Posts mit dem Label მეგობარი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label მეგობარი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

18.04.14

ღმერთმა დაგვიფაროს და სხვა პოსტ-რელიგიური ჩვევები

თავი პირველი
ჩემს მეგობარს ბავშვი რომ ეყოლა, დავურეკე და მილოცვისას "ღმერთმა დიდი გაგიზარდოს"-მეთქი. უცებ მივხდი, რასაც ვამბობდი. სიტყვა დიდად უკან არ წამიღია, ის ჩემი მეგობარი, ვიცი, ყოველთვის იქნება ღმერთის იმედზე და ყოველთვის გულში ილოცებს, როცა მისი შვილი წამოახველებს. ალბათ, დიდი შვებაა გარდაუვალი სიტუაციებისას, როცა ხედავ, რომ ვიღაცა, ვისი კარგად ყოფნაც შენი მოვალეობაა, ზემოდან უხილავ ხელს უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფრაზით ყველა მათ გათენებულ ღამეს და დიდ შრომას იმაზე ნაკლებად ედება ფასი, ვიდრე საჭიროა. იმის მიუხედავადაც, რომ რეალურად, "თავისით" არავინ იზრდება.

თავი მეორე
"ღმერთმა დაგვიფაროს" და ძალიან ხშირად ვამბობდი ეტყობა ამ ფრაზას.
"რას ამბობ, ღმერთმა დაგვიფაროს".  ახლა როცა არ მჯერა, რომ რაღაც გვიფარავს, სასაცილოა ხოლმე, მაგრამ ბევრ რამესთან ერთად, თვითგვემაც აღარაა ჩემი ყოველდღიურობის დიდი სტუმარი. ასე რომ, დიდად არ განვიცდი, უბრალოდ, აღნიშვნად ღირდა.

თავი მესამე
ჩემი ნათლული ძალიან არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა :D ნათლიამისი არ წაიყვანს ეკლესიაში და არ აზიარებს, არ მოუყვება ისტორიებს უზარმაზარ კიდობანზე, რომელმაც ადამიანების გარდა, ცხოველები და ფრინველები გადაარჩინა. ერთი სიტყვით, ის დიდი პასუხისმგებლობა მოხსნილი მაქვს. მაგრამ ვინმეს მიმართ პასუხისმგებლობას ძალიან მარტივად შეიძლება ფერი ეცვალოს. მე ძველებურად შემეძლება ისტორიების მოყოლა, მაგრამ ეს ისტორიები ალბათ უფრო იმ ქალებზე იქნება, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს და მაინც არცერთი ისტორიის წიგნი არ ახსენებს მის არცერთ გაკვეთილზე. It's always a right time to be a feminist ;)

თავი მეოთხე
ჩემმა ერთმა მეგობარმა ძალიან განიცადა ეს სიახლე. ალბათ, ნაწილობრივ იმიტომაც რომ მთლიანად თავდაყირა უნდა დააყენოს შეხედულებები ჩემს შესახებ (ფემინისტი რომ ვარ, ისიც არ ეყოფა? :D).

თავი მეხუთე
ადამიანები, რომლებიც ძალიან ცინიკურად განეწყვნენ. აი, რეალში რომ თამაშობდეს ფეხბურთელი და უცებ ბარსელონაში გადავიდეს, დაახლოებით ასეთი რეაქცია ჰქონდათ. ალბათ, ცოტა ნაღალატევად იგრძნეს თავი.

თავი მეექვსე
და ბოლო თავი. ადამიანები, რომლებიც ჯიუტად მილოცავენ ყველა დღესასწაულს. აუცილებლად უნდა დავითვალო რამდენი დამირეკავს და "ქრისტე აღსდგაო" მეტყვის. დაახლობით ისეთ სიტუაციაში არიან, ბურკიან ქალს რომ მიულოცონ ქუჩაში. ესეც, ალბათ, ერთგვარი პროტესტის გამოხატვის საშუალებაა.

და მეც ვიცი. ვიცი, რომ არავისთან შემითანხმებია, არავისთვის მიკითხავს, არავინ გამიფრთხილებია, არავისთან მომიბოდიშებია ის, რაც მარტო ჩემი გადასაწყვეტი იყო, მაგრამ პრივილეგირებულ ჯგუფში ყოფნისას ეს მოთხოვნა ბუნებრივ სურვილადაა გასაღებული, თორემ ინტრიგანი რომ არ ვიყო, რატომ მომინდებოდა ამ ჯგუფიდან გასვლა, ან ამ პოსტის დაწერა, არა ?!  :)

08.06.12

28, fuck yeah!

ძალიან გემრიელი დაბადების დღე მქონდა.
გემრიელი, უმაგრეს-დიზაინიანი ტორტით. 9gag-ის ფანებისთვის რომ საკმაოდ ნაცნობი იქნება, სწორედ ისეთი.




არც დავბრძენებულვად ერთ დღეში და არც დავბერებულვარ. ზუსტად ისე ვგრძნობ თავს, როგორც 1 კვირის წინ. :D

კარგია, როცა რამდენიმე ადამიანი შეიკრიბება შენს დღეობაზე, ერთი თმას გისწორებს, მეორე- მაკიაჟს, მესამე-ტორტს გიცხობს, მეოთხე შენთან ერთად ეზიდება ალკოჰოლს, მეხუთე გემრიელ სალათებს გიკეთებს (დანარჩენი სულ ჩემი ნახელავი იყო :D) და ყველა ერთად კი იმაზე ზრუნავს, რომ მხიარული საღამო გამოვიდეს.

:)

it's nice to have caring friends :)

03.12.11

10 day challenge - Day 6

Day Six: Five people who mean a lot (in no order whatsoever)


უშუალოდ დედ-მამა და და-ძმა რომ არ ჩავთვალოთ:

  • ჩემი, ალბათ, ყველაზე სტაბილურად უცნაური მეგობრობის მეორე ნახევარი. ბევრს რომ არ ესმოდა, რატომ და რა გვინდოდა საერთოდ, მაგრამ ამ გადასახედიდან რომ ძალიან ნათელია, რატომ შეიძლება ჩვენ ორნი მეგობრები ვიყოთ.

    აქ ბევრჯერ დამიწერია, როგორ პანიკაში მაგდებს გარეშე პირების მცდელობა გადამაკეთონ, შემცვალონ, ჭკუა მასწავლონ და როგორ უკან მოუხედავად ვქრები ასეთ დროს. ამ ძააალიან იშვიათ შემთხვევაში მაქვს კომფორტი, ჩემს ირგვლივ არაფერი გავალამაზო, მიუხედავად იმისა, რომ ახლაც ზუსტად ვიცი, 1000 რაღაცაზე გვაქვს სხვანაირი შეხედულება და ერთმანეთის ადგილას რომ ვიყოთ, ბევრ სიტუაციაში საერთოდ განსხვავებულ არჩევანს გავაკეთებდით. დაახლოებით იმ ფოტოსავითაა, ქალს საკუთარი თავი მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე როგორი ჰგონიაო, რომ აღწერენ... "ყველა ლორეალის და ვიშის და შანელის Make-up-ის თავზეც გავიარე" სახის თავდაჯერებულობა მაქვს ამ ურთიერთობაში და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. (God, I hate being cheesy :D)
  • ჩემი მეგობრის ბიოლოგიური და ჩემი არა ბიოლოგიური დედა, რომელმაც ერთი სიმშვიდე და გაწონასწორებულობა ვერ მასწავლა, თორემ სხვა ყველაფრის ინტენსიური კურსი ჩამიტარა აქეთ წამოსვლამდე, გერმანულით დაწყებული, ბულგარულის "ტოლმის" მომზადებით დამთავრებული. :D
  • ჩემი ორი დიშვილი. სანამ თავად არ გეყოლება, ვერ ახსნი, რას ნიშნავს, ამიტომ არ ვეცდები აქ. :)
  • ჩემი ორი ნათლული. ასეთი რა დავანათლე, რომ ორივე უგენიალურესია, ჯერ ვერ დავადგინე, მაგრამ მარტო მშობლების ამბავი რომ არაა, იასნია :D I mean, come on! I'm a pure blessing! :D


ufff, იმაზე გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ცოტა გადატანითი მნიშვნელობით ვიცი მსგავსი გრძნობების გამოხატვა, რაც საკუთარ ნაკლად მიმაჩნია, მაგრამ ძალიან არაკომფორტულ სიტუაციაში ვვარდები ასეთ დროს და ამით ვერავინ მოიგებს. ამიტომაც გამიჭიანურდა ამ პოსტის გამოქვეყნება, მაგრამ now it's out!


დესერტად ზემოთ ნახსენები ფოტო


Love,
Chaotic







პირველი დღის პოსტი.
მეორე დღისპოსტი.
მესამე დღის პოსტი.
მეოთხე დღის პოსტი.
მეხუთე დღის პოსტი

იხილეთ იდეა.

29.06.11

wake up, gorgeous!

14 საათი მეძინა.
კი, მართალია, 5-ზე ავდექი და ჩავრთე კომპიუტერი, რაც ბევრს მისცემს იმის უფლებას, იფიქრონ, რომ შეიძლება ზოგადსაკაცობრიო თემებით დამბომბონ, მაგრამ ასეთ დროს ყოველთვის ვხვდები, რომ ცუდი მეგობარი ვარ. :D

ჩემმა მეგობარმა მომწერა, რომ რაღაც სირთულეები აქვს ურთიერთობაში. მე კიდევ, ყავის ჭიქით ხელში და ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე, ვკითხულობდი ნაწერს და Twitter-ზე ჩემი ამჟამინდელი celebrity crush-ის პროფილს ვღეჭავდი :D

იმიტომ, რომ დღის ჩემებურად დაწყება მინდა. არ მინდა, უფრო სწორად, არ შემიძლია პრობლემებზე ნერვიულობა, როცა 2 წუთის წინ გავახილე თვალები. ფეხებზე მკიდია world peace და შიმშილი აფრიკაში. მე მაპატიეთ :D

იმედია, ჩემი მეგობარი არასოდეს წაიკითხავს ამას. :D ზურგში ხანჯალივით იქნება ჩემი ასეთი საქციელი, ესოდენ გულგატეხილი ადამიანის მიმართ. :D

აი, ცოტა რომ დამაცადოთ, ყავას რომ გამოვცლი და პირველ სტატუსს დავდებ facebook-ზე, უფრო მეტად მივიტან გულთან ახლოს თქვენს პრობლემას, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ადამიანი ვარ, ვისაც რჩევის გამო უნდა მიმართოთ, როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება.

p.s. wa wa wee wa-ს ლექსიკონი ავითვისე! :D

10.05.11

Number of supportive friends: 3

არ ვიცი, გრძლად დავწერო, თუ მხოლოდ ორი წინადადებით შემოვიფარგლო.
ან იქნებ, ყველაფერს სჯობდეს, რომ ბლოგზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები დავდო მხოლოდ?!კარგი, დავიკიდოთ...
ზოგადად, სტატისტიკას რაც შეეხება, ტვიტერი ყველაზე არაპროდუქტიული პლატფორმა აღმოჩნდა. არცაა გასაკვირი, უფრო იმიტომ, რომ follower-ებს ბლოგი სხვა პლატფორმებზეც აქვთ გადმოწერილი.

Facebook-მა ყველაზე მეტი ხმა შემოიტანა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პოსტის ავტომატური გამოქვეყნება ბლოგის fan page-ზე გადავიტანე, ტრეფიკმა აქაც იკლო... მარკეტინგული თვალსაზრისით შეცდომა კია, მაგრამ სუბიექტური მიზეზების გამო ასე სჯობდა.

მადლობა 45-ვე ადამიანს დროისთვის :)

20.03.11

მეგობარი, როგორც ფილმიდან გადმოსული გმირი

ბავშვობის მეგობრობა ყოველთვის ჰგავს ჰოლივუდის ფილმებში ასახულ ისტორიას. ალბათ, იმიტომ, რომ ყველა მათგანის სცენარისტი აუცილებლად იყო ოდესღაც ბავშვი.

უკვე როცა გაიზრდები და სამსახურის შემდეგ, ან თავისუფალ შაბათ-კვირას შეხვდები მეგობრებს, ფილმსაც უყურებთ, ყავასაც დალევთ კაფეში, წითელ ღვინოსაც ხანდახან, მუცელში აფარფატებულ პეპლებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზეც ისაუბრებთ, ეს სიტუაციები არასოდეს იქნება ჰოლივუდური მეგობრობის მსგავსი, რომელსაც თავს გახვევს ყველა მედია-საშუალება.

შენც ბარბრა სტრეიზანდის გმირისა არ იყოს, მთელი შთაბეჭდილება და მოლოდინი გაგიცრუვდება, რადგან მაშინაც კი, როდესაც რაღაცაზე ერთად იცინით, ფონად გემრიელი საუნდტრეკი არ გესმის.

თვლი, რომ ისე ვერასოდეს იკამათებ მეგობართან, ისე ვერასოდეს იტირებ, ან ეტყვი, როგორ ზრუნავ მასზე. just, სახლში მოხვალ, მორიგ ბანალურ ისტორიას უყურებ და "awww"- გამომეტყველებით იჯდები ეკრანთან.

მაგრამ...

მაგრამ მერე, როცა ამ ყველაფერზე დაფიქრდები, მიხვდები, რომ ჰოლივუდის იდეალურ ისტორიებში მაინც არასოდეს გაცვლიდი შენს საკუთარ მეგობართან ყავაზე შეხვედრას (საუნდტრეკის გარეშეც), როცა მიმტანი თითქოს უკუნისამდე აგვიანებს, მზიანი ამინდის მიუხედავად მაინც ცივა და შენ შეგიძლია, მსახიობობის გარეშე მოუყვე, როგორი "არასრულყოფილ-არაჰოლივუდურ" ფაზაშია შენი ურთიერთობა მეორე ადამიანთან...

არც იმ საღამოსვე დიდი ხნის უნახავ მეგობრთან საერთოდ არაფერზე და ამავე დროს აბსოლუტურად ყველაფერზე ჭორაობას ჭიქა წითელი ღვინით ხელში...

არც იმ შეგრძნებას, სმს-ს რომ მიიღებ, რომ შენი მეგობარი 1 საათის წინ დედა გახდა და ხვდები, თურმე როგორ გაიზარდე... მიუხედავად იმისა, რომ სახლში მოსული ზემოთხსენებულ, სრულყოფილ ურთიერთობებზე გადაღებულ ფილმს უყურებ awww- სახით...

იმიტომ რომ, იდეალური ურთიერთობები არ არსებობს.

14.03.10

დაქალების შვილების პამპერსები და ძმაკაცების ცოლები

ყველაფერი თავიდანვე ვთქვი სათაურში.
(თავიდანვე აღვნიშნავ, რომ არანაირი პრობლემა არ მაქვს სიტყვებთან: "დაქალი" და "ძმაკაცი" :D )

იყო დრო, ეწუწუნებოდი დაქალს იმაზე, რომ ვიღაც ძალიან სიმპატიურმა ბიჭმა აღარ დაგირეკა... ან, რომ ტონალური იყიდე და შენს ბუნებრივ კანის ფერს არ მოუხდა. ის გეწუწუნებოდა იმაზე, რომ შეყვარებული სულ იგვიანებს, ან უყურადღებოა... რომ მეორე დაქალი ისე გადაყვა სამსახურს, რომ ბოლოს როდის ნახა, არც ახსოვს... რომ დიეტა არ შველის და ვერაფრით ჩაეტია ქვედაბოლოში, რომელიც წინა წელს იყიდა, იმ იმედით და შემართებით, რომ დიეტის შემდეგ ჩაეტეოდა....


იყო დრო, ეწუწუნებოდი შენს ძმაკაცს, რომ What the fuck, ასე შორს ხარ და გენატრება ყველა... რომ აი, იმ ტიპმა ასე და ასე გითხრა და ითხოვდი მისგან "ბიჭის აზრს", იმიტომ რომ შენ, როგორც გოგო, ვერ იგებ, რა fuck უტრიალებს იმ ტიპს თავში... დრო, როცა ჩადიოდი თბილისში და პირველი მანდ რეკავდი, რომ ეგრევე გენახა ყველანი ერთად... ის გიყვებოდა, როგორ მოსწონდა ერთი გოგო და მის ცოლად მოყვანას აპირებდა და შენ მთელი გულით გიხაროდა მისი ბედნიერება და მხოლოდ ის გაწუხებდა, რომ იქ არ იქნებოდი მაგ დროს...


ახლა არის დრო, როდესაც შენი დაქალი აბსოლუტურად "სრულყოფილი" დედაა, თავისი "დღეს მთელი დღე ამას დავდევ, ახლა დავჯექი ძლივს"-ებით... არის დრო, როდესაც ვეღარ ეწუწუნები დაქალს, რომ ტამ, ვიღაც ახალი ტიპი მოგწონს, რადგან ის ამ დროს დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვან რამეზე ფიქრობს: ბავშვის აშლილ კუჭზე, ამოსულ 6 კბილზე, ამოსაჭრელად გამზადებულ დანარჩენ 2 კბილზე, რომლის გამოც შეიძლება ღამეების თევამ მოუწიოს. (საოცარია, მაგრამ ქმრებზე ჭორაობის პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად იკლებს. ალბათ, იმიტომ, რომ შენ არ გყავს ქმარი :D )

არც უნდა უსაყვედურო: ვეღარ გაიგებს, როგორ შეიძლება ინერვიულო იმაზე, რომ შენი შეყვარებული სულ იგვიანებს, ან უყურადღებოა... რომ შენი დაქალი ისე გადაყვა სამსახურს, საუკუნეა არ გინახავს... ის ფიქრობს, რომ შენ არ დაგაინტერესებს მთელი დღე იმის მოსმენა, რომ "აი, დღეს გავიარეთ და ხელის დაქნევა ვისწავლეთ"...
და უნდა ვაღიარო: დღეში 20 წუთი მაინტერესებს და მიხარია, მითუმეტეს, რომ ვგიჟდები ბავშვებზე, მაგრამ მთელი დღე მაგას ჩემმა მტერმა უსმინა... ვერ გავიგებ, იმიტომ, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვან რამეზე ვფიქრობ: როგორ დააგვიანა დღეს მეასედ ჩემმა შეყვარებულმა...


ახლა არის დრო, რომ შენი ცოლიანი ძმაკაცი, რომელიც შენგან 20 წუთი სავალ გზაზე ცხოვრობს, ნახევარი წელია არ გინახავს... რომ შენი მეორე ძმაკაცის ცოლს (და მგონი, ყველა შენი ძმაკაცის ცოლს) სასტიკად არ უყვარხარ და ყოველთვის, როცა გინდა, რამე თბილი მისწერო, თავს იკავებ, რომ ტამ, უცებ ცოლმა არ ნახოს და პანიკები არ აუწიოს...

არც უნდა უსაყვედურო: ვეღარ მოისმენს ღამის სამ საათზე შენს წუწუნს და ვეღარ დაგამშვიდებს, რომ "არა უშავს. აი ნახავ, ყველაფერი როგორ კარგად იქნება და როგორ ტრაკში აქვთ ამ კაცებს თვალები". იმიტომ რომ, არ გიცნობს ის ცოლი და არ იცის, რომ აბსოლუტურად "არასაშიში" ხარ და მთლიანად თავისთვის უნდა თავისი ქმარი...


და იქნებ, ესაა მეგობრობა?! როცა არ უნდა უსაყვედურო... როცა რაც შეიძლება დისტანციურად უნდა მოიკითხო... როცა უნდა მოისმინო ისტორიები პამპერსებზე და ამოსულ კბილებზე... როცა უნდა გადადო ვიღაც ტიპის და ტონალურის ისტორიები გვერდზე?!

Fuckin' no idea...

07.01.10

მომეწყინა

მნიამ...
ბეეევრი შოკოლადი ვჭამე. ახლა სპაგეტი იხარშება. სახლში რაც მაქვს, ყველაფერს მუსრი უნდა გავავლო + მეათასედ ვუყურებ გრეის ანატომიის ძველ სერიებს.

დღეს ვიყავი იქ, სადაც ყველაზე ლოგიკური იყო ყოფნა. მერე იქვე მოვხვდი ცოტა ალოგიკურ სიტუაციაში. დაჟე, არ დავკონკრეტდები. არ ღირს... თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ საკუთარ თავზე უფრო გავბრაზდი: რამდენჯერ ვუთხარი უკვე, რომ ასეთ სიტუაციებს აარიდე თავი-მეთქი, მაგრამ ვინ გისმენს...

მერე ეტყობა შემცივდა და მთელი საღამოა სახსრები მტკივა. ესეც უცნაურად: მხოლოდ მაჯები და კოჭებთან. ეს ამბავი არის სერიიდან: "ყველაფერი ალოგიკური მე მემართება". Isn't it a little early??? რა დროს სახსრებია, ბიძაჩემო...

გუშინ ახალი ადგილი აღმოვაჩინე: რადიატორთან, სავარძელში, ლეპტოპით მუხლებზე. ასე წავიკითხე 277 პოსტი. :D ნუ, ყველა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ რიდერი და სინდისი დავაწყნარე.


cool... გრეიში სერია დაიწყო მარტოობაზე... :D ღმერთო, ჩამცხე ურო...



ესე იგი, ამ პოსტს ბოლომდე ვინც წაიკითხავს, მაპატიეთ, მაგრამ რა გაჭირვება გქონდათ? :s




მკითხველს ბლოგროლიდან, რომელიც ბეჯითად მიწერს მინუსებს თითქმის ყველა პოსტზე: უეჭველი ვიმსახურებ, "ხელი რომ არ აგიკანკალდება" ისეთი მინუსი დამიწერე. :D



p.s.1. დღეს ერთმა, რომელიც აგერ უკვე მეოთხედ მაინც გავიცანი, მაგრამ წინა სამჯერ, ეტყობა, მისთვის არასაკმარისად VIP სასტავში ვიყავი (არადა, ჩემი ექს-საახლობლო იგულისხმება... ღმერთო, რატომ არ გაიცინებ), მორიგი გაცნობისას მკითხა: აუ, შენ მგონი გიცნობ, არაო?!
ასეთი უშინაარსო ტიპი ვარ, მლიაჰ?


p.s.2. რომ არ გავაბუქო, საშუალოდ 30 მკითხველი მყავს. თითქმის ყველა უცხო და თავად ბლოგერია. ჩემი მეგობრების 90% პრადვინუტი, "ინტერნეტში მცხოვრები" საზოგადოებაა და ჩემს ბლოგს მარტო 2 კითხულობს, ისიც ალაგ-ალაგ...
ასეთი უინტერესო ვარ, მლიაჰ?!


p.s.3. ყველა პუნქტს ვასრულებ ბებერ, სწერვა, ჩაბერებულ და ბოღმა ბებოდ ჩამოყალიბებაში:

1. მყავს სამი ცხოველი, რომლებსაც სახელებით მივმართავ და ვუხსნი ხანდახან, რომ ნუ ღორობენ, 20 წუთის წინ ჩავუყარე საკვები.
2. ვიღვარძლები და სწერვულ პოსტებს ვწერ (ნუ, ამას ძალიან ხშირად ვაკეთებ, მაგრამ არა ასეთი მონდომებით)
3. პლედგადაფარებული რადიატორთან ვზივარ და სახსრების ტკივილს ვუჩივი.
4. სუუულ არავის არ ვუყვარვარ, თუ რაღაც.


WTF?!

სახე მძვრება, მგონი... გუშინ 2 საათი მეძინა და ყველაფერი ამის ბრალი ხომ არაა?!

:s



მაპატიეთ, უნდა დაგტოვოთ. ღამე მშვიდობისა, 30-ო :*

14.12.09

ჩვენ, სოციოფობები საქართველოსი

გრძელი პოსტია და მორალურად მოემზადეთ. :D

გუშინწინ სტუმრები მყავდა. საუბარი ჩამოვარდა Facebook-ზე და სხვა სოციალურ ქსელებზე. ჩემთვის ფაქტიურად წარმოუდგენელია ადამიანმა არ იცოდეს ბლოგის, ტვიტერის და ფორუმების არსებობის შესახებ. მესმის, როდესაც არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ პირადი ცხოვრების აფიშირება არ უნდათ. თუმცა, დოზას ყველა თავად წყვეტს ამ შემთხვევაში და ეს არ მგონია პრობლემა იყოს. თუკი რომელიმე ორგანიზაცია არ ეკიდება სერიზოულად ინტერნეტ-აქტივობას, მე უბრალოდ ვურჩევდი, სასწრაფოდ შეცვალოს PR-მენეჯერი და გადახედოს მარკეტინგის განყოფილებას. დღეს ინტერნეტზე უარის თქმა არის ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება ამა თუ იმ ორგანიზაციას მოუვიდეს თავში.

თუმცა, როცა საქმე ჩვეულებრივ ადამიანებზე მიდის, ეს ცნება ალბათ არ უნდა განვაზოგადოთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დიდი სისულელეა, WWW-ს თითქმის უსაზღვრო შესაძლებლობები მხოლოდ მაილით შემოფარგლო.

აი, ამ თემებზე ვსაუბრობდით და ერთ-ერთმა ასეთი რამე თქვა:"სოციალური ქსელებით იმდენ რამეს ეკარგება მნიშვნელობა და ფასი ცხოვრებაში, რომ მე მირჩევნია ის ფასეულობები შევინარჩუნო და მქონდეს. მირჩევნია, პირადად შევხვდე რომელიმე მეგობარს და სულაც რაიმე სისულელეზე ვიჭორავო, ვიდრე online-მქონდეს ვინმესთან კონტაქტიო."

ჰმმ... სიმართლე რომ ვთქვა, ვერ გავიგე, რატომ უნდა შემილახოს რაიმე ფასეულობა ნეტმა. რატომ სჯობს სადღაც უნივერსიტეტში გაცნობილი მეგობარი ნეტში გაცნობილს. რატომ სჯობს, საშუალო სტატისტიკურ ადამიანთან საშუალო სტატისტიკურად გავატარო დრო აუცილებლად რეალში, როცა ამ დროს ნეტში შეიძლება ბევრად უკეთესი საქმე ვაკეთო, ან ბევრად უფრო გავერთო ვინმესთან კონტაქტით და თუნდაც, სისულელეებზე ჭორაობით.

როგორ შევიძინე მეგობრები?
ბავშვობის მეგობრები გავიცანი უბანში, სადაც მომიწია აფხაზეთის ომის შემდეგ გადასახლება. მათ გარდა ირგვლივ არავინ იყო, ერთად ვთამაშობდით, ერთმანეთს შევეჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბევრი არაფერი გვაქვს საერთო, ისევე მიყვარს, როგორც შეიძლება ბიძაშვილი ან მამიდაშვილი გიყვარდეს, რომელსაც მთელი ცხოვრებაა იცნობ.

სკოლის მეგობრებიც ასე გავიცანი. გადავედი კომაროვში და იქ დამხვდნენ სხვა ბავშვებიც, რომელთანაც შეიძლება ბევრი საერთო არაფერი მქონდა, მათემატიკის ცოდნის გარდა(ესეც სადავოა), მაგრამ მივეჩვიეთ ერთმანეთს. მერე ერთად ჩავაბარეთ. უნივერსიტეტშიც დაგვემატა რამდენიმე ჯგუფელი.

წამოვედი გერმანიაში და აქ დამეგობრება ხდებოდა ძირითადად იმ სქემის მიხედვით, რომ ქართველები ვიყავით, ერთნაირად გვენატრებოდა სახლი, ერთნაირი პრობლემები გვქონდა უცხოეთში. მაშინ მეგონა, რომ ბევრი საერთოც გვქონდა. წესით ისევე უნდა შევჩვეოდი მათ, როგორც ბავშვობის და სკოლის მეგობრებს, მაგრამ არა.

ამ ასაკში უკვე მინდა, თავად ვირჩევდე პირობებს, მყავდეს ისეთი მეგობრები, რომლებთანაც მართლა მაქვს საერთო, არ მიწევდეს მოვერგო სიტუაციებს და სხვის შეხედულებებს, არ მიწევდეს ახსნა, რატომ მიყვარს Mando Diao, Pink Floyd და 30 Seconds to Mars და არა მერაბ სეფაშვილი, რატომ ვკითხულობ კერუაკს, ბეგბედერს და პალანიკს და არა გოეთეს, მხოლოდ იმიტომ რომ ეს კლასიკაა, რატომ ვპოსტავ ფორუმზე, რატომ მაცვია V-გულიანი მაისურები (OMG), რატომ მიყვარს მატრიცა, რატომ ვატარებ ბევრ დროს ნეტში, რატომ მაქვს ბლოგი და ტვიტერი. რეალურად, ასეთ Conditional მეგობრობას მისი არარსებობა სჯობს, იმჰო. რაც ფაქტიურად გავატარე პრაქტიკაში.
მეორეს მხრივ, გავიცანი რამდენიმე ადამიანი ნეტით, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა და ბევრი საერთო მაქვს. გავიგე უამრავი საინტერესო პროექტის შესახებ. რამდენიმეში მონაწილეობაც მივიღე. ბოლოს და ბოლოს, განვიტვირთე დღის ბოლოს, ნეტში რამდენიმე საათით. მე ასე ვისვენებ, ვინმეს პრეტენზია აქვს?!
ჩემი ძლიერი წერტილი არასოდეს ყოფილა თვალთმაქცობა და არ მინდა... არ მინდა, ვიჯდე და სერიოზული სახით ვუსმინო რაიმე დემაგოგიას, მხოლოდ იმიტომ, რომ ამით ვიღაც ისეთის თვალში დავიმსახურებ პატივისცემას, რომლის აზრიც მეასეხარისხოვანია ჩემთვის. არ მინდა ვიყო იმ მორალის მსხვერპლი, რომელიც მხოლოდ "სხვებზე" ვრცელდება და არასოდეს მის ჩამომყალიბებელზე. არ მინდა სხვამ აარჩიოს, როგორი ვიყო.
მე ზუსტად ასეთი ვარ: ქაოსური, არეულ-დარეული, საშინლად ცნობისმოყვარე და სიახლეებისთვის ყოველთვის მზადმყოფნაში, ბლოგის, Twitter-ისა და facebook-ზე უაზრო სტატუსების, ფეთების და ფერმების პატრონი, online-მეგობრებით... AND I FUCKIN' LOVE IT!

ჰოდა, ვარ სოციოფობი?! so, what?! I fuckin' love it too!

სულ ეს იყო.
:)

14.11.09

6

ახლა 6 წლით უკან რომ დავბრუნდე, აღმოვჩნდები ჩემს უბანში, გამზადებული, ჩემოდანზე ჩამომჯდარი და საოცრად აღელვებული იმით, რომ ჩემი უახლოესი მეგობრის დაბადების დღეს დავამთხვიე ფრენა და მაშინდელი crush-ს ვერ დავემშვიდობე. (ლოლ, ორგან რომ შეგეშლება სიტყვა და სხვანაირად დაწერ, ესე იგი რაღაც ვერაა კარგად :D ავტ. შენიშვნა :D)


მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო :D

ახლა ის უბანი ორმაგად მეზიზღება და ჩასვლისას ყველანაირად ვცდილობ, იქ არ მივიდე ხოლმე.
ის crush ღრმა წარსულსა და ამოუცნობ ფენომენთა რიცხვს მიეკუთვნება...
ჩემი უახლოესი მეგობარი 26-ის გახდა და უკვე ექვსჯერ მოვაკლდი მაგის დაბადების დღეს. :s


ძალიან, უგონოდ ბევრი რამე შეიცვალა, ჩემი ჩათვლით, ერთი რამის გარდა: იმ დღეს ვიცოდი, რომ როგორც კი მოვრჩებოდი აქ ჩემს საქმეს, ეგრევე დავბრუნდებოდი... დღესაც ეგრე ვფიქრობ... არ ვიცი, 3 წლის მერე რა აზრზე ვიქნები, მაგრამ 6 წელი დიდი დროა... 3-მა რაღა უნდა მიქნას?

ბევრმა ისეთმა რამემ ჩაიარა ჩემს გარეშე, ბავშვობაში წამითაც რომ ვერ წარმოვიდგენდი. ბევრიც ჩაივლის, მაგრამ ძალიან ბევრი რამ წინ არის კიდევ და იმედია, რომ ვნახავ :)




p.s. იმ კვირაში ვიზა უნდა გავიგრძელო. ვგიჟდები გერმანულ ბიუროკრატიაზე :puke:

23.10.09

მანახე შენი მეგობარი...

დღეს დავალების შესრულების დღეა.

რომლის? უFFF, რა კითხვაა...
აი, ამის


ჰოდა, გრინჩი გახსოვთ? აი, ის გრინჩი, საშობაოდ რომ არსად ეპატიჟებიან და მეგობრები რომ არ ჰყავს? :D

ჰოდა, მოგესალმებით ქართული ბლოგოსფეროს გრინჩი :D

უმეგობრო, უთვისტომო, უსახლკარო, ცაააცკალი ქეოტიკი... (ნიკი სწორედ ასე გამოითქმის :D)



კიარადა, ძალიან ფრთხილად და ჩუმად ვიჯექი. არ მინდოდა, ვინმეს ეთხოვა. მე უარს ხომ ვერ ვეტყოდი? ეს იგივეა, ნათლობაზე უთხრა ადამიანს უარი :D თუმცა, არავის გასჩენია სურვილი, ერთის გარდა, რომელიც დაბრონეს ჩემს მოსვლამდე, რაც თავის მხრივ მიუთითებს ჩემს აუთსაიდერობაზედ და დასაფიქრებელი ფაქტორიც კი იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ ბოლო 1 წლის მანძილზე რეალშიც საკმაოდ შევათხელე მეგობრების რიგები და გავასოციალურდი. ბლოგზეც აისახა ჩემი ესოდენ აუტანლობა :D
რაღაც რჩევებს მივიღებ სიამოვნებით, რაღა თქმა უნდა და საკმაოდ კარგად მესმის ამ დავალების დანიშნულებაც, მაგრამ მე რეალშიც ასეთი ვარ, რა... თუ ვაკეთებ რაღაცას, ე.ი. ვიცი და მზად ვარ ავიტანო მოსალოდნელი უსიამოვნებებიც. თუ გადავწყვიტე რაიმეზე დავბლოგო, დავბლოგავ კიდეც. არ მინდა ამ დროს მეგობარმა ბლოგერმა მომცეს რჩევა და პოსტმა დრაფტებში გადაინაცვლოს. რაღაც ჩემი აკლდება ბლოგს და არ მინდა... ჩემს ბლოგს, რომელიც როგორც დღეს გავიგე, ღლის კიდეც, სწორედ ჩემი აფექტურობა+განსჯის უნარის ქონა/არ ქონა ქმნის და ... იყოს ასეთი ეს ბლოგი.


დამიწერეთ დავალებაში 0 ქულა :user:




პ.ს. შეცოდებები, ტიპა "უი, კიბო აქვს და ახლა მაინც მოვეფეროთ, კიარადა ცოდოა, ახლა მაინც დავუმეგობრდეთ" ააარ მიიღება... ვოტ! :D

28.09.09

პატარა ბედნიერებები

რომელი ჯობს: ერთხელ თავს დატეხილი დიდი ბედნიერება, რომელიც
ან გაგყვება ბოლომდე და ან არა და მერე მაგ ტკბილი მოგონებით ცხოვრება, თუ პატარ-პატარა ბედნიერებები, დღეს რომ გილამაზებენ?


ჩემთვის მეორე, ოდნოზნაჩნო :)
დღეს ერთბაშად სამი დამატყდა თავს, ამათგან 2 სმს-ის სახით და ერთიც მაილით. ანუ, ნურავინ იტყვის ნეტი და თანამედროვე ტექნოლოგიები რა საჭიროაო. :D

დილით სმს-ის ზარმა გამაღვიძა. დოლორესი მწერდა, ნათლია ხდები და ხომ არ გადაიფიქრეო? :D
გაღიმებულს ჩამეძინა ისევ, რადგან მთელი ღამე რაღაც საშინელებებს ვმეცადინეობდი და დილის 6ზე დავწექი. მმმ... უგემრიელესი ნათლული მყავს. პრინციპში, საქართველოს ინტერნეტ-სივრცე კარგად იცნობს დუდუს, არ დამჭირდება დაკონკრეტება. ფაქტიურად online-გაჩნდა :D



ვგიჟდები ამ ფოტოზე. გემრიელი ეგა. :*


მერე ნუ მეცადინეობის და პარალელურად ფილმების ყურების რეჟიმში ვიყავი. დავაფიქსირე, რომ გამოცდის წინა დღეებში სასტიკად უუნარო ვხდები. :S სულ ვიღაცა უნდა მედგას თავთან და მამხნევებდეს. ვერ ვკონცენტრირდები და მეტ დროს ნერვიულობას ვუთმობ.


საღამომდე მივჩანჩალდი, როგორც იქნა და სრულიად უიმედობის ჟამს მესმის ისევ სმს-ის ზარის ხმა. ჩემი ერთი მეგობრის სპონტანური, სიყვარულით და მონატრებით სავსე სმს იყო თბილისიდან. რაღაცნაირად გავთბი ეგრევე და ისე საშინლად მომინდა იქ ვყოფილიყავი და მაააგრად, მაააგრად ჩავხუტებოდი (ჩახუტებების და უწი-პუწების ფანი ვარ :D)


ომახიანად დავჯექი და გავაგრძელე რაღაც თემების გარჩევა. თუმცა ეს შენი ომახი განმიქარწყლდა სულ მალე და პანიკამ ამიტაცა :D ნეტში ამ დროს სულ 2 ადამინი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვისაც მივწერდი. ნანიკოს უკვე ეძინებოდა და არ დავურეკე. შესაბამისად, Sb რჩებოდა მხოლოდ, მაგრამ ვინაიდან, მაინც ძალიან გვიანია ახლა საქართველოში, აღარ შევედი მესინჯერში და სადღაც ხუთ წუთში მომდის მისი მაილი :D აი, რომ ვამბობ, რაღაც არსებობსთქო, არ გჯერათ და ჰა... ჩემი გაგზავნილი ენერგიები კოსმოსში, თუ რაც გინდათ, ის დაარქვით. :D


ვიღაცისთვის შეიძლება ეს ამბები საერთოდ არ შედის ბედნიერებების ცხრილში, მაგრამ ყველაზე მეტი, რაც შეიძლება მოსთხოვო ადამიანს, ამ შემთხვევაში მეგობარს, არის ყურადღება და შენს გვერდით ყოფნა და თუკი ასეთები არსებობენ, იმჰო, ბედნიერი უნდა იყო :)


სამივე იმ მომენტში, როცა მათგან სმს/მაილი მივიღე საააშინლად მიყვარდა :D აი, ისეც მიყვარს, რა თქმა უნდა, მაგრამ მაგ დროს კონცენტრირებულად მიყვარდა :D

Thank you, guys :*





გამამხნევებელთა სიაში მეხუთე: ირაკლი ჩარკვიანი. მეოთხე ნინო ქათამაძე იყო, მაგრამ ის სიმღერა(თოლიები) ვერ ვიპოვნე ნეტში :)



წავედი ახლა, გავაგრძელე... :S

03.09.09

მაი თვალ ის ბლოუინგ აფ

კიარადა, მართლა, მარჯვენა თვალი მტკივა საშინლად გუშინ საღამოდან. ვერ ვამოძრავებ გუგას. ზემოთ რომ ვიყურები, ან გვერდზე,საშინლად მტკივა და თან ოდნავ ბუნდოვნად ვხედავ და ვბრმავდები?
:spy:
თვალის ნერვის გაციება: ასეთი shit happens?





პ.ს. ძალიან საშინელი რაღაც გავიგე ძალიან ძალიან ახლო ადამიანზე და მთელი დღე უუნაროდ ვარ.


როგორ ანუგეშებთ ადამიანებს ისეთ შემთხვევებში, როდესაც უკვე აღარაფერს ეშველება?
:(

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates