Posts mit dem Label რელიგია werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label რელიგია werden angezeigt. Alle Posts anzeigen

18.04.14

ღმერთმა დაგვიფაროს და სხვა პოსტ-რელიგიური ჩვევები

თავი პირველი
ჩემს მეგობარს ბავშვი რომ ეყოლა, დავურეკე და მილოცვისას "ღმერთმა დიდი გაგიზარდოს"-მეთქი. უცებ მივხდი, რასაც ვამბობდი. სიტყვა დიდად უკან არ წამიღია, ის ჩემი მეგობარი, ვიცი, ყოველთვის იქნება ღმერთის იმედზე და ყოველთვის გულში ილოცებს, როცა მისი შვილი წამოახველებს. ალბათ, დიდი შვებაა გარდაუვალი სიტუაციებისას, როცა ხედავ, რომ ვიღაცა, ვისი კარგად ყოფნაც შენი მოვალეობაა, ზემოდან უხილავ ხელს უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფრაზით ყველა მათ გათენებულ ღამეს და დიდ შრომას იმაზე ნაკლებად ედება ფასი, ვიდრე საჭიროა. იმის მიუხედავადაც, რომ რეალურად, "თავისით" არავინ იზრდება.

თავი მეორე
"ღმერთმა დაგვიფაროს" და ძალიან ხშირად ვამბობდი ეტყობა ამ ფრაზას.
"რას ამბობ, ღმერთმა დაგვიფაროს".  ახლა როცა არ მჯერა, რომ რაღაც გვიფარავს, სასაცილოა ხოლმე, მაგრამ ბევრ რამესთან ერთად, თვითგვემაც აღარაა ჩემი ყოველდღიურობის დიდი სტუმარი. ასე რომ, დიდად არ განვიცდი, უბრალოდ, აღნიშვნად ღირდა.

თავი მესამე
ჩემი ნათლული ძალიან არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა :D ნათლიამისი არ წაიყვანს ეკლესიაში და არ აზიარებს, არ მოუყვება ისტორიებს უზარმაზარ კიდობანზე, რომელმაც ადამიანების გარდა, ცხოველები და ფრინველები გადაარჩინა. ერთი სიტყვით, ის დიდი პასუხისმგებლობა მოხსნილი მაქვს. მაგრამ ვინმეს მიმართ პასუხისმგებლობას ძალიან მარტივად შეიძლება ფერი ეცვალოს. მე ძველებურად შემეძლება ისტორიების მოყოლა, მაგრამ ეს ისტორიები ალბათ უფრო იმ ქალებზე იქნება, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს და მაინც არცერთი ისტორიის წიგნი არ ახსენებს მის არცერთ გაკვეთილზე. It's always a right time to be a feminist ;)

თავი მეოთხე
ჩემმა ერთმა მეგობარმა ძალიან განიცადა ეს სიახლე. ალბათ, ნაწილობრივ იმიტომაც რომ მთლიანად თავდაყირა უნდა დააყენოს შეხედულებები ჩემს შესახებ (ფემინისტი რომ ვარ, ისიც არ ეყოფა? :D).

თავი მეხუთე
ადამიანები, რომლებიც ძალიან ცინიკურად განეწყვნენ. აი, რეალში რომ თამაშობდეს ფეხბურთელი და უცებ ბარსელონაში გადავიდეს, დაახლოებით ასეთი რეაქცია ჰქონდათ. ალბათ, ცოტა ნაღალატევად იგრძნეს თავი.

თავი მეექვსე
და ბოლო თავი. ადამიანები, რომლებიც ჯიუტად მილოცავენ ყველა დღესასწაულს. აუცილებლად უნდა დავითვალო რამდენი დამირეკავს და "ქრისტე აღსდგაო" მეტყვის. დაახლობით ისეთ სიტუაციაში არიან, ბურკიან ქალს რომ მიულოცონ ქუჩაში. ესეც, ალბათ, ერთგვარი პროტესტის გამოხატვის საშუალებაა.

და მეც ვიცი. ვიცი, რომ არავისთან შემითანხმებია, არავისთვის მიკითხავს, არავინ გამიფრთხილებია, არავისთან მომიბოდიშებია ის, რაც მარტო ჩემი გადასაწყვეტი იყო, მაგრამ პრივილეგირებულ ჯგუფში ყოფნისას ეს მოთხოვნა ბუნებრივ სურვილადაა გასაღებული, თორემ ინტრიგანი რომ არ ვიყო, რატომ მომინდებოდა ამ ჯგუფიდან გასვლა, ან ამ პოსტის დაწერა, არა ?!  :)

21.09.13

Summer child

ზაფხულში ზღვისპირა ქალაქში თუ დაიბადე, ყოველთვის გეყვარება ზღვაც და მზეც და ქალაქები, სადაც პალმები იზრდება.

