯერ კიდევ ადრინდელი ბავშვობიდან და იმიტომ...
ანუ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ რაღაცას რომ შეეჩვევა და შეუყვარდება, მერე გადაჩვევა უჭირს.

თუმცა ეს რა შუაშია, არვიცი.

საახალწლოდ განათებული ქუჩებში ბოდიალის შემდეგ მაინც იმედი მაქვს, რომ ტრანსპორტი გამოივლის. და იმედი მაქვს,რომ ეს ტრანსპორტი ავტობუსი იქნება. ის, რომელიც დაუზარელად ამიყვანს ჩემს ქუჩაზე. ასეც ხდება. მე მუდამ მძღოლის გვერდით მიყვარს ჯდომა. არადა დედაჩემი სულ მაფრთხილებდა ტრანსპორტში წინ და უკან არ ჩაჯდე. ნუ დედაჩემი რათქმაუნდა იმ შემთხვევას განიხილავდა, რომ ავარიის დროს მე უნდა გადავრჩენილიყავი. მაგრამ არ მიყვარს შუაში ჯდომა. ან წინ ან უკან. შუაში ყოველთვის ყველაზე მეტი ადამიანია და ეს მე არ მსიამოვნებს. უფრო სწორად ის არ მსიამოვნებს, როდესაც ვიღაც მეხება. შეიძლება ეს არის ახლობელი, ამაზე არ ვამბობ. მე ვამბობ იმაზე, რომ სრულიად უცხო ადამიანი როდესაც მეხება, თავს საშინლად არაკომფორტულად ვგრძნობ.

თუმცა ესეც რა შუაშია, არვიცი.

ვიყურები ფანჯრიდან, ვუყურებ გაჩახჩახებულ ქუჩას და მაინც რაღაც ისე არ არის. მე ჯერ კიდევ პოსტ–კომუნისტური ქვეყნის შვილი ვარ და მშურს იმ ქვეყნების, რომლებიც მაშინაც გაჩახჩახებულია, როდესაც ახალი წელი არ ახლოვდება.


მე თბილისში ვარ.
ოცნებებს დავემშვიდობე.
იყო დრო, როდესაც გერმანიის გარდა ოცნება არ მქონდა. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ გერმანიაში წავსულიყავი და კარგი განათლება მიმეღო იქ.
მენახა ჩემი ერთ–ერთი საოცნებო ქალაქი მიუნჰენი.
როდესაც სიტყვა "მიუნჰენი" უნდა წარმოთქვათ, "ჰ" სივრცეში უნდა გაჭედოთ. გაკვანძოთ. ენა უნდა მოკლაკნოთ. ისე, რომ ამ სიტყვის წარმოთქმისას ეს ბგერა "ჰ"–სა და "ხ"–ს შორის მოახვედროთ.
ხოდა იმას ვამბობდი, რომ მაშინ არც სამსახური მქონდა და არც იმაზე ვფიქრობდი, თუ გერმანულის სწავლას ოდესმე თავს დავანებებდი.
Die deutsche Sprache machte mir Spass...
aber jetzt bin ich wieder hier..
in meiner Hauptstadt...
ეს ფრაზები თუ ვერ გაიგეთ,არაუშავს.
ქრისტინე გაიგებს რაც მთავარია. და თუ ქრისტინე გაიგებს, მაშინ ამ ბლოგში მუდმივად შემომსვლელიც გაიგებს. მთავარია ამ ბლოგში შემოსვლისას ქრისტინესი გესმოდეთ და ენას მნიშვნელობა არ აქვს. ისევე, როგორც ტერიტორიულ საზღვარს.

რომ დამპატიჟა, ვფიქრობდი რაზე დამეწერა. მინდოდა რაღაც საერთო, ოქროს შუალედური ხაზი გამევლო, მაგრამ ისე, რომ არც ჩემი სტილისთვის მეღალატა და არც კიტოს ბლოგისთვის ყოფილიყო რაიმე მიუღებელი.

კიტო ვინაა???
მე ყველა "ქრისტინე"–ს "კიტო"–ს ვეძახი.
რატომ??
იმიტომ, რომ ეგრეა.
და მორჩა.


მაგრამ ესეც არ ვიცი რა შუაშია.

ამ ბლოგში რაღაც ხდება ხოლმე მუდამ.
ხან უკმაყოფილოა, ან გამოცდებს აბარებს და უხარია.
საბოლოო ჯამში "ჩვენთან" არის.


ამას წინათ სამსახურში პირსინგ–სვირინგიანი და თმებგადაპარსული გოგო შემოვიდა და ხალხმა ისე შეხედა, თითქოს საგიჟეთიდან გამოქცეული იყო.
შემდეგ 1 ჰომოსექსუალისტთა წყვილი, რომელთაგან ერთ–ერთი თურმე ცნობილი ჰომოსექსუალისტი ყოფილა და ჩემთან ურთიერთობის შემდეგ როდესაც გავიდა, დაცვამ ისეთი რეპლიკების სროლა დაიწყო ამ ადამიანის წინააღმდეგ, რომ ამ დაცვის ბიჭზე გული ამიცრუვდა.
მერე რამდენიმე დღის განმავლობაში ხმამაღლა ვუმტკიცებდი, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს. რომ ვერ გაიგო, ჩემი ტონი ხმამაღალიდან აგრესიულში გადაიზარდა. შედეგი – მგონი ნული. at least ის მაინც ვიცი, რომ მინუს უსასრულობიდან ნულამდე ამოვიდა.
ხო ჩვენ აშკარად ისევ საბჭოთა აზროვნების ტრადიციების მიმდევარი ერი ვართ. მუდმივად სტაგნაციას განვიცდით და არასოდეს დამთავრდება ასეთი მდგომარეობა.

რა შუაში იყო.


იმ დღეს ისევ მომინდა უცხო ადამიანს ჩავხუტებოდი. ამჯერად ეს უცხო ადამიანი ქუჩაში მოსიარულე საკმაოდ მოხუცებული მამაკაცი იყო, რომელმაც მკითხა რომელი საათიაო.
მერე ისევ მომერიდა და გზას გავუყევი. ჩუმად ვფიქრობდი ჩემთვის, რა აზრი აქვს დროის ცოდნას, თუ მაინც არავინ გელოდება და არც სადმე გეჩქარება?!

მინდა ბევრი დავწერო ამ ბლოგში. მაგრამ ვნერვიულობმეთქი. კიტოსაც ვუთხარი მეშინია შენს ბლოგში დაწერისმეთქი. ეს ისეთი გრძნობაა 6 წლის ბავშვი წერას რომ სწავლობს და პირველი მონახაზის გაკეთების რომ ეშინია.


ვირტუალურად მენატრები.
რეალურად კი მინდა, რომ თბილისში იყო.
და მართლა რომ ჩამოსვლას რომ დააპირებ, ეს სიმღერა მიუძღვენი გერმანიას.



ეს კი ჩემი პოსტი იყო...
თუ მიხვდება ვინმე ვინ დავწერე და ვინ ვიყავი შენი სტუმარი...

10.09.09

ორწამიანი მიმოხილვა და შემდეგ ისევ სამეცადინოდ გავარდნა

ლიოლ...
ესე იგი, დავიწყებ კონსტრუქციულად: 2003 წლის 14 ნოემბრიდან ვარ გერმანიაში. ჩვეულებრივი 19 წლის გოგო ვიყავი მაშინ, ჩვეულებრივი ოპერი, მერე ენის სტუდენტი, მერე ერთი წელი ერთი უნი და მესამე წელია ახლა ვარ მეორე უნიში. ახლაც ჩვეულებრივი გოგო ვარ, უბრალოდ 25 წლის :D


ჰოდა, ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, ფრიად ვკაიფობდი დიდი ხნის ჩამოსულ სასტავზე, ზემოდან რო გეუბნებიან გამარჯობას, ან არც გეუბნებიან. :D იმჰო, მკიდია. შეიძლება ქუჩაში ვინმე ვნახო და მივხვდე,რომ ქართველია, მაგრამ აუცილებლობად არ მიმაჩნია, ჩავეხუტო. მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ შევხედეთ ერთმანეთს, ღიმილით ვესალმები და ვაგრძელებ გზას.

რა თქმა უნდა, კარგი და ზრდილობიანი ხალხიც ბევრია აქ და საერთოდ, მიუნხენში ბევრი კარგი ქართველი ცხოვრობს.

ახლა აღარ ვარ ახალი ჩამოსული, ასე რომ იმ დიდი ხნის ჩამოსულებისგან "ნორმალური გამარჯობა" დავიმსახურე :D მაგრამ შარი ხომ არ ილევა... ახლა ახალი ჩამოსულები დაისტრესნენ და ჰგონიათ, რომ თუ ყველას ცხვირს აუბზუებენ და ანახებენ, რომ აი, მკიდია, დიდი ხანი ხარ თუ არა აქ და აქეთ მეხვეწე, რო გაგიღიმო, მაგარი როჟები იქნებიან. :D
დასტოინის სახით გესალმებიან :D

ოლიმპიადაა, მლიაჰ? :D

ვინც უფრო დიდხანს იქნება გერმნიაში, უფრო მაგარი როჟაა???


fuckin' გუტჯისტან, იმჰო. :puke:


დამაიგნორეთ, იმჰო, სულ არ მკიდია? :D



ახლა, აიღეთ ეს პოსტი და შესაბამის ადგილებში "ძველი ბლოგერი" და "ახალი ბლოგერი" ჩასვით და welcome to ქართული "ბლოგოსფერო" :D

06.08.09

2 in 1 პოსტი

2 in 1 კი არა, მეტია აშკარად :D

ნელ-ნელა დავიწყებ.


პრინციპში, დღეს სხვა რამეზე მინდოდა დაწერა, მაგრამ ეს თემა უფრო აქტუალურია. მეგობარ გოგოს ველაპარაკებოდი ნეტში და მეგონა, ჩემს ისტორიას მიყვებოდა :D

ესე იგი, აი, ყველა მამრი, ვისთანაც მქონია კონტაქტი, თან უკლებლივ ყველა რატომ იწყებს ასე: "აუ, რაღაც უნდა გითხრა... აი, ვიღაც გოგო მიყვარს... ტიპა, დიდი ხანია და იმას არ ვუყვარვარ /ან ახლა დავშორდი/ ან მენატრება, მაგრამ ჩემი სიამაყე არ მიშვებს რომ...".... ჰა??? What the Fuck,man? თან, იმენა ბრმა უნდა იყო, რომ ვერ შეამჩნიო, რომ ფლირტაობ და თან როგორ ვერ უნდა მიხვდე შენ თავად, ვიღაცას ეფლირტავები თუ არა და პახოდუ, ვიღაც სხვა გოგოზე ოდებს დგამ და აი, რატომ??? რატომ ვარ მე დედა ტერეზა? სუ მკიდია გულწრფელად გატეხილი გულები.
თან ისეთი მომენტია, ხომ არ ეტყვი, რომ უი, იცი, მკიდია... მერე კიდე იფიქრებს, რომ შენ გაგიტყდა ამ ისტორიით გული და თვითკმაყოფილებაში ჩაიძირება. ჰოდა, ზიხარ და თვითშეფასებას უმაღლებ და ტრენინგებს უტარებ "ციხის ძალით აღების" შესახებ. არადა, სულ მაგისთვის ვხარჯავთ ეს ქალები ახლა ამდენ დროს, რომ მშვიდად ვუყუროთ, როგორ იპყრობენ ეს ტიპები მწვერვალებს... ნწ, არაა ეგრე :D
არადა, just, იმენა არ მინდა რა... იმჰო, არცერთ გოგოს არ უნდა საათობით ისმინოს ვიღაცის ex-ების ისტორიები, თან ისეთი ვიღაცის, ვისთანაც აშკარად არ "ძმაკაცობ" :D...
და რა ფენომენია ეს? რაღაც ტიპა, ქულების დაწერის ამბავი, რომ "უი, მგრძნობიარეა, ცაცკალი და მოდი, დაგამშვიდო და მოგირჩინო იარები..." იარები არა ისა კიდე :D

ჰო, მეორე ფაზა არის ხოლმე იდეალური... ტიპა, ან მართლა შველით ეს სხვასთან კონტაქტი და ან არ ვიცი, ეს ასე უთავბოლოდ შეყვარებულები უცებ რომ "გადაიყვარებენ ხოლმე" იმ ex-ებს... ლოლ... დიდი Bullshit, იმჰო, ძალიან დიდი... ან, თუნდაც ეგრე იყოს, ეს რა, იდეაში მინიშნებაა, რომ აი ტიპა "შენ დამეხმარე, რომ დამევიწყებინა".... ტოჟე, what the fuck??? მე ფსიქოლოგი კი არ ვარ.

აი, მესმის, რომ ერთთან მქონოდა ეგეთი შემთხვევა, ან მარტო მე მქონოდა ეგეთი შემთხვევა, მაგრამ როოგრც ჩანს მარტო არ ვარ :D

ხოდა, NO GO-ა ეს ... დიდი თან და აი, აბსოლუტურად ყველაფრის ამრევი... იდეაში, თუ ვინმეს ეფლირტავები, მამენტ შეიმჩნიე რა... და რა ex-ები, ბიძაჩემო??? :spy: ... თუ არადა, კი ბატონო, ეგეც OK-ია, ვინმე კი არ გავალდებულებს, მაგრამ მაშინ შიგადაშიგ რაღაც დეზლ მინიშნებებს ნუ ყრი და ისაუბრეთ ბოდლერზე კიარადა იმ ex-ზე... ჩვენც დავმშვიდდებით მდედრები და გვეცოდინება, რა და როგორ და თქვენც ჩაიტარებთ თერაპიას :D


uFFF... ამოვიდა რა ყელში ამდენი დასტრესილის და დეპრესიულის ატანა. ჩვენც ხალხი ვართ :D იმ ex-ების ისტორიები ვჭამოთ? :D




ჰოდა, ნინ, FUCK'em all....

როგორც რუსები იტყოდნენ, პინკომ პოდ ზად და აბა, ჰე :D

არ ღირს ნერვიულობად, დამიჯერე... :)

27.06.09

U better think about what U're trying to say to me :D

ესე იგი, ბრძენი იყო ეს წინა თაობა, რა... ვერაფერს იტყვი... იმის წინაც... იმის წინაც და საერთოდ, ადამიც ბრძენი იქნებოდა, რომ დასცლოდა ცოტა ხანი გამოცდილების თვალსაზრისით.

ჰოდა, ამ ბრძენ ხალხს აქვს ნათქვამი, სანამ რამე სლეობას იტყვი, კააარგად დაფიქრდიო, ან საერთოდ არ თქვა არაფერიო...

ნუ, ეს ადაბტირებული ხასიათით, თორემ ისე ორიგინალში ფრიად ძველქართულად ვიცი და არ დავაბნევ დამსწრე საზოგადოებას.

ჰოდა, ამხელა კაცი რომ ხარ, თავი ძალიან მაგარი როჟა რომ გგონია და "მამენტ, ვისაააა ჩემი, რეებს მიბედავ" ფრაზა ხარ ხორცშესხმული და ქალს რომ ეტყვი: "იცმუცნები რაღაცას და იქნება მეტი გეჭამა, არსად წაიქცეო" და თან მზერას გააყოლებ ისეთს, თითქოს ეს ქალი ყოველ ჭამაზე უნიტაზზეა გადაყუდებული და მენიუს ხატავს(არადა, ფრიად ნორმალური წონის ქალს), ხომ ხარ კანონზომიერად ღირსი FUCK U, MAN- ები მოისმონო??? ხარ :yes:

ან უარესი, თუ იმდენად შორსაა ჯერ განსხივოსნება შენგან, რომ ქალს ეუბნები რაღაცაზე, "უფრო გასუქდებიო", მაშინაც ხომ ხარ ღირსი და თან ძალიან კანონიერად, რომ FUCK U, MAN!- ები და რამე ქცევის წესების ტუტორიალის თავში რტყმები აიტანო? :yes:



ჰოოოდა, ორივე შემთვევაში: FUCK U MAN!
ეს მამრთა მოდგმა მანახა ჩამოყალიბებული და მერე მომკლა რა :D რით ვერ გაიგეს, მლიაჰ, რა უნდათ.
ზრდასრული ქალი რომ 40 კგ-ს იწონის და მენჯის ძვლებს ტანსაცმლის საკიდად იყენებს სახლში როცა მიდის და ასეთ ქალზე რომ Wet Dreams აქვს, ეგეთ მამრს გავჰკარი ფრიად. :yes: :yes:


მამრებო, ჩვენ გვაპატიეთ, ჩვენ შეგვეშალა. დაგვავიწყდა გვეკითხა, რამდენი გვეჭამა დღეს, თქვენს აღმატებულებებს რა ესიამოვნებოდა -> დისტროფიკი, უნიტაზთან მიხატული, თუ XXL? დღეს გვაპატიეთ და აი, ხვალიდან გამოვასწორებთ :yes:




well, fuck u, fuck u, man ! :D




Macht weiter so, dann heirate ich meine beste Freundin :yes:





p.s. ერთგვარი ტუტორიალი, როგორ არ უნდა მოიქცე არასოდეს !

22.04.09

ლიოლ

ესე იგი,

"რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ" vs. "ტფუი, ეს ხომ მარტო საქართველოში შეიძლება ხდებოდეს" ომი საჩემო არაა. იშვიათად ვპოსტავ მსგავს რამეზე, მაგრამ ეს რომ არ დამეწერა, ნწ...

:D

მოკლედ, ერთ ქართულ ლხინზე ვიყავი (ღრეობა არის ხოლმე ხშირად შესაფერისი სიტყვა, მაგრამ არა ამ შემთხვევაში). ყველაფერი მიდიოდა რაღაც ძალიან მშვიდად და ხალისიანად და ყველას ყველა უყვარდა(ოო, ეს უიშვიათესი მოვლენაა ისე ჩვენში :D) და ყველა კარგ ხასიათზე იყო და სიტუაციაც არ იძლეოდა არანაირ საბაბს, დაძაბულობა წარმოქმნილიყო, მაააგრამ, მე, პირადად, ერთადერთხელ გავხდი მოწმე ქორწილისა, სადაც არავის უჩხუბია (ჩემი დის ქორწილი იყო და დღემდე უსაზღვროდ მიკვირს :D).

არც მანამდე, არც მას შემდეგ არ ყოფილა მსგავსი ინციდენტი, რაღა ეს დღე იქნებოდა გამონაკლისი და მაინც ამამლაყინწდა ვიღაცა. ნუ, მალევე ჩაუცხრეს ვნებანი და არაფერში გადაზრდილა, მაგრამ მე მეყო ნერვების მოსაშლელად. ჩემთვის ჩუმად ვიდექი და ამ დროს მესმის უკნიდან საუკუნის ფრაზა, თან ცოტა არ იყოს ისეთი ადამიანისგან დიასპორებში როა გარეული და ესა და ისა.. ნუ, რა აზრი აქვს, ფრაზა იყო უაღრესად სიამაყით ნათქვამი და ასე ჟღერდა: "აბა, ესეც ხასიათში გვაქვს, ასეთები ვართ და ერთი ჩხუბი ყველგან უნდა მოხდეს"... WHAT THE FUCK!!!!! მე გაოგნებულმა-"აბა რა, ტაში უნდა დავუკრათ ყველაფერს, რაც სისხლში გვაქვს, კი არ უნდა ვეცადოთ, რომ რაღაც მარაზმები მოვიშოროთთქო"... არაო, ახლა ტაშს რა თქმა უნდა, არავინ დაუკრავსო... მორიგი წზფ დამემართა.

და საიდან იცის ამ ხალხმა, რომ უზომოდ სმა, ისე რო მაგიდაზე ჯდომა არ შეგიძლია, ჩხუბის გარეშე სახლში მისვლა არ შეგიძლია და დღის შერგება არ შეგიძლია ოდითგანვე ქართული ადათია? ადათი კი არა, მარაზმია და გული უნდა გერეოდეს, კი არ უნდა იხიბლებოდე! იქნებ მაგიტომაც აძლევენ თავს უფლებას ჩატყვრნენ და ადამიანის სახე დაკარგონ? იმიტომ, რომ იციან, რა რბილი რეაქცია მოყვება ამას. fuck'em all !!!
რაც სისხლში აქვს ადამიანს, ყველაფერი რომ გადმოალაგოს, ხოოომ წარმოგვიდგენია :D
ის ქალი დედაჩემის ხნის იყო და ტეხავს რა...

რა მაგის პასუხია და სინგაპურში, ნაგავს თუ დააგდებს ვინმე ქუჩაში, ჯერ ხომ მაგარ ჯარიმას ახდევინებენ, მერე რაღაც ფერად უნიფორმაში გამოწყობილს მთელ დღეს აგვევინებენ იმ ქუჩას და ტელევიზიით აშუქებენ მის "გმირულ საქციელს". ერთმა სინგაპურელმა მითხრა, ამაზე დიდი სირცხვილი არაფერიაო...

იქნებ ჩვენც... ???? ჰა???


ფანატიკოსები მაოგნებენ, იმჰო
:yes: :yes:

31.03.09

უღლება ზმნისა მის და შვიდი ბრუნვა სახელისა მის...

ჯერ, აღვნიშნავ, რომ დიახ, მაქვს 5 დღეში გამოცდა, მაგრამ მაინც ვპოსტავ, მერე რა? :D
შემდეგ ვიუწყები, რომ სმაილების ჩასმაზე ხელი ავიღე ...მიზეზთა და მიზეზთა გამო...

ბოლოს, ვაცხადებ,რომ თავადაც ბევრ შეცდომას ვუშვებ, მაგრამ მაინც მინდა დავპოსტო "მკვლელ შეცდომებზე", აგერ უკვე ტვინში სისხლი რომ ამიდუღეს :D



ესე იგი:
ზმნას რომ აუღლებენ და აწმყო დროის პირველი პირის მრავლობით რიცხვში -ს რომ ხმარობენ.... მაგ.: გავაკეთო...ჰა? რა გავაკეთო, ბიძაჩემო? :D

და სამაგიეროდ, სახელს ან ზედსართავს რომ აბრუნებენ და ვითარებითში -ათ ფორმა შემოაქვთ :D
მაგ.: კარგათ... არაფერს ვამბობ ისეთ მახინჯ ფორმაზე, როგორიცაა: კაათ :D wtf??? :spy:


კიდევ ერთი სისასტიკე და ბარბაროსობა: -ძე ბოლოსართი... ეს საიდან მოაქვთ, ჯერ ვერ დავადგინე, იმჰო... ძე ვიცი მე თავისი კლასიკური გაგებით და გვარებში, მაგრამ აი, გვერძე - რა ფენომენია, ვერ ჩავწვდი :D




უიუი, კიდევ ერთი გამახსენდა: გავაკეთე :lol:

და ორმაგი მრალობითი რომ შემოაქვთ, მაგ.: ბევრი გადაცემები, იმდენი ბავშვები, რამდენიმე გოგო-ბიჭები, ყველა მაგალითები :(

აი, მსგავსი შეცდომების შემდეგ, თან რომ ვერც აანალიზებ, რომ შეცდომაა და არც გაქვს სურვილი, რომ გამოასწორო და ლოგიკურად დაიმახსოვრო, თუ მოხვალ და მეტყვი, რომ გაქვს პრეტენზია რაღაცის წერაზე, უბრალოდ, აი, გავიცინებ... მართლა.... :D (იგულისხმება პროფესიონალურ დონეზე წერა, ჩვენნაირი სამოყვარულო ამბავი კი არა :D)


(ჩემი სქემა, როდესაც მაგ. უნდა ვაუღლო ზმნა: ვთქვათ, ვამზადე, ანუ მივდივარ საწყის ფორმამდე "მზადეა", მაგრამ გაყოა -> ვყო....
ან ვთქვათ: დადგა -> ვდგა, მაგრამ კერა->ვკერა

რაღა თქმა უნდა, სათითაოდ ყველა ზმნას არ ვაგდებ მსგავს დღეში... მხოლოდ მაშინ, როცა დავეჭვდები ხოლმე. :D

დარწმუნებული ვარ, ყველას აქვს თავისი დამახსოვრების მეთოდი გამომუშავებული + ცოტაოდენი ლოგიკა და ჩვენც დავისვენებთ და თქვენც. :D )








ოოოდა, პოსტში დაშვებული შეცდომების სრულ ნუსხას ველი კომენტარებში :D

26.03.09

U block me, I blog U

:D


არაფერი, ჯასთ, რაღაც ნავაროტკებიანი მესინჯერები მიყვარს :D

რას არ გაიგებ და რას არ აღმოაჩენ ამ ბოლო დროს.... და რეიზა, კაცო? :D რეიზა ამხელა ძალისხმევა :D

პ.ს. ერთი სმაილის დამატება მინდოდა და სტოპ!!! აქ რაღაც ტროას ცხენი და ამბავიო :(

რომელ ერთს დავუჯერო? ანტივირს თუ საკუთარ დაუძლეველ სურვილს, სმაილი ჩავსვა? :(







წავედი მერე და ყვავას სმაილებს დავესესხე :)


08.03.09

ბინდისფერია სოფელი, იმჰო

მორალის კითხვას არ ვაპირებ.
უბრალოდ, ვაფასებ ჩვენს ფოლკლორს, მიყვარს ძალიან.
ეს არ ნიშნავს, რომ სხვას არაფერს ვუსმენ და არც იმას, რომ 24 საათი შემიძლია ფოლკლორს ვუსმინო.
ძალიან ვნანობ, რომ თავად არ ვიცი სიმღერა, არც ცეკვა. :(

ვთვლი, რომ ფოლკლორი უძვირფასესი მონაპოვარია ნებისმიერი ერის ისტორიაში და თვითმყოფადობაში.

დღეს ვუსმენდი მხოლოდ ქართველებს. ასე დაემთხვა. ჰოდა, ბასიანის "ბინდისფერია სოფელი" რომ დაიწყო მმმმ.... გავიტრუნე. სხვათაშორის, ძელზე გასმას გადავურჩი და მეგობრების წრეში მამღერებენ ამ სიმღერას. მეორე ხმას ვამბობ :D :ჩემიხმაარგაიშვას:

ჰოდა, უცებ ძალიან მომინდა დამედო ვიდეო აქ და მეთქვა, რომ ხომ სასწაულიათქო??? მივაშურე youtube-ს, ავკრიფე საძიებელში და ბრრრრ..... აი, მართლა მარაზმია რა... თედიაშვილის "ბინდისფერია სოფელი" ამოაგდო :(. მაგ ტიპს ოფიციალურად ვუწოდე "ფოლკლორის მკვლელი" თავის დროზე. დღეს ორმაგად გავცოფდი, მაგრამ თედიაშვილს რას ვერჩი?! ამხელა Youtube-ზე რომ მარტო ამ ვერსიას ამოაგდებს და სულ მაქსიმალური ქულები უწერია შეფასებაში, უკეთესი არც უნდა გვეღირსოს .

დარწმუნებული ვარ, მართლა ნამდვილი "ბინდისფერია სოფელი" არც ექნება ნახევარს მოსმენილი. აქ შეიძლება ვიღაცამ მითხრას, ზუსტად ეგ იყო მიზანიო, ფოლკლორს აღარ უსმენს ხალხი და იქნებ ასეთი რიმეიქებით დაინტერესდესო. ბულშით! აი, ამას რომ ადამიანი მოუსმენს და მოეწონება, ის ფოლკლორამდე მაინც ვეღარ ავა და თუ არ მოეწონა, ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ დაფიქრდეს და ძველი ვარიანტი მოძებნოს სადმე... სულ აუცრუვდებათ გული ხალხურზე. ძირითადად ეგეთები გაყვირიან მერე "Fუუუ, ხალხური არა ისა..." დასაბუთებულად ვერავინ გეტყვის, რატომ არ მოსწონთ. ეს არა მხოლოდ ფოლკლორზე. ტიპა "რაღა დროს ეგაა"–თი შემოიფარგლებიან, მოდიდან გადადის :D

ანუ, იმას კი არ ვაპროტესტებ, რომ ვიღაცამ ახალი ვარიანტი გააკეთა. არანაირად. უბრალოდ, ეს სიმღერა არ იმსახურებს ასეთ სამარცხვინო "განახლებას" და არც ასეთ სამარცხვინო მსმენელს.
აი, ძალიან, ძალიან მიკვირს, რომ სიმღერის ეს ვარიანტი თუნდაც ერთ ადამიანს მოსწონს. კლიპზე ხომ არაფერს ვამბობ


წავედი მერე, myvideo-ზე ვეძებე. ძლივს გამიხსნა... მაინც დავდებ






და როგორც თავად სიმღერაში აღინიშნება, თანდათან უფრო ბინდდება...
ანუ, სლენგზე: ძააან ბნელა რააა...


:(

07.02.09

გურჯისტან not dead

აქაურობაც ჩასასტავდა... საქზ...



:S


:ხელისჩაქნევისსმაილიკი:

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates