Posts mit dem Label წიგნი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label წიგნი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

04.02.16

წელს წავიკითხე- 2015

  • John Edward Williams- Stoner - აქ შეიძლებოდა, თქვენი ცხოვრება ყოფილიყო აღწერილი. ყველას უნდა და ჩუმადაც სჯერა, რომ დღეს თუ არა, ხვალიდან მისი ცხოვრება იქნება დიდი მიღწევების, გამარჯვებების, წარმატებების და ცნობილობის ერთი უწყვეტი ჯაჭვი. არადა, უმრავლესობა ჩვენგანის ცხოვრება ძალიან ჩვეულებრივად ჩაივლის. ძალიან უღიმღამოდაც. შეიძლება შენს მერე დატოვო რაღაც, მაგრამ ეს რაღაც დიდი მნიშვნელობის მატარებელი არ იქნება.

    რომანი ჩვეულებრივ ნარატივზე. ადამიანებზე, რომელთა ცხოვრებაშიც დიდი ტრაგედია, ან დიდი გმირობით მიღწეული გამარჯვება, რომელსაც ასე ვართ მიჩვეულები და რომელსაც ვითხოვთ ლიტერატურული "გმირებისგან", ადგილს ვერ პოულობს... თუ, სწორედ ასეთი არაპომპეზურ ტრაგედიებსა და გამარჯვებებში არის ამ რომანის მნიშვნელობა? იშვიათად შემხვედრია წიგნი, რომელიც წესით, ძალიან დამღლელი და მოსაწყენი უნდა იყოს, მაგრამ რომელსაც თავს ვერ ანებებ, სანამ ბოლომდე არ ჩაიკითხავ.
  • T. C. Boyle - The Inner Circle -  რომანი ფიქტიურია, მაგრამ მისი გმირი, სულაც არა. ალფრედ კინზი გახლდათ ადამიანი, რომელმაც დააარსა სექსოლოგიის ინსტიტუტი ინდიანას უნივერსიტეტში. იგი იწერდა ადამიანების სექსუალური ცხოვრების დეტალების ამსახველ ინტერვიუებს და მათზე დაყრდნობით გამოსცა ნაშრომები ქალისა და მამაკაცის სექსუალური ქცევის შესახებ, რომელთაც ფაქტიურად რევოლუცია მოახდინეს ამერიკის შეერთებულ შტატებში .
    რომანიც იმ წლების ირგვლივ ტრიალებს, როდესაც კინზი და მისი "ვიწრო წრე" თანამშრომლებისა ინტერვიუებს აგროვებდა. მე ავტორის სხვა ნამუშევრებს არ ვიცნობ, თუმცა, წავიკითხე, რომ ეს მის ნაკლებად ძლიერ რომანად ითვლება. მზესუმზირასავით საკნატუნო წიგნი იყო, მსუბუქი რამის წაკითხვა თუ გინდათ. თუმცა, მე ნამდვილმა კინზიმ და მისმა ნაშრომებმა უფრო დამაინტერესა.
  • ფრანსუაზ საგანი - მფარველი ანგელოზი -  თებერვალში საქართველოში ყოფნისას ვიყიდე. თან თარგმანის ხარისხიც მაინტერესებდა. ჰოდა, ჯერ თარგმანი იყო "ღარიბი"- მოძველებული ფრაზებით, მწირი ლექსიკით და მერე მოთხრობამაც თავად დიდად ვერ გადამრია. სულ ეს არის საგანი?! ისეთი ქება და დიდება მესმოდა და რავი, ბრიჯეტ ჯონსის დღიურივით წავიდა. მათთვის, ვისაც კიდევ დაგრჩათ წაკითხვის ოდნავი სურვილი მაინც, რომანი არის ჰოლივუდში არც თუ ისე წარმატებულ, 40 წელს გადაცილებულ სცენარისტ ქალსა და მობიტნიკო, უცნაურ, მოშეშლილო ახალგაზრდა ტიპზე. დიდს არაფერს შეგმატებთ, თუმცა, აგერ ქეთი სხვა აზრისაა ამ მოთხრობაზე.
  • გენდერის წახნაგები -  კონფერენციის მასალები- ძალიან საინტერესო მოხსენებები პოლონეთის, რუსეთის, უკრაინის და საქართველოს წარმომადგენლებისგან გენდერის თემაზე. თუმცა, ამ ნაშრომებზე უფრო გრძელი პოსტის დაწერას ვაპირებ და ახლა აღარ დავწვრილმანდები. 
  • ჩაკ პალანიკი -  მებრძოლთა კლუბი - მათ, ვინც დიდი ხანია ჩემს ბლოგს კითხულობს, მოეხსენება, რომ ჩაკი ძალიან მიყვარს. ასევე მებრძოლთა კლუბიც და არაერთხელ მაქვს უკვე წაკითხული გერმანულ/ინგლისურ ენებზე. თარგმანი მაინტერესებდა ძალიან და სიმართლე გითხრათ, გამიცრუვდა მოლოდინი. თუმცა, მერე ვფიქრობდი, როგორ გინდა კარგად თარგმნო ჩაკი?! ძალიან რთულია. მე არასოდეს მითარგმნია რამე, მაგრამ ეს დიადი ქართული ლიტერატურული სტილისგან გათავისფლებასა და ბინძური ყოველდღიური ენის ათვისებას შორის გაჭედილი თანამედროვე თარგმანები მკლავს. მოკრძალებულად რომ თარგმნიან, მაგ.: dick= ასო..... :/ არ დამიწყოთ ახლა, სწორი თარგმანიაო :D 
  • Elisabeth Wurtzel - Prozac Nation  - ანტიდეპრესანტებზე დამოკიდებული თაობის ერთ-ერთი საშუალო ფენის წარმომადგენელი გოგოს მემუარი. სიმართლე გითხრათ, მომბეზრდა მისი ნარცისიზმი უკვე. რამე სრულიად არაავტობიოგრაფიულს თუ დაწერს ოდესმე, წავიკითხავ. 
  • კენ კიზი- გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა-  ჯერ სათაურისთვის სახის აძრობა რა იყო? კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი, ჯობს ახალი ქართული თარგმანები ცოტა ხანს არ წავიკითხო.... ან საერთოდ non-fiction-ს მივეძალო ცოტა ხნით, თორემ არაფერი მიდის გემრიელად ამ ბოლო დროს.
  • გიორგი კეკელიძე -  გურული დღიურები - საქართველოდან მოვდიოდი და ფრენისას წავიკითხე. ერთგან ცრემლი ვაფრქვიე, მახსოვს :D დანარჩენი არაფერი მახსოვს, სიმართლე გითხრათ.
ძალიან მწირი და არაფრის მომცემი კრიტიკა გამომივიდა წელს. თავიდან კარგად დავიწყე, ყოველი წიგნის დასრულების შემდეგ მოკლედ ვწერდი და დრაფტად ვინახავდი ამ პოსტს. თუმცა, 3 წიგნის შემდეგ ხელი თავზე ხელი ავიღე :D .... ეტყობა კიდეც. მაგრამ ტრადიციებს გაგრძელება უნდათ ხანდახან და ამ ბლოგსაც გამოცოცხლება.... ამიტომ გავკადნიერდები და დავდებ. მომავალ წელს ბევრად მომზადებული დავბრუნდები მსავსი პოსტით, პირობას ვდებ :D

05.11.14

წელს რომ ვაპირებდი მოსწრებას

დამიგროვდა.
გუგულის ბუდეს რომ სხვამ გადაუფრინა, გათხოვებული მაქვს
და ერთიც მელის კიდევ, Palahniuk-ის ახალი, მეზობელი თუ მაღირსებს ჩემს ფოსტას.

13.05.13

"პირველად წაკითხვის ბედნიერების" სევდა

A song of ice and fire-ს ვინც კითხულობს და GOT-ს ვინც უყურებს, მიხვდება ჩემს დარდს: მესამე წიგნი მოვიდა ფოსტით და გადაფურცვლაში "შემომეკითხა" 2 აბზაცი, სადაც ფაქტიურად მთელი წიგნის "holly fucking shit" მომენტები უკვე მომხდარია და იქ უბრალოდ ახსენებენ. :(
ფაქტიურად ვიცი, რაც მოხდება. ეს სულსწრაფობა რით ვერ მოვიშორე, რა...

:(

26.12.11

Book list 2011(Part 2)

რამდენადაც ვიცი, Douglas Coupland ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თანამედროვე Consumer Society-ზე წერა დაიწყო (ყოველ შემთხვევაში, კანადელი მწერლებიდან მაინც). Generation X, Life after God მისი ადრეული ნამოღვაწარია. სტილი ჰქონდა საოცრად დამაბნეველი. ანუ, პირადად მე სულ მიტოვებდა შეგრძნებას, რომ სიტუაციას არ კრავდა. სადღაც "wow, we're fucked"-სა და "have no clue what's going on"-ს შორის პერსონაჟები ჰყავს. მთლად უტოპიურებიც რომ არ არიან, შიგადაშიგ ეკოლოგიაზე რომ წუხან, ყოფილი ჰიპები რომ ჰყავთ მშობლებად, აბაზანაში 5-6 სახეობის შამპუნი რომ აქვთ და ერთმანეთს ჰპარავენ მონაცვლეობით (Shampoo Planet ბოლომდე არ დავამთავრე, წინას გადამღერებასავით იყო)...
მაგრამ მერე დაწერა Girlfriend in a Coma, რომელშიც საკუთარი ხელწერა საერთოდ აღარ იგრძნობა, ცოტა რომანტიული, ცოტა აპოკალიფსური, ცოტაც Mid-Twenties Breakdown-ურია და თუ შენც წაკითხვისას სადღაც 27-ს უკაკუნებ და საშუალო სტატისტიკური Nobody ხარ, სერიოზულად დაგთრგუნავს....

ასეთ დროს Harper Lee და To Kill a Mockingbird თუ მოგიყვანს აზრზე. დარწმუნებული ვარ, ჩემს გარდა ყველას ექნება ეს წიგნი წაკითხული ბავშვობაში, ამიტომ აღარ შევყოვნდები, პირდაპირ გადავისხათ ცივი წყალი და 3 ფემინისტურ ნაშრომზე გადავიდეთ (some of you gonna looove it... NOT :D).

Ariel Levy ახალგაზრდა ჟურნალისტია. აქტივისტი მამის და ფემინისტი დედის აბსოლუტურად მკაცრ იდეებს ბოლომდე არ იზიარებს, თავის წიგნში უყრის თავს 60-იან წლებში დაწყებული ფემინიზმის "მეორე ტალღის" შედეგებს და სვამს კითხვას, რამდენად გამართლებული/მცდარია დღევანდელ მედიაში ე.წ. Raunch კულტურის (მაპატიეთ, ქართული შესატყვისი ვერ მოვიფიქრე) ფემინიზმის დამსახურებად შერაცხვა.
ანუ, ის, რომ რომელიმე მუსიკალურ ვიდეოსა თუ ფილმში ქალის ფაქტიურად შიშველი სხეული თითქმის ყოველთვის ჩანს, გამართლებულია იმიტომ, რომ "აი, ჩემი სხეულია და რასაც მინდა ვიზამ", თუ პირიქით, სწორედ ისაა, რასაც ფემინიზმი ეწინააღმდეგება: ქალის მხოლოდ ობიექტის დონეზე დაყვანა? და ამ ყველაფრის შედარებას ისე ახერხებს, რომ თავისი აზრი თავზე არ მოგახვიოს: ფაქტებით, ინტერვიუებით.
არ ვიცი, როგორი კრიტიკა ჰქონდა, მაგრამ მე ჩემი საზომი მაქვს: თუ სურვილი მიჩნდება, რამდენიმე ჩემს მეგობარს ვუთხრა, რომ აააა, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხონ, ესე იგი, კი არ მომწონს, მიყვარს.
ჰოდა, წიგნს ჰქვია Female Chauvinist Pigs:Women and the Rise of Raunch Culture. თუ ჩაგივარდათ ხელში, აუცილებლად წაიკითხეთ. არ აქვს მნიშვნელობა, ფემინისტურ შეხედულებებს იზიარებთ თუ არა, ობიექტურად კარგი ნაშრომია.

საცოდაობაა, მომდევნო ორი წიგნი აქამდე რომ არ მქონდა წაკითხული. ფაქტიურად ჟანრის კლასიკები, Betty Friedan-ის The Feminine Mystique და Susan Brownmiller-ის Femininity (ეს უკანასკნელი ჯერ არ დამისრულებია).
თუმცა, უნდა ვაღიარო, Friedan უფრო მომწონს, თავისი "პრობლემით, რომელსაც სახელი არ აქვს", Insider დეტალებით- უკვე 3 შვილი ჰყავდა, წიგნზე მუშაობა რომ დაიწყო. მანამდე, როგორც თითქმის ყველა მისი თაობის ახალგაზრდა გოგომ უნივერსიტეტი დაამთავრა და გათხოვდა. ცოტა ხანს მუშაობდა და მარტო იმიტომ, რომ მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ, სამსახური დაკარგა. მერე სახლში ჯდომამ ჭკუიდან რომ გადაიყვანა, გლობალურად შეხედა საკითხს და ძალიან საინტერესო დასკვნამდე მივიდა.
წარსულში საბჭოთა კავშირში მყოფ ქვეყანაში გაზრდილებისთვის ცოტა რთული და საკმაოდ დაუჯერებელიცაა მაშინდელი ესოდენ პროგრესული ამერიკის შეხედულება ქალის როლთან დაკავშირებით.
ძალიან, ძალიან საინტერესო ფაქტებზე აქვს გამახვილებული ყურადღება, დაწყებული ისევ და ისევ Consumer Society-თ და რა მოგებაზე და ეკონომიკურ სვლაზე იყო გათვლილი მთელი სარეკლამო ინდუსტრია, რომელიც კონკრეტულად დიასახლისებისთვის კეთდებოდა, დამთავრებული წიგნის გამოცემიდან 20 წლის შემდეგ ახალი თაობის (კონკრეტულ შემთხვევაში, მისი რძლის) თავისუფალი არჩევანით, თუნდაც ემუშავა თუ არა, რომელიც მის თაობას ფაქტიურად არ ჰქონდა.... დაწყებული პირველი ტალღის მოკლე ისტორიით, დამთავრებული მოგონებებით, თუ როგორ გორდებოდა მეორე ტალღა.

Friedan-თან შედარებით Brownmiller, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკებს იშველიებს აქა-იქ, დასაწყისში მაინც უფრო ფაქტებს მოკლებულია. უფრო, სუბიექტური, პირადი შეხედულებაა (რაც არანაკლებ საინტერესოა), მაგრამ სადღაც შუაში სერიოზულდება და აქაც ძალიან ბევრი რამეა საინტერესო. არსებობს საშიშროება ბევრი მითის დამსხვრევისა, სქესის მიერ განპირობებულ ქცევებთან დაკავშირებით. თუ თავს მითების გარემოცვაში კარგად გრძნობთ, ნუ წაიკითხავთ. :)

ნუ, რა თქმა უნდა, ყველას ვურჩევდი წაკითხვას.

პ.ს. სანამ Man hater-ობაში დამადანაშაულებთ, educate thyselves, please. შეიძლება რადიკალური ფემნიზმის რაღაც ნაწილი ამ იდეას იზიარებდა, მაგრამ ეს ორი ცნება აპრიორი სინონიმები არაა. :)


ძალიან საინტერესო იქნება თქვენი კომენტარები ამ წიგნებთან დაკავშირებით, თუკი გაქვთ წაკითხული, ან კომენტარები წიგნებით, რომლებიც წელს წაიკითხეთ და რომელთა წაკითხვასაც მირჩევდით.



Love,
Chaotic.

17.12.11

Book list 2011(Part 1)

ტრადიციულად, წლის ბოლოს, როცა სხვები გასულ წელს აჯამებენ, მე იმ წიგნებზე ვწერ, რომლებიც წავიკითხე. არ ვიცი, ამ სიის შედგენა როდიდან დავიწყე, მაგრამ ბავშვობიდან რომ იღებს ეს ჩვეულება სათავეს, ნამდვილად მახსოვს. წელს ბევრ მათგანზე ცალკე პოსტის დაწერა მინდოდა და ყოველთვის იქამდე გადავდე, სანამ უკვე ენთუზიაზმი ჩაიფერფლა.

იანვრის ამინდს და Jane Austen-ის რომანებს სულ ერთმანეთთან ვაკავშირებ. "Mansfield Park" და "Northanger Abbey"-ც რადიატორთან მოკალათებულმა წავიკითხე. ახლაც სინდისი არ მიშვებს, რომ ისევ გადავიკითხო საახალწლოდ მისი რომელიმე რომანი.... ისევ გამოცდა... მხოლოდ ამჯერად და ამ ეტაპზე, იმედია, ბოლო!

ჯეინიდან უფრო ახლო წარსულში გადავინაცვლე და Anne Sexton- ის "A Self-Portrait In Letters" წავიკითხე. გენიალურად ექსცენტრიული ქალი იყო, მე თუ მკითხავთ. წერილებში უფრო ჩანს, ვიდრე 100 ბიოგრაფიაში. იმდენად ზუსტად გადმოსცემს, როგორ სტკივა, ან უყვარს, რომ თავი შიგადაშიგ ემოციურად მუნჯი მეგონა, თუკი ასეთი გამოთქმა არსებობს ქართულში. მაგრამ ეს ინტენსიურობა ხშირად მის გარშემო მყოფებს საკმაოდ ღლიდა, რადგან მათგან აბსოლუტურ ყურადღებას, სითბოს და სიყვარულს ითხოვდა. ქრონოლოგიურად დალაგებულ წერილებში ჩანს, როგორ ებღაუჭება ადამიანებს და ხანდახან ატერორებს კიდეც და მერე, იმედგაცრუებულს როგორ გადააქვს მთელი თავისი ყურადღება ახალ "მსხვერპლზე".... ახლა ვხვდები, თავის დროზე რომ უნდა დამეწერა მთელი პოსტი, იმიტომ რომ ანაზე ერთ აბზაცში ვერ მორჩები საუბარს. ერთ-ერთი იმ წიგნთაგანია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თავს მახსენებდა.

დავრჩეთ ამ გენიალურ ნოტაზე და მარტში Doris Lessing-ის "The Grass Is Singing" აღმოვაჩინე ჩამოფასებულ წიგნებში. დორისის პირველი რომანი, სულ რაღაც 3 ევროდ :) რომანი სამხრეთ აფრიკაზე, რასისტულ შეხედულებებზე, ქალის როლსა და "ადგილზე" ოჯახში, ზოგადად, ოჯახის ნგრევაზე. თუ გიყვართ "შიშველი სიმართლის" სახეში შემოლაწუნების ხმა, წაიკითხეთ :D

სამხრეთ აფრიკიდან მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკაში გადავინაცვლე, Kurt Vonnegut-ის "Mother Night"-თან. საინტერესო ფაქტია, რომ წიგნის უკანა ყდაზე ერთ-ერთი რეცენზიის ნაწყვეტი იყო დაბეჭდილი. რეცენზია ლესინგს ეკუთვნოდა. :)
მომეწონა Vonnegut. ვაპირებდი სხვა წიგნების გამოტანას, მაგრამ ჩემმა ერთ-ერთმა სიყვარულმა შემახსენა თავი და უარს როგორ ვეტყოდი?! :D

აქამდე თუ არ იცოდით, ახლა გეტყვით, რომ ბატონ Chuck Palahniuk-ს აქვს ჩემს გულში პატარა ადგილი მითვისებული და ცოცხალი თავით არ თმობს. წლის განმავლობაში რამდენჯერმე დგება მისი წაკითხვის/გადაკითხვის დრო და ნებისმიერი წიგნის ცოტა ხნით გვერდზე გადადება მიწევს. წელს მისი ადრეული ნამუშევრები "Survivor "და " Invisible Monsters " მოხვდნენ სიაში და ახლახანს გამოსული "Damned", რომელიც ufff... გენიალურად დაიწყო, მაგრამ სუსტად დამთავრდა. :(
ხანდახან მგონია, რომ "Fight Club"-ისგან გათამამებული სხვა ყველა მის რომანს პირველის ჩრდილქვეშ ვაქცევ, მაგრამ რა ვქნა, ის საერთოდ სხვა განზომილებაა ჩემთვის, სხვა სკანდალზე აგებული, სხვა ემოციებზე გათვლილი. "Fight Club" ჩემთვის არის არა მარტო ჩაკის შემოქმედებაში ყველაზე გამორჩეული, არამედ ერთ-ერთი ფავორიტი მთელ აქამდე წაკითხულ წიგნებში.
მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ერთ დღესაც ისევ დამცემს თავზარს მისი ახალი რომანი და გამიტანს და სადმე მიმამარხავს, ტიციანს რომ დავესესხოთ. :D

სიას რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ შიგადაშიგ ეტყობა იმდენად ვიღლებოდი, რომ "მზესუმზირის" ფუნქციის შემსრულებელ წიგნებსაც გადავხედე. Helen Fielding-ის Bridget Jones: The Edge of Reason-მა მშვენივრად შეასრულა ეს ფუნქცია. ბრიტანული იუმორი, მსუბუქი სიუჟეტი (damn, ამ სიტყვას ვიხსენებ 20 წუთია უკვე :D) და შოკოლადის ფილა... მეტროშიც გადასარევად იკითხება :D

გაგრძელება იქნება, ოღონდ ხვალ! "ახლა წავიდეთ, ვჭამოთ საჭმელი!" :D

30.07.11

10 day challenge - Day 1

Ten things you want to say to ten different people right now.