კიდევ, არაფერი სჯობს ქვიშას თმაში, მშვიდ ტალღებს, მარილის ლაქებს ტანზე და სურნელს- ჰაერში.

არც ტალღების ხმას. ამიტომ არასოდეს მესმოდა, რაში სჭირდებათ ყურსასმენები პლიაჟზე.


ეს სრული ჭეშმარიტებები ძალიან დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე. ცოტა უფრო გვიან (სიმართლე ითქვას, იმაზე გვიან, ვიდრე სასურველი იქნებოდა) სიას დაემატა აზრი იმაზე, თუ როგორაა გოსპელი ერთადერთი სიკეთე, რაც რელიგიას მოაქვს. ცოტა ვცდებოდი: გოსპელი და  la Sagrada Família.  wow!!!  ადამიანი არის გენიალური "რაღაც", მათ შორის ამ ყველაფრის და კიდევ ესპანურ ენაში "ს"-ს და ენის წვერზე გაგორებული "რ"-ს გამო.

თუკი შეგიძლია დაადგე ნებისმიერ გზას,  როცა არ იცი, საით გინდა წახვიდე, რამდენი გზა მიდის იქით, სადაც ყველაზე ბედნიერი ხარ?



15.04.12

ე.ი. რომ მჯერა და რომ გავივლი ჩემითაც

მაგრამ მამენტ, თუ გინდათ, მიიჩოჩეთ და გამატარეთ :D

spoiler alert: ეხება აღდგომას და მსგავს თემებს. ვისაც არ აინტერესებს, დროს ნუ დაკარგავთ :)

წინა კვირას, როცა ჩვენთან ბზობა იყო, აქ აღდგომას აღნიშნავდნენ.
იმ დღეს მოთოვა და მე დილით თავი რომ წამოვყავი, კინაღამ გული გამისკდა.
ჯვარი აქაურობას (როგორც ჩემმა ერთმა მეგობარმა იმეორა დღეს), ნორმალური ზამთარი გვქონდა და ბევრს არ ვიწუწუნებ.
ჰოდა, ისინი, ვისაც აღდგომის აღნიშვნა უნდოდა, იყვნენ ეკლესიებში და მერე ბაღებში ეძებეს კურდღლის მიერ დამალული კვერცხები (ძალიან საინტერესო ტრადიციაა, საიდან მოდის, არ ვიცი და მგონი, აღარც გერმანელებმა იციან), მერე გემრიელად ისადილეს და მერე დაიშალნენ.

ვისთვისაც აღდგომა ერთი ჩვეულებრივი დღეა კალენდარში, წითელი პარასკევიდან მოყოლებული დისკოთეკებზე იყო (მახსოვს ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, დიდი წივილ-კივილი იყო უფრო კათოლიკურ ბაიერნში, აღდგომის დღეებში დისკოები აეკრძალათ, თუ არა. რაციონალურად იმსჯელეს მერე და დატოვეს ღია :D).

ჰოდა, ყველამ თავის პონტში გააჯაზა და დაიშალნენ. არავის არ დაუწყია საქმის გარჩევა, ვიღაც გრეტამ რატომ გადაიტყავა მუხლები და რატომ ჭამა მერე მწვადი და ვიღაც ჰანსმა რატომ დაიმხო თავზე Party-Banane (ცენტრალური უბნის 3-4 ქუჩაზე განთავსებული ბარები, ქუჩები რუკაზე ბანანის ფორმას ქმნიან).

დღეს მართლმადიდებლური აღდგომა იყო. ბერძნები სანთლებით ხელში დადიოდნენ მეტროში. ტაძარში ანთებული სანთლები მიაქვთ სახლში, მგონი. მსვლელობა ჰქონდათ მთავარ მოედნამდე თავიანთი ეკლესიიდან. ქართულ ეკლესიაში ტრადიცული ლიტანიობა და წირვა იყო ღამით.
დღეს მან, ვინც მარხვას იცავდა, გაიხსნილა და ჭამა ხორცი.... უიმე, დედა, ეს როგორ ვთქვი?! როგორ გაბედეს და ჭამეს ხორცი!!!! თავხედები ეგენი :D როგორ არ შეუთანხმეს მთელ facebook-ს რა უნდა ექნათ, თან ისე, რომ facebook-ი იასნა, ისე აკეთებს ყველაფერს, როგორც თვითონ უნდა და რა პონტში უნდა უთხრას ვინმემ რამე, მაგრამ თვითონ რა პონტში არ უნდა ასწავლონ ყველას, რა უნდა ქნან....
აღმაშფოთებელია პირდაპირ, რა... დიდი მიტევების დღე უნდა მოაწყოს მართლმადიდებლურმა სამყარომ და ბოდიში მოიხადოს, რომ ხალხმა ჭამა მწვადი :D

და მერე გამახსენდა ჩემი პალესტინელი დაქალის მამა და მივხვდი, რატომ დაიწყო მხოლოდ გერმანიაში 5-ჯერ ლოცვა და მარხვის შენახვა.
და საქართველოში რატომ არ არის შუალედური არაფერი: ან ფანატიკურად რომ სწამთ და ან რადიკალურად აგინებენ და ახლა ახალი მოდა შემოვიდა, ცინიზმის შარავანდენი ადგას ხალხს. სერიოზული პატივისცემაა სხვისი ფუნდამენტური უფლების მიმართ...
(აქ აბსოლუტურად არ ვეწინააღმდეგები იმ აზრს, რომ ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი ერშიც და ბერშიც, რელიგიური განათლებით დაწყებული, ფინანსური საკითხებით გაგრძელებული და ბიუჯეტიდან თუ ფული გადის, რაც ვერ გავარკვიე წესიერად, სხვა კონფესიის მქონეთა გადასახადებიდან რომ არ უნდა გადიოდეს და საჭირო ადგილას ამონაწერი მიდიოდეს, სად, რა და როგორ დაიხარჯა, კიდევ გაგრძელებული ქალის მეორეხარისხოვანი ადგილის აბსურდულობით და დამთავრებული ყველა ქუჩაზე სამი ეკლესიის და 20 საეკლისიო მაღაზიის უბრალოდ საჭიროების არქონით და სხვა. )

ანუ, ბევრ საკითხში, რომელიც კორექტულად იქნება დასმული ორივე მხრიდან, ვხედავ საკამათო მასალას, მაგრამ არასდროს დავუჯდები ვიღაცას და მოვუსმენ, როგორ დასცინის სხვას მისი რელიგიური მრწამსის გამო.

და მერე მე დავფიქრდი და მივხვდი, რომ მომცლია, ერთი. მე რატომ უნდა ვიშალო ნერვები, თუკი ვიღაც აღშფოთდება, რომ მე დღეს აღდგომა აღვნიშნე, ეს არანაირად არ არის ჩემი პრობლემა :D მე ჩემთვის ვიჯექი ბულკივით და ვუსმენდი სვანურ "ქრისტე აღსდგა"-ს.

რაღაცის გარკვევის ბევრნაირი გზაა. ერთი მათგანი არის, ადამიანს აუხსნა, რომ არ მოგწონს ტონი, რომლითაც ის შენთვის მნიშვნელოვან რაღაცას ცინიკურად უდგება, ან ჩაება პოლემიკაში, რაც ქართულ რეალობაში ისედაც გვერდზე გადავდოთ და ან, მესამე და სამართალი და შეწყვიტო ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა (ბოლო-ბოლო ყველას შტრასბურგში ხომ არ უჩივლებ :D).
ჰოდა, პირველი და მეორე არ გაჭრის ჩემს პონტში, caps lock-ის ჩართვას არ დავიწყებ მე ახლა და ავდგები და წავშლი ამ ხალხს, ჩემი რა მიდის. :D

ბოდიში იმ უფლების ჩემთვის დატოვებისთვის, რა, როგორ, რატომ უნდა აღვნიშნო. მე მაპატიეთ... კიარადა ისა :D

ჰოდა, ამ ნოტაზე ერთი ანეკდოტიც და დავიშალეთ: ბიძაჩემი იყო ჩამოსული თბილისში სააღდგომოდ და დილით ჩემს მეზობელს შეხვდა კორიდორში. ბიძაჩემმა "ქრისტე აღსდგა"-ო და მეზობელმა "თქვენიანად"-ო :D

ქრისტე აღსდგა!

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates