Posts mit dem Label მეგობრობა werden angezeigt. Alle Posts anzeigen
Posts mit dem Label მეგობრობა werden angezeigt. Alle Posts anzeigen

18.04.14

ღმერთმა დაგვიფაროს და სხვა პოსტ-რელიგიური ჩვევები

თავი პირველი
ჩემს მეგობარს ბავშვი რომ ეყოლა, დავურეკე და მილოცვისას "ღმერთმა დიდი გაგიზარდოს"-მეთქი. უცებ მივხდი, რასაც ვამბობდი. სიტყვა დიდად უკან არ წამიღია, ის ჩემი მეგობარი, ვიცი, ყოველთვის იქნება ღმერთის იმედზე და ყოველთვის გულში ილოცებს, როცა მისი შვილი წამოახველებს. ალბათ, დიდი შვებაა გარდაუვალი სიტუაციებისას, როცა ხედავ, რომ ვიღაცა, ვისი კარგად ყოფნაც შენი მოვალეობაა, ზემოდან უხილავ ხელს უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფრაზით ყველა მათ გათენებულ ღამეს და დიდ შრომას იმაზე ნაკლებად ედება ფასი, ვიდრე საჭიროა. იმის მიუხედავადაც, რომ რეალურად, "თავისით" არავინ იზრდება.

თავი მეორე
"ღმერთმა დაგვიფაროს" და ძალიან ხშირად ვამბობდი ეტყობა ამ ფრაზას.
"რას ამბობ, ღმერთმა დაგვიფაროს".  ახლა როცა არ მჯერა, რომ რაღაც გვიფარავს, სასაცილოა ხოლმე, მაგრამ ბევრ რამესთან ერთად, თვითგვემაც აღარაა ჩემი ყოველდღიურობის დიდი სტუმარი. ასე რომ, დიდად არ განვიცდი, უბრალოდ, აღნიშვნად ღირდა.

თავი მესამე
ჩემი ნათლული ძალიან არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა :D ნათლიამისი არ წაიყვანს ეკლესიაში და არ აზიარებს, არ მოუყვება ისტორიებს უზარმაზარ კიდობანზე, რომელმაც ადამიანების გარდა, ცხოველები და ფრინველები გადაარჩინა. ერთი სიტყვით, ის დიდი პასუხისმგებლობა მოხსნილი მაქვს. მაგრამ ვინმეს მიმართ პასუხისმგებლობას ძალიან მარტივად შეიძლება ფერი ეცვალოს. მე ძველებურად შემეძლება ისტორიების მოყოლა, მაგრამ ეს ისტორიები ალბათ უფრო იმ ქალებზე იქნება, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს და მაინც არცერთი ისტორიის წიგნი არ ახსენებს მის არცერთ გაკვეთილზე. It's always a right time to be a feminist ;)

თავი მეოთხე
ჩემმა ერთმა მეგობარმა ძალიან განიცადა ეს სიახლე. ალბათ, ნაწილობრივ იმიტომაც რომ მთლიანად თავდაყირა უნდა დააყენოს შეხედულებები ჩემს შესახებ (ფემინისტი რომ ვარ, ისიც არ ეყოფა? :D).

თავი მეხუთე
ადამიანები, რომლებიც ძალიან ცინიკურად განეწყვნენ. აი, რეალში რომ თამაშობდეს ფეხბურთელი და უცებ ბარსელონაში გადავიდეს, დაახლოებით ასეთი რეაქცია ჰქონდათ. ალბათ, ცოტა ნაღალატევად იგრძნეს თავი.

თავი მეექვსე
და ბოლო თავი. ადამიანები, რომლებიც ჯიუტად მილოცავენ ყველა დღესასწაულს. აუცილებლად უნდა დავითვალო რამდენი დამირეკავს და "ქრისტე აღსდგაო" მეტყვის. დაახლობით ისეთ სიტუაციაში არიან, ბურკიან ქალს რომ მიულოცონ ქუჩაში. ესეც, ალბათ, ერთგვარი პროტესტის გამოხატვის საშუალებაა.

და მეც ვიცი. ვიცი, რომ არავისთან შემითანხმებია, არავისთვის მიკითხავს, არავინ გამიფრთხილებია, არავისთან მომიბოდიშებია ის, რაც მარტო ჩემი გადასაწყვეტი იყო, მაგრამ პრივილეგირებულ ჯგუფში ყოფნისას ეს მოთხოვნა ბუნებრივ სურვილადაა გასაღებული, თორემ ინტრიგანი რომ არ ვიყო, რატომ მომინდებოდა ამ ჯგუფიდან გასვლა, ან ამ პოსტის დაწერა, არა ?!  :)

01.04.13

რანდომული გამოჩენა და დაპირებები

იცით თუ არა, რომ გრძელვადიანი პაუზის შემდგომ პოსტის დაწერა ფრიად მურტალი ამბავია?

ამ დროის განმავლობაში ბევრი იდეა მქონდა, მაგრამ ერთ პოსტში არ მინდა ყველას ჩაყრა. მოსალოდნელ პოსტებს შორის ერთ-ერთი ქართული მედიისა და ფემინიზმის შესახებ იქნება და ამ თემაზე ცოტა უფრო ძირფესვიანად მინდა მომზადება.  შეიძლება, სერიებადაც დავყო და ისე შემოგთავაზოთ. მთავარია, დრო მქონდეს ისევ.

სხვა გეგმები მოგზაურობას ეხება. ზაფხულში მინდა აქიდან გაღწევა. ზაფხულამდე კი, მაისში, ამსტერდამში Game of Thrones-ის გამოფენაა და თუ მანდ გამომივიდა წასვლა, uf....

კიდევ ბევრი რამ ხდება, მაგრამ ჯერ არ მინდა ამაზე დაწერა...  :)  იმედია, ყველა მათგანი კარგად დასრულდება/განვითარდება და მერე დავწერ...

მანამდე კი მინდა დავწერო, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მაშინაც გიტანენ, როცა შენი პირიდან წუწუნის, პანიკური შემოტევების და გაფრიკვების  გარდა არაფერი ამოდის 4 თვის განმავლობაში და ასეთი ადამიანების ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ დღეს სრულ ჭკუაზე ვარ. <3 p="">






08.06.12

28, fuck yeah!

ძალიან გემრიელი დაბადების დღე მქონდა.
გემრიელი, უმაგრეს-დიზაინიანი ტორტით. 9gag-ის ფანებისთვის რომ საკმაოდ ნაცნობი იქნება, სწორედ ისეთი.




არც დავბრძენებულვად ერთ დღეში და არც დავბერებულვარ. ზუსტად ისე ვგრძნობ თავს, როგორც 1 კვირის წინ. :D

კარგია, როცა რამდენიმე ადამიანი შეიკრიბება შენს დღეობაზე, ერთი თმას გისწორებს, მეორე- მაკიაჟს, მესამე-ტორტს გიცხობს, მეოთხე შენთან ერთად ეზიდება ალკოჰოლს, მეხუთე გემრიელ სალათებს გიკეთებს (დანარჩენი სულ ჩემი ნახელავი იყო :D) და ყველა ერთად კი იმაზე ზრუნავს, რომ მხიარული საღამო გამოვიდეს.

:)

it's nice to have caring friends :)

28.02.12

Just some pending friend requests

მე და ჩემს ბრაზილიელ მეგობარს სუფთა "ქართული" მეზობლობა გვაქვს, თავისი ყავის დალევით, ერთმანეთის დაპურებით, გამოლეული შამპუნისა და ხახვის სესხება/ჩუქებით. მისი ბიჭიც ხშირად არის ხოლმე ჩვენთან ერთად. საკმაოდ თავაზიანი, მაგრამ უშუალო ურთიერთობა გვაქვს, - რეალური, ხელშესახები ურთიერთობა და მაინც ვერ წარმოიდგენთ, როგორ აღვშფოთდი, როდესაც ფბ-ზე არ დამამატა :D

OK, გამოცდები აქვს და იშვიათად არის კომპიუტერთან, მაგრამ ეს რა ჩაიდინა-მეთქი, ვქოთქოთებდი და უცებ მივხვდი, რა დარხეული გვაქვს, როდესაც მხოლოდ მაშინ ვარქმევთ მეგობარს მეგობარს, ნაცნობს- კარგ ნაცნობს, თუკი ის რომელიმე სოც. ქსელშიც საჯაროდ აფიქსირებს ამ ფაქტს.

იგივე დამოკიდებულებას ბლოგის და რეალური მეგობრების მიერ მისი (არ) კითხვის მიმართ უკვე კარგა ხანია მივეჩვიე და შევეგუე. იძულების წესით ხომ არ გამოაწერინებ ვინმეს... :D

ალბათ, იმდენად დიდი დატვირთვა გადაგვაქვს ვირტუალურ "მე"-ზე, რომ წარმოუდგენლად მიგვაჩნია, ვიღაც "მართლა გიცნობდეს", სრულყოფილი ურთიერთობა ჰქონდეს შენთან, თუკი ფბ-ს სტატუსზე "ლოლ"-ო, არ დაგიკომენტა და შენი დაშეარებული სტატია არ გადააშეარა. :D

რა გვეშველება. :D

არადა, რა გაცილებით იოლია, იყო გულწრფელი, როცა ვინმეს პირისპირ არ დგახარ; დაწერო :hug: :* ♥ , ვიდრე რეალურად ვიღაცას ჩაეხუტო და უთხრა, რომ ძვირფასია შენთვის; დაალაიქო ფოტო, ვიდრე რეალურად გამონახო შესაფერისი კომპლიმენტი; დატოვო :( კომენტარში, ვიდრე იპოვნო საჭირო სიტყვები იმის სათქმელად, რომ სწუხხარ.....

და ჩვენც როგორ გავზარმაცდით ნაწილობრივ, მაგრამ, ამავე დროს, როგორ მოგვეხსნა დაძაბულობა (მე რომ რომელიმე მეგობარი, ან ნაცნობი წამდაუწუმ ჩამეხუტოს, სერიოზულად გავფრიკავ :D)....


ჰოდა, იყოს, ნუ დამამატებს ეს ჩემი მეგობრის ბიჭი ფბ-ზე, აუცილებელი ხომ არაა, ყველა ყველანაირს გიცნობდეს. :D

03.12.11

10 day challenge - Day 6

Day Six: Five people who mean a lot (in no order whatsoever)


უშუალოდ დედ-მამა და და-ძმა რომ არ ჩავთვალოთ:

  • ჩემი, ალბათ, ყველაზე სტაბილურად უცნაური მეგობრობის მეორე ნახევარი. ბევრს რომ არ ესმოდა, რატომ და რა გვინდოდა საერთოდ, მაგრამ ამ გადასახედიდან რომ ძალიან ნათელია, რატომ შეიძლება ჩვენ ორნი მეგობრები ვიყოთ.

    აქ ბევრჯერ დამიწერია, როგორ პანიკაში მაგდებს გარეშე პირების მცდელობა გადამაკეთონ, შემცვალონ, ჭკუა მასწავლონ და როგორ უკან მოუხედავად ვქრები ასეთ დროს. ამ ძააალიან იშვიათ შემთხვევაში მაქვს კომფორტი, ჩემს ირგვლივ არაფერი გავალამაზო, მიუხედავად იმისა, რომ ახლაც ზუსტად ვიცი, 1000 რაღაცაზე გვაქვს სხვანაირი შეხედულება და ერთმანეთის ადგილას რომ ვიყოთ, ბევრ სიტუაციაში საერთოდ განსხვავებულ არჩევანს გავაკეთებდით. დაახლოებით იმ ფოტოსავითაა, ქალს საკუთარი თავი მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე როგორი ჰგონიაო, რომ აღწერენ... "ყველა ლორეალის და ვიშის და შანელის Make-up-ის თავზეც გავიარე" სახის თავდაჯერებულობა მაქვს ამ ურთიერთობაში და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. (God, I hate being cheesy :D)
  • ჩემი მეგობრის ბიოლოგიური და ჩემი არა ბიოლოგიური დედა, რომელმაც ერთი სიმშვიდე და გაწონასწორებულობა ვერ მასწავლა, თორემ სხვა ყველაფრის ინტენსიური კურსი ჩამიტარა აქეთ წამოსვლამდე, გერმანულით დაწყებული, ბულგარულის "ტოლმის" მომზადებით დამთავრებული. :D
  • ჩემი ორი დიშვილი. სანამ თავად არ გეყოლება, ვერ ახსნი, რას ნიშნავს, ამიტომ არ ვეცდები აქ. :)
  • ჩემი ორი ნათლული. ასეთი რა დავანათლე, რომ ორივე უგენიალურესია, ჯერ ვერ დავადგინე, მაგრამ მარტო მშობლების ამბავი რომ არაა, იასნია :D I mean, come on! I'm a pure blessing! :D


ufff, იმაზე გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ცოტა გადატანითი მნიშვნელობით ვიცი მსგავსი გრძნობების გამოხატვა, რაც საკუთარ ნაკლად მიმაჩნია, მაგრამ ძალიან არაკომფორტულ სიტუაციაში ვვარდები ასეთ დროს და ამით ვერავინ მოიგებს. ამიტომაც გამიჭიანურდა ამ პოსტის გამოქვეყნება, მაგრამ now it's out!


დესერტად ზემოთ ნახსენები ფოტო


Love,
Chaotic







პირველი დღის პოსტი.
მეორე დღისპოსტი.
მესამე დღის პოსტი.
მეოთხე დღის პოსტი.
მეხუთე დღის პოსტი

იხილეთ იდეა.

29.06.11

wake up, gorgeous!

14 საათი მეძინა.
კი, მართალია, 5-ზე ავდექი და ჩავრთე კომპიუტერი, რაც ბევრს მისცემს იმის უფლებას, იფიქრონ, რომ შეიძლება ზოგადსაკაცობრიო თემებით დამბომბონ, მაგრამ ასეთ დროს ყოველთვის ვხვდები, რომ ცუდი მეგობარი ვარ. :D

ჩემმა მეგობარმა მომწერა, რომ რაღაც სირთულეები აქვს ურთიერთობაში. მე კიდევ, ყავის ჭიქით ხელში და ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე, ვკითხულობდი ნაწერს და Twitter-ზე ჩემი ამჟამინდელი celebrity crush-ის პროფილს ვღეჭავდი :D

იმიტომ, რომ დღის ჩემებურად დაწყება მინდა. არ მინდა, უფრო სწორად, არ შემიძლია პრობლემებზე ნერვიულობა, როცა 2 წუთის წინ გავახილე თვალები. ფეხებზე მკიდია world peace და შიმშილი აფრიკაში. მე მაპატიეთ :D

იმედია, ჩემი მეგობარი არასოდეს წაიკითხავს ამას. :D ზურგში ხანჯალივით იქნება ჩემი ასეთი საქციელი, ესოდენ გულგატეხილი ადამიანის მიმართ. :D

აი, ცოტა რომ დამაცადოთ, ყავას რომ გამოვცლი და პირველ სტატუსს დავდებ facebook-ზე, უფრო მეტად მივიტან გულთან ახლოს თქვენს პრობლემას, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ადამიანი ვარ, ვისაც რჩევის გამო უნდა მიმართოთ, როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება.

p.s. wa wa wee wa-ს ლექსიკონი ავითვისე! :D

20.03.11

მეგობარი, როგორც ფილმიდან გადმოსული გმირი

ბავშვობის მეგობრობა ყოველთვის ჰგავს ჰოლივუდის ფილმებში ასახულ ისტორიას. ალბათ, იმიტომ, რომ ყველა მათგანის სცენარისტი აუცილებლად იყო ოდესღაც ბავშვი.

უკვე როცა გაიზრდები და სამსახურის შემდეგ, ან თავისუფალ შაბათ-კვირას შეხვდები მეგობრებს, ფილმსაც უყურებთ, ყავასაც დალევთ კაფეში, წითელ ღვინოსაც ხანდახან, მუცელში აფარფატებულ პეპლებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზეც ისაუბრებთ, ეს სიტუაციები არასოდეს იქნება ჰოლივუდური მეგობრობის მსგავსი, რომელსაც თავს გახვევს ყველა მედია-საშუალება.

შენც ბარბრა სტრეიზანდის გმირისა არ იყოს, მთელი შთაბეჭდილება და მოლოდინი გაგიცრუვდება, რადგან მაშინაც კი, როდესაც რაღაცაზე ერთად იცინით, ფონად გემრიელი საუნდტრეკი არ გესმის.

თვლი, რომ ისე ვერასოდეს იკამათებ მეგობართან, ისე ვერასოდეს იტირებ, ან ეტყვი, როგორ ზრუნავ მასზე. just, სახლში მოხვალ, მორიგ ბანალურ ისტორიას უყურებ და "awww"- გამომეტყველებით იჯდები ეკრანთან.

მაგრამ...

მაგრამ მერე, როცა ამ ყველაფერზე დაფიქრდები, მიხვდები, რომ ჰოლივუდის იდეალურ ისტორიებში მაინც არასოდეს გაცვლიდი შენს საკუთარ მეგობართან ყავაზე შეხვედრას (საუნდტრეკის გარეშეც), როცა მიმტანი თითქოს უკუნისამდე აგვიანებს, მზიანი ამინდის მიუხედავად მაინც ცივა და შენ შეგიძლია, მსახიობობის გარეშე მოუყვე, როგორი "არასრულყოფილ-არაჰოლივუდურ" ფაზაშია შენი ურთიერთობა მეორე ადამიანთან...

არც იმ საღამოსვე დიდი ხნის უნახავ მეგობრთან საერთოდ არაფერზე და ამავე დროს აბსოლუტურად ყველაფერზე ჭორაობას ჭიქა წითელი ღვინით ხელში...

არც იმ შეგრძნებას, სმს-ს რომ მიიღებ, რომ შენი მეგობარი 1 საათის წინ დედა გახდა და ხვდები, თურმე როგორ გაიზარდე... მიუხედავად იმისა, რომ სახლში მოსული ზემოთხსენებულ, სრულყოფილ ურთიერთობებზე გადაღებულ ფილმს უყურებ awww- სახით...

იმიტომ რომ, იდეალური ურთიერთობები არ არსებობს.

10.11.10

სოლიდარობა და სხვა მითები

რა საყვარელი ვარ, როცა მჯერა, რომ არსებობს დედამიწაზე ისეთი ცნება, როგორიცაა სოლიდარობა. :D

მაგრამ ადრინდელისგან გასნხვავებით, ახლა ასეთ აღმოჩენებზე უბრალოდ ვიღიმი.

ეს 2 წინადადებიანი პოსტი, ისე, უბრალოდ ჩემთვის იყოს. ყველაზე ხშირად მაინც აქ შემოვდივარ და რომ წავიკითხავ გამახასენდება ხოლმე.

პ.ს. სქესთა შორის კონკურენცია კი ახლოსაც ვერ მივა ერთი სქესის მქონდე ორ ინდივიდს შორის კონკურენციასთან, მითუმეტეს, თუკი საკითხი საპირისპირო სქესს ეხება. :D

მე მაინც გავაგრძელებ ძველი პრინციპით განსჯას, სადაც მეგობრობას რისკის ქვეშ არასოდეს არ უნდა აყენებდეს ვიღაც მამრი, რომელიც კაცმა არ იცის, მოსვლიდან რამდენ ხანში წავა უკანმოუხედავად. (ნიშნავს ეს იმას, რომ მე ვმოქმედებ სოლიდარობის პრინციპით? მაშინ ვეღარ უარვყოფ მის არსებობას, shit :D)

So, friendship still is the thing we all should cherish. :)

22.06.10

Who knew?!

მუსიკალური ფონი:



P!nk-ის ამ სიმღერას ვუსმენდი ამას წინათ. მერე იგივე სიმღერაზე ვნახე ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ პირველ რიგში, მის გარდაცვლილ მეგობარზე დაწერა, მაგრამ ყველა დაკარგულ მეგობარზეც შეიძლება სიმღერის განზოგადება.

If someone said three years from now
You'd be long gone
I'd stand up and punch them out
Cause they're all wrong

ეს სიტყვები ბევრჯერ მომისმენია, მაგრამ რატომღაც, სულ ახლახანს დავაკვირდი და დავუფიქრდი. (ყველა ჩემი აწ უკვე ყოფილი მეგობარი ცოცხალია და ღმერთმა ყველა დიდხანს აცოცხლოს.)


3 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ჩემს ერთ ყოფილ საუკეთესო მეგობარზე, რომ 3 წლის შემდეგ ერთმანეთს შორიდან მოვუვლიდით, წელიწადში ერთხელ მოვიკითხავდით, დაწვრილებით არ გვეცოდინებოდა ერთმანეთის ყოველი დღის დეტალის შესახებ, მართლა ძალიან ვიჩხუბებდი.

აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის იმის თეორიულად დაშვებაც კი, რომ შეიძლებოდა, როდესმე ცხოვრებაში მოსულიყო დრო, როცა არ ვიმეგობრებდით. (ნუ, ათასში ერთხელ მოკითხვას მე მეგობრობას არ ვეძახი და თქვენი არ ვიცი).

მაგრამ, მოვიდა ეს დრო. :)
და რა მასწავლა ამ ყველაფერმა? ალბათ ის, რომ არ არსებობს ადამიანი, რომლის გარეშეც ვერ გაძლებ... არ არსებობს ურთიერთობა, რომელიც სრულყოფილია... არ არსებობს დაუსრულებელი ამბები... მთავარია, კარგი დასასრული მოუნახო და არასოდეს, არასოდეს დაგავიწყდეს ის დადებითი, ლამაზი, რაც მიიღე.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა გჭირდება შეეგუო ასეთ ცვლილებებს, მე მივხვდი, რომ ის დღე, როცა მე ღიმილით და მართლა შორეულ ბავშვობაში გადამხდარი კარგ ამბავივით გავიხსენე ჩემი ყოფილი მეგობარი, იყო დღე, როდესაც ჩვენი ურთიერთობა დასრულდა, ოღონდ ლამაზად...

კიდევ მივხვდი იმას, რომ აბსოლუტურად ამოვწურე ყველა რესურსი. არ მჯერა ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ მოლოდინი და მოთხოვნები არ უნდა გქონდეს ურთიერთობაში. BULLSHIT... ყველა ურთიერთობა რაღაცას გაძლევს. ასე რომ არ იყოს, იგი არ იარსებებდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ძალიან ბევრი რამ მივიღე: უზომოდ დიდი გამოცდილება, ყურადღება, სითბო, სიყვარული, თანაგრძნობა და ა.შ. დარწმუნებული ვარ, მეც გავეცი ბევრი რამ. ახლა კიდევ, ვერაფერს გავცემ ამ ურთიერთობისთვის და თავადაც არაფერს მაძლევს ახალს, ან ისეთს, რაც ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე შემავსებს.

კიდევ დავუსვი საკუთარ თავს კითხვა: "ქრისტ, რომ გითხრან, 3 წელში ეს ადამიანი შენთან არ იქნებაო, რომელზე არ დაიჯერებ"?

ასეთი ადამიანი არ არსებობს... :)

სულ რაღაც 3 წლის წინ ეს პასუხი საშინლად მატკენდა გულს. ალბათ იმიტომ, რომ მსგავსი გამოცდილება არ მქონდა მაშინ. ახლა, ამ გადასახედიდან ვიცი, რომ როგორც დოსტოევსკი ამბობდა: "ადამიანი ყველაზე შემგუებლური ცხოველია დედამიწაზე"... რომ საკუთარი თავის არყოფნის გარდა, ყველას არყოფნა ჩვეულებრივია...


მე ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელიც ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა, დიდხანს იარა, თუ ცოტა იარა, მაინც დატოვა კვალი და მერე წავიდა თავის გზაზე. იმ კვალისთვის - მადლობა... :)

I won't forget you my friends


მაგრამ,

who knew?!


14.03.10

დაქალების შვილების პამპერსები და ძმაკაცების ცოლები

ყველაფერი თავიდანვე ვთქვი სათაურში.
(თავიდანვე აღვნიშნავ, რომ არანაირი პრობლემა არ მაქვს სიტყვებთან: "დაქალი" და "ძმაკაცი" :D )

იყო დრო, ეწუწუნებოდი დაქალს იმაზე, რომ ვიღაც ძალიან სიმპატიურმა ბიჭმა აღარ დაგირეკა... ან, რომ ტონალური იყიდე და შენს ბუნებრივ კანის ფერს არ მოუხდა. ის გეწუწუნებოდა იმაზე, რომ შეყვარებული სულ იგვიანებს, ან უყურადღებოა... რომ მეორე დაქალი ისე გადაყვა სამსახურს, რომ ბოლოს როდის ნახა, არც ახსოვს... რომ დიეტა არ შველის და ვერაფრით ჩაეტია ქვედაბოლოში, რომელიც წინა წელს იყიდა, იმ იმედით და შემართებით, რომ დიეტის შემდეგ ჩაეტეოდა....


იყო დრო, ეწუწუნებოდი შენს ძმაკაცს, რომ What the fuck, ასე შორს ხარ და გენატრება ყველა... რომ აი, იმ ტიპმა ასე და ასე გითხრა და ითხოვდი მისგან "ბიჭის აზრს", იმიტომ რომ შენ, როგორც გოგო, ვერ იგებ, რა fuck უტრიალებს იმ ტიპს თავში... დრო, როცა ჩადიოდი თბილისში და პირველი მანდ რეკავდი, რომ ეგრევე გენახა ყველანი ერთად... ის გიყვებოდა, როგორ მოსწონდა ერთი გოგო და მის ცოლად მოყვანას აპირებდა და შენ მთელი გულით გიხაროდა მისი ბედნიერება და მხოლოდ ის გაწუხებდა, რომ იქ არ იქნებოდი მაგ დროს...


ახლა არის დრო, როდესაც შენი დაქალი აბსოლუტურად "სრულყოფილი" დედაა, თავისი "დღეს მთელი დღე ამას დავდევ, ახლა დავჯექი ძლივს"-ებით... არის დრო, როდესაც ვეღარ ეწუწუნები დაქალს, რომ ტამ, ვიღაც ახალი ტიპი მოგწონს, რადგან ის ამ დროს დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვან რამეზე ფიქრობს: ბავშვის აშლილ კუჭზე, ამოსულ 6 კბილზე, ამოსაჭრელად გამზადებულ დანარჩენ 2 კბილზე, რომლის გამოც შეიძლება ღამეების თევამ მოუწიოს. (საოცარია, მაგრამ ქმრებზე ჭორაობის პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად იკლებს. ალბათ, იმიტომ, რომ შენ არ გყავს ქმარი :D )

არც უნდა უსაყვედურო: ვეღარ გაიგებს, როგორ შეიძლება ინერვიულო იმაზე, რომ შენი შეყვარებული სულ იგვიანებს, ან უყურადღებოა... რომ შენი დაქალი ისე გადაყვა სამსახურს, საუკუნეა არ გინახავს... ის ფიქრობს, რომ შენ არ დაგაინტერესებს მთელი დღე იმის მოსმენა, რომ "აი, დღეს გავიარეთ და ხელის დაქნევა ვისწავლეთ"...
და უნდა ვაღიარო: დღეში 20 წუთი მაინტერესებს და მიხარია, მითუმეტეს, რომ ვგიჟდები ბავშვებზე, მაგრამ მთელი დღე მაგას ჩემმა მტერმა უსმინა... ვერ გავიგებ, იმიტომ, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვან რამეზე ვფიქრობ: როგორ დააგვიანა დღეს მეასედ ჩემმა შეყვარებულმა...


ახლა არის დრო, რომ შენი ცოლიანი ძმაკაცი, რომელიც შენგან 20 წუთი სავალ გზაზე ცხოვრობს, ნახევარი წელია არ გინახავს... რომ შენი მეორე ძმაკაცის ცოლს (და მგონი, ყველა შენი ძმაკაცის ცოლს) სასტიკად არ უყვარხარ და ყოველთვის, როცა გინდა, რამე თბილი მისწერო, თავს იკავებ, რომ ტამ, უცებ ცოლმა არ ნახოს და პანიკები არ აუწიოს...

არც უნდა უსაყვედურო: ვეღარ მოისმენს ღამის სამ საათზე შენს წუწუნს და ვეღარ დაგამშვიდებს, რომ "არა უშავს. აი ნახავ, ყველაფერი როგორ კარგად იქნება და როგორ ტრაკში აქვთ ამ კაცებს თვალები". იმიტომ რომ, არ გიცნობს ის ცოლი და არ იცის, რომ აბსოლუტურად "არასაშიში" ხარ და მთლიანად თავისთვის უნდა თავისი ქმარი...


და იქნებ, ესაა მეგობრობა?! როცა არ უნდა უსაყვედურო... როცა რაც შეიძლება დისტანციურად უნდა მოიკითხო... როცა უნდა მოისმინო ისტორიები პამპერსებზე და ამოსულ კბილებზე... როცა უნდა გადადო ვიღაც ტიპის და ტონალურის ისტორიები გვერდზე?!

Fuckin' no idea...

06.09.09

SATC

არ მიყვარს ეს Mr. Big, რა ...


მირანდა და სტივი მიყვარს :huser:
რეალური წყვილია, მთელი ყოველდღიური პრობლემების ბუკეტით... I looove problems :D
და მირანდა მიყვარს, იმიტომ რომ ყველაზე მყარად დგას მიწაზე, ჩემის ჰაზრით.
კიდევ იმიტომ, რომ სხვანაირი ტიპის ქალია და ზუსტად ასეთი ტიპი თუ გაუგებდა...
კიდევ იმიტომ, რომ თვითონ თხოვს ხელს, კიარადა, სთავაზობს ხელს...
კიდევ იმიტომ, რომ გარეუბანში გადასახლდება...
კიდევ იმიტომ, რომ კომპრომისებზე წასვლა ისწავლა...
კიდევ იმიტომ, რომ წარმატებული ქალი+დედაა
კიდევ ბევრი უამრავი "იმიტომ"

just, ვიდეო...






შემდეგ ვიდეოებში აქცენტი ამ 4 ქალის მეგობრობაზე კეთდება.
I love'em







just, მინდოდა დამეპოსტა...
+ ცოტა განვიტვირთო და გავაგრძელო მეცადინეობა...
:(

თვით Blogspot-ის რეიტინგი

  © Chaotic Reality

Design by Emporium Digital via Blogspot templates