  1. ქალს მეტროში, რომელმაც მკითხა, რას ვკითხულობდი: ბოდიში, რომ მხოლოდ სათაური გითხარი და წიგნის ყდა მოგიშვირე. უფრო მეტი უნდა მეთქვა Coupland-ზე. სულ მცირე, Generation X მაინც უნდა მეხსენებინა.
  2. კბილის ექიმს, რომელმაც სიბრძნის კბილები ამომიღო: Fuck You, ანტიბიოტიკის არ გამოწერისთვის!
  3. ჩემს ნათლულს: Happy birthday, babe :* (სანამ გამოვაქვეყნე, კი გადაცდა 29 ივლისს, მაგრამ მაინც).
  4. მამაჩემს: პრივატ-ბანკი "პაპა" რომელ საათებშია ღია? :D (yeap, მამაჩემისთვის არცერთს ცხოვრებაში არ მიგვიმართავს "მამა"-თი, ან "მამიკო"-თი).
  5. ჩემს უფროსს: ერთი გამონაკლისის გარდა, რომელიც უფრო ეროვნულ სენს უნდა დავაბრალოთ, ყველაზე მაგარი შეfი ხარ, ვინც კი ოდესმე მყოლია!
  6. ჩემს ახალ მეზობელს, რომელიც 2 დღეში გადმოდის: შენი წუწუნი და კარებზე კაკუნი არ გავიგო, ღამით მუსიკის ხმაზე!
  7. ჩემს მეგობარს, რომელთანაც გავედი სტუმრად, მთელი კვირის განმავლობაში სახლში გამოკეტვის შემდეგ: მადლობა, წკიპზე მომისწრო განტვირთვამ! :) აქვე გთაგავ და გამომყავხარ ბლოგერული კომიდან :D
  8. შონდა რაიმსს: გრეის მეექვსე სეზონის ფინალის შემდეგ შეგიძლია გააკეთო, რაც გინდა... დაწერო, რაც გინდა... "მოკლა", ვინც გინდა.... თუნდაც, იზი დააბრუნო (რასაც სასტიკად არ მივესალმები), ყველაფერს გპატიობ, იმჰო!
  9. ჩემს ბავშვობის მეგობარს, რომელიც შეყვარებულს დაშორდა: მე სინგლობის პირველი მქადაგებელი ვარ მთელი ჩვენი "სასტავის" ფარგლებში, მაგრამ მგონია, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა არ უნდა გაიქცე. უნდა დარჩე. :)
  10. wa wa wee wa-ს: Our time will come! :) (hopefully)

იდეას მივაგენი ბლოგზე Can't Be Tamed.
10 day challenge.

სურვილისამებრ დაითეგეთ თავები.

26.12.10

წელს წავიკითხე (მეორე ნაწილი)

წელს წავიკითხე (2008)
Books... Books (2009)

  • John Green- Eine wie Alaska (Looking for Alaska) და Die erste Liebe (An Abundance of Katherines)
    გემრიელი, ოპტიმისტური წიგნები. თუ არ ვცდები, fb-ზე ჰქონდა ვიღაცას ციტატა დადებული და ასე დავინტერესდი. პოზიტიური ემოციები თუ მოგენატრათ, გადაიკითხეთ.

  • Doris Lessing- Die Kluft (The Cleft)
    ამ წიგნზე აღარ შევჩერდები, რადგან მასზე მთელი პოსტი დავწერე ივლისში.

  • Ingmar Bergman- Einzelgespräche (Private Confessions).
    არ მომეწონა. :|

  • Huston Smith- Die sieben gr0ßen Religionen der Welt (The World's religions).
    ძალიან საინტერესო წიგნი 7 დიდი რელიგიური მიმდინარეობის, მათი მსგავსებების, განსხვავებების და ურთიერთზეგავლენის შესახებ.

  • დათო ტურაშვილი- ტიბეტი არ არის შორს და ჯინსების თაობა.
    უნდა ვაღიარო, გაცილებით საინტერესო მოსაუბრეა. :) პირველი გადავიკითხე. მზესუმზირასავით იყო... რაც შეეხება "ჯინსების თაობა"-ს, უფრო იმ ისტორიის ზეგავლენის ქვეშ ვიყავი, რაც დოკუმენტური ფილმებიდან ვიცოდი. სენტიმენტალურად იკითხება, ხანდახან ცოტა ხელოვნურადაც.

  • Michel Houellebecq- Elementarteilchen (Atomised)
    ჰმმმ.... ან მე ვარ წლის ამ დროს ისე, რომ აღარაფერი მაკვირვებს, ან ბეგბედერის შემდეგ არ მოუხდენია შოკური რეაქცია წიგნს. თუმცა, მგონი, პირიქითაა: სინამდვილეში ბეგბედერი მოექცა უელბეკის გავლენის ქვეშ... ან არა... არ ვიცი. ერთი სიტყვით, მეგონა, რომ უკვე მქონდა სადღაც წაკითხული ეს წიგნი...

  • Ray Bradbury- Fahrenheit 451
    ჩემნაირმა პარანოიდმა არ უნდა წაიკითხოს წიგნები, როგორებიცაა: ზემოთხსენებული, 1984, Brave new World და მისთანანი. დეპრესიაში მაგდებს ეგრევე. თუმცა, აქვე დავწერ ბარემ, რომ არ წაკითხვა უფრო დიდი ცოდვა იქნებოდა. Totally recommended!

  • Michael Cunningham- Die Studnen (The Hours)
    გემრიელი წიგნი იყო, მაგრამ წინაპირობა აქვს: აუცილებლად უნდა იცოდე, ვინ არის ვირჯინია ვულფი და გქონდეს წაკითხული Mrs. Dalloway.

  • Ralph Ellison- Flying Home
    მოთხრობები რასიზმზე, უუფლებობაზე, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარზე, ამერიკაში მცხოვრებ ფერადკანიანებზე. მოთხრობები..... როგორც უკვე აღვნიშნე სადღაც წინა პოსტში, not really into them ...


სულ ეს იყო... :)

23.12.10

წელს წავიკითხე (პირველი ნაწილი )

წინა წლის პოსტის შემდეგ, ტრადიციას არ დავარღვევ და წელსაც დავპოსტავ წიგნებზე, რომელთა წაკითხვაც მოვასწარი. ზოგი მათგანი, წესით, ბოლო ფურცლამდე არ უნდა მყოლოდა პატივში, მაგრამ წიკებს რა ვუთხარი მე და არ შემიძლია დაწყებული წიგნის გვერდზე გადადება.

დავიწყეთ:

  • Karen Joy Fowler- Der Jane Austin Club.
    რატომღაც ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა. ეკრანიზება უფრო საინტერესო იყო. მე კიდევ მეგონა, ფილმში რასაც ვერ ასახავდნენ, წიგნში დამხვდებოდა. არც არაფერი...

    კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მოთხრობების მოყვარული არ ვარ. აი, ახლა ვფიქრობდი და ვერაფრით გავიხსენე, რომელი მოთხრობები იყო ამ წიგნში. შეგრძნება მახსოვს მხოლოდ, რომ შიგადაშიგ გულიანად მეღიმებოდა. ალბათ იმიტომ არ მიყვარს, რომ ზუსტად მაშინ მთავრდება, როდესაც გმირებს, პეიზაჟს, სცენარს გავუშინაურდები ხოლმე.

  • Eric- Emmanuel-Schmitt - Monsieur Ibrahim und die Blumen des Koran (Mr. Ibrahim and the Flowers of the Koran) და Das Kind von Noah(Noah's Child)
    ნოველები სერიიდან "The Cycle of the Invisible". პირველ მათგანში ისლამზეა ყურადღება გამახვილებული. ძალიან ლამაზი, შეიძლება ვინმესთვის ოდნავ ბანალური ისტორია ებრაელი ბიჭისა და მუსულმანი ბაბუს მეგობრობაზე. მეორე კი, კუდამ აირჩია ბლოგერების წიგნის კლუბისთვის. დავაკოპირებ ჩემს კომენტარს კუდას ბლოგიდან:
    "მმმ, გემრიელი კომენატრის გაკეთება მინდოდა და სულ სადღაც გავრბოდი ეს დღეები.
    არ ვიცი, რამდენად გემრიელი გამოვა, მაგრამ ვეცდები:

    წინა წელს წავიკითხე პირველად. ისევე, როგორც კუდამ, ხელიდან ვერ გავაგდე.
    წინა თვეში მეორედ რომ გადავიკითხე, ზუსტად იგივე შეგრძნება მქონდა. თან ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ზუსტად ისევე სულმოუთქმელად ველოდი მოვლენების განვითარებას, როგორც პირველი წაკითხვისას. თითქოს,არ მცოდნოდა, რა მოხდებოდა ბოლოში.
    საერთოდ, ჰოლოკასტზე და მეორე მსოფლიო ომზე ბევრი იწერება. უფრო ხშირად, რა თქმა უნდა ნეგატიურად. ანა ფრანკის დღიურიც რომ ავიღოთ, საკმაოდ დიდი იყო უკვე იმისთვის, რომ გაეგო, რა ხდებოდა და რეალური ფაქტები უფრო მოქმედებს ადამიანზე.

    მაგრამ მე ვთვლი, რომ ასეთი გადაწყვეტა იყო ყველაზე მომგებიანი ამ წიგნისთვის. თან ჩემთვის სუბიექტურად: როცა ომია და შენ 8 წლის ხარ და ფიქრობ და ვერ ხვდები, რატომ უნდა წახვიდე სადღაც შორს და უნდა დატოვო შენი სათამაშოები და ა.შ. და რა შუაშია ეს ყველაფერი იმასთან,რომ ქართველი ხარ... და რა დააშავე ეგეთი კიდევ, რომ მაინცდამაინც ქართველი ხარ და ახლა ამდენი სათამაშოს დატოვება გიწევს... :D
    ანუ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მიუხედავად გალამაზებული სიუჟეტისა, მჯეროდა იმ ყველაფრის, რაც იქ ეწერა.

    ყველაზე მეტად დასასრული მომეწონა. შეიძლება ეგეთი პაციფიზმი თითიდან გამოწოვილი და არარსებულია, მაგრამ მე აბსოლუტურად ნეგატიურად ვარ განწყობილი პალესტინელების ჟლეტის მიმართ და ის ბოლო მესიჯი:"ახალ კოლექციას ვიწყებ" საკმაოდ ძლიერი იყო ჩემის აზრით.

    რაც შეეხება იუმორს, ძალიან დახვეწილი და უმაგრესი იუმორი აქვს შმიტს. ასეთ თემატიკაზე რომ წერ, ძალიან ფრთხილად უნდა იყო იუმორთან, მაგრამ უმაგრესად გამოსდის."


  • J.M. Le Clézio- Die Wüste (Desert)
    ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც "ბლოგრების წიგნის კლუბის" წევრებმა წავიკითხეთ. ფრთხილად უნდა შევაფასო: რაღაც მომეწონა, რაღაც-არა. საერთო ჯამში, თუკი თქვენ ვერ უძლებთ 50-60 გვერდზე გაწელილი სიუჟეტებისგან შემდგარ წიგნებს, ნუ წაიკითხავთ. :D
  • Jane Austen- Vernunft und Gefühl (Sense and Sensibility).
    მიყვარს ეს თავისი დროისთვის გაბედული და პროგრესულად მოაზროვნე ქალი, საკმაოდ სევდიანი ბიოგრაფიით და გემრიელი რომანებით, რომლებიც ყოველთვის happy-end-ით მთავრდება, რაც მას და მის დას, კასანდრას, ცოხვრებაში ვერ გამოუვიდათ.

  • Truman Capote - Frühstück bei Tiffany (Breakfast at Tiffany's)
    რა დავწერო, არც ვიცი. ან მე ვერ დავაფასე სათანადოდ, ან სხვები იყვნენ ფილმის შთაბეჭდილების ქვეშ. გადავიკითხე, რა... მეტი არაფერი

  • F. Beigbeder- Letzte inventur vor dem Ausverkauf (Dernier inventaire avant liquidation)
    ბეგბედერისეული განხილვა მეოცე საუკუნის 50 საუკეთესო ლიტერატურული ნამუშევრის შესახებ. საინტერესო იყო, თუმცა არც თუ ისე ჩვეულ სტილში დაწერილი.

  • Haruki Murakami- Kafka am Strand (Kafka on the Shore) და Wilde Schafsjagd (A Wild Sheep Chase).
    ჩემს კომენტარს გადმოვაკოპირებ "ხისსუნიანისახლი"-დან:
    "ჰმმმ...
    დავიწყოთ კონსტრუქციულად:
    წინა წელს წავიკითხე მურაკამის 2 მოკლე რომანი. იმდენად არ მომეწონა, რომ ბლოგზეც დავწერე ამის შესახებ.
    სანამ აპრილის წიგნი დაანონსდებოდა, "კაფკა სანაპიროზე" (იმედია, ასე ითარგმნება) წავიკითხე.
    და ვთვლი, რომ საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ, სხვა თვალით შევხედე მერე ამ წიგნსაც.
    მურაკამის მისტიური ლიტერატურა ვერაა მთლად ჩემი საქმე, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ჩამთრევია... მაგრამ მხოლოდ რაღაც ეტაპზე, ბოლოსკენ ისე ხლართავს, ან წელავს სათქმელს ან ღიად ტოვებს მოტივებს, რომ ენთუზიაზმი მეკარგება ხოლმე.
    ისევე როგორც ამ წიგნში, წინაშიც და მგონი, მურაკამი არის თავად "საძიებლად წასვლა"... :)
    ასევე მეორე ასპექტი: ყველა მის წიგნში რომელიმე გმირს რაღაც/ვიღაც ეუფლება და ამ რაღაცისგან განთავისუფლების გზების ძებნა არის მთავარი მოტივი. იმ უფრომო რაღაცეებში იმდენი რამის დანახვა შეიძლება: გნებავთ სტერეოტიპების, გნებავთ ყველა რელიგიის ღმერთის, გნებავთ "უცხოსი", რომელიც ძააალიან ძველი ფენომენია, არ შევჩერდეთ აქ.... რაც გნებავთ, წარმოიდგინეთ. მგონი, ამიტომ გახდა ბესტსელერი ავტორი, ვიწრო ნიშაში რომ არ მოაქცია ის "რაღაც".
    რაც შეეხება ამ წიგნს: ბოლოში ცხვრის და მეგობრის დაკავშირება საკმაოდ ცუდად გამოვიდა, ან მე ვერ გავიგე: მთელი მარილი დაუკარგა ისტორიას. რაღაც დიდ კვანძის გახსნას ველოდი და დავრჩი ხახამშრალი :D
    საერთოდ, ბევრგან ვერ შეკრა კვანძი. შეიძლება, მიზანმიმართულადაც...

    საბოლოო ჯამში, შეიძლება dance, dance, dance წავიკითხო, თუ ძალიან არ დამეზარა და ჩავთვლი, რომ ამოვწურე მურაკამი, ან მან ამოწურა ჩემი გონებრივი შესაძლებლობები :D"
  • Allice Walker- Die Farbe Lila (The Color Purple)
    აფრო-ამერიკული ლიტერატურის წარმომადგენლისა და ასევე ფემინისტის რომანი, რომელიც მე, გასაგები მიზეზების გამო, ძალიან მომეწონა. თხრობის ენაც ძალიან ზუსტად ჰქონდა შერჩეული, სლენგებით და "ძალით დაშვებული" გრამატიკული შეცდომებით.
გაგრძელება იქნება....

17.12.10

დუმბაძის ფოსტალიონი

"მე ვხედავ მზეს"-ში რომ ფოსტალიონია, გახსოვთ?
კრებაზე რომ მივა და იკითხავს: "ვინ დაიწყო ომი?"-ო და თავადვე გასცემს კითხვას პასუხს: "მე დავიწყე ომი!"

ყოველთვის პირველად ეს ადგილი მახსენდება.
არ მინდა მაღალფარდოვანი ფრაზები ვარახუნო ახლა მსოფლიო ლიტერატურის დიდებული მონაპოვრების შესახებ.
ჩემს პატარა "წიგნების სამყაროში" ის ფოსტალიონი ერთ-ერთი ყველაზე უბედური ადამიანია. ეს ნაწყვეტი- ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, ყოველ გახსენებაზე რომ შეგაძრწუნებს... ზუსტად ისე, როგორც მაშინ, 12-13 წლისამ რომ წაიკითხე პირველად...

გადაიკითხავდა კაცი დუმბაძეს...

17.10.10

ჩვეულებრივი კვირა დღე და არც თუ ისე ჩვეულებრივი ამბები

სათაურის შერჩევაში ნამდვილად ვიპლაგიატე, გული მიგრძნობს. როგორც სხვაგან, ბლოგერულ სამყაროშიც არის "მოდა" და ეს სათაურებზე კარგად აისახება ხოლმე. ალბათ, საკმაოდ ძლიერი ინდივიდი უნდა იყო, რომ დინებას არ მიჰყვე. მე დღეს სუსტებში ჩამწერეთ, ახალი სათაურის მომგონებელი არ ვარ. :D

ერთი სული მქონდა, ლეპტოპამდე მოვსულიყავი და დამეწერა პოსტი. ბოლოს ასეთ განწყობაზე როდის ვიყავი, აღარც მახსოვს. არ ვიცი, ეს რამდენად მიუთითებს იმაზე, რომ საინტერესო არაფერი ხდება. თუმცა, ბოლოს ასეთი სტატუსი რომ დავდე ჩემს FB-ზე, ისეთი შარი დამატყდა თავს, ისევ ის უინტერესო და ყოვლად მოსაწყენი ყოფა მერჩივნა. ვიღა დამიბრუნებს... :D

შეიძლება იმიტომაც არ ვპოსტავ, რომ არავის უნდა დღე და ღამე შენი პრობლემების შესახებ იკითხოს, არც მიშველის პრინციპში ამაზე წერა და შეიძლება, ამ ყველაფერს ისიც დაემატოს, რომ ჩემმა დამ, რომელმაც დაიწყო ნეტში აქტიურად ძრომიალი, შემთხვევით მოაგნოს ამ პოსტსაც და მერე მთელი საგვარეულო გადაერთოს ჩემზე ნერვიულობის რეჟიმში, რაც მე არაფრით დამეხმარება, რა თქმა უნდა.

არადა, ერთი შეხედვით, ისეთი ამაღელვებელიც არაფერი მომხდარა. უბრალოდ, დათო ტურაშვილი იყო ჩამოსული და გერმანიის ქართულმა სათვისტომომ მასთან შეხვედრის ორგანიზება აიღო საკუთარ თავზე. 2,5 საათის განმავლობაში ისაუბრა, კითვებს პასუხი გასცა და თითქოს, მერე რა?!
ალბათ, ეს შეხვედრა საქართველოში რომ ყოფილიყო, არც არაფერი...მაგრამ გერმანიაში ყოველდღე არ ჩამოდის ქართველი მწერალი, პოეტი, ან მსახიობი და არ მართავს შეხვედრებს. თუმცა, არც ესაა მთავარი მიზეზი. მარტო ამ ფაქტის გასაზიარებლად არ დავპოსტავდი, არ ვარ ეგეთი ბლოგერი, რაღაც ჩემი ემოციაც უნდა მოსდევდეს ფაქტს. :)

ცოტა უადგილოა მწერალზე საუბრობდე და თან ამბობდე, რომ დღეს სულ არ მადარდება, რა ჰქონდა დაწერილი, რამდენი წიგნი გამოსცა უკვე, კრიტიკოსების აზრი ისედაც არ მადარდებს, როგორც წესი. დღეს მთავარი იყო, რომ აბსოლუტურად გულახდილი, უშუალო, საინტერესო, გემრიელ-იუმორიანი ტიპია. მარკეტინგული და PR თვალსაზრისით რომ მივუდგეთ, საკუთარი შემოქმედებისთვის თავად იყო პრომოუშენიც და რეკლამაც. იმაზე ნუ ვიდავებთ, წიგნები ვის რამდენად მოეწონება, ან რეალურად, რამდენისთვის გახდება "საყვარელი მწერალი", ან რამდენად გამოსდის წერა სერთოდ. სულ რომ გვერდზე გადავდოთ ყველაფერი, მარტო დღეს შექმნილი აურის გამო დავინტერესდები, შემდეგში რას დაწერს.
მითუმეტეს, რომ არის ტიპი, რომელიც არ გთხოვს, გიყვარდეს, არამედ "იკითხო"... თუმცა, მაინც ახერხებს, რომ დადებითად განეწყო და არ სჭირდება "სკანდალური" პასუხების მოფიქრება იმისთვის, რომ მოისმინო, რა უნდა.

არც მე ვიცი, როდის მომინდება კიდევ სახლში მოსვლა და პოსტის დაწერა, ჩემთვის სუბიექტურად მნიშვნელოვან და გემრიელ ამბებზე... იმედი მაქვს, რომ მალე...

01.06.10

ივნისის წიგნი

ამ თვეში მე გმასპინძლობთ.

ჩემი არჩევანია: დორის ლესინგის "ნაპრალი" (Doris Lessing-Die Kluft/ The Cleft)
და არა, არავითარ შუაში არაა ნობელის პრემია.

სქესთა ბალანსზე ვზრუნავ. :D
თან საკმაოდ საინტერესოა, 12 ქალი მეცამეტეს როგორ გააკრიტიკებს. :D


ქართულად გამოიცა "გამომცემლობა "ინტელექტის" მიერ, სერიით "ნობელის პრემიის ლაურეატები""



დარწმუნებული ვარ, ბიბლიოთეკებში იქნება. ნასტასიამ იკითხა ერთ მაღაზიაში და იქ არ აღმოაჩნდათ, მაგრამ ბიბლიოთეკაში აუცილებლად იქნებაო.

მე დღეს ნეტში ვიპოვნე "ბიბლუსი Books"-ის გვერდი, რომლის თანახმადაც წიგნი ღირს 9.99 ლარი.

რაც შეეხება გვერდების რაოდენობას:
238 გვერდი = 119 ფურცელი => არ მგონია ბევრი იყოს ერთი თვისთვის.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მომმართეთ აქ, ან მაილზე.

p.s. მათ, ვისაც გამორჩა/დაავიწყდა აპრილის წიგნის დაკომენტება, ან ლინკი ვერ იპოვნა: აი, ისიც. ნუ დაიზარებთ. :*

p.p.s. მაისის წიგნზე კუდა დაწერს ამ დღეებში პოსტს და აუცილებლად გავლინკავ "ბლოგერების წიგნის კლუბის" გვერდზე.



Chaotic

09.05.10

დაპირებული პოსტი ურჩ კლუბელებთან დაკავშირებით

:D

დიდი დიქტატურა ტრიალებს, დიდი :D


ესე იგი, წინა კვირას დავწერე, გადავთვლი კომენტარებს-მეთქი და თქმა და შესრულება ერთი იყო.

ამ ეტაპზე, არცერთ პოსტზე არ დაუწერია კომენტარი thecatcherintheray-ის. სპეციალურად გადავქექე კომენტარები და აშკარად ვერსად ვიპოვნე.
ეს იმას ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, thecatcherintheray გამოეთიშა პროექტს.

(გასაჩივრებები და ამბები მოსულა, კონსტრუქციულად... თუმცა, მანამდე გადახედეთ სუუულ პირველ პოსტს ;) )

სიაში კომენტარები დავთვალე შემდეგნაირად:
  1. მოქმედებს პრინციპი: თუ შეტოპე-გატოპე. ანუ, წიგნების ჩაგდება არ შეიძლება.
  2. წიგნის არჩევანში არავინ იღებს მონაწილეობას მასპინძლის გარდა. ასევე დიდ სნობიზმად ჩაითვლება ცხვირის აბზუება და "მე ამ წიგნს არ წავიკითხავ, შიგ სექსები და გინებებია" არგუმენტები და ჩვენ ხომ სნობები არ ვართ?! ჰოოდა, წინასწარვე განვეწყოთ ადამიანურად. :D
  3. ყველასთვის ნაცნობი მიზეზების გამო პირველი წიგნის ჩაგდება შედარებით ლოიალურად შეფასდა.
ანუ, თუკი, რაიმე მიზეზის გამო არ წაიკითხეთ წიგნი, კომენტარი არ ფასდება. :(
ეს ყველაფერი თავიდანვე იყო ასე გათვლილი, სხვა შემთხვევაში ყველას შეუძლია რამე მოუნახოს წიგნს. თუმცა, დაძალებაც ცოტა ისეთი რამეა და ყველაზე უპრობლემო გამოსავლად ეს პრინციპი მესახება.
(თუკი სხვა შემოთავაზება გაქვთ, დატოვეთ კომენტარებში).


პ.ს. ძალიან გთხოვთ, შეეცადეთ, 2 და 22 თვის მერე არ დააკომენტოთ. მგონი, კლუბის წევრები არ იწერენ კომენტარებს და მარტო მე და პოსტის ავტორი ხომ არ უნდა ვიყოთ პრივილეგირებულები. :D



ბოლო და ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი: thecatcherintheray-ს ჰქონდა ივლისის თვე არჩეული. ახლა გადავხედე და ბოლო, ანუ 2011 წლის იანვარი ნანას თვეა. თუკი საწინააღმდეგო არაფერი გაქვს, გადმოგაჩოჩებ ივლისში, ნან :)

02.05.10

მაისის წიგნი

ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის, ბლოგამდე ვერ მოვაღწიე :partyბოლო ჭიქისამბავი: .

მაისში გვმასპინძლობს კუდა , რომელმაც აირჩია:

ერიკ-ემანუელ შმიტის- ნოეს შვილი.

თავადაც დააანონსა უკვე, რისთვისაც დიდი მადლობა. :*

რამდენადაც ვიცი, წიგნი იშოვება საქართველოში. მგონი, კუდასაც აქვს და მისი პოსტის კომენტარებიდან შევიტყვე, რომ ბაბისასაც ჰქონია. :დაესიეთ: :D


ნანიკოს საყურადღებოდ: მე მაქვს სახლში და გათხოვებ, თუ არ გაქვს ჯერ წაკითხული.

აპრილის წიგნზე პოსტი ჯერ არ დაწერილა, (ჩემს რიდერში არ ჩანს, ყოველ შენთხვევაში), მაგრამ ნუ ინაღვლებთ, დავლინკავ ბლოგერების წიგნის კუბის გვერდზე.

პ.ს. ჩემი წინა თვეში მიღებული გადაწყვეტილება, ხალხის სიიდან ამოღების შესახებ ძალაშია. აპრილის წიგნის განხილვიდან 1 კვირაში გადავამოწმებ და დავპოსტავ მათ ნიკებს, ვინც ვეღარ მიიღებს მონაწილეობას პროექტში. შეიძლება რამდენიმეს ამის გამო სიაში "ჩამოჩოჩება" მოუხდეს, მაგრამ მოვაგვარებთ, მგონი. :)


სიამოვნებით იკითხეთ :)

Chaotic

31.03.10

აპრილის წიგნი

მარტიც ამოიწურა და აპრილის წიგნის დაანონსების დრო მოვიდა.

აპრილში მასპინძლობას გვიწევს ხისსუნიანისახლი.

მისი არჩეული წიგნია: ჰარუკი მურაკამის- ნადირობა ცხვარზე.

რამდენადაც დავადგინე, ყველგან იშოვება.
ნანიკოს საყურადღებოდ: არის ბიბლიოთეკებშიც გერმანულად და წიგნების მაღაზიებშიც.
თუკი კითხვები გაგიჩნდებათ, დაგვიკავშირდით. :)


აქვე მინდა, მათ , ვისაც ჯერ არ შეუმჩნევია, ვუთხრა, რომ სპეციალურად ჩვენი წიგნის კლუბისთვის გავაკეთე ცალკე გვერდი ბლოგზე, სადაც თავს ვუყრი ყველა პოსტის ლინკს. იქვე იხილავთ მასპინძლების პოსტების ლინკებსაც. გვერდის ლინკს - "ბლოგერების წიგნის კლუბი" ჩემი ბლოგის მარჯვენა ზემო კუთხეში ნახავთ. :)



კარგი იქნება, თუკი იაქტიურებთ და კომენტარებს დატოვებთ მასპინძლების პოსტებზე. იდეა ამ პროექტისა სწორედ ამაში მდგომარეობდა. თუკი ვინმეს ეზარება და აღარ უნდა, შემატყობინოს, რომ დანარჩენმა მასპინძლებმა "ჩავიჩოჩოთ" სიაში :D


p.s. მარტის წიგნი, ალბათ, ყველამ წაიკითხა უკვე.
ქეთიმ დაწერა უკვე პოსტი. არ დაგეზაროთ, დააკომენტეთ.

:)

14.02.10

მეწამული ცა და რძესავით ჩამოწოლილი ნისლი

ძალიან უცნაური მკითხველი ვარ.
შემიძია ისეთი რამის გულისთვის ავიკვიატო წაკითხული, რისთვისაც თავად ავტორს არ მიუქცევია საერთოდ ყურადღება.
შემიძლია ერთი წინადადების გამო ჩავუყარო მთელი შრომა წყალში.
აი, ასეთი: ჭირვეული მკითხველი ვარ.

მეათე კლასში დიდოსტატის მარჯვენას რომ გავდიოდით, მასწავლებელმა ფერების და ციხეების სახელები ამოგვაწერინა და რომანის ერთადერთ ძლიერ მხარედ მასში ასე მრავლად მოყვანილი ფერები ესახებოდა. კარგით რა, კარგით: წარმოდგენა არ მაქვს, როგორი ყელი აქვს ხოხობს და სიმართლე რომ ვთქვა, სულ არ მადარდებდა ახლა, როგორი საწმერთული ეცვა შორენას. ან ისრიმისფერი რა ფერია?! ისრიმი არის ყურძენი "ბავშვობაში". :D ჰოდა, დიდი ბოდიში, მაგრამ მწვანეა რა. გინდა ისრიმისფერი უძახე და გინდა "ახლადწამოჩეკილიყურძნისმტევნისფერი"...

მაშინაც მძაბავდა ეს ზიზილ-პიპილო, მაგრამ კარგი, სხვა ეპოქა იყო, სხვანაირად წერდნენ.
ახლახანს რომელიღაც წიგნს ვკითხულობდი და " რძესავით ჩამოწვა ნისლი და ირგვლივ ყველაფერი შეიმოსა ბლა ბლა ბლა "-ო... თან ამ საუკუნეში დაწერილი წიგნია. ჰაჰ, როგორ ვბრაზდები ამ დროს.
ახალ ნამუშევრებში ასეთ პომპეზურობას და მაღალფარდოვან Bullshit-ს დასანახად ვერ ვიტან. იქვე სმარაგდისფერ თვალებზე იყო კიდევ საუბარი. რაღაც ისეთ შეგრძნება მაქვს ხოლმე ასეთ დროს, რომ ავტორს ჰგონია, "მწვანე თვალები"-ო თუ დაწერს, უინტელექტო გოიმად მოიხსენიებენ.

დაწერე რა ეს მწვანე. რა სმარაგდი აგიტყდა.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ახლანდელი მწერლობის ენა უნდა იყოს ძალიან პირდაპირი, ფაქტებზე დამყარებული ენა, თუნდაც სლენგი და არა ფერთა გამის და კრისტალების ტუტორიალი.

კიდევ ერთი სუსტი წერტილი: ბუნების აღწერა წიგნებში, როგორიცაა მაგალითად: "მზე ამოიწვერა და ათასფრად აალდნენ ნამის წვეთები. ირგვლივ ჩიტების საამო ჭიკჭიკი ისმის. ხეზე მწვანე ფოთოლს სამი ხაზი ისე მკვეთრად ემჩნევა, თითქოს, უცნობი მხატვარი უჩუმრად მოიპარა და დახატაო... მტრედისფერი ნისლი ნელ-ნელა აიკრიფა და ცხელი რძესავით აალდა..." ups... მაპატიეთ, ჩამძინებია და რომელ აბზაცზე გავჩერდი?!

FUCK, რატომ, აი, რატომ?
დაწერე რა, რომ გათენდა და დანარჩენი მე რომ წარმოვიდგინო, არ შეიძლება? არ მინდა ეს მოხარშული რძის სუნი ამ შუაღამეს, ვახ... ისეთი რომ წარმოვიდგინო ნისლი, როგორიც ის სინამდვილეშია, არა?! მაინცდამაინც არაბუნებრივად უნდა ჩამოწვეს?

მწვანე თვალები ისეთად რომ აღვიქვა, როგორიც ადამიანების უმრავლესობას აქვს, ამით რამე დაშავდება?
ჰოდა, მე ნერვებზე აშლის ჩემპიონი ვარ, ვზივარ მერე და ნერვები მეშლება.
ამიტომ გადავწყვიტე: თანამედროვე ლიტერატურას რომ წავიკითხავ და სადმე ზურმუხტის, სმარაგდის, ამეთვისტოს ან რძისფერი ნისლის ნასახი შემხვდება, დავხურავ ამ წიგნს და გადავდებ. :D
ვოტ!


პრეტენზიები, როგორიცაა: ნისლი მართლა ჰგავს რძეს და შენ თუ ფანტაზია არ გაქვს, სხვა საქმეა, იცით სადაც კეთდება ხოლმე და Go ahead :yes:


პ.ს. თქვენ არ გძაბავთ ასეთი ენა?

27.01.10

თებერვლის წიგნი

  • პრესკრიპტუმი: ლინკების ზღვა გელით თემაში :D

ძალიანი მიხარია, რომ ბევრი დაინტერესდა ჩემი იდეით ონლაინ წიგნის კლუბის შესახებ.

ამ ეტაპზე ვართ თორმეტნი. ანუ, 2011 წლის იანვარში მოვრჩებით.
ვფიქრობ, დანარჩენებს მხოლოდ მკითხველების სახით თუ დავამატებთ, რომ წიგნის კითხვაში შემოგვიერთდნენ, თორემ ასე სია უსაშველოდ გაიზრდება და ბევრს ხალისი არ ექნება. ვნახოთ, პირველი ეტაპი როგორ ჩაივლის და შემდეგ დავფიქრდები "მიშენებებზე".

თებერვალში გვმასპინძლობს ნასტასია.

თებერვლის წიგნი: ლეკლეზიოს უდაბნო.

ახლა ვესაუბრე ნასტასიას (გუშინ ვფიქრობდი და ბუნდოვნად გავიხსენე ნამდვილი სახელი, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, სინამდვილეში რა ჰქვია. რა მნიშვნელობა აქვს, მე სხვა სახელს მაინც ვერ დავუძახებ :D) . წიგნი ყველგან იშოვება, რამდენადაც ვიცი. ბიბლიოთეკებშიც არის.


აქვე ჩამოვწერ დანარჩენი თვეების სიას:

  • თებერვალი- ნასტასია. (ლეკლეზიოს უდაბნო)
  • მარტი- k84u - წიგნი ჯერ არ აურჩევია
  • აპრილი- ხისსუნიანისახლი - წიგნი ჯერ არ აურჩევია
  • მაისი- იასამნისფერი - წიგნი ჯერ არ აურჩევია
  • ივნისი- ჩემი დაბ. თვეა და მე გმასპინძლობთ. :D
  • ივლისი- thecatcherintheray - წიგნი ჯერ არ აურჩევია
  • აგვისტო -
  • სექტემბერი- ანუშკა - წიგნი ჯერ არ აურჩევია.
  • ოქტომბერი- ბაბისა
  • ნოემბერი-
  • დეკემბერი-
  • იანვარი-
ეს ოთხი თვე გადანაწილდება შემდეგ ბლოგერებზე:

თუ ვინმე კიდევ დაგვემატება "თავისუფალი მსმენელის" კიარადა, თავისუფალი მკითხველის ამპლუაში მივიღებთ. :D


ჰოდა, ასე. დანარჩენი კომენტარებში ან მაილით.


update: 28.01.10

16.01.10

იდეებ რა ვუყო?! ა.კ.ა. წიგნების ონლაინ-კლუბი

წინა კვირას დაწერილ რეზოლუციას თითქმის ვასრულებ.

მთელი კვირის მანძილზე მხოლოდ მესამე ფილმი იტვირთება ახლა. ისიც იმიტომ, რომ თმები უნდა დავისწორო და გასართობს ვეძებ.

ერთადერთი იმდენს ვერ ვმეცადინეობ, რამდენიც საჭიროა...

მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი ახლა.
უფრო ისაა საგულისხმო, რომ ყველანაირი პროექტით შეიძლება ჩემი დაინტერესება.

  1. facebook-ზე ვტვირთავ დღეში თითო ფოტოს ცნობილი One Photo a Day- პროექტის ფარგლებში. ორი თანამშრომელიც ავიყოლიე. სადამდე გავქაჩავ, არ ვიცი, მაგრამ მშვენიერი გასართობია.

  2. Julie and Julia-ს ნახვის შემდეგ შემოღებულ "სამზარეულო პროექტზე" უკვე დავპოსტე ერთხელ. ხვალ მეორე შეკრებაა და დღეს მთელი დღე რეცეპტების გადამოწმებასა და ინგრედიენტების ყიდვაში გავატარე.

  3. სვითის დავალებებს ვასრულებ შეძლებისდაგვარად.

  4. სვითის ვიდეოსთვისაც გადავიღე საახალწლოდ სურათები.




ესე იგი, ყველანაირად იოლი საკბილო ვარ მსგავსი პროექტებისთვის.

ახლახანს წავიკითხე Jane Austen's Club. მერე ფილმიც ვნახე. 6 ადამიანი კითხულობს ჯეინის 6 რომანს. თვეში ერთხელ იკრიბებიან რომელიმესთან და განიხილავენ.

არც ერთს გირჩევთ და არც მეორეს, მაგრამ იდეა მომეწონა ძალიან და საშინლად მომინდა რეალურად შემესხა მისთვის ფრთა. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ არ მინდა რეალში გაკეთება, რადგან წინასწარ ვიცი შედეგი. დღეს მომივიდა თავში აზრად, ბლოგზე დამეწერა შემოთავაზება. რატომღაც ძალიან მინდა ბლოგერებთან მაკავშირებდეს ეს პროექტი.

ანუ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი იდეაა:

გავაკეთოთ მსგავსი კლუბი, ოღონდ ონლაინ, " ბლოგერების წიგნის კლუბი" :D
ყოველ თვე რომელიმე ბლოგერი აირჩევს წიგნს, რომელსაც წავიკითხავთ ყველანი. ეს ბლოგერი თვის განმავლობაში არის "მასპინძელი". მისსავე ბლოგზე წერს პოსტს წიგნის წაკითხვის შემდეგ(რადგან 1 თვეა წიგნისთვის გამოყოფილი, იმ ერთი თვის მანძილზე უნდა დაიდოს პოსტიც). ჩვენ კი კომენტარების სახით გამოვხატავთ ჩვენს აზრს, ვიკამათებთ და ასე შემდეგ. მომდევნო თვეში გვეყოლება სხვა მასპინძელი და ა.შ.

თუკი პროექტით დაინტერესდით,გააგრძელეთ კითხვა, თუ არა, მაშინ დამშვიდებული სინდისით გადით/დააკომენტეთ/ჩემი სხვა პოსტები წაიკითხეთ :)


წესები:

  1. არ ვიცი, რამდენი ადამიანი დაინტერესდება, ამიტომ ზემოთა ზღვარს ჯერ არ შემოვიღებ. შეიძლება სულ 1 მსურველი აღმოჩნდეს და უხერხულობაში ხომ არ ჩავვარდები. :D

  2. პროექტი დაიწყება 1 თებერვალს. ეს ნიშნავს, რომ შემდეგი წიგნის წაკითხვა/განხილვა ხდება თებერვლის ბოლომდე.

  3. მოქმედებს პრინციპი: თუ შეტოპე-გატოპე. ანუ, წიგნების ჩაგდება არ შეიძლება.

  4. მონაწილეობის მსურველებმა დააკომენტეთ ან მომწერეთ მაილი ამ მისამართზე: chaoticco@gmail.com.
    მაილში/კომენტარში მიუთითეთ, წელს რომელი თვე გირჩევნიათ "სამასპინძლოდ" და რომელ წიგნს ირჩევთ. ჯერ-ჯერობით ყველა თვე თავისუფალია. გაითვალიწინეთ, რომ იანვრის თვე ამოვარდა, ამიტომ ათვლა იწყება თებერვლიდან.

  5. წიგნის არჩევანში არავინ იღებს მონაწილეობას მასპინძლის გარდა. ასევე დიდ სნობიზმად ჩაითვლება ცხვირის აბზუება და "მე ამ წიგნს არ წავიკითხავ, შიგ სექსები და გინებებია" არგუმენტები და ჩვენ ხომ სნობები არ ვართ?! ჰოოდა, წინასწარვე განვეწყოთ ადამიანურად. :D

  6. წიგნის არჩევისას იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად ხელმისაწვდომ მასალას ირჩევთ. მაგალითად, მე ვიმყოფები საზღვარგარეთ და ქართული წიგნები აქ არ მაქვს. თუკი სადმე წიგნის ონლაინ-ვერსია იქნა, ხომ კარგი, თუ არადა, საშინლად გართულდება ეგ ამბავი. გამოგზავნაც არ ხერხდება. მეც, ჩემის მხრივ არ ავირჩევ წიგნს, რომელიც საქართველოში არ იშოვება.

  7. აქვე წიგნებთან: წაიკითხეთ თქვენთვის სასურველ ენაზე. :D

  8. ყველა მონაწილე საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა შემდეგი თვის წიგნი, ცვლილებები სიაში და ა.შ., ჩემგან მიიღებს მაილს. ასე რომ სასურველი იქნება, კომენტარით გამოთქმული სურვილის შემთხვევაშიც იქვე მიუთითოთ თქვენი მაილი.




ვინაიდან, მე ამ წუთას სამი წიგნი მაქვს გამოტანილი და სამივე Austen-ის რომანია, დიდი პლაგიატობა იქნება ჩვენც მასე დავიწყოთ. ასე რომ, დაველოდები თქვენს შემოთავაზებებს. თუკი თებერვალში არავინ გამოჩნდება მსურველი, 1 თებერვლამდე მოვიფიქრებ, ამ რომანიებიდან რომელი ავირჩიო :D


და ისა, მოგეწონოთ იდეა რაა... :user:

26.12.09

Books... Books

დიახ, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც იწერს წაკითხული წიგნების სათაურებს რვეულებში. რატომ?! წარმოდგენა არ მაქვს.
ჰო, კიდევ ვიწერ ციტატებსაც. :D რიავიც, რატომ. ასე მინდა და იმიტომ.


ჰოოდა, დღეს განვიხილავ, რაში დავხარჯე უძვირფასესი დრო 2009-ში.
(წითლად მონიშნული სათაურები უეჭველად მიუთითებენ დაკარგული დროის მიერ გამოწვეულ მწუხარებაზე. :D)

  1. Eric-Emmanuel Schmitt- Das Kind von Noah.
    წინა წლის საახალწლო საჩუქარი იყო ჩემი თავისთვის. 1 დღეში წავიკითხე. საკმაოდ სევდიანი ისტორიაა მეორე მსოფლიო ომის დროსა და პატარა ებრაელ ბიჭზე.

  2. Virginia Woolf- Mrs. Dalloway.
    ნუ, ვირჯინიას წარდგენა არ სჭირდება, ვგონებ. თუმცა, ინგლისურად რომ ვთქვა, U have to be in the mood to read it. სხვა განწყობას ითხოვს საერთოდ.

  3. Antony Burgess- მექანიკური ფორთოხალი.
    ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დავწერე ბლოგზე პოსტი: ფორთოხლები და მექანიკები

  4. Jane Austen- Emma
    რა დამთხვევაა: პარალელურ რეჟიმში "ემმა"-ს ვუყურებ ზუსტად. საერთოდ, ეს 3 დღეა Austen-ის რომანების ეკრანიზაციებს შევუჩნდი და აღარ ვეშვები. ჩაის ჭიქა უნდა დაიჭირო ხელში და გემრიელად მოკალათებულმა იკითხო. მითუმეტეს, თუ მანამდე კერუაკს ან ვულფს კითხულობდი. :D

  5. Jack Kerouac- The Subterraneans
    ჩემი პირველი ბიტ-რომანი. პოსტიც დავწერე ამაზე ჭეშმარიტად კაიფში უნდა იყო, რომ მიყვე წიგნს. :D მაგრამ მთელი მარილიც ამაშია.

  6. Frédéric Beigbeder- რომანტიული ეგოისტი
    ყველაზე რომანტიული ცინიკოსი. მიყვარს ეს კაცი და ჰა :D გაბუტულ ბავშვს ჰგავს, ყურადღება რომ აკლია და იმით ცდილობს თავი დაამახსოვროს სტუმარს, რომ ჩაიში ჩაუფურთხებს. :D სადღაც მეორე რომანში აქვს კარგად ახსნილი, რატომ გვინდა ყველას ხელოვანობა.

  7. J.D.Salinger- Franny and Zooey
    გემრიელია. ერთ ადამიანს მაგონებს ძალიან. ბევრიც ვეხვეწე, წაიკითხე-მეთქი, მაგრამ არაო და ... :) მმმ... ძალიან გემრიელი მოთხრობაა. გადავიკითხავდი ახლა.

  8. Haruki Murakami- Tony Takitani


  9. და
  10. Haruki Murakami- Afterdark
    ჰმმ.. უნდა ვაღიარო, წყალში გადაყრილი დრო იყო. ან მისი სუსტი ნამუშევრები შემხვდა... ან მე ვერ ჩავწვდი მათ აზრს... საერთოდ არაა ჩემი...

  11. Jane Austen- Pride and Prejudice
    ზემოთ დავწერე უკვე ჯეინზე. აღარ გავმეორდები. თუმცა ემმაზე მეტად ეს რომანი მომეწონა.

  12. Allan & Barbara Pease- Die kalte Schulter und der warme Händedruck
    ბესტსელერი ფსიქოლოგების ნამუშევარი ბოდილენგვიჯზე. პოსტში "დამაკოპირე" მქონდა გამახვილებული ყურადღება ერთ-ერთ თავზე ამ წიგნიდან. ბევრი საინტერესო რამე გავიგე ისე...

  13. Jack Kerouac-On the Road.
    უდავოდ წლის წიგნია. დაბადების დღეზე მაჩუქეს. ინგლისურად ვკითხულობდი და ცოტა გამიგრძელდა კითხვა, მაგრამ კერუაკი მართლა ორიგინალში უნდა წაიკითხო. გერმანული თარგმანი მითუმეტეს, საკმაოდ რთული და მშრალია.
    მმმ... ცდუნებას ვერ გავუძლებ და დავაკოპირებ რამდენიმე Quote-ს:

    -"The only people for me are the mad ones, the ones mad to live, mad to talk, mad to be saved, desirous of everything at the same time, the ones who never yawn or say a commonplace thing but burn, burn, burn like fabulous roman candles exploding like spiders across the stars and in the middle you see the blue centerlight pop and everybody goes 'Awww!"

    -"Some other time I'll come by here", I said, and she said, "Any time, kid" :)

    -"I pictured myself in a Denver bar that night, with all the gang, and in their eyes I would be strange and ragged like the Prophet who has walked across the land to bring the dark Word, and the only Word I had was 'Wow!'"

    -"We lay on our backs, looking at the ceiling and wondering what God had wrought when He made life so sad" . (my fav...)

    - "When a man dies he undergoes a mutation in his brain that we know nothing about now but which will be very clear someday if scientists get on the ball. The bastards right now are only interested in seeing if they can blow up the world."


  14. Jodi Picoult- My sister's keeper
    იმდენად გამიცრუვდა იმედი ამ წიგნის წაკითვისას, რომ გინებიანი და ფურთხებიანი პოსტიც დავწერე ამაზე.

  15. Frédéric Beigbeder- Windows on the world
    11 სექტემბრის მოვლენებზე აგებული წიგნია. ორმაგი თამაშივითაა. ავტორის ისტორია ცალკე ჩანს და იმ პერსონაჟებისაც, რომლებიც შენობაში იმყოფებოდნენ შეჯახებისას. არც ისე ცინიკური იყო, რაც მომეწონა რაღაცნაირად. არ მიყვარს მწერლები, რომლებიც ყველგან, ყველაფერზე ცინიკურად რეაგირებენ. არ მგონია, იმიჯი უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ის, რის თქმასაც გულწრფელად ცდილობ. ბურჭულაძესთან online-შეხვედრა რომ იყო გუშინ, საშინლად გამაღიზიანა მისმა კომენტარებმა. მართალია, უნდა სკანდალურობა და ქართულ რეალობაში გამოსდის კიდეც. მსოფლიოში არის მოთხოვნა სკანდალზე და მიწოდებაც, თავის მხრივ, არ იგვიანებს, მაგრამ არ მგონია, პალანიკს ან ბეგბედერს "თქვე ბანძებო, რა გესმით" ტონით ელაპარაკათ წიგნის პრეზენტაციებზე. იდეაში, თუ ასე ფიქრობს ავტორი და წერს წიგნს, რომელსაც ეს ბანძები წაიკითხავენ, წესით თავი უნდა ეცოდებოდეს, კაკ მინიმუმ... ვის სწირავს დიად ნიჭს :D OMG, OMG... არადა, მომწონს მისი ორივე წიგნი, რომელიც წამიკითხავს... ბ-ნო ზაზა, შეგეხებით რაააა.... :D (პ.ს. მისი კომენტარი კი მიხვდებით, სად შეხებაზეც დამრთავდა ნებას... OMFG again :D)

  16. ზ.გამსახურდია- ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება
    სკოლაში ამ ნაშრომის მიხედვით აგვიხსნა რამდენიმე თავი თამრიკო კობერიძემ. მიუხედავად იმისა, რომ პირად ურთიერთობაში პრობლემები გვქონდა, ვთვლი, რომ ქართულის ძალიან, ძალიან კარგი მასწავლებელია. საკმაოდ საინტერესო ნაშრომია. მე ისედაც და ასედაც ძალიან მიყვარს ეს პოემა და არა იმიტომ, რომ "უნდა მიყვარდეს". სიამოვნებით გადავიკითხავდი აქ რომ მქონდეს ჩემი "დამუშავებული წიგნი". მოკლედ, ვისაც უყვარს ვეფხისტყაოსანი, ვურჩევდი წაკითხვას.

  17. Chuck Palahniuk-Die Kolonie
    მიყვარს პალანიკი, მაგრამ უნდა ვაღიარო, ხანდახან ნამეტანი მოსდის. :D ნუ, ეს ჩემი გადასახედიდან. :D არის თემები, რომლებზეც სიამოვნებით არ ვფიქრდები. პრინციპში, პალანიკიც სწორედ მსგავს თემებზე ურტყამს და მომზადებული უნდა შევხვედროდი, მაგრამ რიავიც... სწორი ნაწლავის და მისი შიგთავსის აუზის ზედაპირზე ცურვის შესახებ ნაკლები სიამოვნებით ვკითხულობ რატომღაც.

  18. გოდერძი ჩოხელი- თევზის წერილები
    რა დავწერო ამაზე?! არის წიგნები, რომლებიც მხოლოდ ვიწრო გეოგრაფიულ არეალში მოიპოვებენ მნიშვნელობას. როგორც დუმბაძეს ვერ ჩაწვდები ბოლომდე რუსულად, ისე ვერ გაიგებ ჩოხელს სხვა ენაზე. უსევდიანესია და ძალიან მომეწონა. მთებში მინდება ხოლმე... უფრო სწორად, მთებში ხარ მაგ დროს.თუმცა, არა რომელიმე ქვეყნის მთებში, არამედ აუცილებლად ფშავის, გუდამაყრის, ხევსურეთის, საქართველოს მთებში. მსოფლიო ლიტერატურული საგანძურისთვის შეიძლება სულაც არ იყოს მნიშვნელოვანი ჩოხელი, მაგრამ ჩვენთვის ხომ ძალიან შინაურია?! ჰოდა, fuck კრიტიკა... გემრიელად წაიკითხეთ.

  19. აკა მორჩილაძე- ქაღალდის გემი
    სტუმრად ვიყავი და ვინაიდან, აქ იშვიათობაა ქართული წიგნი, მაინც წამოვიღე. 1 დღეში გადავხედე.
    ჯერ უნდა აღვნიშნო, რომ სულაკაურის გამოცემას აკინძვასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემა აქვს. უკვე მერამდენედ შემხვდა შეცდომით აკინძული წიგნი. ვერ ვიტან უპასუხისმგებლოდ გაკეთებულ საქმეს ფასს რომ ადებენ. გერმანელებს აქვთ კარგი სიტყვა:Kundenverarsche, ანუ მყიდველის დაგოიმება და ვთვლი, რომ ზედგამოჭრილი ტერმინია ამ გამოცემასთან დაკავშირებით. ძალიან მიკვირს, ხალხს რატომ არ აწუხებს ეს მოვლენა?! ერთი პატარა ბოიკოტი და იქნებ, გაანძრიონ უკანალი და თანმიმდევრობით დათვლა ისწავლონ.
    რაც შეეხება თავად წიგნს, na ja...
    ეს "მე კაი ბიჭი არ ვარ, მაგრამ მყავს ერთი მეგობარი კაი ბიჭი" იმდენჯერ არის გამეორებული წიგნში, რომ ბოლოს უკვე გულისრევის შეგრძნებას იწვევს. თან ეს რომანტიზმი (თუნდაც ცინიკური) და "ვაიმე, კაი ბიჭი ბოლოს ნახავს გოგოს (ეს გოგო, როგორც წესი, ბოზია ხოლმე რომანებში :D ), რომელიც შეუყვარდება, რომლის გამოც გადაწყვეტს ყველაფერს მიაფურთხოს და უკეთესი ადამიანი გახდეს და უწი პუწი რამანწიკა" არ მობეზრდა ხალხს?! მსგავსი BULLSHIT does NOT happen! დაიმახსოვრეთ :D ამოვიდა ყელში რა...

  20. Jack Kerouac- Dr. Sax
    დღეს ან ხვალ დავამთავრებ. უნდა ვაღიარო, დიდად არ აღვფრთოვანებულვარ. საშინლად რთული თარგმანია. ისევ ორიგინალში წაკითხვა მერჩივნა. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მძაბავს ცუდი თარგმანები. რამდენადაც მახსოვს ჯეკის პირველი რომანია, რომელიც კარგა ხანს ცენზურის გამო არ იბეჭდებოდა. რა აქვს საცენზურო, ვერ ვხვდები ოღონდ. საკუთარი ბავშვობის შიშებსა და მონსტრებს და მათგან მიყენებულ სტრესს ამუშავებს პატიოსნად. :D




ჰოდა, წელს სულ ეს იყო... :)

10.11.09

ვერ ვიტან დეტექტივებს

პრესკრიპტუმი: ზემა მომნატრებია ძალიან. პირველ ალბომს ვუსმენ ახლა და ვაღიარებ, რომ თითქმის ყველა სტროფზე "same here" შეგრძნება მაქვს.


ჰოდა, დიდი ბოდიში ყველა გენიალური დეტექტივის ავტორს, მაგრამ არ მაინტერესებს და ვერ ვიტან ამ ჟანრს. არ მიზიდავს მთელი წიგნის განმავლობაში ტვინის ჭყლეტვის პერსპექტივა, თუ ვინ იქნება მკვლელი, რომელიც როგორც ყოველთვის, ყველანაირ ლოგიკას მოკლებული, ყველაზე მოულოდნელი ვინმე აღმოჩნდება ხოლმე. ანუ, დეტექტივებთან მიმართებაში ახალი ლოგიკა ჩამოყალიბდა და ახლა უკვე ყველაზე ბუნჩულას და შეუმჩნეველს თუ დაადებ თითს, ის იქნება უეჭევლი დამნაშავე. boring, boring.

მეგონა, ამაზე მეტად ჟანრი არ გამაბრაზებდა, მაგრამ თურმე ჯერ სად ხარ.

წინა პოსტში წიგნებზე დავწერე, რომ My sister's keeper მინდოდა წამეკითხა.

ვისაც ფილმი არ უნახავს და ნახვა უნდა, ან წიგნის წაკითხვას აპირებს, აქ შეწყვიტოს კითხვა: ვასპოილერებ.


ვიტყვი, რომ ფილმი იყო ძალიან კარგად გადაღებული. ძალიან ბევრიც ვიღნავლე. ფილმი დასრულდა ლოგიკურად. ანუ, კარგი კი იქნებოდა, მთავარი გმირი APL-ისგან განკურნებულიყო, მაგრამ ბოლოს ისეთ სიმპტომებზე იყო საუბარი, რომ ფანტასტიკის სფეროს თუ მიაწერდი მის გადარჩენას. დავრჩი გაბრაზებული სიმსივნეზე ზოგადად.

დავიწყე წიგნის კითხვა. არა უშავდა. დიდი ხელოვნების ნიმუში ეგ არ იყო, მაგრამ ცუდადაც არ იკითხებოდა. თან მაინტერესებდა, რამდენად იყო შეცვლილი სცენარი, რადგან ბევრი ნიუანსი საერთოდ სხვანაირად გვხვდება წიგნში. გავედი ბოლოში, მოიგო ანა ფიცჯერალდმა საქმე, ექიმები აღიარებენ, რომ გადანერგვის შემთხვევაშიც ქეითის ორგანიზმი უბრალოდ ვერ გადაიტანს ასეთ ოპერაციას, რომ არაფერი ვთქვათ რემისიაზე... რაღაც მთელი ცრემლთა ფრქვევის ფონზე ვკითხულობ ბოლო გვერდებს და ველი ფილმის ბოლო სცენებს.

და უცებ, არ ვიცი ავტორს "a la კრისტი" იდეები დაებადა, თუ რა იყო, მთლიანად შეაბრუნა სცენარი, გამოაცხო ხელოვნურად ავტოკატასტროფა და ქეითის ნაცვლად ანა მოკვდა. ნუ, იქ მერე ქეითს გადაუნერგეს ანას თირკმელი და წიგნი დასრულდა ქეითის ტექსტით: რომ აგერ უკვე 10 წელია რემისიაშია, ბავშვებს ცეკვას ასწავლის, ანა ენატრება, მამა რაღაც პერიოდი გალოთდა, ჯესი პოლიცელი გახდა და ასე შემდეგ.


ბრრრრ...

იმჰო, ძალიან იაფფასიანი გადაწყვეტა იყო. აი, ძალიან. რაღაც მკითხველის უაზრო გაოცებასა და მოულოდნელობაზე გათვლილი. მთელი წიგნი რომ თითქოს იცი, როგორ მთავრდება(ანუ, პარალელი რომ გავავლოთ დეტექტივთან, როცა გგონია, რომ ნამდვილი დამნაშავის ამოცნობა ძალიან იოლია) და ბოლოს "ვაიმეეე, ეს როგორ დაამთავრა. ამას არ ველოდი. საერთოდ სხვა უნდა მომკვდარიყო" ...


bullshit!!!
ძალიან, ძალიან გაბრაზებული დავდიოდი 2 დღე. მთელი ისტორია გააფუჭა ქალბატონმა. მართლა ჯობდა, ფილმი მენახა მხოლოდ და ეს წიგნი არ წამეკითხა. ეს ტრაგიკული ისტორიების გადეტექტივება ახალი მოდაა?!

წიგნის შემთხვევაში დავრჩი ავტორზე ძალიან გაბრაზებული. :@


მორალი ისტორიიდან: არის შემთხვევები, როდესაც ჯობს, ნაწარმოების ეკრანიზაციას დასჯერდე და თავი დაიზღვიო იმედგაცრუებისგან. თუმცა, როგორ უნდა გაიგო, როდის გაგიმართლებს და როდის კიდევ პირიქით?!

26.10.09

Read me... read me

ლირიული გადახვევა: რამდენიმე წიგნი და სტატია მაქვს წასაკითხი გამოცდისთვის. შუალედებში აღმოვაჩენ ხოლმე, რომ მთელი 5 წუთია ვკითხულობ, თან სპეციალურად ხმამაღლა და თურმე საერთოდ სხვა რამეზე ვფიქრობ. საფიქრალს რა დალევს?! თავში ხელებს წავიშენ და ყურადღებას ვიკრებ... შემდეგი 2 აბზაცის კითხვისას...

რაც წავიკითხე, აღარც მახსოვს თითქოს. ასაკის ბრალია, ნეტავ?
ადრე სახელები, ფერები, სახის მიმიკები მამახსოვრდებოდა და მიმყვებოდა წლების განმავლობაში. ახლა სქემებს ვადგენ პერსონაჟების დასამახსოვრებლად: სახელებს ვიწერ და ისრებით ვუკავშირებ ერთმანეთს. ვინ ვისი შვილია, ვინ რომელ ოჯახში ერთიანდება, ვინ რომელ ქალაქსა თუ სოფელში ცხოვრობს...

ასაკის ბრალია, კი :D და 5 წელში რა იქნება საერთოდ...


სხვა რამეა უყურადღებო და ყურადღება-გაფანტული მკითხველი და სულ სხვა რამეა ძალიან დიდი სიზუსტით მკითხველი, რომელიც წიგნს ზეპირად სწავლობს ლამის და აზრამდე მაინც ვერ მიდის. აი, თითქოს ყველა სცენა გესმის, ყველა ფრაზა გაიგე, მაგრამ საერთო ჯამში რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, რომ ვერ ამბობ...


ორივე შემთხვევაში გადამკითხველი ხდები და ახლა რომ ვუფიქრდები, რამდენი წიგნი გადამიკითხვას... ან ჩემს თავს რას ვერჩოდი და ან იმ ავტორებს?!

იყო ისეთი წიგნებიც, რომლებშიც სხვა აზრი დამინახავს, სხვა ინტერპრეტაცია მიმიცია. საერთოდ, ძირითადად პოეზიასთან მიმართებაში მაქვს მსგავსი პოზიცია: მე რამდენიმე საწყალი ლექსი მაქვს დაწერილი და სულ ვაკვირდებოდი, რა სუბიექტურ პარალელს ავლებდა ხალხი ლექსებთან. მერჩივნა, საკუთარი თავი დაენახათ, საკუთარი ინტერპრეტაცია მიეცათ... ასე უფრო "ბევრდებოდა" ლექსი.

მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ: ჩემთვის ვაჟას დაჭრილი არწივი ყოველთვის იქნება ერთი დაჭრილი ფრინველთა მეფე და ვერასოდეს გავაიგივებ დაჭრილ საქართველოსთან, ან ქეიფისას მოჩხუბარ ვაჟასთან, როგორ სიმბოლიზმზეც და ალეგორიებზეც არ უნდა მიმითითონ. იმდენად რეალურადაა ის არწივი დაჭრილი, რომ ფანტაზიას გასაქანს ვერ ვაძლევ. თან ხომ შეიძლება ვაჟას ზუსტად ეგრე ეგრძნო და განეცადა ფრინველის ბედი? მთაში, ბუნებაში გაზრდილი ადამიანისთვისთვის შეუფერებელი აქ არაფერია...

ხანდახან ჩემი "გადამკითხავი მეს" მიერ ინტერპრეტირებული აზრი მირჩევნია დაშტამპულ "დიდი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე..." ტიპის დიად, მაგრამ ჩემთვის გაუგებარ, სხვის იდეებს...

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates