Posts mit dem Label ჰოლივუდი werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label ჰოლივუდი werden angezeigt. Alle Posts anzeigen

20.03.11

მეგობარი, როგორც ფილმიდან გადმოსული გმირი

ბავშვობის მეგობრობა ყოველთვის ჰგავს ჰოლივუდის ფილმებში ასახულ ისტორიას. ალბათ, იმიტომ, რომ ყველა მათგანის სცენარისტი აუცილებლად იყო ოდესღაც ბავშვი.

უკვე როცა გაიზრდები და სამსახურის შემდეგ, ან თავისუფალ შაბათ-კვირას შეხვდები მეგობრებს, ფილმსაც უყურებთ, ყავასაც დალევთ კაფეში, წითელ ღვინოსაც ხანდახან, მუცელში აფარფატებულ პეპლებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზეც ისაუბრებთ, ეს სიტუაციები არასოდეს იქნება ჰოლივუდური მეგობრობის მსგავსი, რომელსაც თავს გახვევს ყველა მედია-საშუალება.

შენც ბარბრა სტრეიზანდის გმირისა არ იყოს, მთელი შთაბეჭდილება და მოლოდინი გაგიცრუვდება, რადგან მაშინაც კი, როდესაც რაღაცაზე ერთად იცინით, ფონად გემრიელი საუნდტრეკი არ გესმის.

თვლი, რომ ისე ვერასოდეს იკამათებ მეგობართან, ისე ვერასოდეს იტირებ, ან ეტყვი, როგორ ზრუნავ მასზე. just, სახლში მოხვალ, მორიგ ბანალურ ისტორიას უყურებ და "awww"- გამომეტყველებით იჯდები ეკრანთან.

მაგრამ...

მაგრამ მერე, როცა ამ ყველაფერზე დაფიქრდები, მიხვდები, რომ ჰოლივუდის იდეალურ ისტორიებში მაინც არასოდეს გაცვლიდი შენს საკუთარ მეგობართან ყავაზე შეხვედრას (საუნდტრეკის გარეშეც), როცა მიმტანი თითქოს უკუნისამდე აგვიანებს, მზიანი ამინდის მიუხედავად მაინც ცივა და შენ შეგიძლია, მსახიობობის გარეშე მოუყვე, როგორი "არასრულყოფილ-არაჰოლივუდურ" ფაზაშია შენი ურთიერთობა მეორე ადამიანთან...

არც იმ საღამოსვე დიდი ხნის უნახავ მეგობრთან საერთოდ არაფერზე და ამავე დროს აბსოლუტურად ყველაფერზე ჭორაობას ჭიქა წითელი ღვინით ხელში...

არც იმ შეგრძნებას, სმს-ს რომ მიიღებ, რომ შენი მეგობარი 1 საათის წინ დედა გახდა და ხვდები, თურმე როგორ გაიზარდე... მიუხედავად იმისა, რომ სახლში მოსული ზემოთხსენებულ, სრულყოფილ ურთიერთობებზე გადაღებულ ფილმს უყურებ awww- სახით...

იმიტომ რომ, იდეალური ურთიერთობები არ არსებობს.

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates